საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 7 აპრილი 2029
ძველი სტილით: 25 მარტი
ვნების შვიდეულივნების შვიდეული
ხსენება
ხარება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა.
საკითხავები
ცისკ. – ლკ. 4 დას. I, 39-49, 56.
ლიტ. – გალ. III, 13-14. მთ. 114 დას. XXVII, 62-66.
ხარების. – ებრ. 306 დას. II, 11-18. ლკ. 3 დას. I, 24-38.
ხარების. – ებრ. 306 დას. II, 11-18. ლკ. 3 დას. I, 24-38.
დიდი სამშაბათის. – მთ. 102 დას. XXIV, 36 - XXVI, 2.
ტიპიკონი
ვნების შვიდეულის შაბათს ხარება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისა.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის III პერიოდი (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან აღდგომამდე) · ვნების შვიდეული
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ მარხვანი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- ლიტურგია
- წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია
- ჟამთა რიგი
- მცირე სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – IX ჟამი – სადილის ჟამი – მწუხრი – წმ. ბასილი დიდის ლიტურგია
- თავისებურებები
- ლიტურგიაზე „წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ მოინათლენით, ქრისტე შეიმოსეთ“.
მსახურების მიმდევრობა
2029 წელი 25 მარტივნების შვიდეული7 აპრილი ძველი სტილითდიდი შაბათიახალი სტილით ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ხსენება: ხარება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა. ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - გალ. III, 13-14. მთ. 114 დას. XXVII, 62-66. ხარების. - ებრ. 306 დას. II, 11-18. ლკ. 3 დას. I, 24-38. საღამოს მსახურება: მცირე სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – IX ჟამი – სადილის ჟამი – მწუხრი – წმ. ბასილი დიდის ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება – სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა აღესრულება – მარხვანიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: ვნების შვიდეულის შაბათს ხარება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისა. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. მცირე სერობის ჟამი: აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია. – მღვდელი: ,,კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ). – მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები - ,,მამაო ჩვენოს“ ჩათვლით. – მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“ – მედავითნე: ამინ. - „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის. - ,,დიდება“ ,,აწ და“. - ,,მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის. – მედავითნე: 50-ე, 69-ე და 142-ე ფსალმუნები. – მედავითნე: ,,დიდებამაღალიანი“. – მედავითნე: მრწამსი. – მღვდელი: - კანონი: სერობისა (მარხვანიდან) (გარდამოხსნის წინ). შენიშვნა: 1. ძლისპირები იგალობება 2-გზის, ტროპარები კი წაიკითხება იმდენი რამდენიც მითითებულია მარხვანში. 2. თითოეულ საგალობელს კატავასიად დაეფარება ამავე გალობის ძლისპირი. 3. შემდგომად VI გალობისა წაიკითხება კონდაკი და იკოსი მარხვანიდან. 4. ტროპრებს შორის ჩაერთვის ჩასართავი: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა”. – გუნდი: ,,ღირს არსი“-ს წილ IX გალობის ძლისპირი: „ნუ მტირ მე დედაო...“ – მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო“. ,,ყოვლად-წმიდაო სამებაო“. ,,მამაო ჩვენო“. – მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“ – მედავითნე: ამინ. - კონდაკი: ,,რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვა...“ (ხმა VIII). ,,დიდება“ ,,აწ და“ კონდაკი დღესასწაულისა: ,,ზესთა მბრძოლისა...“ - „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის. - ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ - ,,დიდება“ ,,აწ და“. - ,,უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“ - ,,სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“! – მღვდელი: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“ – მედავითნე: ამინ. - ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“ - ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“ - ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“ - ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“ – მღვდელი: ,,დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“. – მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“. – მღვდელი: მცირე ჩამოლოცვა (გარდამოხსნასთან). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ხმაზე). - ტროპარი: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II) 1გზის. - სხვა ტროპარი: „რაჟამს შთახედ საფლავად...“ 1-გზის. - „დიდება“ მისივე: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ - „აწდა“ დღესასწაულისა: „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა...“ შენიშვნა: იღება აღსავლის კარი და აღესრულება სრული კმევა. იწყება გარდამოხსნიდან. – გუნდი: „კურთხეულ ხარ შენ უფალო...“ (გალობს მე-17 კანონის I სასვენის მუხლებს). – მღვდელი: კითხულობს „ქების მუხლებს” (გარდამოხსნის წინ). – გუნდი: „დიდება“. – მღვდელი: „გიგალობთ შენ სიტყვაო...“ – გუნდი: „აწ და“. – მღვდელი: „გნატრით შენ ღმრთისმშობელო...“ – გუნდი: „ცხოვრება ეგე საფლავსა დაიდევ...“ – მცირე კვერექსი. – გუნდი: „ღირს არს დიდებად შენდა...“ (გალობს მე-17 კანონის II სასვენის მუხლებს). – მღვდელი: კითხულობს „ქების მუხლებს“ (გარდამოხსნის წინ). – გუნდი: „დიდება”. – მღვდელი: „დაუსაბამოო ქრისტე...“ – გუნდი: „აწ და“. – მღვდელი: „მშობელო ცხოვრებისაო...“ – გუნდი: „ღირს არს დიდებად შენდა...“ – მცირე კვერექსი. – გუნდი: „ნათესავნი ყოველნი...“ (გალობს მე-17 კანონის III სასვენის მუხლებს). – მღვდელი: კითხულობს „ქების მუხლებს“ (გარდამოხსნის წინ). – გუნდი: „დიდება“. – მღვდელი: „ჰოი სამებაო ღმერთო ჩემო...“ – გუნდი: „აწ და“. – მღვდელი: „ხილვად ძისა შენისა...“ – გუნდი: „კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავე მე სიმართლენი შენნი...“ და შემდგომი მარხვანიდან. – მცირე კვერექსი. – მედავითნე: წარდგომა - „ყოვლად წმიდანი ხორცნი...“ „დიდება“ - „ღირს მყვენ უფალო...“ „აწ და“ - „შეშინდნეს გუნდნი ანგელოზთანი...“ (მარხვანიდან). – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – მცირე კვერექსი (ასამაღ.: „რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი...“). – წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: ,,გაბრიილ ზეცით...“ „დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოივლინა გაბრიილ...“ – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,იხარებდით დღითი-დღე მაცხოვარებასა ღმრთისა ჩვენისასა“ (ჴმა IV). მუხლი: ,,უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა“. – საცისკრო სახარება: ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მოწყალეო...“ „აწ და“ - იგივე. - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - „იხარებს დღეს გაბრიილ...“ (ჴმა VI). – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) – კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). – კანონი - მარხვანისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). კატავასია: მარხვანის კანონის ძლისპირები. ტროპარებს შორის ჩასართავი - ღმრთისმშობლის კანონისათვის: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ“, ხოლო მარხვანის კანონისათვის: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - მარხვანისა (ხმა VII). - წარდგომა მარხვანისა: „მხედარნი რომელნი...“ (ხმა I). - ,,დიდება“ ,,აწ და“ დღესასწაულისა: „ანგელოზი უღაღადებდა...“ (ხმა VIII). – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა VIII). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება. დიაკონი აღამაღლებს საცეცხლურს და ღმრთისმშობლის ხატის წინ წარ - მოსქვამს: „აუწყებდით ქვეყანა სიხარულსა დიდსა, აქებდით ზეცისა ღმრთისა დიდებასა“ გუნდი გაიმეორებს ჩასართავს და გალობს IX გალობის ძლისპირს. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“ - არ იგალობება. – „განმანათლებელი“ მარხვანისა: „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“ 3გზის. განმანათლებელი დღესასწაულისა: „ანგელოზთა ძალთა...“ ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „საუკუნითგან დაფარული...“ – ,,ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა ზედა“ დასდებელნი - 6 მუხლად: - მარხვანისა - 3 მუხლი. - დღესასწაულისა - 3 მუხლი. შემდგომ დასდებელი: „იხარებენ ცანი...“ და მუხლი: „იხარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა ღმრთისა ჩვენისასა“. ,,დიდება“ მარხვანისა: ,,დღეს ყოვლად დიდებულისა...“ ,,აწ და“ მისივე: ,,უმეტესად კურთხეულ ხარ...“ – „დიდებამაღალიანი“ იგალობება. შენიშვნა: „დიდება მაღალიანის“ გალობისას, „წმიდაო ღმერთო“-ზე მღვდელმსახურთა მიერ ხდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის ირგვლივ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომლის დროსაც გუნდი გალობს „წმიდაო ღმერთოს“. აღესრულება ზარების რეკა. 3-გზის შემოტარების შემდეგ, გარდა მოხსნას შეასვენებენ ტაძარში დასავლეთის კარით. აღსავლის კართან წინამძღვარი იტყვის: „სიბრძნით აღე - მართენით“, რის შემდეგაც გარდამოხსნას დაასვენებენ შუა ტაძარში. – გუნდი: „შვენიერმან იოსებ...“ – გუნდი ან მედავითნე: ტროპარი საწინასწარმეტყველოსი: „რომელსა გიპყრიან...” ,,დიდება“ - „მაცხოვნენ ჩვენ...“ ,,აწ და“ - „რომელსა გიპყრიან...“ (ჴმა II) (მარხვანიდან). – მედავითნე: წესისამებრ ასახელებს საწინასწარმეტყველოს წარდგომას (მარხვანიდან). – მედავითნე: კითხულობს საწინასწარმეტყველოს: ეზეკიელი, თავი 37. – მედავითნე: წესისამებრ ასახელებს სამოციქულოს წარდგომას (მარხვანიდან). – მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს: 1 კორ. 133 დას. V, 6-8; – მედავითნე: წესისამებრ ასახელებს ალილუიას მუხლებს (მარხვანიდან). – მღვდელი: კითხულობს სახარებას: მთ. 114 დას. XVII, 62-66; – მრჩობლი კვერექსი. – თხოვნითი კვერექსი. – თავმოდრეკის ლოცვები და ჩამოლოცვა. I, III, VI და IX ჟამები: შენიშვნა: I, III, VI და IX ჟამები წაიკითხება „ღმერთი უფალის“ თანმიმდევრობით. ტროპარები: დღესასწაულისა და მარხვანისა: „მშვენიერმან იოსებ...“ კონდაკები: მარხვანისა და დღესასწაულისა (მონაცვლეობით). სადილის ჟამი: – მედავითნე: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII). - „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან). „დიდება“ - იგივე ჩასართავი. „აწ და“ - „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან). - „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“ - „მოვედით მისსა და განათლდით...“ - „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“ „დიდება“ - „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“ „აწ და“ - მრწამსი. - „გვიხსენ, გვილხინე...“ – „მამაო ჩვენო“. კონდაკი მარხვანისა: „რომელმან დაჰხშნა...“ „დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „ზესთა მბრძოლისა...“ – მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40გზის. – მედავითნე: „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...“ – დიაკონი: სიბრძნით (გაიღება აღსავლის კარი). – გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი. – მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“. – გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ – მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო...“ – გუნდი: „დიდება“„აწდა“. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“. – მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას: „ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან...“ – გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ 3გზის. მწუხრი შეერთებული წმ. ბასილი დიდის ლიტურგიასთან: – მღვდელი: ასამაღლებელი: „კურთხეულ არს მეუფება...“ დასაწყისი ლოცვები. – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება. – „რიგითი კანონი“ - არ იკითხება. – ,,უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი - 10 მუხლად: - მარხვანისა - 6 მუხლი (ჴმა I). - დღესასწაულისა - 4 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ მარხვანისა: „დღეს ყოვლად დიდებულისა...“ (ჴმა VI). „აწ და“ დღესასწაულისა: „მოივლინა ზეცით...“ (ჴმა VI). – შესვლა სახარებით. – „ნათელი მხიარული“. იკითხება 15 საწინასწარმეტყველო (მარხვანიდან). შემდგომად VI საწინასწარმეტყველოსი: – მედავითნე და გუნდი: „უგალობდით უფალსა “ და შემდგომი მუხლები, თავის ჩასართავებით და „დიდება“ „აწ და“- თი (მარხვანიდან). შემდგომად XV საწინასწარმეტყველოსი: – მედავითნე და გუნდი: „უფალსა უგალობდით ყოველნი და ამაღლებდით მას უკუნისამდე“ და შემდგომი მუხლები, თავის ჩასართავებით და „დიდება“ „აწ და“- თი (მარხვანიდან) – მცირე კვერექსი. – მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავ - ლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“. შენიშვნა: აქედან მწუხრს მოებმის წმ. ბასილი დიდის ლიტურგია. „წმიდაო ღმერთოს“-ს ნაცვლად გუნდი გალობს: „რაოდენთა ქრისტეს მიერ...“ „რომელნი ქერუბიმთა“-ს ნაცვლად გუნდი გალობს: „ჰსდუმენინ ყოველი ხორცი...“ „ღირს არსის“ წილ - IX გალობის ძლისპირი: „ნუ მტირ მე დედაო...“ წარდგომა - დიდი შაბათისა და დღესასწაულისა. სახარება და სამოციქულო - დიდი შაბათისა და დღესასწაულისა. ნაცვლად ალილუიას მუხლებისა იგალობება 81-ე ფსალმუნის მუხლები. განიცადე - დიდი შაბათისა და დღესასწაულისა. წარდგომა (ჴმა V): „ყოველი ქვეყანა თაყვანისგცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა მაღალო“. მუხლი: ,,ჰღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა, უგალობდით სახელსა მისსა“. წარდგომა (ჴმა IV): „ახარებდით დღითი-დღე მაცხოვარებასა ღმრთისა ჩვენისასა“. ალილუიას ნაცვლად სათქმელი მუხლი I (ჴმა VII ): „აღსდეგ ღმერთო განსაჯე ქვეყანა, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა“ (გუნდი გაიმეორებს). მუხლი II: ,,ღმერთი დასდგა შესაკრებელსა ღმერთთასა და შორის ღმერთნი განიკითხნეს“ (გუნდი გაიმეორებს I მუხლს). მუხლი III: ,,ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თვალთა აღებდეთ ცოდვილთა “ (გუნდი გაიმეორებს I მუხლს). მუხლი IV: ,,უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ“ (გუნდი გაიმეორებს I მუხლს). მუხლი VI: ,,განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსენით იგი“ (გუნდი გაიმეორებს I მუხლს). მუხლი VII: ,,არა სცნეს არცა გულისხმაჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან “ (გუნდი გაიმეორებს I მუხლს). მუხლი VIII: ,,შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქვეყანისანი, მე ვსთქუ ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი, ხოლო თქვენ ვითარცა კაცნი მოსწყდე - ბით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (გუნდი გაიმეორებს I მუხლს). მუხლი I (ჴმა VII ): „აღსდეგ ღმერთო განსაჯე ქვეყანა, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა“ (გუნდი გაიმეორებს). განიცადე: „განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, აღსდგა და გვაცხოვნა ჩვენ“. განიცადე: „გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო სამკვიდრებელად თვისა“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |