საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
სამშაბათი, 1 ივნისი 2027
ძველი სტილით: 19 მაისი
აღდგომიდან მე-5 შვიდეული

ხსენება

წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, 323); მღვდელმოწამეთა: პატრიკიოსისა, პრუსელი ეპისკოპოსისა და მისთანა აკაკი, მენანდრე და პოლიენოს ხუცესთა (დაახ. 100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); ღირსისა იოანესი, გუთელი ეპისკოპოსისა (770); კეთილმორწმუნე მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389).

საკითხავები

ცისკ. – მთ. X, 5-8.
ლიტ. – წმ. ნინოსი – 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 104 დას. XXV, 1-13.

ტიპიკონი

ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს ღამისთევის (V რანგი) მსახურება.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის I პერიოდი – ზატიკი (აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე) · თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ ზატიკი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (6 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
თავისებურებები
  • ყველა მსახურება იწყება „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის გალობით; ამის შემდეგ „მოვედით თაყვანი-ვსცეთ“ აღარ ითქმის (ღამისთევის მწუხრზე – ასამაღლებლის შემდეგ).
  • ლიტურგიაზე „ღირსარსის“ ნაცვლად იგალობება „ანგელოზი ღაღადებს“ და „განათლდი, განათლდი“ (ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნის გარდა).
  • ცისკარზე საცისკრო კანონთა წინ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ – 1-გზის.
  • „მეუფეო ზეცათაო“ არ იკითხება და არ იგალობება სულთმოფენობამდე.
  • ზატიკის საკითხავები თვენის საკითხავებზე წინ იკითხება; ზატიკში მითითებული „დღესასწაულის საკითხავები“ არის უკანასკნელი კვირის, განზოგების, ამაღლების ან სულთმოფენობის საკითხავები, და არა პასექის.

მსახურების მიმდევრობა

2027 წელი 19 მაისიაღდგომიდან მე-5 შვიდეული1 ივნისი
ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
წმ. დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, 323); მღვდელმოწ. პატრიკიოსისა, პრუსელი ეპ. და მისთანა აკაკი, მენანდრე და პოლიენოს ხუცესთა (დაახ. 100); მოწ. კალუთა ეგვიპტელისა (284-303); ღირ. იოანესი, გუთელი ეპ. (770); კეთილმორწმუნე მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389).
 
ცისკ. - მთ. X, 5-8.
ლიტ. - წმ. ნინოსი - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 104 დას. XXV, 1-13.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის – ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს ღამისთევის (V რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(VI რანგი) მსახურება.
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
– კონდაკი: ღირსისა.
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV) (ზატიკიდან).
- წმ. ნინოს - 5 მუხლი (სადღესასწაულოდან).
„დიდება“ წმ. ნინოსი: ,,მოვედით ყოველნი...“ (ჴმა II) (სადღესასწაულოდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდა ღმერთი...“ (ხმა VI).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 წმ. ნინოსი (სადღესასწაულოდან).
– „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და წმ. ნინოსი (იხ. ბოდბის წმ. ნინოს
სახელობის მონასტრის მიერ გამოცემული ,,განგება წმიდისა
 
დედისა ჩვენისა ნინოსი“).
 
- ,,ვითარცა არემან ზაფხულისამან აღმოაცენნის ფერად ფერადნი სურნელებანი,
ეგრეთ განშუენდა ნინოს მიერ ქვეყანაი იგი ქართლსაი კერპთა მიერ დაბნელე-
ბული“.
- ,,ქრისტეს ქადაგ იქმენ, წმიდაო ნინო, და განაბნიე ძალი ეშმაკთაი ქრისტეს
ძალითა და ვითარცა ვარდი სურნელი აღყუავილე, ნეტარო, სარწმუნოებაი
ქრისტეს ღმრთისაი“.
- ,,კრებულსა მას თანა მოციქულთასა განწესებულ ხარ, ნეტარო ნინო,
მომიხსენენ ჩვენ, რომელნი ვდღესასწაულობთ დღეს მიცვალებასა შენსა,
მითხოვე ქრისტესაგან წყალობა“.
- ,,ცხორების მომცემელითა ვნებითა მით შენითა, ქრისტე ღმერთო დამდაბლდეს
ბორცვნი მაღალნი და დადნეს არმას -ზადენნი, რაჟამს გზანი საუკუნენი
გუეუწყნეს ჩვენ ნინოს მიერ“.
- ,,ასულმან ზაბულოვნისამან ძესა მას მაღლისასა შვილუსხნა წარმართნი
კერპთა დაბნელებულნი - ნინო - ქართველნი შეცდომილნი ქრისტესა ღმერთსა
ჩვენსა, რაითა ადიდებდნენ“.
- ,,მოვედით ახალნო ნაყოფნო ახლისა ვენახისანო, მკვიდრნო ქართლისანო და
ვდღესასწაულობდეთ ღმერთსა ყოველთასა ვაქებდეთ რომელმან ნინოის მიერ
გვიხსნა საცდურისაგან“.
„დიდება“ წმ. ნინოსი : „ყოვლად დიდებულო ნინო ჰსუ შენ მდინარე იგი
საშუებელისა და კუალად ასუ შენ ღმრთისმეცნიერება, მოსურ-
ნეთა მისთა ქრისტეს მსგავსად, რომლისა წინაშე იხარებ, და
დიდებასა ბრყინვალესა ჰხედავ წმიდისა სამებისასა და მშვიდო-
ბასა ყოვლად მიუწდომელსა“ (ხმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: „არა დაგიტევნე...“ (ხმა II).
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ წმ. ნინოსი: ,,მადლთა ტაკუკნი...“ (ჴმა VIII) (სადღესასწაულოდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ანგელოზნი ბრძენთა...“ (ჴმა II).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ 2-გზის (ჴმა IV).
- ტროპარი დღესასწაულისა: ,,ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ 1-გზის.
– პურის კურთხევა.
 
დიდი ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: ,,ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ 2-გზის (ჴმა IV).
,,დიდება“ წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: ,,ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“
– რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
– რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - წმ. ნინოსი
(სადღესასწაულოდან).
,,დიდება“ „აწ და“- დღესასწაულისა (ზატიკიდან).
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ წმ. ნინოსი (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ : ,,აღმოაცენებენ დღეს ნაწილნი შენნი
წმიდანი კურნებისა წყაროსა უხუად და რომელნი მოვ-
ლენან შენდა მიემთხუევიან სულთა და ხორცთა გამო-
ხსნასა“ (იხ. ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტრის მიერ
გამოცემული ,,განგება წმიდისა დედისა ჩვენისა ნინოსი“).
,,დიდება“,,აწ და“ დღესასწაულისა: „ოდეს მორახუედ...“ (ზატიკიდან).
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა
სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა
მიუთხრობს სამყარო“.
– საცისკრო სახარება: მთ. 34 დას. (შუათგან), X, 1, 5-8.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მოციქულთა სწორისა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,გიხაროდენ რომელი ჰბრწყინავ...“ (სადღესასწაულოდან).
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (ზატიკიდან).
II კანონი - წმ. ნინოსი - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (სადღესასწაულოდან).
– კატავასია დღესასწაულისა.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ზატიკიდან).
- წარდგომა წმ. ნინოსი: ,,მზეებრ დაუვალი...“ (ჴმა II).
,,დიდება“ ,,აწ და“ დღესასწაულისა: „აღჰხედ ღრუბელთა...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წმ. ნინოსი (სადღესასწაულოდან).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“ არ იგალობება.
– „განმანათლებელი“ წმ. ნინოსი: ,,მოციქულო ქრისტესო...“ (სადღესასწაულოდან).
„დიდება“ ,,აწ და“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“ (ზატიკიდან).
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი.
- წმ. ნინოსი - 3 მუხლი (სადღესასწაულოდან).
,,დიდება“ წმ. ნინოსი: ,,დღეს ბანაკი წმიდა...“ (სადღესასწაულოდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ივნე ვითარცა...“ (იხ. თვის დღესასწაულის განგება).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ (ჴმა IV).
,,დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: ,,ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“
 
I ჟამზე:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა და წმ. ნინოსი.
– კონდაკი: დღესასწაულისა.
 
III ჟამზე:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა და წმ. ნინოსი.
– კონდაკი: დღესასწაულისა.
 
VI ჟამზე:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა და წმ. ნინოსი.
– კონდაკი: დღესასწაულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის კანონის VIII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- წმ. ნინოს III გალობიდან - 4 მუხლი, თავის ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - დღესასწაულისა.
- წმ. ნინოსი.
კონდაკები: ,,დიდება“ წმ. ნინოსი.
,,აწ და“ დღესასწაულისა.
წარდგომა და ალილუია - წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - წმიდისა.
განიცადე - დღესასწაულისა და წმიდისა.
წარდგომა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი
მათნი“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა
მიუთხრობს სამყარო“.
ალილუია: „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო და ჭეშმარიტებასა შენსა
ეკლესიასა შინა წმიდათასა“ (ჴმა I).
მუხლი: ,,ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ
ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოის მისსა“.
განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი
მათნი“.
,,ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი : ,,ადიდებს
სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,შევ ქალწულო მიუწვდომელი...“
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.