კვირის საეკლესიო კალენდარი – 26 იანვარი – 1 თებერვალი 2026
BETA საცდელი ვერსია · ალგორითმით გამოთვლილია, არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ტიპიკონი – გადაამოწმეთ patriarchate.ge-ზე ან sazu.ge-ზე.
2026 წელი 13 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული26 იანვარი ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ნათლისღების დღესასწაულის წარგზავნა ხსენება: ნათლისღების დღესასწაულის წარგზავნა. მოწ. ერმილესი და სტრატონიკესი (დაახ. 315); მოწ. პეტრესი (309-310); ღირ. იაკობისა, ნასიბინელი ეპ. (350). ლიტ. - 1 პეტ. 59 დას. II, 21 - III, 9. მკ. 54 დას. XII, 13-17. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს ნათლისღების დღესასწაულის წარგზავნა. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა. – კონდაკი: დღესასწაულისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - არ აღესრულება. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ჴმა IV) (იხ. თვით დღესასწაულის განგება). „დიდება“„აწ და“ - მისივე: „უფალო გენება რა...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „ანგელოზთა მხედრობასა...“ (ჴმა VIII). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე). ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - იგივე ტროპარი. – რიგითი კანონები: მე-4 და მე-5. – რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ იგივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). – კატავასია: „განაპო სიღრმე...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - იპაკო დღესასწაულისა: ,,რაჟამს განცხადებითა...“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა IV). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა) : „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 201). – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „განცხადნა მაცხოვარი...“ ,,დიდება“„აწ და“ - მისივე. – „ყოველი სული“ იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 4 მუხლად: ,,დიდება“ - მისივე: ,,წყალნი იორდანისანი...“ (ჴმა VI). „აწ და“ - მისივე: ,,დღეს ქრისტე მოვიდა...“ (ჴმა II). – „დიდებამაღალიანი“ იგალობება. ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - დღესასწაულის ორივე კანონის IX გალობიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და თავისი „დიდება“„აწ და“- თი. შესვლად: - ტროპარი: დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ - კონდაკი: დღესასწაულისა. იგალობება „წმიდაო ღმერთო“. წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღესასწაულისა. სამოციქულო და სახარება – დღისა. წარდგომა (ჴმა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ“. მუხლი: ,,აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნუსამდე არს წყალობა მისი“. ალილუია (ჴმა IV): „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა“. მუხლი: ,,ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა“. განიცადე: ,,გამოსჩნდა მადლი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა“. „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებერ ვართ...“. 2026 წელი 14 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული27 იანვარი ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით ხსენება: წმ. დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინოსი, ქართველთა განმანათლებელისა (IV); ღირ. მამათა, სინასა და რაითს სარკინოზთაგან მოწყვეტილთა: ისაიასი, საბასი, მოსესი და მოწაფისა მისისა მოსესი, იერემიასი, პავლესი, ადამისა, სერგისა, დომნესი, პროკლესი, იპატიოსისა, ისააკისა, მაკარისა, მარკოზისა, ბენიამინისა, ევსევისა, ილიასი და სხვათა (IV-V); ღირ. იოსებ რაითელისა (IV); ღირ. თეოდულესი (V); ღირ. სტეფანესი (VIII). ცისკ. - მთ. 34 დას. (შუათგან), X, 1, 5-8. ლიტ. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 104 დას. XXV, 1-13. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ღამისთევის“ (VI რანგი) მსახურება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა. დიდი მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: წმიდისა - 8 მუხლად (ჴმა IV). „დიდება“ მისივე: „მოვედით ყოველნი...“ (ჴმა II). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,წარხდა სახე...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – სამი საკითხავი წმინდა წერილიდან - წმიდისა. – „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და წმიდისა. (იხ. ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტრის მიერ გამოცემული ,,განგება წმიდისა დედისა ჩვენისა ნინოსი“). - ,,ვითარცა არემან ზაფხულისამან აღმოაცენნის ფერად ფერადნი სურნელებანი, ეგრეთ განშუენდა ნინოს მიერ ქვეყანაი იგი ქართლისაი კერპთა მიერ დაბნელებული“. - ,,ქრისტეს ქადაგ იქმენ, წმიდაო ნინო, და განაბნიე ძალი ეშ-მაკთაი ქრისტეს ძალითა და ვითარცა ვარდი სურნელი აღყუავილე, ნეტარო, სარწმუნოებაი ქრისტეს ღმრთისაი“. - ,,კრებულსა მას თანა მოციქულთასა განწესებულ ხარ, ნეტარო ნინო, მომიხსენენ ჩვენ, რომელნი ვდღესასწაულობთ დღეს მიცვალებასა შენსა, მითხოვე ქრისტესაგან წყალობა“. - ,,ცხორების მომცემელითა ვნებითა მით შენითა, ქრისტე ღმერთო დამდაბლდეს ბორცვნი მაღალნი და დადნეს არმაზ-ზადენნი, რაჟამს გზანი საუკუნენი გუეუწყნეს ჩვენ ნინოს მიერ“. „დიდება“ მისივე: „ყოვლად დიდებულო...“ (ხმა I). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „აჰა ესერა აღესრულა...“ (ჴმა I). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წმიდისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ წმიდისა: „მადლთა ტაკუკნი...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,შემოქმედი და მხსნელი...“ (ჴმა VI). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ტროპარი წმიდისა: ,,სიტყვისა ღმრთისა...“ - 2-გზის (ჴმა IV). - ,,ღმრთისმშობელო ქალწულო...“ - 1-გზის. – პურის კურთხევა. დიდი ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი წმიდისა: ,,სიტყვისა ღმრთისა...“ - 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“„აწდა“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-7 და მე-8. – რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: წმიდისა. „დიდება“ „აწ და“ მისივე. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,აღმოაცენებენ დღეს ნაწილნი...“ „დიდება“ „აწ და“ იგივე. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. – საცისკრო სახარება: მთ. 34 დას. (შუათგან), X, 1-8. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა დედისა ჩუენისა ნინოისითა..“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისაჲთა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,მოვედით ყოველნი უგალობდეთ...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი - 2 გზის) - 6 მუხლად. II კანონი - წმიდისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. – კატავასია: ,,უქმი ქუეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): იპაკო წმიდისა: ,,მზეებრ დაუვალი...“ (ჴმა II). – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი წმიდისა (ჴმა II). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ წმიდისა: „მოციქულო ქრისტეს ქადაგო...“. „დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,მოციქულსა ქრისტესსა...“ – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: წმიდისა - 4 მუხლი. „დიდება“„აწ და“ მისივე: ,,დღეს ბანაკი წმიდათა...“ – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი წმიდისა: ,,სიტყვისა ღმრთისა...“ (ჴმა IV). „დიდება“„აწდა“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - წმიდისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - წმიდის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - წმიდის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - წმიდისა. კონდაკები: „დიდება“ - წმიდისა. „აწ და“ - ტაძრისა; ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარი: - წმიდისა. კონდაკი: „დიდება“ - წმიდისა. „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - წმიდისა. სამოციქულო და სახარება - წმიდისა. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. ალილუია (ჴმა IV): ,,აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო და ჭეშმარიტებასა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. მუხლი: ,,ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“. განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. 2026 წელი 15 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული28 იანვარი ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით ხსენება: წმ. სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელისა (IV); ღირ. პავლე თებელისა (341) და იოანე გლახაკისა (V); ღირსმოწ. პანსოფოსისა (249-251); ღირ. პროხორესი (X) და გაბრიელისა (XI) (სერბ.). ლიტ. - 1 პეტ. 60 დას. III, 10-22. მკ. 55 დას. XII, 18-27 (სამშ.). – 1 პეტ. 61 დას. IV, 1-11. მკ. 56 დას. XII, 28-37 (ოთხშ.). ღირ. - გალ. 208 დას. III, 23-29. მთ. 104 დას. XXV, 1-13. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსთა დედათა). კვირის ციკლის – პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი – არ აღესრულება. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ღირსთა - 6 მუხლად. „დიდება“ მისივე: ,,ხორციელი გულისთუქუმანი...“ (ჴმა VIII). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,მეუფე ცათა...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსთა (თავის ჩასართავებით) (ჴმა V). ,,დიდება“ ღირსთა: ,,ღირსნო დედანო...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): ,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ღირსთა: „თქვენ შორის, საკვირველნო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი ღირსთა: „თქვენ შორის, საკვირველნო...“ (ჴმა VIII) - 2გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12. – I და II რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა - ღირსთა. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - იგივე. – III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება. – წარდგომები შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1-გზის) - 4 მუხლად. II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად. III კანონი - წმიდათა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად. – კატავასია: „ქვეყანასა მწყურნებსა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსთა: „ლოცვათა მიერ...“ (ჴმა IV). ,,დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსთა: „სიყვარულისათვის უფლისა, ღირსნო დედანო, სურვილი განსვენებისა მოიძაგეთ და მარხვითა სული თქვენი განსწმიდეთ, არამედ მეოხებითა თქვენითა წი - ნა აღმდგომთა ზახებაი განაქარვეთ, რამეთუ ძლიერსა მტერსა სძლიეთ“ (საზოგადო). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსთა: ,,სალომესა და პეროჟავრას...“ „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – ,,ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებელნი: ღირსთა - 4 მუხლი. ,,დიდება“ მისივე: ,,გემოთა და ვნებათა...“ (ჴმა II). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსთა: „თქვენ შორის, საკვირველნო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსთა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსთა III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით), თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსთა. კონდაკები: ,,დიდება“ - ღირსთა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ღირსთა; - ტაძრისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსთა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - დღისა და ღირსთა. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“. წარდგომა (ჴმა VIII): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთი ისრაელისა“. ალილუია (ჴმაVIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. ალილუია (ჴმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“ 2026 წელი 16 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული29 იანვარი ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით ხსენება: თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. პეტრესი. მოწ. სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწ. დანაქტი წიგნისმკითხველისა (II). ლიტ. - 1 პეტ. 62 დას. IV, 12 - V, 5. მკ. 57 დას. XII, 38-44. მოც. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - ღირსთა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-18. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები მოციქულისა: 6 მუხლად: „მოვედით შემოვკრბეთ, მორწმუნენო და გალობით შევასხმიდეთ ნეტარსა პეტრეს და ვისწრაფოთ ამბორის-ყოფად ჯაჭუთა მისთა, რომლითა შეიკრა ქრისტეს ღმრთისათვის და ამას ვევედრებოდით სარწმუნოებით: ითხოვე ჩუენთვის მოციქულო რაითა ღირს-ვიქმნეთ საშუ-ებელსა საუკუნესა, მეოხებითა შენითა“ 2-გზის. „წინაისწარ მეცნიერმან ყოვლისამან, იხილა რაი სიწმიდე გონებისა შენისა, თავად კრებულისა მოციქულთაისა განგაწესა და ეკლესიისა ზღუდედ და სიმტკიცედ და კლიტენი სასუფეველისანი გარწმუნნა, რომელნი წყალობით განგვიხვენ ჩუენ, პეტრე ყოვლად სანატ -რელო, რაითა წადიერებით და მხურვალედ გადიდებდეთ შენ“ 2-გზის. „პირველ იხარებდი რაი ქრისტესა ღმრთად და სიტყუად და სიბრძნედ ღმრთისა მამისა, შეკრულ იქმენ ჯაჭვითა და საპყრობილედ შეიყენე, ხოლო ანგელოზისა მიერ განიხსენ და საკვირველებით განერი, ამისთვისცა, გევედრები შენ პეტრე ნეტარო, განჰხსენ ბრალთა ჩემთა ჯაჭუნი მძიმენი და ღირს-მყავ განთავისუფლებად ცოდვათაგან“ 2-გზის. „დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ღმრთისათვის შეკრულმან და დილეგსა შეწყუდეულმან დიდებულო მოციქულო, შეჰკარ საცდური, ამისთვის სურვილით გადიდებთ და შიშით ამბორს- უყოფთ ჯაჭუთა შენთა წმიდათა და აღმოვივსებთ მათ მიერ სულთა და ხორცთა კურნებასა უხუებით და ჯეროვნად გიგალობთ შენ, ღმრთისმხილველო, თავო ქრისტეს მოციქულთაო“ (ჴმა „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (საზიარო თვენიდან - მოციქულისა). „დიდება“ მოციქულისა: „რომელსა ზედა აღაშენა ეკლესიაი თვისი ქრისტემან, პეტრე, გაქებთ მორწმუნენი და ქედსა მას წმიდასა შენსა შეხებულთა ჯაჭუთა შენთა პატივს -ვსცემთ და აღმოვივსებთ მადლსა და სენთა კურნებასა, რომელი დაადგრა დიდებულთა ხორცთა შენთა მიახლებითა, ღმრთივგანბრძნობილო“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ტროპარი მოციქულისა: ,,რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV). „დიდება“ ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15. – I და II რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა - მოციქულისა. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - იგივე. – III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება. – წარდგომები შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის). II კანონი შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი მოციქულისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა“. – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა IV. ძლისპირი: „არარაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯვენითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა კაცთმოყვარე“. „შენ შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებაი მოგეცა და შეკრულმან ჯაჭვითა, შეკრულნი განხსნენ, პეტრე, ცოდვისა კრულებათაგან“. „შენ, თავო მოციქულთაო, საცთურისა საკრველნი, შერაიიკარ ჯაჭვითა, დაჰხსნენ, ამისთვის ჯაჭუთა შენთა სურვილით შევიტკბობთ“. „დიდება“ - „საღმრთოთა მათ ჯაჭუთა შენ თა თაყვანის -ვსცემთ, რამეთუ განფ რდილნი ბრძოლათა მიერ შეგუკრენ სიყვარულითა ქრისტეს ღმრთისაითა მათ მიერ“. „აწ და“ - „უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღმრთისმშობ - ელსა მარიამს ჩუენ ყოველნი უგალობდეთ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „არა სიბრძითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყვარე“. „ჯაჭუთა შენთა დღეს, აღუსებულთა მადლითა, თაყვანის -ვსცემთ, რომელნი წმიდა იქმნეს, შეხებითა გუამისა შენისაითა, რომელსა ზედა დაეფუძნა ეკლესიაი“. „პატიოსანთა და წმიდათა ასოთა შენთა დასხმულთა ჯაჭუთა პატივს -ვსცემთ, ვითარცა სამკაულთა ეკლესიისათა, პეტრე დიდებულო თავო მოციქულთაო“. „დიდება“ - „საკრველთა შენთა თაყვანის -ვსცემთ და ამბორს უყოფთ სურვილით ჯაჭუთა შენთა, რომლითა განიხსნა უმეცრებაი წარმართთაი და სამძალად ღმრთისმსახურებისა იცნობნეს“. „აწ და“ - „უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელქმნული, ვედრე ბითა მით შენითა, მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოციქულისა: ,,ჰქადაგებდი რაი ქრისტეს ღმრთეებასა და ყოველსა სოფელსა განანათლებდი დიდებულო პეტრე თავო მოციქულაო, ჰეროდე უსჯულომან შეგიპყრა და შეგბორგილა ჯაჭვითა, ხოლო ანგელოზმან უფლისამან, რომელი იგი ღამე წარმოგიდგა შენ, საკვირველებით განგხსნა და განგიყვანა საპყრობილით, რაითა ჰქადაგებდე მას, ვითარცა ღმერთსა, ყოველთა კიდეთა სოფლისათა, რომლისათვისცა გევედრებით ითხოვე სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი“ (ჴმა I). „დიდება“„აწ და“ იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანაი აღივსო დიდებითა შენითა, ქრისტე, ამისთვის სარწმუნოებით ვიტყვით: დიდებაი ძალსა შენსა უფალო“. „მორჩილებისათვის ღმრთისა, ჯაჭვითა შეიკარ, ხოლო საკვირველად რაი განერი ანგელოზისა მიერ საპყრობილით, დიდებულო პეტრე, ურჩთა და ურწმუნოთა ამხილე“. „რომელმან გარწმუნნა კლიტენი ზეცისანი, ზარისაგან მისისა, საპყრობილესა შინა, პეტრე, მყის დაიხსნნეს საკრველნი შენნი, მსგავსად კუამლისა და დაგცვივეს ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „შენდა, ზეცისა სავანისა კარი სმცველისა, რკინისა ბჭეთა შეზღუდ ვაი ვერ იკადრეს, ამისთვისცა მყის შიშით თავით თვისით განგეხუნეს, პეტრე, სიმტკიცეო მორწ - მუნეთაო“. „აწ და“ - „ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზესთაეს ბუნებათა გვიშევ ჩუენ, ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თვისად მორწმუნედ, სისხლითა შენითა, ქრისტე, მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოი შენი“. „საშინელი სიტყუაი შენი პეტრე ნეტარო მომაკუდინებელ წარმდებთა და სნე ულთა განმკურნებელ და მკუდართა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელ“. „აჩრდილი შენი პეტრე, საკვირველთმოქმე დ და დიდ და ვარშამაგიცა შენი მა ოტებელ სალმობათა და თაყვანისსაცემელ ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „სახსენებელსა შენსა ძალ-უც ჭეშმარიტებით, მოციქულო უფლისაო, ცხორებაი სულთაი და ჯაჭუთა შენთა შეხებასა - მოტევებაი ბრალთაი“. „აწ და“ - „განხორციელდა ღმერთი და მიიღო ბუნებაი შენგან ქალწულო უს ძლოო, და უცვალებელად ჰგიეს, ბუნებითა მით ღმრთეებისაითა“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხოვრებაიცა ჩემი მოწყალე“. „რომელმან იგი ხელ -იყო სიცოფით, განცდად სულსა წმიდასა - სიმონ - ამხილე მას და ღმრთისმეტყუელე უწინარეს ყოველთასა, ნეტარო, ღმრთად ჭეშმარიტად სული წმიდაი“. „ითხოვე ქრისტესგან სანატრელო, რაითა დაფუძნებული შენ ზედა წმიდაი ეკლესიაი თვისი დაამყაროს შეუძრველად მარადის მართლითა სარწმუნოებითა“. „დიდება“ - „ხელბორკილთა შენთა ამბორს-უყოფთ და მარჯუენესა შენსა, ვითარცა კლიტეთ მპყრობელსა, ვევედრები განხუმად ჩემდა, კართა სამოთხისათა და ბჭეთა სასუფეველისათა“. „აწ და“ - „იქმნა საშოი შენი ღმრთისმშ ობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუ ტევნელისა მიუწდომელად, რომელსაცა დასებაი უსხეულოთაი ვერ იკადრებს თუალთა ხილვად“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოციქულისა: „კლდესა ქრისტესსა...“ (ჟამნიდან). - იკოსი მოციქულისა: „ნანდვილვე აწ მოიწია ყოველთათვის მახლობელთა და შორიელთა ბრწყინვალე დღესასწაულობაი და თაყვანისცემაი საკვირველებისაი და ერთხმობით შესხმად პეტრეს და პავლეს, იოვანეს და ანდრიას, პირველ ჩინებულთა მათ, და ღირსად დიდებად ფილიპეს და მატთეოს, სიმონს მოშურნესა და იაკობს და იუდას და ყოველთავე მათ ქრისტეს მოციქულთა შემკობად და ესრეთ ღაღადებად ქრისტეს მიმართ: საკვირველ იქმნა ღმერთი ჩუენი, რომელი მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა“. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „დასაბამსა დაუსაბამოი სიტყუაი ღმრთისაი მამისა თანა, მხოლოი სულით წმიდითურთ, კურთხეულ არს და უფროისად დიდებულ არს სამებაი წმი-დაი უკუნისამდე“. „გარდამოხდა ანგელოზი ქუეყანისა ანგელოზისა და განგხსნა შენ საკრველ -თაგან, პეტრე ნეტარო და საპყრობილისაგან ქადაგად ცხოვრებისად წარგავლინა“. „ანთრაკისა და ოქროისა და ქვათა პატიოსანთა ფრიად, უპატიოსნეს უპყრიეს ეკლესიასა რკინაი იგი ჯაჭუთა შენთაი და სიმდიდრედ თვისად დაიუნჯებს პეტ-რე“. „დიდება“ - „ცეცხლისა მიერ განსაცდელთა და ოფლთა შენთაისა წდობილითა, ჯაჭვიტა მით შენითა, ჰოი მოციქულო, უკურნებელნი იგი სენნი სულისა ჩემისანი განჰკურნენ“. „აწ და“ - „სამებასა განუყოფელსა და შეურევნელსა ვაქებდეთ მართლმადი -დებლობით და ესრეთ ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „მხსნელო ყოველათაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენი, რაჟამს იგი შეაცურიე სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „რომელმან საკრველთაგან განუხსნელთა განხსნად ხელმწიფებაი ზეცით მოიღე, ბნელისა შემკვრელისაგან განმხსენ მე, მოციქულო, მადლითა მით, რომელი მკვიდრ არს ჯაჭუთა შინა შენთა“. „მოწყალე ჰყავ ღმერთი მგალობელთათვის შენთა, მოციქულო პეტრე ნეტარო, რომელმან იგი გიბრძანა, სამეოცდა ათ შვიდ გზის შენდობაი ბრალეულთა და შეცოდებულთაი“. „დიდება“ - „რომლისა მოქენე იქმენ, სცოდე რაი, შენდობაი ცოდვათაი მომმადლე მეცა, ოხითა შენითა, პეტრე, მხურვალედ მოყვარესა შენსა გლახაკსა, ქრისტეს მოყუარეო და შეყუარებულო“. „აწ და“ - „მორწმუნე ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყვანის -სცემენ მართლაღსარებითა დღეს და ესრეთ ღაღადებენ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ ღმრთისმშობელო მარადის გადიდებთ“. „ჭეშმარიტად უზეშთაეს ხარ შენ ყოვლისა კაცთა ნეტარებისა, რამეთუ პირმან საღმრთომან შეგასხა ნეტარებაი პეტრე ნეტარო, და სანატრელ გყო ყოველთა ტომთა და ენათაგან“. „ყოვლითურთ დიდებითა სავსე არს, სიწმიდითა და საკვირველებითა, სიტყუაი და მტუერი შენი, ნაწილნი, სარწმუნოებაი და აჩრდილი შენი, პეტრე ნეტარო და ღირს პატივისა ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „მოციქულთა თავო და გვირგვინო, ქრისტეს ეკლესიათა საფუძველო და სასუფეველისა კლიტეთ მპყრობელო, მგალობელნი ესე შენნი და ჯაჭუთა შენთა თაყვანის - მცემელნი გუაცხოვნენ“. „აწ და“ - „ნაყოფმან მუცლისა შენისამან შემქმნა მე ორღანოდ მგალობელად შენდა სიხარულისა მშობელო, რაითა სახარულევანითა ხმითა ხმამაღლად გიხაროდენსა გიღაღა - დებდე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ეკლესიისა სიმტკიცეო, კლიტენი ზეცისანი გერწმუნნეს, პეტრე, ხოლო განხსნი, ყოვლად ნეტარო, ქრისტესთვის ჯაჭვითა შეკრული, საკრველთა ცოდვისათა, მოციქულო, რომელნი მათ მიერ პატივს-გცემენ შენ“. ,,დიდება“ ,,აწ და“ იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მოციქულისა - 4 მუხლად: ,,დიდება“ მისივე: „საჭურველითა ჯვარისათა...“ ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი მოციქულისა: ,,რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV). „დიდება“ ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – „ნეტარებების“ გალობას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოციქულის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოციქულისა. კონდაკები: „დიდება“ - მოციქულისა. „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოციქულისა; კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მოციქულისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა (ემთხვევა). სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. ალილუია (ჴმა I): ,,აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო და ჭეშმარიტებასა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. მუხლი: ,,ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“. განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. 2026 წელი 17 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული30 იანვარი ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ხსენება: ღირ. ანტონი დიდისა (356). ცისკ. - მთ. 43 დას. XI, 27-30. ლიტ. - 2 პეტ. 64 დას. I, 1-10. მკ. 58 დას. XIII, 1-8. ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლის – არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - V რანგის მსახურება აღასრულოს. ჟამნიც V რანგს უჩვენებს. 2. სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი – მოციქულისა (წმ. მოციქულისა პეტრესი). დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები: - ღირსისა - 8 მუხლი (ჴმა IV). ,,დიდება“ მისივე: ,,ხატება და მსგავსება...“ (ჴმა VI). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 28 სექტემბერი). – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავის ჩასართავებით) (ჴმა V). ,,დიდება“ მისივე: ,,სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII) – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV) - 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: ღირსისა – 2-გზის. „დიდება“„აწ და“ მისივე. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,მწყემსობისა ხელოვნება...“ (ჴმა VIII) – 2-გზის. ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,ზეცისა ბჭესა...“ – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა VII). მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. – საცისკრო სახარება: მთ. 43 დას. XI, 27-30. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა ანტონი დიდისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ღირსო მამაო...“ (ჴმა VI) (სადღესასწაულოდან). საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, იძიე ძვ. სტ. 5 დეკემბერს). II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: ,,უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: ,,სული შენი...“ - 2-გზის (ჴმა VIII). ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,ვითარცა ყოვლად უბიწო...“ – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა II). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,ნათელო ერთ-განზრახვათა...“ - 2-გზის. ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,შენ გალობითა...“. – ,,ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი. ,,დიდება“ ღირსისა: ,,ლტოლვილი ზეცად...“ (ჴმა VIII). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,დედოფალო შეიწირე ვედრება...“ – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი (ძლისპირით) და VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: ,,დიდება“ - ღირსისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა ,,დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: „უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქუეყანა“. წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა I): ,,მოიხსენე კრებული სენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: ,,ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა ჩუენმან“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთაინებოს ფრიად“. განიცადე: ,,ცხოვრებაი ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2026 წელი 18 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული31 იანვარი ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ხსენება: მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირ. ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირ. ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირ. მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388). ცისკ. - ინ 36 დას, X 9-16. ლიტ. - მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. რიგ. - 2 ტიმ. 293 დას. II, 11-19. ლკ. 88 დას. XVIII, 2-8. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი – ღირსისა (ანტონი დდისა). დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – ,,უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: - მეფისა - 8 მუხლი: „მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნ ჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2-გზის. „რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული კეთილ -ად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის. „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თ ჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის. „აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმაჲ, ქებაჲ და დიდება ჲ ძლევით გ ჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე -ლობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშჳდჱ - საქებელი, ლმობიერებაჲ - მოწლე, მოწყალებაჲ - თანა ლმობილი, უმანკოებაჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვა- ვებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა ჲ და მსახურება ჲ მისი შეუორ - გულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკ ჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. „უფლისა მიერ კურთხეულო და სუე-ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორე- ბელ არს შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გ ჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წ ილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად-ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. ,,დიდება“ - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთო ჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღ ამაღლებდი ჯუარსა საღმრთო ჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტ ჱსნი და მშ ჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნო-ებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის ...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით. – დღის წარდგომა. – საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: „ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი, რომლისათ ჳსცა სათნო -ყო სიკეთ ჱ მეფობისა შენისა ჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“. მუხლი: აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი. „აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისა ჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ -ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მჴნეო ჴელმწი-ფეო, და მარადის გიჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწ-მუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო“. მუხლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა. „მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისაჲთა განბრწყინდი, რომლისათჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისაჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“. ,,დიდება“ მისივე: ,,ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიე რებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გ ჳთხოვე ჩუენ განათლება ჲ, განწმედა ჲ და დიდი წყალობაი“ (ხმა V). „აწ და“ მისივე: ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოება ჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს“. – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: - ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). დ დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა: „ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველ-თასა, გონებითა უბიწოჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მ იუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათ ჳს გამო ჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს- ყოფად სასუფეველსა ცათასა“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკ ჳდრებელ-იქმენ სიტყ ჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფრო ჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ -ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ“. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა: „რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტჱს მიერ, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისა ჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშ ჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა სიტყუაჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ მეფისა: „გადიდებთ შენ კეთილმსახურო მეფეო თამარ და პატივს -ვსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენი წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა“ (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან, მღვდელთმთავრისა). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხო რებად და სიმართლითა სლვად, ეგრე თვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულის ჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისა ჲთა და მზაკუარე ბათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ“. „დიდება“ „ აწ და “ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთო ჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსებაჲ, და აღად-გინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო“. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი“ (ჴმა IV). მუხლი: ,,ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარუ-ლისა“. – საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X, 9-16. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მეფისა თამარისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგ ჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთ ჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა“. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: I კანონი – ტაძრისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის). II კანონი – მეფისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა: I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული. ამიტომ რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან „ეტლთა მფლობელი ფარაო“ (პარაკლიტონიდან). II კანონი – მეფისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I, „უგალობდითსა“. ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგ ჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“. „ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა ჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“. „რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წ არჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა“. „გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“. „წრფელ, მდაბალ, მშ ჳდ და მოწყალე, და ს ახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“. ,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ეს რჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“. ,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ -ლისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მი ჴსენ შუამდგომე -ლობითა შენ ითა, ღმრთისმშობელო“. გალობა III, „განძლიერდასა“. ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდა ჲ შენებრ, კაცთმოყუარე“. „დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“. „სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“. „სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშ ჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“. „არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაი“. ,,დიდება“: ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ“. ,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მი ჴსენ და მაცხოვნე მე“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად -შუენიერად მოყუასსა შენსა, მჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რაჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისა ჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“ 2-გზის. ,,დიდება“ მისივე: ,,ჭეშმარიტად საკ ჳრველ-არს სურ ჳლი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნო -ებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძ -არნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“. ,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგ ჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბორო -ტის გარემოდგომილებისა გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასო-ებაჲ შენ ზედა დაგჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა“. გალობა IV, „მესმასა“. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“. „აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“. „ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით“. „ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ-ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“. „რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალება ჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ“. ,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით“. ,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“. გალობა V, „ღამითგანსა“. ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“. „შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისაჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი“. „შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედ-რებელნი“. „ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუ ფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოი“. „ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვა ჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაი“. ,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“. ,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“. გალობა VI, „ღაღადყავსა“. ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“. „ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“. „შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნ ი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო“. „ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა“. „ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ ძ ჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ -აღმსარებელთა აღამაღლენ გ ჳრგჳნი და მშ ჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“. ,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე ქრისტ ჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინება ჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“. ,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ-გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შენთა და სურჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართებაჲ, და შეცოდებათა ჴსნაი“ (ხმა VIII). - იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალებაჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII). გალობა VII, „კურთხეულარსა“. ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ -თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს- მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი რა ჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისა ჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ -ადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. ,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯერო ჲსა, მოწყალებისა მომართ შე ნისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ -ლადწმიდაო ღმრთისმშობელო“. გალობა VIII, „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისა ჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მ ჴსნელისა ღაღად -ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „უფალსა ყოვლის -მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რა ჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „მარხუაჲ და ლოცუა ჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღ ჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარუ-ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის -მშობელო, განანათლენ, გონება ჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -ამშჳდენ, გევედრე ბი, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX, „ადიდებდითსა“. ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“. „იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ“. „სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაი“. „პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“. „მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს“. „დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისა ჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოც ჳსა შენისა ჲ მოგუფინე და ზიარ -მყვენ ნათელსა შენსა“. „აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მეფისა: - „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე-დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა დ ა განათლებასა. „დიდება“ მისივე: ,,მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილება ჲ გონებისა შენისაჲ, და განაბრწყინვა რაჲ სულთა ცნობაჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და ბრწყინვალჱ, უფრო ჲს მზისა, ბრწყინვა ლებითა კეთილთა საქმეთა ჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ“. ,,აწ და“ მისივე: ,,ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მეფისა - 4 მუხლად: „მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“. „ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რა ჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყ უასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“. „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმა ჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ-ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“. „სუფევდი რა ჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმ ჴნითა და სიქველითა დავითიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოცჳთა მჴურვალითა, და ენა ჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთა ჲ დაჴსენ ძალითა საღმრთო ჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ-კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“. „დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲ- თა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისა ჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათ ჳს ქრისტ ჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შ ჳლთა მორჩილებად მამა -დედათა, და მშობელთა – სულითა საღმრთო ჲთა შ ჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხარო-დენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა“ (ხმა I) ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (იხ. III ჟამი). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი: მეფისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მეფის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი (ძლისპირით) და VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: ,,დიდება“ - მეფისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: - ტაძრისა ,,დიდება“ - მეფისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე – მეფისა და დღისა. შენიშვნა: იხ. ძვ. სტ. 26 იანვარი. სამოციქულო და სახარება – მეფისა და რიგისა. წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“. მუხლი: „ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი“. წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა“. ალილუია (ჴმა I): ,,უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუე-ბდეს ფრიად“. მუხლი: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“. 2026 წელი 19 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე კვირა1 თებერვალი ძველი სტილითხმა Iახალი სტილით ხსენება: მეზვერისა და ფარისევლის კვირა. ღირ. ანტონ მარტყოფელისა (VI); ღირ. მაკარი დიდისა, ეგვიპტელისა (390-391); წმ. მარკოზისა, ეფესოს მთავარეპ. (1444); ღირ. მაკარი ალექსანდრიელისა (394-395); მოწ. ქალწულისა ევფრასია ქალწულისა (303); არსენისა, კერკირელი მთავარეპ. (VIII). ცისკ. - სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. ლიტ. - 2 ტიმ. 296 დას. III, 10-15. ლკ. 89 დას. XVIII, 10-14. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: მეზვერისა და ფარისევლის კვირას „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა I). - მარხვანისა - 3 მუხლი (ჴმა I, პირველი დასდებელი 2-გზის). - ღირსისა - 4 მუხლი (ჴმა VIII, „დიდების“ მუხლის ჩათვლით, ჴმა V). „დიდება“ მარხვანისა: „ღმერთო ყოვლისა მპყრობელო...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ჴმა I). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა (იხ. ძვ. სტ-ით 28 სექტემბერი). შენიშვნა: თუ სურს უპირატესს პურის კურთხევა, ,,ლიტიასა“ ზედა დასდებელი ტაძრისა და მარხვანისა (იხ. „აქებდითსა ზედა“ დასდებელი: „ფარისევლისა მოქადულისაი ხმაი...“). „დიდება“ ღირსისა: ,,სული შენი შეზღუდე...“ (ჴმა VI, „სტიქარონსა“-ზედა დასდებელი). „აწ და“ მარხვანისა: ,,მეზვერისა და ფარისეველისა...“ (ჴმა III). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა) (პარაკლიტონიდან). „დიდება“ ღირსისა: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ მარხვანისა: „დამძიმდეს ბრალთა ჩემთა...“ (ჴმა V). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი...“ 2-გზის (ჴმა I). „დიდება“ ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“ -ზე ითქმის ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ა ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ. – იპაკო (ხმა I). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ ღირსისა: „საწუთოსა განსვენება...“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა); „იწრო გზა მოღუაწებისა...“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა); „დიდება“: „იოანე ნათლისმცემელისა...“ (წარდგომა შემდგომად სადიდებელისა).; ,,აწ და“ - მისივე: „ვითარცა ტაბლასა სამეუფოსა...“ – ანტიფონები (პარაკლიტონიდან) (ხმა I). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ჴმა I). მუჴლი: ,,სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“. – საცისკრო სახარება: სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - ,,მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“ „აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“ შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). III კანონი მარხვანისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). IV კანონი ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე, შეგვიძლია ორივე კანონი გამოვიყენოთ). – კატავასია - ,,აღაღე პირი ჩემი“. – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღირსისა (ჴმა II). - წარდგომა ღირსისა: „ზეცისა შუებათათვის...“ (ჴმა VIII) - წარდგომა მარხვანისა: ,,სიმდაბლემან აღამაღლა“ (ჴმა IV). „დიდება“ - ,,სიმდაბლითა ამაღლდა მეზვერე...“ „აწ და“ მისივე: „მსწრაფლ შეისმინე...“ – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მარხვანისა (ჴმა III). შენიშვნა: მარხვანში და ჟამნშიც 2 კონდაკია მოცემული: „ვევლტოდეთ ფარისეველისა მის სიმაღლესა...“ (ჴმა IV) და „სულთქმანი შევსწირნეთ...“ (ჴმა III). ხოლო А. Кашкин, Литургика, 2017: 46, часть 2მიუთითებს მხოლოდ III ხმის კონდაკის ( „სულთქმანი შევსწირნეთ...“) კითხვას. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (I). ,,დიდება“ „განმანათლებელი“ ღირსისა: „ქებით აღვასრულებთ...“ ,,აწ და“ მარხვანისა: „მაღალ-მეტყველებასა ფარისეველისასა...“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა I). - ღირსისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებიდან). ,,დიდება“ ღირსისა: ,,მარტოდ მცხოვრები...“ (ჴმა IV). ,,აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი კენტი ხმისა. I ჟამის წინ: „დიდება“ „აწ და“ - გერი I სახარებისა. ჟამებზე: – ტროპარი: აღდგომისა (ხმა I) და ღირსისა. – კონდაკი: მარხვანისა და ღირსისა მონაცვლეობით. შენიშვნა: „ლიტურგიკული კრებული“ #2 (გვ. 6) მიუთითებს, ჟამებზე მარხვანის ორი კონდაკი მონაცვლეობით წავიკითხოთ. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან). - მარხვანის III გალობიდან - 4 მუხლი, - ღირსისა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ღირსისა; კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - მარხვანისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - ღირსისა; კონდაკები: - ღირსისა; „დიდება“ - მარხვანისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - ღირსისა; კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - მარხვანისა. წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და ღირსისა. სამოციქულო და სახარება – მეზვერისა და ფარისევლის კვირისა და ღირსისა. განიცადე – კვირისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ“. მუხლი: ,,იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“. წარდგომა (ჴმა VIII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა I): „ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე“. მუხლი: „განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითისთანა და ნათესავისა მისისათანა უკუნისამდე“. ალილუია (ჴმა I): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“ განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. |