საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
პარასკევი, 9 ივლისი 2027
ძველი სტილით: 26 ივნისი
სულთმოფენობიდან მე-3 შვიდეულიხმა 1პეტრე-პავლობის მარხვა
ხსენება
ღირსისა დავით თესალონიკელისა (დაახ. 540); ღირსისა იოანესი, გუთელი ეპისკოპოსისა (VIII); ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383).
საკითხავები
ცისკ. – ლკ. 4 დას. I, 39-49, 56.
ლიტ. – რომ. 101 დას. IX, 6-19. მთ. 38 დას. X, 32-36; XI, 1.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 1; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2027 წელი 26 ივნისისულთმოფენობიდან მე-3 შვიდეული9 ივლისი ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ხსენება: ღირ. დავით თესალონიკელისა (დაახ. 540); ღირ. იოანესი, გუთელი ეპ. (VIII); ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383). ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - რომ. 101 დას. IX, 6-19. მთ. 38 დას. X, 32-36; XI, 1. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. ღამისთევის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - „ტიხვინის“ ღმრთისმშობლის ხატს განგება არ გააჩნია, ამიტომ მსახურებას აღვასრულებთ „ყაზანის“ ღმრთისმშობლის ხატის საკითხავების მიხედვით. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: წინამორბედია და ღირსმოწამისა. – კონდაკი: ღირსმოწამისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3 გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ხატისა - 6 მუხლად (ხმა I): „ანგელოსი წინამდგომი წარმოიგზავნა ხმობად ღმრთისმშობელისა მომართ: გიხაროდენ, რამეთუ სიტყვა ღმრთისა განხორციელდა წიაღსა მისსა და ჩუენ ცოდვილნი, განმადიდებელნი გამოჩინებისა წმიდისა ხატისა მისისა და ღმრთეებრივისა ყრმისა მაცხოვარისა ქრისტესი, ლმობიერად ვგალობთ ღმრთისმშობელისა მომართ: გიხაროდენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო; გიხაროდენ, ღმრთისა დედაო; გიხაროდენ, დედოფალო ზეცისა და ქუეყნისაო; გიხაროდენ, ბრწყინვალეო სამკაულო ზეციურისა და ქუეყნიერისა ეკლესიისაო; გიხაროდენ, ანგელოსთაგან პატივდებულო; გიხაროდენ, სერაფიმთაგან საგა ლობელო; გიხაროდენ, წინასწარმეტყველებისა აღსასრულო ბრწყინვალეო; გიხაროდენ, საქებელო მოციქულთაო; გიხაროდენ, მოწამეთაგან აღსარებულო; გიხაროდენ, გვირგვინო ღირსთაო; გიხაროდენ, მხიარულებაო მართალთაო; გიხაროდენ, სასოო ცოდვილთაო“ 2-გზის. „მხედველმან მაღლით ზეციურისა სამყოფელისა შენითგან, ყოვლადუხრწნელო, სადაცა დიდებითა განისვენებ ძისა შენისა თანა, მწუხარებისამან მონათა შენთა ახლადნათელ - ღებულსა ქალაქსა შინა, რამეთუ მრისხანებისათვის ღმრთისა შეურაცხყოფილ არს სარწმუნოება იგი ქრისტესი მიერ აგარიანთა, კეთილ ად ინება გამოჩინება ჲ სასწაულთა მიერ განდიდებულისა ხატისა შენისა და ქრისტეს -მოყვარე ერი განმტკიცებული მადლისა შენისა ნიშებითა სამართლად უგალობს ღმერთსა: ალილუია“ 2-გზის. „ხატი შენი - ვარსკვლავი ღვთივმავალი გამოსჩნდა, ღვთისმშობელო, მამულისა ჩუენისა მომართ და შენთა სასწაულთა სხივთა მიერ განანათლე ყოველნი დანთქმულნი ზღვასა შინა ვნებათასა, ბნელი შეჭირვებისა და წყვდიადი ყოველთა უძლურებათა და მწუხარებათა განდევნა და ცხოვრებისა გზა წარუმართა სარწმუნოებით მოლტოლვილთა შენდა და მგალობელთა ღმრთისა მომართ: ალილუია“ 2-გზის. „დიდება“ მისივე: „ჭეშმარიტისა ნათლისა გამომაბრწყინვებელი და ოდესმე აგარიანთა სიცრუისა განმდევნელი ქუეყანისაგან მის ყაზანისა და ჟამსა ამას შინა სასწაულთა და მოწყალებათა ნათელთა მიერ განმანათლებელი ყოველთა ქალაქთა, სარწმუნოებითა მწუხარებათაგან ხსნასა, უძლურებათაგან განკურნებასა და ყოვლითა სიხარულითა აღვსებასა მიემთხვევიან მოლტოლვილნი მაკურნებელისა ხატისა შენისა მომართ ყოველნი, მხურვალედ მგალობელნი შენდა. გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო სიწმიდისაო; გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო“ (ჴმა VII). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უაღრეს ბუნებათა...“ (ჴმა VII). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - ღმრთისმშობლისა (იხ. ძვ. სტ-ით 8 სექტემბერი). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით). „მწუხარებათა შინა მყოფთა ზეცად აღმოუწოდებ ყოველთა და ქუეყნიერთაცა არასადა დაუტევებ, ღმრთისმშობელო, წმიდითა შუამდგომლობითა შენითა - დედობრივისა კადნიერებისა მქონებელი ქრისტეს ღმრთისა მომართ ჩუენისა. მშვიდობითა განამტკიცე ცხოვრებაჲ მართლმადიდებელთა და მონათა შენთა სარგებელი ყოველი მოჰმადლენ მარადის, რათა გალობით გადიდებდეთ შენ“. - „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. „ცხოვნებისა მნებებელმან მრავალთა ბოროტთა მწუხარებათა და სნეულებათა შინა მყოფთათვის, ხატი შენი საკვირველთმოქმედი მოგვანიჭე, ღმრთისმშობელო, რომლისა მიერ ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, განრღვეულნი აღედგინებიან, ეშმაკეულნი წყლულთაგან დაიხსნებიან, ქალაქნი და სახლნი ყოველნი განერებიან ცეცხლსა, რისთვისცა განმადიდებელნი ღმრთისანი, რომელმან ესევითარი წყა ლობანნი მოგუანიჭა ჩუენ, გულისმოდგინებითა ვხმობთ მისდა მომართ: ალილუია“. - „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. „ზღუდე ხარ, ღმრთისმშობელო, ერისა ჩუენისა, მცუელი და განმადიდებელი ქალაქთა, მტერთა ზედა მართლმადიდებელისა მხედრობისა განმამტკიცებელი, რისთვისცა მადლობით გიგალობთ შენ“. „დიდება“ მისივე: „ვითარცა ლამპარსა ნათლისამტვირთველსა ვჭვრეტთ ხატსა შენსა პატიოსანსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო: რამეთუ მადლისა შენისა ცეცხლი უნივთო ჲ მიუღებიეს მას და მსგავსად ამისა ლამპართაცა ახალთა კუალად აღანთებს მზიარებელთათვის ძალისა მადლისათა და სასწაულითა განანათლებს ყოვლითა, რომელნი შედგომილ არიან გზასა მას ცხოვნებისასა და გიგალობენ“ (ჴმა V). „აწ და“ - ღვთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ტაძარი ხარ ბჭე და პალატი...“ (ჴმა V). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ხატისა: „დღეს ვითარცა მზე ჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარუ ლით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობე ლო, დედუფალო ზეცისათაო, რა ჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოს-ვლისა და ი ჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). დიდი ცისკარი: –„ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი ხატისა: „დღეს ვითარცა მზეჲ...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: „მართლმადიდებელმან ერმან, მნებებელმან რა ჲთა აუარებდენ მოწყალებასა უფროსად - კურთხეულისა დედოფლისა ცისა და ქუეყანისა და ძალისაებრ მათისა მადლობასა შესწირვიდნენ ხსნისათვის ზედამოსლვათაგან უცხოტომელთასა, ტაძარი საკვირველი ყოვლადსასწაულთმოქმედისა ხატისა პატივად აღშენებული გამარჯუებისათვის მიუძღუანეს და მომხსენებელი მოწყალებათა ღმრთისმშობელისათა, რომელმან იხსნა ქალაქი ესე და მამული მათი, მარადის ბაგითა უგალობენ უფალსა მმადლობელნი ყოველნი: ალილუია“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: „ყოველთა ანგელოსთა ბუნებისა უზესთაეს გამოსჩნდი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ ღმერთი მუცლად იღე ხორცითა, დაუტევნელი ყოველთაგან დაიტიე წიაღსა შენსა, იტვირთე მკლავითა შენითა - ნებთა თვისთა ზედა მტვირთველი ყოვლისა ს ოფლისა, რისთვისცა ვითარცა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა გადიდებთ და შენდამი უგალობთ ღმერთსა: ალილუია“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღმრთისმშობლისა: „გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა“. – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემა ჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრთოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტ ვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“ (ჴმა IV). მუხლი: „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. – საცისკრო სახარება: ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). – შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი: „უცნაურ არს და საეჭველ ურწმუნოთათვის სმენად, თუ ვითარ ხატისაგან შენისა აღმოეცენებიან წყარონ ი მადლისანი და კეთისულნელებასა გამოიღებს სიმყრა -ლეჲ პირუტყუთა. ხოლო ჩუენ, მორწმუნენიმ ვსასოებთ სიტყუათა შენთა, რომელ -ნი ბრძანენ, დედოფალო, პირველდაწერილისა ხატისა შენისა მომართ: „შენთან არს მადლი და ძალა ჩემი“, რამეთუ ამას ხატსაცა ზედა მადლი შენი დავანებულ არს მარადის, რისთვისცა ღმრთისმოსაობითა წარდგომილნი წინაშე მისსა, თაყვანის ვსცემთ მას, შეუვრდებით მას, ვითარცა თვით შენ, რამეთუ პატივი პირველსახისა გარდამოევლინების ხატთა ზედა და მადლიცა შენი ხატისა ამის მიერ იქმს ნიშთა და სასწაულთა ყოველთა მომართ , რომელნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი უგალობენ ღმერთსა: ალილუია“. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2გზის). II კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე) . (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ და „ქვეყანასა მწყურნებსა...“). – კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): წარდგომა ღვთისმშობელისა: „მგალობელნი სასწაულთა მათ შენთანი, რომელნი ჰქმენ უწინდელსაცა და ამას ჟამსაცა, გაქებთ შენ, ვითარცა ცხოველისმყოფელსა წყაროსა მადლისასა, ვითარცა სასწაულთა დაუშრეტელსა მდინარესა, ვითარცა მოწყალებისა და უხუებისა უფსკრულსა და ყოველსა ღმრთისამიერ სა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა ამასცა და მომავალსა მას ცხოვრებასა შინა და განმადიდებელნი გიგალობთ შენ“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღმრთისმშობლისა: - კონდაკი: „ყოველთა ტომთაგან გამორჩეულო, შუამდგომელო ქრისტიანეთა ერისაო, მადლისა შენისა საფარველითა დაიფარე მართლმადიდებელი მამული ჩუენი, გალობასა სამადლობელსა მოგიძღუანებთ შენ, ღმრთისმშობელო, გამოჩინებისათვის სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა. მეოხ გვეყავ ჩუენ ყოველთა, შენდა მ ომართ მოლტოლვილთა - ვითარცა ყოვლად მოწყალე და შემწე ყოველსა ჟამსა მწუხარებათა და ჭირთა, განსაცდელთა და ზედამოსლვათა, რა ჲთა ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო“. - იკოსი: „მწუხარებათა შინა მყოფთა ზეცად აღმოუწოდებ ყოველთა და ქუ ეყნიერთაცა არასადა დაუტევებ ღვთისმშობელო, წმიდითა შუამდგომლობითა შენითა დედობრივისა კადნიერებისა მქონებელი ქრისტეს ღმრთისა მიმართ ჩვენისა, მშვიდობით განამტკიცე ცხორება მართლმადიდებელთა და მონათა შენთა სარგებელი ყოველი მოჰმადლენ მარადის, რათა გალობით გადიდებდეთ შენ“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა). - „განმანათლებელი“ ღმრთისმშობლისა: „ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყუისაოშეიწირე კნინი ესე ვედრება ჲ ჩუენი და დიდითა წყალობითა შენითა და უხუებითა უფსკრულთა შენთა მიერ ნუ მოიხსენებ სიმრავლესა ცოდვათა შუენთასა, არამედ კეთილად აღგვისრულენ ვედრებანი ჩუენნი, მოგვანიჭე ჩუენ სიმრთელე ჲ ხორცთა და ცხოვნება ჲ სულთა, გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან და მწუხარებათა ყოველთა და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამოგვაჩინენ ყოველნი სამართლად მგალობელნი ღმრთისა მომართ: ალილუია“. „დიდება“ „აწ და“ იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლად: - „მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემაჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრ თოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“. - „ჭეშმარიტისა ნათლისა გამომაბრწყინვებელი და ოდესმე აგარიანთა სიცრუისა განმდევნელი ქუეყანისაგან მის ტიხვინისა და ჟამ სა ამას შინა სასწაულთა და მოწყალებათა ნათელთა მიერ განმანათლებელი ყოველთა ქალაქთა, სარწმუნოებითა მწუხარებათაგან ხსნასა, უძლურებათაგან განკურნებასა და ყოვლითა სიხარულითა აღვსებასა მიემთხვევიან მოლტოლვილნი მაკურნებელისა ხატისა შენისა მომართ ყოველნი“. - „ქალაქსა რუსეთისასა, ღმრთისმშობელო, სახიერი ოდიგიტრია, ჭეშმარიტად გამოუჩნდი, ვითარცა ოდესმე ცარგრადსა: მოილტვის შენდა ერი, რომელი დასაბამად ყოვლისა საქმისა და მოგზაურობისა შეწევნასა გევედრები და მოგიძღუანებს გალობასა სამადლობელსა წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა, დახსნისათვის ყოველთა მწუხარებათა და ზედამოსლვათაგან და შენ, ვითარცა შემწესა და მეოხსა მტკიცესა გხედვენ. რისთვისცა მადლობით გიგალობთ შენ“. - „გალობასა საქებელსა და სამადლობელსა შესწირვენ შენდა, დედოფალო, ყოველნი შევრდომილნი ხატსა შენსა და მისდა მომართ პატივითა თაყვანისმცემელნი ქალწულთა დასნი, ქუეშე ყოვლისამპყრობელისა საფარველისა შენისა, მყუდროსა და მშვიდობითსა მონაზვნურსა ცხოვრებასა მიემთხვევიან და ყოვლითა სასოებითა შენდა მონდობილნი სიხარულითა უგალობენ ღმერთსა: ალილუია“. „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვითარცა ლამპარსა ნათლისამტვირთველსა ვჭვრეტთ ხატსა შენსა პატიოსანსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო: რამეთუ მადლისა შენისა ცეცხლი უნივთო ჲ მიუღებიეს მას და მსგავსად ამისა ლამპართაცა ახალთა კუალად აღანთებს მზიარებელთათვის ძალისა მადლისათა და სასწაულითა განანათლებს ყოვლითა, რომელნი შედგომილ არიან გზასა მას ცხოვნებისასა და გიგალობენ“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ხატისა: „დღეს ვითარცა მზეჲ...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ხატისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღმრთისმშობლის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ხატისა. კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა. „აწ და“ - ხატისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარი: - ხატისა; კონდაკი: „დიდება“ „აწ და“ - ხატისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ხატისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ხატისა. წარდგომა (ჴმა VII) : „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის -სცემდით კვარცხ - ლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან ჰქმნა ცხორებაჲ შორის ქვეყანისა“. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრებაჲ შორის ქუეყანისა“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. განიცადე: ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“. განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |