საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ორშაბათი, 22 ნოემბერი 2027
ძველი სტილით: 9 ნოემბერი
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეულიხმა 5
ხსენება
მოწამეთა ონისიფორესი და პორფირიოსისა (284-305); ღირსისა მატრონასი (დაახლ. 492); ღირსისა თეოქტისტასი (881); მოწამისა ალექსანდრე თესალონიკელისა (305-311); მოწამისა ანტონისა (V); ღირსისა იოანესი (V); ღირსთა ევსტოლიასი და სოსიპატრასი (625); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“.
საკითხავები
ლიტ. – 1 თეს. 262 დას. I, 1-5. ლკ. 65 დას. XII, 13-15, 22-31 (ორშ.).
– 1 თეს. 263 დას. I, 6-10. ლკ. 68 დას. XII, 42-48 (სამშ.).
ღმრთისმშობლისა. – ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 5; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2027 წელი 9 ნოემბერისულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული22 ნოემბერი ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ხსენება: მოწ. ონისიფორესი და პორფირიოსისა (284-305); ღირ. მატრონასი (დაახ. 492); ღირ. თეოქტისტასი (881); მოწ. ალექსანდრე თესალონიკელისა (305-311); მოწ. ანტონისა (V); ღირ. იოანესი (V); ღირ. ევსტოლიასი და სოსიპატრასი (625); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“. ლიტ. - 1 თეს. 262 დას. I, 1-5. ლკ. 65 დას. XII, 13-15, 22-31 (ორშ.). – 1 თეს. 263 დას. I, 6-10. ლკ. 68 დას. XII, 42-48 (სამშ.). ღმრთისმშობლისა. - ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - დაუჯდომლიდან „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა მსწრაფლშემსმენელისა“ (წმინდა სამების საკათედრო ლავრის მამათა მონასტერი. 2005). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: აღდგომისა (ჴმა V) და მთავარანგელოზთა. – კონდაკი: მთავარანგელოზთა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - არ აღესრულება. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ხატისა - 6 მუხლად (ჴმა IV): - „აწ კუალად მივეახლოთ მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა ქალწულსა მარიამს, თაყუანის ვსცეთ ანგელოზთაგან პ ატივცემულსა სახესა მისსა და ხმა ვჰყოთ ლმობიერად: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, მწუხარებათა, ზედა გარემოდგომილთა ჩუენდა და განჰკურნე უძლურებანი სულთა ჩუენთანი“ 2-გზის. - „უხრწნელო ქალწულო, სძალო ღმრთისა მაღლისაო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა და გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა მიმართ შენისა, გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან“ 2-გზის. - „ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი, შენ გადიდებენ, სძალო წმიდაო, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთის ად გქადაგებთ, სახიერო დედოფალო ყოვლად უბიწოდ და მართლმადიდებლობით უფალსა უღაღადებთ“ 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ყოველნი, წუთისოფლის ღელვათა გან განრინებულნი და ათონის მთის მყუდრო ნავთსაყუდელს შეფარებულნი, წმიდისაგან ხატისა შენისა საღვთოსა ნუგეშსა და შეწევნასა ჰპოვებენ, ღვთისმშობელო, რამეთუ მრავლად იღებენ მისგან სასწაულთა და მოწყალებათა. დედობრივისა სიუხვისა შენისა მადიდებელნი, მნებებელნი ცხოვნ ებისა ათონის უდაბნოსა შინა, მადლობით უღაღადებენ ღმერთს: ალილუია“ (ჴმა IV). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით): „განცხადებითა ზეციურისა გონისა, ღვთისმშობელო, სათნო იჩინე ათონის მთაზე, შენს წილხვედრე მიწაზე, წმიდისა ხატისა შენისა მრავალთა სასწაულითა განდიდება და მსწრაფლშემსმენელი უწოდე მას, გვასმინე რა ღვთიური ხმა შენი, და მსმენელნი შენნი გალობით გიღაღადებთ“. მუხლი: „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“. „მხილველნი სიბრმავისა და დაძ აბუნებით დასჯისა დოქიარის სავანის ტრაპეზარისა ნილოსისა, კრძალულებით ვერ თაყვანისმცემელისა წმიდი სა ხატისა შენისა, ვეღარ კადნიერჰყოფენ ხატებასა შენსა, რამეთუ ყოველნი მკვიდრნი წმიდისა მ თისა ათონისა, რომელიც შენ სათნოიჩინე, ღირსებით უღაღადებენ შენგან შობილსა სიტყვასა ღვთისასა“. მუხლი: „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“. „ყოვლადწმიდაი ხატი შენი, ქალწ ულო, ღმრთისმშობელო, არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაი, რომლისადა მიახლებულნი და შიშითა და სარწმუნოებით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, ხატსა შენსა ამბორს უყოფთ და მადლსაცა კურნებათას ა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით სულიერთა და ხორციელთა უძლურებათაგან“. ,,დიდება“ ,,აწ და “ მისივე: „ესმა რა ღვთიური ხმა შენი წმიდისაგან ხატისა შენისა, ღვთისმშობელო დედოფა ლო, ტრაპეზარმა ნილოსმა გულისხმა ჰყო მსწრაფლშემწეობა შენი ყოველთა მიმართ, სიყვარულისა და სასოებით მისდა მოლტოლვილთა და მოიღო მისგან უმეცრებისა თვისისა განათლება და თვალთა თვისთა აღხილვა და ყოვლითა გულითა მადლობით ღაღად-ჰყო შენდამი“. – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ხატისა: „ღმრთისმშობლისა მომართ მოვილტვით ჭირთა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა, სიღრმით სულისაით, მხმობელნი სარწმუნოებითა ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცვა ჩვენი, ქალწულო, რომელ მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად“ (ჴმა IV) 1-გზის (ტროპარი აღებულია კრებულიდან „ლოცვები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის 54 სასწაულთმოქმედი ხატისადმი“, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებული). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). - ტროპარი ხატისა: „ღმრთისმშობელისა მომართ...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ იგივე. – რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6. – I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: ხატისა: „ჰოი დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ განმაგდებ ჩვენ მდაბალთა მონათა შენთა, მომრთმეველთა უღირსთა ამათ ვედრებათა წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩვენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რათა ხსნილნი შენ მიერ მარადის გიგალობდეთ შენ“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: ხატისა: „დიდებულისა ხატისა შენისა გამოცხადებასა დიდებისვმეტყველებთ დღეს უბიწოო ღმრთისმშობელო და შენსა შუამდგომლობასა ვდღესასწაულობთ, რამეთუ ევედრები ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ჩვენთვის, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოება შენზედა უტყუელო წინამძღვარო, ცხოვრებისა ჩვენისაო“. „დიდება“ „აწ და“ იგივე. – III რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება. – წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის). II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ხატისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). შენიშვნა: ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ სასწაულმოქმედ ხატს არ გააჩნია თავის განგება, რის გამოც საცისკრო კანონად ვიყენებთ პარაკლიტონის ბოლოს მოცემულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საზიარო კანონს „ქუეყანასა მწყურნებსა...“ – კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): წარდგომა ხატისა: ,,მსწრაფლშემსმენელისა ხატისა შენისა სასწაულთა მხილველნი ათონის მთის მოსაგრე ბერები ისწრაფიან თაყვანისცემად მისსა, ხოლო შენ, ღვთისა დედაო, უშურველად მიაგებ წყალობასა მადლობით მღაღადებელთა შენთა“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): კონდაკი ხატისა: „წყალობათა და სასწაულთა შენთა საცნაურ ჰყოფს მთა ათონისა, ყოვლადკურთხეულო დედაო ღვთისა ჩვენისაო, და შორის მრავალთა სასწაულთმოქმედთა ხატთა შენთა ბრწყინავს ხატი ესე, შენს მიერ მსწრაფლშემსმენელად წოდებული, მსგავსად მნათობისა სავსე მთვარისა, ღვთიურ ნათელს ჰფენს სულთა ჩვენთა და ღვაწლით შემოსილნი ქებით უღაღადებენ განმადიდებელსა შენსა სამგვამოვანსა ღმერთსა: ალილუია“. იკოსი ხატისა: „ყოვლადწმიდა ხატი შენი, ღვთისმშობელო მარიამ, აღმოუბრწყინდა ვითარცა ნათელი მაცხოვარებისა შენისა ყოველთა, ცოდვათა და ვნებათა ბნელსა შინა დანთქმულთა და მსწრაფლშემსმენელად წოდებული მსწრაფლ შეეწევის სარწმუნოებით და სასოებით წინაშე მისსა მლოცველთა და მღაღადებელთა შენთა“. – შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა‘‘. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ხატისა: ,,დაღაცათუ ყოველთა ქრისტიანეთა უჩვენე დიდი სიყვარული შენი, ყოვლადკურთხეულო ღვთისმშობელო, წილხვედრად ათონის მთა გამოირჩიე და მუნ ბერ - მონაზონთა სავანეები განამრავლე და ამა სოფ-ლის ღელვა-გვემათაგან დაღლილთა მშვიდი და მყუდრო ნავთსაყუდელი საცხოვნებელისა სულისა მოჰმადლე, რამეთუ შეწევნითა შენითა დაიმკვიდრებენ სასუფეველსა ცათასა და წმიდათა თანა უგალობ ენ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია“. „დიდება“ „აწ და“ იგივე განმანათლებელი. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლი: - „მსწრაფლშემსმენელად წოდებულისა წმიდისა ხატისა შენისა სასწაულებრივი განდიდება მორიგ წყალობად გამოუჩნდა არა მხოლოდ ათონელ ბერებს, არამედ ყოველთა მართლმადი - დებელთა ქრისტიანეთა კრძალულებით თაყვა -ნისმცემელთა ხატი სა შენისა და მხმობელთა შენდამი“ 2-გზის. - „ყოველთა მორწმუნეთა სასოებით აღა ვსებს წმიდა ხატი შენი, ღვთისმშო ბელო დედოფალო, რომელზეც გხედავთ ყრმით ხელში, დაუსაბამო ღმერთით ჩვენით, იესო ქრისტეთი. მასვე თაყვანსვცემთ ძრწოლით, ვითარცა შემოქმედსა და ღმერთსა ჩვენსა და ჭეშმარიტად მშობელსა ღვთისასა ლმობიერად გიღაღადებთ“. - „ყოველნი ნათესავნი ჯერისაებრ გნატრიან შენ, კურთხეულო ღ მრთისმშობელო მარიამ, აღმოსავალიდან ვიდრე დასავლამდე იდიდების სახელი შენ ი, ხოლო ბერ მონაზონნი შენი წილხვდომილი ათონის მთის მკვიდრნი, მფარველად თვისად გიხმობენ, რომელთაც უხვად მოჰფენ წყალობასა და სასწაულთა, და მადლობელნი შენნი უღაღადებენ უფალსა: ალილუია“. ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგ წყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმიდაი ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი ხატისა: „ღმრთისმშობელისა მომართ...“ 1-გზის. ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ხატისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ხატის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ხატისა. კონდაკები: „დიდება“ - ხატისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარი: - ხატისა; „დიდება“ „აწ და“ კონდაკი - ხატისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარი: - ტაძრისა; - ხატისა; კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა; „აწ და“ - კონდაკი ხატისა. წარდგომა, ალილუია, და განიცადე - დღისა და ღმრთისმშობლისა. სამოციქულო და სახარება - დღისა, სამშაბათისა და ღმრთისმშობლისა. წარდგომა (ჴმა VIII) : „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“. მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“. მუხლი: ,,რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |