საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ორშაბათი, 31 იანვარი 2028
ძველი სტილით: 18 იანვარი
სულთმოფენობიდან 33-ე შვიდეულიხმა 7
ხსენება
მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირსისა მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388).
საკითხავები
ცისკ. – ინ 36 დას, X 9-16.
ლიტ. – 1 პეტ. 59 დას. II, 21 - III, 9. მკ. 54 დას. XII, 13-17.
მეფ. – რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 7; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2028 წელი 18 იანვარისულთმოფენობიდან 33-ე შვიდეული31 იანვარი ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ხსენება: მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირ. ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირ. ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირ. მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388). ცისკ. - ინ 36 დას, X 9-16. ლიტ. - 1 პეტ. 59 დას. II, 21 - III, 9. მკ. 54 დას. XII, 13-17. მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა VII) და ღირსისა. – კონდაკი: ღირსისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – ,,უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: მეფისა - 6 მუხლი: „მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნ ჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობაჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2-გზის. „რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული კეთ ილ-ად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მ ჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათ ჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისა ჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. „აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმა ჲ, ქებაჲ და დიდებაჲ ძლევით გ ჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე -ლობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშ ჳდჱ - საქებელი, ლმობიერებაჲ, მოწლე, მოწყალებაჲ - თანა ლმობილი, უმანკოება ჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისაჲ და მსახურებაჲ მისი შეუორგულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. „უფლისა მიერ კურთხეულო და სუე -ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბა ჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოება ჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთ ჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გ ჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად -ძლიერმან და მ ჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. ,,დიდება“ - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთო ჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნო-ებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მეფისა: „ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგან - ბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო-ყო სიკეთჱ მეფობისა შენისა ჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“. „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“. „აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისა ჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ -ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრ ჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მ ჴნეო ჴელმწი-ფეო, და მარადის გი ჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწ-მუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო“. „ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა“. „მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისა ჲ და სიმნჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლო-ბისაჲთა განბრწყინდი, რომლისათჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისა ჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“. ,,დიდება“ მისივე: ,,ეჰა, რაბამი დიდებულება ჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისა ჲთა დაამ ჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტ ჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, განწმედაჲ და დიდი წყალობაი“. „აწ და“ მისივე: ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუა- ქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოება ჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს“. – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამ ჴუენ სპანი აგარიანთანი, ე ვედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-4 და მე-5. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: „ზეცისა სუფევისა მ ჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველ -თასა, გონებითა უბიწო ჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მიუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფრო ჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ -ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთო ჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ“. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: „რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველს -მყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტ ჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტ ჱს მიერ, შეურყეველად დაცვა ჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევა ჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიც ჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისა ჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმა ჲ საწმისსა ზედა სიტყუა ჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობა ჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკ ჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულის ჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ“. „დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთო ჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსება ჲ, და აღად -გინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფრო ჲსად ყოვლად საგალობელო“. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი“ (ჴმა IV). მუხლი: ,,ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა“. – საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X 9-16. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მეფისა თამარისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგ ჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტ ჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთ ჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა“. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2 გზის). II კანონი მეფისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I, „უგალობდითსა“. ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“. „ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვა ჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“. „რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრ ნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა“. „გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“. „წრფელ, მდაბალ, მშჳდ და მოწყალე, და სახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“. ,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ესრ ჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“. ,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ-ლისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომე-ლობითა შენითა, ღმრთისმშობელო“. გალობა III, „განძლიერდასა“. ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე“. „დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“. „სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“. „სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რაჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“. „არა მაქუს მე სიტყუა ჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ. , არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაი“. ,,დიდება“: ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს -ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ“. ,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად -შუენიერად მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რა ჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერება ჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“. ,,დიდება“ მისივე: ,,ჭეშმარიტად საკ ჳრველ-არს სურ ჳლი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნო -ებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძ -არნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“. ,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგ ჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბორო -ტის გარემოდგომილებისა გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასო -ებაჲ შენ ზედა დაგ ჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა“. გალობა IV, „მესმასა“. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“. „აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მ ჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოც ჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“. „ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით“. „ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ -ხდომილი და კურთ ხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“. „რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალება ჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ“. ,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგ ჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით“. ,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავ -ლითა, რომელმან ჰშევ მზ ჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“. გალობა V, „ღამითგანსა“. ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“. „შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისა ჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რა ჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობა ჲ შენი და განადიდე სიმ ჴნჱ და ზეობაჲ შენი“. „შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯო -ხეთისათა გ ჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედ-რებელნი“. „ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებით ა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინება ჲ საუკუნოი“. „ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვა ჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაი“. ,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გ ჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“. ,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლ ჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“. გალობა VI, „ღაღადყავსა“. ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“. „ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა -გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო-ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობა ჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“. „შემოიკრიბე რაჲ კრებული წმიდათა მამათაჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო“. „ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა - გვემულთა“. „ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოი ჴსენებ ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ-აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“. ,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობაჲ და გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინებაჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“. ,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს -მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზ ჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შენთა და სურ ჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართება ჲ, და შეცოდებათა ჴსნაი“ (ხმა VIII). - იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშ ჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII). გალობა VII, „კურთხეულარსა“. ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მ ჴსნელო, ძლევამოსილი მეფ ჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ-თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტ ჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს -მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი რაჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისაჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ -ადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. ,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ-ლადწმიდაო ღმრთისმშობელო“. გალობა VIII, „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისა ჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „უფალსა ყოვლის -მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათ ჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მ ეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „მარხუაჲ და ლოცუა ჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღ ჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარუ -ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მ ჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის -მშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -ამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX, „ადიდებდითსა“. ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლ ჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“. „იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმ ჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ“. „სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაი“. „პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“. „მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათჳს“. „დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისაჲთა მღ ჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა“. „აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთ ჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მეფისა: - „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე -დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ -ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წ მიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა. „დიდება“ მისივე: ,,მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილება ჲ გონებისა შენისაჲ, და განაბრწყინვა რა ჲ სულთა ცნობა ჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და ბრწყინვალჱ, უფრო ჲს მზისა, ბრწყინვალებითა კეთილთა საქმეთა ჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ“. ,,აწ და“ მისივე: ,,ხატისა შენისა არა თაყუანის -მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მეფისა - 4 მუხლად: „მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“. „ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, გ ანმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყ ჳთა და საქმითა საღმრთო ჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგ ჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნ ჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რა ჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“. „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ -ქმნილთა კლდეთა, გუეშინი ს რა ჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“. „სუფევდი რა ჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმ ჴნითა და სიქველითა დავი თიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოც ჳთა მჴურვალითა, და ენაჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთაჲ დაჴსენ ძალითა საღმრთოჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გ ჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ-კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“. „დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოები -საჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისა ჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათ ჳს ქრისტ ჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობის ა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა – სულითა საღმრთოჲთა შ ჳლთა საყუარელთა მოწყა- ლებად განმწვრთუნელო; გიხარო -დენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო დ ა სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა“ (ხმა I) ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო...” (იხ. III ჟამი). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი: მეფისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მეფის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი, თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: ,,დიდება“ - მეფისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: - ტაძრისა ,,დიდება“ .- მეფისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მეფისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მეფისა. წარდგომა (ჴმა IV): „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“. მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განდიდენ ფრიად“. წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“. ალილუია (ჴმა V): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“. მუხლი: „რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“. ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად“. განიცადე: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |