საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 12 სექტემბერი 2027
ძველი სტილით: 30 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-12 კვირახმა 3

ხსენება

მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე საკვირველთმოქმედისა (IX-X); კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანება (1724).

საკითხავები

ცისკ. – სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
ლიტ. – 1 კორ. 158 დას. XV, 1-11. მთ. 79 დას. XIX, 16-26.
მართლ. – კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 26 დას. VI, 31-36.

ტიპიკონი

კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 3; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2027 წელი 30 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-12 კვირა12 სექტემბერი
ძველი სტილითხმა IIIახალი სტილით
 
ხსენება:
მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირ. ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირ. ფანტინე საკვირველთმოქმედისა (IX-X); კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწ. აღმოყვ. (1724).
 
ცისკ. - სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
ლიტ. - 1 კორ. 158 დას. XV, 1-11. მთ. 79 დას. XIX, 16-26.
მართლ. - კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 26 დას. VI, 31-36.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და დეკანოზ მიქაელ გალდავას მიერ შედგენილი წმ. ილია მართლის დაუჯდომლის მიხედვით.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულად.
– „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება III ჴმაზე).
– „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა III).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- წინამორბედისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- მართლისა - 3 მუხლი:
„დაუვალისა მის უქმნელისა მნათობისა ქადაგად აღმოცისკრებულო ვარსკვლავო და
ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიერ მომადლებულსა ნეტარებასა მიმთხვეულო, რომელმან
ახოვანითა მით მღვიძარებითა შენითა ჩვენ, უდებთა და ს აწყალობელთა, სულიერი იგი
ძილი წარმწყმედელი განაფრთხე და გონებითნი საცნობელნი განგვიბრწყინვე, აწცა
შეგვაწყნარე დამბადებელისა სახიერებასა, რათა ღმრთისა წმიდათა ძალისაებრ ჩვენისა
მაქებელნი შენ, დაუღამებელისა მის ნათლისა მეტრფესა, მარადის გიგალობდეთ“.
„სიკვდილითა სიკვდილისა მძლეველისა მობაძავო და მამულისა შენისა საკურთხეველისა
წინაშე წარმდგარო ტარიგო პატიოსანო, ფრიადითა მით მღვიძარებითა და სისხლისა შენისა
დათხევითა წმიდათა და მართალთა თანა მითვალულსა ესრეთ გადიდებთ“.
„საღმრთოჲთა მით ბეჭდითა ნიშანდებულმა ნ და სულისა წმიდისა მიერ მადლითა მით
ცხოველითა აღბეჭდულმან, მამულისა შენისა ხატებისა ტრფიალება ჲ ყრმობითგანვე
შეისაკუთრე, ჰხმობდი რაჲ ესრეთ ცათა მიმართ: ალილუია“.
„დიდება“ მართლისა: „იბერიისა სიყვარულითა მოტყინარეო და აღტრფობილო,
მაცხოვნებელისა მთესვარისა მარცვალი ლხინებული აწ გამოგვიბრწყინვებ სულიერისა
ნაყოფისა უხვებასა და ჩვენცა, სიხარულითა მით სიმშ დისა ჲთა აღვსებულნი, გიღაღადებთ
შენ“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა განკჳრდეს...“ (ჴმაIII).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მართლისა: „მრთელისა და მართლისა მეცნიერებისა წიაღთაგან მოწევნულსა
ხმოვანებასა, რომლისა მეტყველება ჲცა ზეცად აღიწევის, უხრწნელისა საუნჯისა მეძიებელნი
თანამეხმე ვექმნნეთ, მორწმუნენო: ალილუია“ (ჴმა III).
„აწ და“ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის“ (ხმა III).
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3გზის.
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 1გზის (ჴმა III).
ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა...“ (ჴმა II).
„დიდება“ მართლისა: „ღუაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოი იგი სოფლისაი მოიმუშაკე
და გონებითა ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კუალად აღგვადგინენ, ჭეშმარიტება ჲ სთესე
და გვირგვინი უკუდავებისა ჲ მოიპოვე, სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი
დიდებისაჲ დაიმკვიდრე, ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია
მართალო, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტ ესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად
სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV).
„აწ და“ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“, ,,აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩუენო,
ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ, უფალო,
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი“.
– ,,ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“, „ჵ მოწაფენო...“ და ა.შ.
– იპაკო და ანტიფონები (ჴმა III).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ
დაამყარა სოფელი, რომელი არა შეიძრას“.
მუხლი: ,,უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა“.
– საცისკრო სახარება: სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
– „აღდგომაჲ ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო...“.
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო...“.
- „მიწყალე მე, ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,აღდგა რაჲ იესუ განთიად...“.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - წინამორბედისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
IV კანონი - მართლისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
შენიშვნა: იმის გამო, რომ წმ. ილია მართალს სადღესასწაულო განგება არ გააჩნია, საცისკრო
კანონად გამოვიყენებთ აღმსარებლის საზოგადო კანონს საზიარო თვენიდან.
– კატავასია - ,,ჯუარი დასახა მოსე...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წინამორბედისა.
- კონდაკი მართლისა: „ღმრთისა მიერ ჩვენ შორის ახოვნად გამოჩინებულო და
მრავალფერითა მოღვაწებითა შენითა საუფლოსა წიაღსა დაგებულო, აღანთენ ჩვენისა გულისა
ლამპარნი დაშრეტილნი, რათა ღმრთისა წინაშე ჩვენნიცა საქმენიცა ბრწყინვიდენ
მღაღადებელნი ესრეთ: ალილუია“.
- იკოსი მართლისა: „ქვეყანისა ტაძრითგან ცათა მიმართ აღმავალო სულნელო
ღმრთაებრივო, რომელმან ჩვენდა მომართ აღძრული ბევრეული მანქანებაჲ ბელიარისაჲ გარე-
წარაქციე, მადლიერებისა გრძნობითა განტფობილნი ესრეთ გიგალობთ: გიხაროდენ,
განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად
აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო“.
- წარდგომა მართლისა: „მაცხოვნებელისა გზისა იწროებისა შემცნობელო, რომელმან
ტანჯვისა სასუმელისა შესმითა ჩვენ, უძლურთა და დაცემულთა, შეჭირვებანი აღასუბუქენ,
სულითა მდაბლითა და გულითა შემუსვრილითა ხმა-ჰყავ ღმრთისა მიმართ: ალილუია“.
„დიდება‘‘ „აწ და“ წინამორბედისა: „ბერწისაგან გამობრწყინდი...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (I).
,,დიდება“ მართლისა: „განუპარველითა მადლითა სიმართლისათა დღე -ყოველ აღმსთობილო
და ნიჭისა მის უშურველისა განხორციელებითა ქრისტესა თანა ჯვარცმულო, ქებითა შენითა
მწყობრობენ მორწმუნენი ღმრთისანი“.
„აწ და“აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (I).
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი.
- მართლისა - 4 მუხლად:
„დამზრალისა ქვეყანისა განმატფობელო და შმაგისა მის ბელიარისა გოდებაო, დაუძინებე-
ლისა გველისა მბრძოლსა ახოვანსა, რომელმან ძალითა საკვირველითა შენითა შურითა
განცოფებულთა მხედრობანი შემუსრენ, ესევითარსა ქებასა შეგასხამთ მგალობელნი შენნი“.
„ნებსით ჯვარცმულმან ჩვენისა ცხოვრებისათვის, რომელმან წყალობითა თვისითა
უშურველითა განგააზნაურა, მარადსა თანაწარსადინელსა ცხოვნებისასა შეგრთო შენ, და
ჩვენცა, შენისა სრბისა მედღესასწაულენი, მლხინებელ გექმნებით წმინდანსა: ალილუია“.
„სოფლისა ამის განხრწნილისა თეატრონისა მოყვარულთა თხარეს წინაშე პირსა შენსა
მთხრებლი და, ფსალმუნისა სიტყვ ისაებრ, "იგინივე შთაითხივნეს", ხოლო შენ, მაცხოვარისა
ჩვენისა თანახატ -ქმნილი, სასუფეველისა წიაღ აღიწიე, ამისთვისცა ვხმოვანებთ შენდა
მიმართ“.
„შენისა საყვარელისა მამულისა ზეობისა მოსურნეო და სიყვარულითა მისითა ძილისაგან
განკრთომილო, აწმყო ჲსა მაჯისცემისა მოყ ურადეო და მომავალისა საშვებელისა მჭვრეტე -
ლო, ქვეყანასა ზედა უშჯულოებისა მამხილებელი აწ ცათა შინა გალობ ესრეთ: ალილუია“.
,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (I).
,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“.
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
 
I ჟამზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და მართლისა.
– კონდაკი: აღდგომისა.
 
III ჟამზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და წინამორბედისა.
– კონდაკი: მართლისა.
 
VI ჟამზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და მართლისა.
– კონდაკი: წინამორბედისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა პარაკლიტონიდან - 4 მუხლი.
- წინამორბედის III გალობიდან - 4 მუხლი.
- მართლის VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები - აღდგომისა;
- წინამორბედის;
- მართლის.
კონდაკები - წინამორბედის;
„დიდება“ - მართლის;
„აწ და“ - აღდგომის.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები - აღდგომისა;
- ტაძრისა.
- წინამორბედის;
- მართლის.
კონდაკები: - აღდგომისა;
- წინამორბედის;
„დიდება“ - მართლისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები - აღდგომისა;
- ტაძრისა.
- წინამორბედის;
- მართლის.
კონდაკები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- წინამორბედის;
„დიდება“ - მართლისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და აღმსარებლისა.
სამოციქულო და სახარება - კვირისა და მართლისა.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“.
მუხლი: „იხარებდინ მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ“.
წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ -ჰყო უფალმან ყოველივე
ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ჴმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.
მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“.
ალილუია (ჴმა VI): ,,ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.