საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 10 თებერვალი 2030
ძველი სტილით: 28 იანვარი
სულთმოფენობიდან 37-ე კვირახმა 4
ხსენება
ღირსისა ეფრემ ასურისა (373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიის ეპისკოპოსისა (VI).
საკითხავები
ცისკ. – სახ. IV, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12.
ლიტ. – 1 ტიმ. 285 დას. (შუათგან), IV, 9-15. ლკ. 94 დას. XIX, 1-10.
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ტიპიკონი
კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 4; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მცირე მწუხრიდიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2030 წელი 28 იანვარისულთმოფენობიდან 37-ე კვირა10 თებერვალი ძველი სტილითხმა IVახალი სტილით ხსენება: ღირ. ეფრემ ასურისა (373-379); ღირ. პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირ. ისააკ ასურისა, ნინევიის ეპ. (VI). ცისკ. - სახ. IV, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 1 ტიმ. 285 დას. (შუათგან), IV, 9-15. ლკ. 94 დას. XIX, 1-10. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა IV). - აღმოსავლური - 3 მუხლი. - ღირსისა - 4 მუხლი (ხმა I): „სამოთხისა სიკეთესა განიცდიდი, ღირსო, და მდიდრად საშუებელსა უდაბნოსა აჰყუავენ და მეცნიერებაი ქრისტეს ღმრთისაი ასწავე სიბრძნით სოფელსა, რომ -ლისათვის ზიარ-მყვენ ჩუენ, წმიდაო ეფრემ, ქებად შენსა დღესასწაულსა“ 2-გზის. „მსაჯულისა იგი მოსლვაი დასწერე, ნეტარო, და ცრემლთა მდინარითა სულიერნი ლამპარნი აღნთებად ასწავენ ყოველთავე მოსლვასა მას სიძისასა და სამოსლითა ბრწყინვალითა მიგებებად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ღირსო“. „მარხვითა ხორცნი შეჰზღუდენ სანატრელო ეფრემ და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცვითა და მღვიძარებითა, ამისთვისცა სულისა წმიდისა ძალმან დაიმკვიდრა შენ თანა და მნათობად საცნაურად გამოგაჩინა“. „დიდება“ მისივე: „რაჟამს მამაო ნისლი იგი საცდურისაი განაქარვე მხურვალითა შენითა შრომითა მაშინ დაიმკვიდრა შენ თანა სულმან წმიდამან, მდინარეთა მადლისათა აღმოაცე- ნებდ უხრწნელსა ცხოვრებასა მიმყვანებელთა და სწავლითა საღმრთოითა დასწერდ სინანუ - ლისა სიტყუათა, სიბრძნით გამოსახულთა, სანატრელო ეფრემ“ (ჴმა II). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა) (ხმა IV). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება“ წმიდისა: „დაყუდებისა ტრფიალებითა განბრწყინვებულო, ღმერთსა ზრახევდი, მამაო, და დუმილითა მოღუაწებისაითა ლოცვათა შენთა ვითარცა მსხუერპლთა შესწირევდ მარადის, რაითა ქუეყანისა წილ ცანი დაიმკვიდრენ, ყოვლად ქებულო“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ - 2გზის (ჴმა IV). „დიდება“ ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ (ჴმა I). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი. – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ – იპაკო და ანტიფონები (ჴმა IV). – წარდგომა (სახარებისა): ,,აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩვენ და მიხსნენ ჩვენ სახელისა შენისათვის“ (ჴმა IV). მუხლი: ,ღმერთო ყურთა ჩუენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩვენ“. – საცისკრო სახარება: სახ. IV, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). II კანონი - ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე). IV კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა II. ძლისპირი: „ყოველი ერი უგალობდით უფალსა, მძლესა სიკუდილისასა, რომელმან ქმნა საკვირველი საკვირველებათაი ზღუასა მას მეწამულსა“. „მოვედით მორწმუნენო დღესასწაულსა წმიდისა ეფრემისასა, ვიხარებდეთ და მხსნელსა ყოველთასა გალობით უგალობდეთ“. „აღიღო ჯუარი მართალმან ეფრემ ნეფსით და შეუდგა ქრისტესა, რამეთუ გამოირჩია ცხორებაი საუკუნოი ღმრთისაგან“. „დიდება“ - „წმიდამან ეფრემ შეიყუარა ცხორებაი მარტოებით უდაბნოს იოანესაებრ და ღმერთსა უგალობდა გალობითა ახლითა“. „აწ და“ - „შენ უბიწოო, წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ მეოხ გუეყავ ჩუენ მვედრებელთა შენთა შენგან შობილისა მიმართ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „განმაძლიერენ მოსავნი შე ნნი უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმო-ყუარე“. „სამოსელი შეიმოსა ანგელოზებრივი და სიბრძნით დაუტევა სოფელი ესე და საქმენი მისნი ეფრემ, ამისთვის მათ თანა იშუებს მარადის“. „დაუკვირდა შენთვის საგალობელო წმიდაო ეფრ ემ, დიდსა ბასილის და ეუწყა მას ღმრთისა მიერ გზაი შენი სულიერი, სანატრელო“. „დიდება“ - „განანთლე სოფელი წმიდაო ეფრემ, სიტყუითა შენითა სულიერითა და წარუდგინე ქრისტესა მხსნელსა ყოველთასა შენ სანატრელო“. „აწ და“ - „განანათლნა მარიამ, შობამან შენმან კიდენი ცისანი, უბიწოო ქალწულო, ამისთვისცა ღირსად გნატრით და ღმრთისმშობლად ჩუენ აღგიარებთ შენ“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი ღირსისა (ჟამნიდან). - წარდგომა ღირსისა: ,,ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუპარველად ღმრთისმსახურებისა გამოსჩნდი შენ, ეფრემ ყოვლად ნეტარო, უვნებელობითა განაბრწყინვე ცხორებაი შენი და ნაკლულევანნი აღავსენ წყალობითა, მამაო წმიდაო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი“ (ჴმა III). „დიდება“„აწ და“ იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებულებაი საიდუმლოთა შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე“. „ცრემლითა მაგით შენითა, წმიდაო ეფრემ, მოჰრწყენ გულნი კაცთანი და ნაყოფიერ ჰყუენ მორწმუნეთა სულნი“. „მოღუაწებითა შენითა მოაკუდინე ვნებაი სულთა და ხორცთაი, სამგზის სანატრელო წმიდაო მამაო“. „დიდება“ - „მარხვითა და ვედრებითა, წმიდაო ეფრემ, და ღამისთევითა კრებული ეშმაკთაი განსდევნე, ნეტარო“. „აწ და“ - „შენ, დედაო უბიწოო, მეოხ გუეყავ ღმრთისა, რო მელი შენგან გამოგვიბრწყინდა მხსნელი სულთა ჩუენთაი“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცე, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ სხუაი ღმერთი არა ვიცით“. „შენ, ღმერთო, რომელმანცა მოეც სოფელსა წმიდაი ეფრემ ვარსკულავად განმანათლე - ბელად სულთა და ხორცთა, ჩუენცა გან გუანათლენ ნათლითა შენითა, მხოლოო კაცთ - მოყუარე“. „ეფრემისათვის ღმერთშემოსილისა შემოვკრბეთ, მორწუნენო, და ვიხარებდეთ და უგალობდეთ ღმერთსა, რომელმან მომცა ჩუენ ვარსკულავი ბრწყინვალე, განმანათლებელი მორწმუნეთაი“. „დიდება“ - „მსგავს იყავ ელიაისსა და იოვანეს სა, წმიდაო მამაო, და ცათა შინა დაემკვიდრე მათ თანა და აწ მეოხ გუეყავ ქრისტეს მიმართ ჩუენცა დღესასწაულსა შენსა“. „აწ და“ - „შენ რომელმან ჰშევ ქრისტე, დამბადებელი ყოველთაი, ხორცითა, გიღაღადებთ და ვიტყვით: გიხაროდენ ქალწულო უბიწოო, გიხაროდენ, რომელმან საშოსა დაიტიე ღმერთი დაუტევნელი“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი; აღომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“. „შენ გიცნა ღმრთისა სიტყუაო, შობილო ქალწულისაგან, წმიდამან ეფრემ და ვითარცა მარგალიტი სამეუფოი, ორითა ბუნებითა გქადაგა“. „დაუყო პირი მწვალებელთა მოძრუარმან სოფლისამან სულისა მიერ წმიდისა - ეფრემ და განანათლნა ბრწყინვალენ გულნი ყოველთა მორწმუნეთანი“. „დიდება“ - „მოიგე ზეცით გვირგვინი, ღმერთშემოსილო ეფრემ, და ანგელოზთა თანა შენ აწ იყოფვი და სამებასა უგალობ დაუდუმებელად“. „აწ და“ - „უმეტეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, წმიდაო, რამეთუ დამბადებელი ხარ შენი საშოსა დაიტიე და გვიშევ ჩუენ ღმერთი განკაცებული“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა IV). გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყუეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „სიყვარულითა სულიერითა სა გალობელი ეფრემ, მოსწრაფე იქმნა მისლვად ღირსისა და ნეტარისა ბასილისა და ნებითა ქრისტესითა იხილა, ვითარცა სუეტი ცეცხლისაი, მასწავლელი და მსახური საიდუმლოსა მისსა“. „შენ, ქრისტე, სრულ ჰყავ ნებაი მოშიშთა შენთა საყუარელთაი, ვითარცა აღუქთუ, და აღიღე პირი ბასილ ისი და ეფრემისი და ასწავე ყოველთა სოფელსა, რაითა გალობით ადიდებდენ სამებასა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე“. „დიდება“ - „სულისა მიერ წმიდისა მიიღო ზეცისა ნიჭი წმიდამან ეფრემ ხელთა დასხმითა მღვდელმთავრისა დიდებულისა ბასილისათა, რომელ არს ბერძმეტყუელებაი, ვითარ ცა ენაი ცეცხლისაი, მსგავსად მოციქულთა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „აწ და“ - „მამაო დაუსაბამოო და ძეო მხო ლოდშობილო, სულო წმიდაო, სამგუამოვნებაო, განუყოფელო და შეურევნელო, ერთღმრთეებაო ჭეშმარიტო, ყოველნი გიღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „რომელმან დაჰბადა ყოველი სიბრძნითა გამოუთქმელითა, სიტყუამან საღმრთომან, და არარაისაგან შექმნა მეტყუელად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „რომელმან სიბრძნითა საღმრთოითა სულიერითა შეამკო ეფრემ ღმერთშემოსილი და მის მიერ კაცთა ასწავა გალობად და თქუმად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „რომელმან დაატკბო სოფელი ჭეშმარიტად თქუმულითა მისითა - წმიდამან ეფრემ, და კაცთა ასწავა სინანული და იტყვიან: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უფალსა “ - „მოვედით მორწმუნენო, და უგალობდეთ სამებასა დამბადებე ლსა, დაუბადებელსა და ქებულსა კაცთა შორის: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „აწ და“ - „ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ და ანგელოზისა თანა გიღაღადებთ: გიხაროდენ რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, დიდებულო, მიმადლებულო და კურთხეულო“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „ქალწულებაი შენი ღმრთისმშობელო უბიწოო, რომელი არა შეწუა ცეცხლმან ღმრთეებისამან, მას ვადიდებთ“. „რომელმან ნაყოფიერ -ყო უდაბნოი, წმიდაი ეფრემ, უძლეველსა მტერისაგან ყოველნი გალობით ვადიდებდეთ“. „რომელი გამოჩნდა ქუეყანის ანგელოზად, წმიდაი ეფრემ, ქრისტეს მიერ გვირ გვინოსანი, მას ვადიდებდეთ“. „დიდება“ - „რომელმან აღავსო სწავლითა სულიერითა ყოველი ქუეყანაი - ღირსსა წმიდასა ეფრემს ჩუენ ვადიდებდეთ“. „აწ და“ - „რომელი დაემკვიდრა მუცელსა შენსა უთესლოდ, ღმრთისმშობელო ქრისტე ღმერთი, მხსნელი სულთა ჩუენთაი, ვადიდებთ“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IV). ,,დიდება“ ღირსისა: „მდინარითა ცრემლთაითა დაშრიტე ცეცხლი ვნებათა წარმწყმედელთაი და სულისა წმიდისა სავანედ წმიდად გამოსჩნდი ეფრემ, და მოძღურებათა მიერ საღმრთოთა მოჰრწყე სოფელი“. ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (IV). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა IV). - ღირსისა - 4 მუხლი: „გაქუნდა პირსა შენსა, ნეტარო, ვითარცა ეზეკიელ წინაისწარმეტყუელსა, ქარტაი იგი; სოფელი დაატკბე წერილთა შენთა სიტყვითა და სიმდიდრე სიბრძნისაი სათნოებით უჩუენე ყოველთავე, რომელნი შენდა მოივლტოდეს, რომელნი უფლისა შესწირენ და აწ მხიარულ ხარ, მამაო, რამეთუ უფროის განამრავლე ტალანტი შენი“ 2-გზის. „ჭურად სიწმიდისად გამოსჩნდი და ჰქადაგებდ სამებისა ბუნებასა ერთბუნებად, სწავლანი მანენტოსისნი აღმოჰფხურენ ძირითურთ და ცეცხლისა ენისა შენისაითა შესწუენ სიტყუანი იგი ბოროტთა მწვალებელთანი, ეკლესიისა სიმტკიცეო და სუეტო შეურყეველო კეთილად მსახურე- ბისაო, წმიდაო ეფრემ“ 2-გზის. ჩასართავები: 1. „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“. 2. „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. ,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (IV). ,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი ლუწი ხმისა. ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და ღირსისა. – კონდაკი: ღირსისა და აღდგომისა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი. - ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ღირსისა; კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - აღდგომისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - ღირსისა; კონდაკები: - აღდგომისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - ღირსისა; კონდაკები: - აღდგომისა. - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - კვირისა და ღირსისა. წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“. მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი ღირსთა მისთა“. ალილუია (ხმა IV): „გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“. მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“. ალილუია (ჴმა VI ): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |