აღდგომიდან მე-4 შვიდეული · წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); დუდიყვათსა და პაპათში (თურქეთი) 300 მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებულთა (XVII-XVIII); ცხრა კვიზიკელ მოწამეთა: თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასიოსისა და ფილიმონისა (286-299); ღირსისა მემნონ საკვირველთმოქმედისა; მოწამეთა: დიოდორესი და როდოპიანე დიაკონისა (284-305); წმ. ვასილი ეპისკოპოსისა (XVI) (სერბ.); მოწამისა იოანესი (რუმინ.). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე.
ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.
აღდგომიდან მე-5 კვირა · აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა. კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპისკოპოსისა, ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწამისა ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“.
სამარიტელი კვირას „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.