საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ოთხშაბათი, 3 თებერვალი 2027
ძველი სტილით: 21 იანვარი
სულთმოფენობიდან 36-ე შვიდეულიხმა 2მარხვა · თევზი
ხსენება
ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (662); წმ. პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწამისა ნეოფიტესი (303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); ქალწულმოწამისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწამისა ანასტასისა (662); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).
საკითხავები
ლიტ. – იაკ. 50 დას. I, 1-18. მკ. 44 დას. X, 11-16.
ღირ. – ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 2; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2027 წელი 21 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული3 თებერვალი ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. მაქსიმე აღმს. (662); წმ. პატრ. კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწ. ნეოფიტესი (303-305); მოწ. ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); მოწ. ქალწულისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწ. ანასტასისა (662); ღირ. მაქსიმე ბერძენისა (1556). ლიტ. - იაკ. 50 დას. I, 1-18. მკ. 44 დას. X, 11-16. ღირ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლის – პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამზე: – ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა. – კონდაკი: ღირსისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-18. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I): „მართალო მაქსიმე, ღირსო, სარწმუნოებისათვის მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ შენ, ვით -არცა მხნემან მოღუაწემან და გვიჩუენე გზაი კეთილად მსახურებისაი ჩუენ მორწმუნეთა და აწცა ითხოვე ეკლესიათათვის დაცვაი შეუძრველად ვედრებითა შენითა“ 2-გზის. „მართალსა მაქსიმეს ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვითარცა მხნესა სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს იე სუისსა, გალობითა საღმრთოითა შევ ასხმიდეთ, რომლისა მიერ მართალი სარწმუნოებაი გუესწავა ჩუენ, ლმობიერად ვაქებდეთ წადიერად“ 2-გზის. „მოღუაწე მაქსიმე ყოვლად ქადაგი საღმრთოი ჭეშმარიტებისაი, რომლისა ენაი და ხელი დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ, რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივ -განბრძნობილსა მას მართლისა მისთვის სარ წმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარი ტად დაცვისათვის ყოველთა მორწმუნეთა“ 2-გზის. „დიდება“ - მისივე: „რომელი წყალობისათვის ჩუენისა განკაცნა ჩუენთვის, ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა და ეგრეთვე ორითა ნებითა აღიარე მაქსიმე და ჰქადაგე ხმამაღლად და დაუყვენ მწინკულევანნი და ბილწნი პირნი ერთ ნებად და ერთსაქმედ მგმობართანი ბოროტთა მნივთებელისა ეშმაკისა მზაკუვარებითა“ (ჴმა IV). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების” ხმის მიხედვით) : ,,რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (ჴმა VII): „განჰმარტე სიხარულით მარჯუენე შენი ქრისტესთვის დაკუეთად, სანატრელო მაქსიმე, ხოლო იქმენ მარჯუენე საღმრთო მწერალ მოძღურებათა განბრწყინვებულთა და ბრძმედსა შინა გამოცდილთა და, ეგრეთვე ენისა დაკუეთაი თავს -იდევ გულსმოდგინებით ღირსო, ხოლო იქმენ ორღანო ღმრთისმგალობელ და ენა მოტყინარე სულისა წმიდისა მიერ განხურვებული, ყოვლად დიდებულო და მართლმადიდებლობისა იგი სწავლანი ტკბილნი შუენიერად აღმოსთქუენ“. მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“. „უფსკრული სწავლათაი აღმოსთქუ გულით შენით ღმრთივგანბრძნობილით, მაქსიმე დიდებულო, და დაანთქენ ყოველნი წ ვალებისა წინამძღუარნი და წიაღიყ ვანე ახალი ესე ისრაელი და კრებული გონებამხედ ველი ღმრთისაი და ექმენ მეორედ მოსედ, დაღაცათუ პატივი უმდაბლესი თავს-იდევ ქრისტეს მსგავსად სიმდაბლისა მიერ, არამედ იგივე ღუაწლნი დაითმინენ და შჯული საღმრთოი მოგუ -ართუ, ღირსო, - სარწმუნოებაი ღმრთივდაწერილი, მტკიცე“. მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. „ხმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი პირი, მაქსიმე დიდებული, დიდებაი ეკლესიი საი და მონაზონთა შესხმაი და გან მაშუენებელი, რამეთუ ამან სოფელსა შინა ჰბრძო უშჯულოთა სარწმუნო ებისათვის და მწვალებელნი იოტნა და სამძალი ძლევისაი შეიმოსა ღუაწლთა მათ თვისთათვის ყოვლად შუენიერთა და აღსარებისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიერ და მოწამეთა დიდებაი დაიმკვიდრა“. „დიდება“ - მისივე: „მწიგნობრისა ხელოვნისა კალამ იქმნა ენაი შენი აღ ლესულ მადლითა მით სულისა წმიდისაითა და აღწერნა ფიცართა ზედა გალობისა ჩუენისათა სათნოებათა სჯულნი და სიმა ღლე მოძღურებათაი და ხორცთა შესხმაი ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა ჩუენ, კაცთა, შორის გამოჩინებულისა ღმრთისაი“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი “ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12. – I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა - ღირსისა: „მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო ბრწინვალეო და მონაზონთა შუენიერებაო, ჰოი ბრძენო მაქსიმე, ქნარო სულისაო, სწავლითა შენითა ღმრთივბრწყინვალითა ჰნათობ უნათლეს მზისა, გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - ღირსისა: „მოძღურებაი საღმრთოი განამტკიცე და იქმენ სუეტ მართლმადიდებლობისა და კლდე განუკუეთელ სარწმუნოებისა და ქრისტე ღმერთი ჩუენი ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა იქადაგე, რომელსა ევედრე, მამაო მაქსიმე, მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება. – წარდგომა შემდგომად III სტრიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან. „დიდება” ,,აწ და’’ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1გზის). II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: - „უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა VII. ძლისპირი: „უგალობდეთ უფალსა მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“. „დიდებულო მაქსიმე, საღმრთოი იგი მადლი, სულისა წმიდისაი ენისაგან შენ ისა თაფლმწუთოლვარისა დააწთვე ჩემ ზედა“. „იხილვე ცეცხლ შემწუველად მწვალებელ თათვის შენ, სანატრელო, და ვითარ ცა ლერწამნი შურითა საღმრთოითა განჰლიენ იგინი“. „დიდება“ - „პირუტყული ბრძანებაი ერთისა ნებისაი მგმობართა მიერ დაიდვა, დიდებულო, ხოლო სიტყვითა შენითა დაჰხსნდა, მამაო“. „აწ და“ - „შენ უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაი დაუსაბამოი, ხორცითა უზეშთაეს ბუნებათა გიგალობთ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათე ლი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი“. „ყოვლად დიდებული მაქსიმოს, სარწმუნოებისა ჭეშმარიტი ქადაგი, სისხლთა დათხევითა გამოჩნდა ქრისტეს მოწამედ“. „ჰოი, სანატრელო მაქსიმე, მონაზონებითა შეიმკვე წესიერად და იქმენ ტაძარ სიწმიდისაი ღმრთივგანბრძნობილო“. „დიდება“ - „უფსკრულნი სიბრძნისანი აღმოადინნა ენამან შენმან, მაქსიმე, ქრისტეს ბრძანებანი მზარდულნი მორწმუნეთანი“. „აწ და“ - „ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო: ზღუდე მექმენ ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: ,,მოაშთვე სიტყუათა შენთა ძარღვითა პვიროს უშჯულოი ბოროტის მზრახვალი და ცოფი, ღირსო მაქსიმე, და დევნულებანი თავს ისხენ და ჭირნი, დიდებულო და გუემანი სასტიკნი და დაკუეთაი ენისაი მარჯუენისა მის შენისაი უბიწოისაი, რომლითაცა სწერდი სწავლათა მაღალთა და მოძღურებათა ღმრთივგონიერთა“ (ჴმა IV). „დიდება“„აწ და“ - იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „მესმა უფალო განგებაი საი დუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, გან ვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი“. „ნაშობნი ქუეყანისანი ზეცისათა თანა გნატრით განკვირვებულნი, რამეთუ სიბრძნის მოყვარებითა გამოსჩნდი, მამაო, სწორ უხორცოთა“. „მკლველ იყო მძლავრი ბოროტი, არამედ სიმხნე შენი დაუხსნელ იყო, ამის თვისცა შენ ნეტარ იქმენ, ხოლო უღმრთო იგი ცეცხლსა მიეცა“. „დიდება“ - „შენ თანა მოღვაწე იქმნნეს ორნი მოწაფენი შენნი ყოვლად ქებ ულნი და ღვაწლთა შენთა ეზიარნეს და მოსაგებელთა შენთა ღირს იქმნეს“. „აწ და“ - „ღმერთი რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ დასც ხრები ჩუენთვის, ქალწულო, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობა“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „აღმთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით“. „რომელმან ზეცისა და ქუეყანისა სიბრძნე ისწავა ჭეშმარიტად, ბრძენი, მთავ რად ეწოდების ბრძენსა მაქსიმოსს“. „სიბრძნისა საღმრთოისა ტრფიალებითა მსგავს იქმენ შენ ქრისტესსა, ღმრთივ -შუენიერ, ყოვლად დიდებულო მაქსიმე“. „დიდება“ - „ექსორია იქმენ მძვინვარებითა მძლავრ ისაითა, არამედ ჰპოვე ქრისტე ნუგეშინისმცემელად შენდა, მაქსიმე“. „აწ და“ - „შემდგომად შობისა ქალწულა დ ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად სანატ რელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაითა“. „შეწირე სამარადისოდ ღმრთისა ვედრებაი, სანატრელო, და სულთა და ხორცთა ვნებათაგან და ხრწნილებისაგან გვიოხენ“. „განხმეს ყოველნივე წვალ ებისა მწვირიანნი წყარონი და დაყოფილ იქმნნეს თქუმულთა შენთა სურნელთა მიერ, მაქსიმე“. „დიდება“ - „მილხინე მე, მხოლოო სახიერო და წყარონი მადლთანი გულსა შინა ჩემსა ლოცვითა მაქსიმესითა აღმოადინენ“. „აწ და“ - „სამკვიდრებელი ღმრთისაი ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ მორწმუნენი, ღმრთისმშობლად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „სამებისა წმიდისა...“ (ჴმა VIII). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემ დეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის“. „სამებაი ერთ ბუნებად, ერთ ნებად და ერთ ხელმწიფებად ჰქადაგე და ღმე რთი ხორცშესხმული ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა გუასწავე ჩუენ“. „არა ორნი ნებანი განყოფილნი და ურთიერთარს წინააღდგომნი გვიქადაგენ მამაო, არამედ არსებითა ბუნებითითა განყოფილნი გუასწავენ ქრისტეს ღმრთისა თანა შეერთებულად“. „დიდება“ - „სიტყუანი შენნი ძე გლად მართლმადიდებლობისა გვიპყრიან ჩუენ მამაო, და ერთსა სამებისასა ორითა ბუნებითა და ნებითა აღვიარებთ მამათა ჩუენთა ღმერთსა კურთხეულსა მარადის“. „აწ და“ - „თაყვანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღვ იარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „სამნი ყრმანი ღმერთო შეჭუ რვილნი მადლისაგან მძლედ გამოჩნდ ეს ალსა და მძლავრსა მას, შჯულისა დამ არხვითა და ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აღიღე შენ ჯუარი და ყოვლითურთ ტრფიალ იქმენ მისა მიმართ, რომელმან უფროისად შეიყვარა კაცებაი და მის თანა ჯუარს -ეცუ ნეტარო, და უგალობდ ხმითა ტკბილითა და ამაღლებდი მას უკუნისამდე “. „გემოთა განმხრწნელთა ყოვლითურთ უცხო ექმენ შენ, ხოლო თავი შენი ჰყავ ნეტარო, სარკე შეუგინებელ ღმრთისა და ხმ ა-ჰყავ: აკურთხევდით ყოველნი საქ მენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „დიდება“ - „მძლავრისა უღმრთოისა რისხვა ი არად შეჰრაცხე შენ, ჰოი, მაქსი მე, არამედ ვითარცა გოდოლი, შეუძრველად ეგე მართლაღსარებასა ზედა და ხმატკბილად უგალობდ უფალსა და ღაღადებდი მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „სამებაი გუეცნობა სამთა მიე რ ებრაელთა, და ერთარსებით ვიცნო ბთ ბუნებასა ღმრთეებისასა და ვიტყვით: ა კურთხევდით ყოველნი საქმენი უფალ სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „რომელმან წინაისწარ მოასწავა შობაი უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ“. „ქრისტეს ღმრთისა ეკლესიაი ღაღადებს დიდებულო: სისხლი შენი აბელისებრ ვიდრე აქამომდეცა და ვიდრე უკუნისამდე ქადაგებს ხმამაღლად მართალსა სარწმუნოებასა“. „დაეკუეთების დღეს ხელი და ენაი დღეს უბიწოსა, ხოლო დასწერს საღმ რთოითა მით თითითა და კალმითა და სისხლთა გარდამოდინებითა მართალი სარწმუნოებაი აჰყუავილდების“. „დიდება“ - „განითქუმის სოფელსა შინა საღმრთოი კადნიერებაი და ცეცხლი იგი გულითადი ღმრთისა სიყვარულისაი , რომლისათვის გულსმოდგინედ დასთ ხიენ სისხლნი შენნი მაქსიმე საგალობელო“. „აწ და“ - „მეოხებითა სახიერ დედისა შენისაითა, ახოცენ ცოდვანი ჩუენნი, შეიწირენ ვედრებაი ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაი და ნაყოფიერ ყვენ სულნი ჩუენნი“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდგომარე ხარ შენ წინაშე საუფლოთა საყდართა გუნდსა თანა მარტვილთაისა, რომელთაცა ებაძვე და ჩუენცა საკუთარ გუყვენ უფლისა და მსგავს შენდა გამოგუაჩინენ, მაქსიმე“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი: „სიბრძნითა საღმრთოითა აღვსებულო ახარებდ, დიდებულო ღირსო მაქსიმე, ყოვლად შუენიერო, მნათობო შორის მონაზონთა და მოწამეთა ზია რო, უბრწყინვალესო ვარსკვლავთა მწყობრისაო, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა ხმამაღლად მქადაგებელო, რომელმანცა ტკბილითა მით სწავ ლითა სარწმუნო ებისაითა თაფლ გარდამომდინარით პირით შენით დაატკბენ კრებულნი მორწმუ ნეთანი, სამართლად გიგალობთ შენ ვითარცა შესავედრებელსა ჩუენსა: მოგვიხ-სენენ ყოველნი წინაშე ღმრთისა ღირსო მამაო“ 2-გზის. „სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე პირველითგან და განაშუენე მოქალაქობაი შენი სიტყუათა მიერ და საქმეთა, ღმრერთშემოსილო მაქსიმე, და მოღუაწებათა შენთა საღმრთოთა მიერ ღმრთივშუენიერად გვიქადაგე განკაცებაი ქრისტეს ღმრთისაი ერთგუამოვნებად ორითა ბუნებითა და ორითა ნებ ითა და ორითა საქმითა, მნებებელი და სრულმყოფელი ცხოვრებისა ჩუენისაი და ჩუენ დამტკიცებულნი შენითა ღმრთისმეტყუელებითა, ვიტყვით: ქალწულისა შობილო, ქრისტე მეუფეო, დიდებაი შენდა“ 2-გზის. „დიდება“ - მისივე: „დიდებულო ღმრთისმეტყუელო მაქსიმე, ასწავე შენ ყოველთა სარწმუნოებაი სამებისა წმიდისაი, რაჟამს ჰქადაგე ერთ არსებად, ერთ ბუნებად, ერთ ღმრთეებად წმიდა სამებაი, განუშორებელი და შეურწყმელი, სამგუამოვნებით და სამთვითებით ქებული და ერთი სამებისაგანი ორითა ბუნებითა ს რულითა და ვითარცა ბრძენმან და ჭეშმარიტმან მოძღუარმან, განიოტენ გმობანი არიოზ უღმრთოისანი და ნესტორ და სევეროს ბილწთანი და მათ თანა ყოველთა მწვალებელთა მათი ღმრთის ბრძოლანი“ (ჴმა VIII). „აწ და“ - ჯუარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმისა და შვიდეულის დღის მიხედვით): „ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს გიხილა შენ მშობელმან შენმან, მხოლოო სულგრძელო, მტირალი გოდებით ღაღადებდა და იტყოდა: ივნე ნებსით მრავლითა სახიერებითა შენითა, რაითა განხრწნილი ბუნებაი კაცთა განაახლო, უგალობ სიმტკიცესა შენსა “ (ჴმა VIII) (იხ. ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული საზიარო თვენი. 2015 წ. გვ. 288). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღირსის კანონის III და IV გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება – დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი მდიდარნი ერისანი“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის”. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |