საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ორშაბათი, 13 დეკემბერი 2027
ძველი სტილით: 30 ნოემბერი
სულთმოფენობიდან 26-ე შვიდეულიხმა 8შობის მარხვა · თევზი

ხსენება

წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათოლიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათოლიკოსისა (V-VI); წმ. ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).

საკითხავები

ცისკ. – მთ. 9 დას. IV, 18-23.
ლიტ. – მოციქულისა – 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ინ. 4 დას. I, 35-51.
მეფ. – რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
მეფ. – რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.

ტიპიკონი

შვიდეულის სადაგ დღეს „ორი დიდი წმიდის“ (V რანგი) მსახურება.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (5 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2027 წელი 30 ნოემბერისულთმოფენობიდან 26-ე შვიდეული13 დეკემბერი
ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
წმ. და ყოვლადქებულისა მოც. ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმ. დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათოლიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათოლიკოსისა (V-VI); წმ. ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპ. (დაახ. 380).
 
ცისკ. - მთ. 9 დას. IV, 18-23.
ლიტ. - მოციქულისა - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ინ. 4 დას. I, 35-51.
მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. ვახტანგ გორგასლის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი დიდი წმიდის“ (V რანგი) მსახურება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VIII) და მღვდელმოწამისა.
– კონდაკი: მღვდელმოწამისა.
დიდი მწუხრი:
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- მოციქულისა - 4 მუხლი (ხმა IV).
- მეფისა - 4 მუხლი:
- „დაღათუ იყავ ასაკითა უსრული, უმაგალითო სიმ ჴნჱ აჩუენე და თ ჳთ წარუძეღ ლაშქარსა
წინამბრძოლსა, გარნა არა ძალითა თ ჳსითა იქადოდი, არამედ ძალითა ღმრთისა ჲთა, და ვითარცა
დავით გოლიათს, ეგრეთვე შენცა მძლე ექმენ სხუათა უმე -ტეს ბუმბერაზთა, ოვსთა - თარხანსა და
ბაყათარსა, შემდგომ აღუზახე სპათა თ ჳსთა და ბრძოლათა შინა უსასტიკესთა სძლე რა ჲ ოვსთა და
ხაზართა, მათ მიერ წარტყუენილი და ჲ შენი გამოი ჴსენ, ახოვანო, და დიდება ჲ მიეც სამებასა
წმიდასა“ 2-გზის.
- „გერწმუნა რა ჲ საყდარი მამა -პაპათაჲ, გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა
ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მ ჴსნელად და მძლედ
ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, ამისთჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარ ჱ იგი
მეფობაჲ შენი, ახოვანო მეფეო ვახტანგ! იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
- „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისა ჲთა,
სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა
წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რა ჲთა
შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა,
იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელ-მან სულთა ჩუენთამან“.
,,დიდება“ მოციქულისა: ,,თევზთა იგი ნადირობა დაუტევე...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო - მოციქულისა - 2 და მეფისა - 1 (სადღესასწაულოდან, იხ.
ძვ. სტ-ით 21 მაისი).
– ,,ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და მოციქულისა.
,,დიდება“ მოციქულისა: ,,ქრისტეს ქადაგსა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ მისივე: „დედოფალო შეიწირე...“ (ჴმა VIII).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (ჴმა V).
,,დიდება“ მეფისა: ,,უფლისა მიერ კურთხეულო და სვეამაღლებულო ჴელ-მწიფეო, გიხაროდენ,
განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი
მოგიღუაწებიეს, სრბა ჲ აღგისრულებიეს და სარწმუ -ნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა
განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გ ჳრგჳნი, უძლეველო მეფეო ვახტანგ
გორგასალო, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლადძლიერმან და
მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ (ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: ,,იოსებ გვითხარ ჩვენ...“ (ჴმა V).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი მოციქულისა: ,,ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV) - 2გზის.
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 1გზის.
– პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მოციქულისა: ,,ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ მეფისა: ,,ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყო-ფელისა
ჯუარისაითა წარმართენ, საწუთო ჲ სამეფოჲ სიბრძნითა განაგე და ეკ -ლესიაჲ ქართლისაჲ
ღუაწლითა შენითა განაშუენე, და აწ იხარებ წინაშე უკუდა -ვისა მეუფისა, წმიდაო მეფეო
ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვი-ლთა“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოციქულისა.
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ მოციქულისა: ,,მოციქულსა ქრისტესსა...“
დ„დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,რომელთა უეჭველი...“ (სადღესასაულოდან).
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,ყოვველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა
სიტყვანი მათნი“ (ჴმა III).
მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს
სამყარო“.
– საცისკრო სახარება: მთ. 9 დას. IV, 18-23.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მოციქულისა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,ქრისტეს ქადაგსა...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2გზის).
II კანონი მოციქულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი მეფისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,ქრისტეს შობასა...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
 
„უგალობდითსა“ - I ოდა (გალობა I)
 
- ,,მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და მართლმორწმუნენი
შეიყუარენ, ხოლო ცეცხლისმსახურნი განასხენ და საცეცხლურნი მათნი დაშრიტენ“.
- ,,ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლშემწეო ჩუენო ჴელმწიფეო, და მოვივლტით
პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო“.
,,დიდება“ - ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული
და თანა შემწე სარწმუნოებისა ჲ მჴნჱ, ესრეთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და
შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“.
,,აწ და “ - ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და
ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშო-ბელო“.
 
„განძლიერდასა“ - III ოდა (გალობა III)
 
- ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე
სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა
ჴსენებასა შენსა და გიღაღადებთ“.
- ,,დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენ და მომართ: ჵ საღმრთოჲთა
მადლითა განბრწყინვებულო, ვახტანგ გორგასალო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გ ჳჴსენ
სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“.
,,დიდება“ - ,,დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა მყოფმან, ვითარცა
უჴორცომან, რამეთუ ქრისტ ჱსთჳს გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად და
სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა ეკლესიაჲ შუენიერად მეწამულ-ყავ“.
,,აწ და“ - მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და
ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯის ა მი ჴსენ და მაცხოვნე
მე“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი: ,,ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტ ჱსითა და
ცეცხლმსახურნი განასხნენ საღმრთოჲთა გულს-მოდგინებითა, ხოლო კლდეთა ზედა მაღალთა
და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენე ეკლესია-მონასტერნი და განამაგრე ციხენი და ქალაქნი
უბრძოლველნი, დიდებით დიდებულო, ვინა ჲცა გ ჳრგჳნი სიმართლისა ჲ ღირსად მიიღე და
მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და
საფრჴეთაგან მტერისა ჲთა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკ ჳრველო
მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო“.
- იკოსი: ,,ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათ ჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათ ჳს
იბერიისაო, რომელმან ერსა შენსა გვიქადაგე და განგვიჩინე: „მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა
სდეგით და ეძიებდით ქრისტ ჱსთჳს სიკუდილსა“, ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ
ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა სამეუფოსა, რა ჲთამცა
მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა:
გიხაროდენ, კაცთა შორის საკ ჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ
გორგასლანო“.
– წარდგომა მოციქულისა: ,,ვითარცა პირველ...“ (ჴმა VIII).
,,დიდება“ მეფისა: ,,ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი ზახებასა მტერთასა
არა შეშინდი, არამედ მძლავრთა უშჯულოებანი განაქიქე და მბრძოლთა მტერისაჲთა ცხადად
არცხვინე, ხოლო მოიკალ რაჲ ჴელითა სპარსთაჲთა, ზეცისა მჴედრობათა თანა ბრწყინვალედ
განშუენებული ქრისტესა წარმოუდეგ. ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთა“.
,,აწ და“ მოციქულისა: ,,გიხაროდენ საყდარო...“ (ჴმა VIII).
„უფალო მესმასა“ - IV ოდა (გალობა IV)
- ,,ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ, ახოვანო მეფეო ვახტანგ, და
სარწმუნოებითა გიღაღადებთ: მოგჳჴსენენ საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა“.
- ,,ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა
შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე, გევედრებით,
სიწმიდითა შენითა“.
,,დიდება“ - ,,რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალღონ ჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ
დაამჴუე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუჴედენ, ახოვანო, და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე“.
,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან
ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“.
 
„ღამითგანსა“ - V ოდა (გალობა V)
 
- ,,ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწლისა
მოღუაწებითა დიდებულო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა
ლხინებაჲ საუკუნოჲ“.
- ,,დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო, ღირსო
წამებისაო, მეფეო ვახტანგ გორგასალო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტ ჱსთჳს და არა ჰრიდე
თავსა შენსა მისთჳს“.
,,დიდება“ - აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათ ჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ
და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი
წყალობაჲ“.
,,აწ და“ - მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ
მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ“.
 
„ღაღადყავსა“ - VI ოდა (გალობა VI)
 
- ,,მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმ ჴნჱ შენი, და აცისკრებს გონებასა
ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმრთელ ჱ ცნობისაჲ, და სიმტკიც ჱ გონებისა შენისა ჲ, აწ ცისკროვან -ყავ,
კურთხეულო მეფეთა შორის, გონებაჲცა ჩუენი“.
- ,,ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი
ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტ ჱსთა, რომელმანცა მკ ჳდრგყო უსხეულოთა თანა, მეოხ -გუეყავ
მგალობელთა შენთა“.
,,დიდება“ - ,,ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ
ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი
განგვიხუენ ოხითა შენითა“.
,,აწ და “- ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძ ჳნვარედ
მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი
მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი და იკოსი მოციქულისა (ჴმა II).
„კურთხეულარსსა“ - VII ოდა (გალობა VII)
- „მოგწყლეს რა ჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, მ ჴნეო და ღირსო
მოწამეობისაო, და ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და
ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რაჲთა მოიგონ წარუვალი დიდება“.
- „ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი
შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა სუეტიცხოველსა“, გარნა ძალითა ქრისტ ჱსითა
სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვე დრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა
წყაროჲსაგან ულევისა მადლისა“.
„დიდებაჲ“ - „კუართი შენი წმიდა ჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი
სიწმიდით, კეთილმსახურო მართალო და დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, და ქრისტესა
მეუფისა თანა იხარებ და გჳრგჳნითა უხრწნელებისაითა შემკობილი უჴორცოთა თანა ადიდებ“.
„აწ და “ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული დ ა დამონებული ჩვეულებისაგან უჯერო ჲსა,
მოწყალებისა მომართ შენისა მოჳვლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო“.
 
„აკურთხევდითსა“ - VIII ოდა (გალობა VIII)
 
- „ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და სირცხვილეულ -ყვენ ყოველნი მტერნი
ღმრთისანი, და წადიერებითა და სურვილითა მას უგალობდი: მღდელნი უგალობდით, ერნი
უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
- „ვახტანგ, მეფეო, მ ჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა,
სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა : მღდელნი უგალობდით, ერნი
უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.
- „რომელი გ ჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისა ჲთა იდი-დე, ძლევითა და
განმარჯუებითა აღსავსეო, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისა ჲ, შენდამი
კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი აწ შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედა ჲ გვითხოვე
ჩუენ და მშჳდობა“.
„აწ და “ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო,
განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალხატითა აღშფოთებული დაამშ ჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე
მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
„ადიდებდითსა“ - IX ოდა (გალობა IX)
 
- „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო
და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად
გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა“.
ე- „ჰოი, ძალითა ქრისტ ჱსითა ძლევაშემოსილო, ითხო ვე მისგან მგალობელთა შენთათ ჳს
გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძ ჳნვარეთა, რომელთა აღგ ჳძრავს მტერი იგი მოშურნ ჱ, არამედ შენითა
ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა“.
„დიდებაჲ“ - „საგალობელ არს ყოვლად წმიდა ჲ ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდსაქებელ,
რომელი ცათა შინა განისუენებ, და მ ჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ
მანდაჲთ გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რა ჲსა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე
სიგლახაკჱ სიტყუათა ჩუენთა“.
„აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ
მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთ ჳსცა გევედრებით შენ,
ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა
აღმრაცხე“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მოციქულისა: ,,სიტყვა პირველ...“
„დიდბა“ მეფისა: ,,კერპთა მძვინვარება...“
,,აწ და“ მისივე: ,,ღმერთი, რომელიცა შევ...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- მოციქულისა - 3 მუხლი (ჴმა I).
- მეფისა - 3 მუხლი.
„დიდება“ მოციქულისა: ,,ქრისტეს ქადაგსა...“
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „ბეთლემ ღმრთისა...“ (ჴმა VIII).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოციქულისა: ,,ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ მეფისა: ,,ძლევანი ყოვლად დიდებულნი...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარები: მოციქულისა და მეფისა.
– კონდაკი: მოციქულისა და მეფისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მოციქულის III (ძლისპირით) გალობიდან - 4 მუხლი.
- მეფისა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მოციქულისა;
- მეფისა.
კონდაკები: - მოციქულისა;
„დიდება“ - მეფისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - მოციქულისა;
- მეფისა.
კონდაკები: - მოციქულისა;
„დიდება“ - მეფისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - მოციქულისა და მეფისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ჴმა IV): „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“.
ალილუია (ჴმა I) : ,, აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარი -ტებასა შენსა
ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: ,,ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ჴმა I): ,,უფალო ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშვებდეს
ფრიად“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.