საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 19 სექტემბერი 2027
ძველი სტილით: 6 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-13 კვირახმა 4

ხსენება

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა (IV); მოწამეთა: ევდუქსესი, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, გორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11 მოწამეთა (დაახ. 250); ღირსისა დავითისა (VI).

საკითხავები

ცისკ. – სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
ლიტ. – 1 კორ. 166 დას. XVI, 13-24. მთ. 87 დას. XXI, 33-42.
მთავარანგ. – ებრ. 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.

ტიპიკონი

კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 4; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2027 წელი 6 სექტემბერისულთმოფენობიდან მე-13 კვირა19 სექტემბერი
ძველი სტილითხმა IVახალი სტილით
 
ხსენება:
ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა (IV); მოწ. ევდუქსესი, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირ. არქიპოსი (IV); მოწ. რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწ. კირილესი, გორტინელი ეპ. (III-IV); მოწ. კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11 მოწამეთა (დაახ. 250); ღირ. დავითისა (VI).
 
ცისკ. - სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
ლიტ. - 1 კორ. 166 დას. XVI, 13-24. მთ. 87 დას. XXI, 33-42.
მთავარანგ. - ებრ. 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. გამომცემლობა „ნათლისმცემელი“. თბილისი 2007.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- აღმოსავლური - 3 მუხლი.
- მთავარანგელოზისა - 4 მუხლი (ჴმა IV):
„მიქაელ დიდებულო, ღმრთისა ყოველთასა საღმრთოი მსახური ხარ და ელვარებითა და
ბრწყინვალებითა თვალთშეუდგამითა მის მიერ განათლებული ბრწყინავ მარადის ზეშთა
ცნობისა და განანათლებ მკვიდრთა ქუეყანისათა ნათლითა მით მისითა საუფლოითა“ 2-გზის.
„მიქაელ ელვარეო, დიდებაი შენი საჩინო არს და მაღალ, ხოლო ძლიერებაი შენი -
საკვირველ, მადლი - მიუწვდომელ, ხატი - შუენიერ და ხილვაი - ცეცხლისფერ და ხელმწი-
ფებაი - მაღალ და დიდებულ, ხოლო ბუნებაი - უსხეულო და ყოვლად უვალ ხრწნილები -
საგან“.
„მიქაელ წესმთავარო, უძლურთა მკურნალო და კაცთა წინამძღვარო, დაწუნებულთა და
მიმძლავრებულთა ძლიერო შემწეო, მცველო შემწეო მადიდებელთა შენთაო, ბრალთა
შენდობაი გვითხოვე ქრისტესაგან და საუკუნოი ცხოვრებაი, დიდებულო და ღმრთივგანათლე -
ბულო“.
„დიდება“ მისივე: ,,მიქაელ მთავარანგელოზო ცეცხლისფერთა გუნდთაო, რომელი დიდებასა
გამოუთქმელსა საღმრთოსა ცათა შინა ხედავ და გალობასა შესწირავ სამებისა წმიდისა
ყოველთა მაცხოვრისა, რომლისა მიმართ ჩუენთვის ვედრებად ნუ დასცხრები, დაიცევ
სამწყსოი შენი ყოვლისაგან ვნებისა მტერთა მათ უხილავთ ა და ხილულთა, რომელნი ქებით
პატივს-გცემენ შენ“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „რომელი იგი...“ (ჴმა IV).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მისივე: ,,რომლითა სიტყვუთა მიწისაგანნი ესე და მოკუდავნი კადნიერ ვიქმნეთ
შესხმად ერისმთავარსა ზეცისა მხედრობათასა, საკვირველსა წინამძუარსა ყოველთა უხორცო-
თა წესთასა, ცეცხლისფერსა მას და ნათლითშემოსილსა, უნივთოსა ბუნებით და უსხეულოსა
ყოვლად დიდებულსა მსახურსა და პირისპირ მდგომსა, საღმრთოისა დიდებისა მხილველსა,
ქრისტე ღმერთო მოგუმადლე ჩუენ, ერსა შენსა მისითა მეოხებითა მშვიდობაი და დიდი
წყალობაი ვითარცა ხარ სახიერ და მრავალმოწყალე“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო
ქალწულო, რომელმან...“ (ჴმა VIII).
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ - 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება“ მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,რომელი საუკუნითგან...‘‘ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ
ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
– ,,ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
– იპაკო (ჴმა IV).
– ანტიფონები (ჴმა IV).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩვენ და მიხსნენ ჩვენ
სახელისა შენისათვის“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,ღმერთო ყურტა ჩუენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩვენ“.
– საცისკრო სახარება: სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი - ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი - მთავარანგელოზისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,აღაღე პირი ჩემი“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. „უგალობდითსა“. ხმა II.
„ანგელოზთა მთავარსა მას დიდებულსა მიქაელს, სასწაულთა დიდთა მოქმედსა,
გალობითა საღმრთოითა შევამკობდეთ მორწმუნენო“.
„რომელმან შეჰქმნენ მსახურნი შენნი ალად ცეცხლისა, მათ შორის განაწესე ღმერთო,
მნათობად დიდი მიქაელ, რომელიცა გიგალობს შენ“.
„დიდება“ - „უგალობდეთ, მოწმუნენო, სახიერსა უფალსა, რომელმან მოგუცა ზღუდე
მტკიცე, დიდებული მიქაელ ზეცისა ძალთა მთავარი“.
„აწ და“ - „საიდუმლოი დიდებული აღესრულა ჩუენ შორის უხრწნელო ქალწულო მარიამ,
რამეთუ გვიშევ ღმერთი, რომელიცა დიდებულ არს“.
 
გალობა III. „განძლიერდასა“.
 
„წინაშე საყდართა სამებისათა მდგომარე ხარ, მიქაელ, და ბრწყინვალებითა მისითა
განათლებული ადიდებ მარადის დამბადებელსა“.
„გიხილა ოდესმე ისო ნავესმან დიდებითა საღმრთოითა დიდად შვენიერი და ესრეთ
ღაღადებდა: რასა მიბრძანებ, უფალო მონასა შენსა?“.
„დიდება“ - „სენთაგანმრავალთა ღელვაგუემულნი მოივლტიან მხურვალედ ტაძრად შენდა
წმიდად, დიდებულო მიქაელ, და ღირს იქმნებიან უშურველად მადლსა“.
„აწ და“ - „მთათ გიწოდა დიდმან პირველ დანიელ და მთათ ჩრდილოდ ამბაკუმ და მთად
შეყოფილად - დავით, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ გვიშევ ღმერთი უფალი“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მთავარანგელოზისა (ჴმა II) (სადღესასწაულოდან. იხ. ძვ.
სტ-ით 8 ნოემბერი).
- წარდგომა მთავარანგელოზისა: ,,ხილვაი შენი ბრწყინვალე არს და ბენებაი -
ცეცხლისფერ, რამეთუ ელვარე არს პირი შენი ვითარცა მზე, მრ ავალფერო ვარსკვლაო
ზეცისა ნათლისაო, შენ საღმრთოითა ნათლითა ბრწყინვალედ შემკობილო საიდუმლონი იგი
დაფარულნი მაღლისანი, სამებისა წმიდისა ჩუენებანი განამრავლენ, წინასწარმეტყველთა
თანა ხილვასა ჰყოფდ მართალთა თანა და ღმრთისმსახურთა“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
გალობა IV. „მესმასა“.
„ვითარ შვენიერ არს ხილვაი და დიდებაი შენი საკვირველ, მიქაელ, რაბამ ელვარე არს
სახელი შენი და სავსე მადლითა სულიერითა“.
„ცათა შინა მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა და ქუეყანასა ზედა მყის მოიწევი და
ყოველტა ჭირვეულთა შემწედ ეპოები შენ“.
„დიდება“ - „სიეტად ცეცხლისად ეჩვენე ღირსსა არქიპოსს და განარინე იგი ერისა მისგან
უშჯულოისა, რომელნიცა ჰბრძოდეს ტაძარსა შენსა“.
„აწ და“ - „შესავედრებელ მექმენ მე და ძალ -მწე, ღმრთისმშობელო ყოვლად წმიდაო,
რაითა გადიდებდე მარადის, მეოხო ყოველთა მორწმუნეთაო“.
 
გალობა V. „ღამითგანსა“.
 
„სასწაულნი წმიდისა მის ტაძრისა შენისანი პირველვე მოასწავნეს ქადაგთა მათ ღმრთისა
სიტყვისათა“.
„წყაროი საკვირველებათაი აღმოაცენა დიდმან მიქაელ, მოვედით და მოვიღოთ ყოველთავე
მადლი უშურველი“.
„დიდება“ - „ბრმათა ნათელი მიეცემის ტაძარსა შინა შენსა, ანგელოზთა მთავარო, სლვაი
- მკელობელთა, უტყუთა - მეტყველებაი“.
„აწ და“ - „უზეშთაეს იქმენ შენ ანგელოზთა , ღმრთისმშობელო, რამეთუ ჰშევ ღმერთი და
მეუფე უბიწოდ“.
 
გალობა VI. „ღაღატყავსა“.
 
„მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო,
მეოხებითა მთავარანგელოზისათა“.
„რომელთა ხელ-ყვეს ევლოგიისა წყალსა უჩინო -ყოფად, ცუდ-ჰყავ ზრახვაი მა თი ძალითა
შენითა, მთავარანგელოზო“.
„დიდება“ - „ცეცხლისფერი ხილვაი შენი ღირსო, სამებისა მსახურო, შესწუავს
უშჯულოთა და განანათლებს ყოველთა მორწმუნეთა“.
„აწ და“ - „სასოი ხარ ყოველთა მორწმუნეთა, ღმრთისმშობელო მარიამ, მეცა გევედრები:
მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა IV).
 
გალობა VII. „კურთხეულარსა“.
 
„სცა ოდესმე კლდესა მას მოსე კუერთხითა და გამოეცნეს წყალნი ფრიად, ხოლო დიდმან
მიქაელ სცა კლდესა მას და დაინთქნეს მდინარენი დიდნი საწამებელად მისთა სასწაულთა
დიდებულთა“.
„გიხილა შენ ოდესმე დანიელ შემოსილი დიდებითა დიდითა, ძრწოლით შეგივრდებოდა,
მთავარანგელოზო, და უღაღადებდი უფალსა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.
„დიდება“ - „ანგელოზთა კრებული დღესასწაულსა ამას მთავრისა მათისასა ადიდებენ
ქრისტესა, რომელმან შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა - მამათა ჩუენთა ღმერთმან
კურთხეულმან მარადის“.
„აწ და“ - „მაცხოვარი ყოველთაი, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა შენგან, სძალო, ქალწულო
ღმრთისმშობელო, და მოგუანიჭა ჩუენ წყალობაი, რომელნი ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა
ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის“.
 
გალობა VIII. „აკურთხევდითსა“.
 
„ვითარცა ელვაი ზეცით ქუეყანად, მსწრ აფლ მოიწევი შენ და განუყოფ მადლსა
მგალობელთა დიდებისა შენისათა მიქაელ“.
„დიდ არს დიდებაი შენი, მთავარო ზეცისა გუნდთაო, მრავალ არიან სასწაულნი,
რომელთა იქმ ყოველსა ქუეყანასა“.
„დიდება“ - „მობაძავი არს ცათაი ტაძარი ანგელოზთა მთავრისაი, რომელსა შინა
ქრისტესა უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“.
„აწ და“ - „მართლმადიდებლობით ღმრთისმშობლად გქადაგებთ, ქალწულო და შენგან
შობილსა უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობა IX. „აკურთხევდითსა“.
 
„ღმრთისმეტყუელმან მან დიდმან მახარებელმან და ფილიპე მოციქულმან მოასწავეს
მადლი ტაძრისა შენისა, ანგელოზთა მთავარო“.
„მოხუედ, ქრისტე, ცხოვრებად კაცთა და მოგუეც ჩუენ მცველი დიდი მიქაელ მთავარან -
გელოზი ხსნად ჩუენდა ყოველთაგან განსაცდელთა მტერისათა“.
„დიდება“ - „ძალსა მას ეშმაკთასა შეჰმუსრავ, დიდებულო მიქაელ, ბრძოლასა
წარმართთასა განაქარვებ და ჰკურნებ უძლურთა, ამისთვის გადიდებთ შენ“.
„აწ და“ - „უმაღლეს იქმენ ცათა, უხრწნელო ქალწულო მარიამ, რამეთუ დაუტევნელი
დაიტიე, ამისთვის უხორცოთა თანა გადიდებთ“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (II).
,,დიდება“ მთავარანგელოზისა: ,,მთავარანგელოზო ღმრთისაო, საფარველთა ფრთეთა
შენთათა გარემომიცევ მე, მვედრებელი და მოსავი შენი და განსვლასა მას სულისა ჩემი -სასა
მიხსენ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთაგან და მაცხოვნე მე“.
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (II).
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა IV).
- მთავარანგელოზისა - 4 მუხლად
(სადღესასწაულოდან. იხ. ძვ. სტ-ით 8 ნოემბერი).
,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (II).
,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და მთავარანგელოზისა.
– კონდაკი: აღდგომისა და მთავარანგელოზისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი;
- მთავარანგელოზის IIIდა VI გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) და ,,დიდება“ ,,აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- მთავარანგელოზისა;
კონდაკები: „დიდება“ - მთავარანგელოზისა;
„აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა;
კონდაკები: - აღდგომისა;
„დიდება“ - მთავარანგელოზისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა;
კონდაკები: - აღდგომისა.
- ტაძრისა;
„დიდება“ - მთავარანგელოზისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და მთავარანგელოზისა.
სამოციქულო და სახარება - კვირისა და მთავარანგელოზისა.
წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად
ცეცხლისა“.
ალილუია (ხმა IV): „გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და
სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.
ალილუია (ჴმა V): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი
მისნი“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისი ალად ცეცხლისა“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.