კვირის საეკლესიო კალენდარი – 29 იანვარი – 4 თებერვალი 2029
BETA საცდელი ვერსია · ალგორითმით გამოთვლილია, არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ტიპიკონი – გადაამოწმეთ patriarchate.ge-ზე ან sazu.ge-ზე.
2029 წელი 16 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული29 იანვარი ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ხსენება: თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. პეტრესი. მოწ. სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწ. დანაქტი წიგნისმკითხველისა (II). ლიტ. - 2 პეტ. 66 დას. I, 20 - II, 9. მკ. 59 დას. XIII, 9-13. მოც. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან და საზიარო თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და წმიდისა. კონდაკი: წმიდისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ‘‘ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - არ იკითხება. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - მოციქულისა - 6 მუხლი (ჴმა IV): „მოვედით შემოვკრბეთ, მორწმუნენო და გალობით შევასხმიდეთ ნეტარსა პეტრეს და ვისწრაფოთ ამბორის-ყოფად ჯაჭუთა მისთა, რომლითა შეიკრა ქრისტეს ღმრ- თისათვის და ამას ვევედრებოდით სარწმუნოებით: ითხოვე ჩუენთვის მოციქულო რაითა ღირს-ვიქმნეთ საშუებელსა საუკუნესა, მეოხებითა შენითა“ 2-გზის. „წინაისწარ მეცნიერმან ყოვლისამან, იხილა რაი სიწმიდე გონებისა შენისა, თავად კრებულისა მოციქულთაისა განგაწესა და ეკლესიისა ზღუდედ და სიმტ - კიცედ და კლიტენი სასუფეველისანი გარწმუნნა, რომელნი წყალობით განგვიხვენ ჩუენ, პეტრე ყოვლად სანატრელო, რაითა წადიერებით და მხურვალედ გადიდებდეთ შენ“ 2-გზის. „პირველ იხარებდი რაი ქრისტესა ღმრთად და სიტყუად და სიბრძნედ ღმრთისა მამისა, შეკრულ იქმენ ჯაჭვითა და საპყრობილედ შეიყენე, ხოლო ანგელოზისა მიერ განიხსენ და საკვი რველებით განერი, ამისთვისცა, გევედრები შენ პეტრე ნეტარო, განჰხსენ ბრალთა ჩემთა ჯაჭუნი მძიმენი და ღირს -მყავ განთავისუფლებად ცოდვათაგან“ 2-გზის. „დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ღმრთისათვის შეკრულმან და დილეგსა შეწყუდეულმან დიდებულო მოციქულო, შეჰკარ საცდური, ამისთვის სურვილით გადიდებთ და შიშით ამბორს -უყოფთ ჯაჭუთა შენთა წმიდათა და აღმოვივსებთ მათ მიერ სულთა და ხორცთა კურნებასა უხუებით და ჯეროვნად გიგალობთ შენ, ღმრთისმხილველო, თავო ქრისტეს მოციქულთაო“ (ჴმა II). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმისა): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა. „დიდება“ მოციქულისა: „რომელსა ზედა აღაშენა ეკლესიაი თვისი ქრისტემან, პეტრე, გაქებთ მორწმუნენი და ქედსა მას წმიდასა შენსა შეხებულთა ჯაჭუთა შენთა პატივს-ვსცემთ და აღმოვივსებთ მადლსა და სენთა კურნებასა, რომელი დაადგრა დიდებულთა ხორცთა შენთა მიახლებითა, ღმრთივგანბრძნობილო “ (ჴმა „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმისა): ,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: - ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმისა): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV) 2გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმისა): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6. – I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა - მოციქულისა. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება. – წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1-გზის) - 4 მუხლად. II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად. III კანონი - მოციქულისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა“. – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა IV. ძლისპირი: „არარაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯვე - ნითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა კაცთმოყვარე“. „შენ შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებაი მოგეცა და შეკრულმან ჯაჭვითა, შეკრულნი განხსნენ, პეტრე, ცოდვისა კრულებათაგან“. „შენ, თავო მოციქულთაო, საცთურისა საკრველნი, შერაიიკარ ჯ აჭვითა, დაჰხსნენ, ამისთვის ჯაჭუთა შენთა სურვილით შევიტკბობთ“. „დიდება“ - „საღმრთოთა მათ ჯაჭუთა შენთა თაყვანის -ვსცემთ, რამეთუ განფ- რდილნი ბრძოლათა მიერ შეგუკრენ სიყვარულითა ქრისტეს ღმრთისაითა მათ მიერ“. „აწ და“ - „უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღმრთისმშობელსა მარიამს ჩუენ ყოველნი უგალობდეთ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „არა სიბრძითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყვარე“. „ჯაჭუთა შენთა დღეს, აღუსებულთა მადლითა, თაყვანის -ვსცემთ, რომელნი წმიდა იქმნეს, შეხებითა გუამისა შენისაითა, რომელსა ზედა დაეფუძნა ეკლესიაი“. „პატიოსანთა და წმიდათა ასოთა შენთა დასხმულთა ჯაჭუთა პატივს -ვსცემთ, ვითარცა სამკაულთა ეკლესიისათა, პეტრე დიდებულო თავო მოციქულთაო“. „დიდება“ - „საკრველთა შენთა თაყვანის -ვსცემთ და ამბორს უყოფთ სურვილით ჯაჭუთა შენთა, რომლითა განიხსნა უმეცრებაი წარმართთაი და სამძალად ღმრთისმსახურებისა იცნობნეს“. „აწ და“ - „უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელქმნული, ვედრე - ბითა მით შენითა, მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოციქულისა: ,,ჰქადაგებდი რაი ქრისტეს ღმრთეებასა და ყო - ველსა სოფელსა განანათლებდი დიდებულო პეტრე თავო მოციქულაო, ჰერო- დე უსჯულომან შეგიპყრა და შეგბორგილა ჯაჭვითა, ხოლო ანგელოზმან უფლისამან, რომელი იგი ღამე წარმოგიდგა შენ, საკვირველებით განგხსნა და განგიყვანა საპყრობილით, რაითა ჰქადაგებდე მას, ვითარცა ღმერთსა, ყოველთა კიდეთა სოფლისათა, რომლისათვისცა გევედრებით ითხოვე სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანაი აღივსო დიდე - ბითა შენითა, ქრისტე, ამისთვის სარწმუნოებით ვიტყვით: დიდებაი ძალსა შენსა უფალო“. „მორჩილებისათვის ღმრთისა, ჯაჭვითა შეიკარ, ხოლო საკვირველად რაი განერი ანგელოზისა მიერ საპყრობილით, დიდებულო პეტრე, ურჩთა და ურწმუნოთა ამხილე“. „რომელმან გარწმუნნა კლიტენი ზეცისანი, ზარისაგან მისისა, საპყრობილესა შინა, პეტრე, მყის დაიხსნნეს საკრველნი შენნი, მსგავსად კუამლისა და დაგცვივეს ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „შენდა, ზეცისა სავანისა კარისმცველისა, რკინისა ბჭეთა შეზღუდ- ვაი ვერ იკადრეს, ამისთვისცა მყის შიშით თავით თვისით განგეხუნეს, პეტრე, სიმტკიცეო მორწმუნეთაო“. „აწ და“ - „ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზესთაეს ბუნებათა გვიშევ ჩუენ, ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თვისად მორწმუნედ, სისხლითა შენითა, ქრისტე, მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოი შენი“. „საშინელი სიტყუაი შენი პეტრე ნეტარო მომაკუდინებელ წარმდებთა და სნე - ულთა განმკურნებელ და მკუდართა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელ“. „აჩრდილი შენი პეტრე, საკვირველთმოქმედ და დიდ და ვარშამაგიცა შენი მა - ოტებელ სალმობათა და თაყვანისსაცემელ ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „სახსენებელსა შენსა ძალ -უც ჭეშმარიტებით, მოციქულო უფლისაო, ცხორებაი სულთაი და ჯაჭუთა შენთა შეხებასა - მოტევებაი ბრალთაი“. „აწ და“ - „განხორციელდა ღმერთი და მიიღო ბუნებაი შენგან ქალწულო უს - ძლოო, და უცვალებელად ჰგიეს, ბუნებითა მით ღმრთეებისაითა“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხოვრებაიცა ჩემი მოწყალე“. „რომელმან იგი ხელ -იყო სიცოფით, განცდად სულსა წმიდასა - სიმონ - ამხილე მას და ღმრთისმეტყუელე უწინარეს ყოველთასა, ნეტარო, ღმრთად ჭეშმარიტად სული წმიდაი“. „ითხოვე ქრისტესგან სანატრელო, რაითა დაფუძნებული შენ ზედა წმიდაი ეკ - ლესიაი თვისი დაამყაროს შეუძრველად მარადის მართლითა სარწმუნოებითა“. „დიდება“ - „ხელბორკილთა შენთა ამბორს-უყოფთ და მარჯუენესა შენსა, ვით- არცა კლიტეთ მპყრობელსა, ვევედრები განხუმად ჩემდა, კართა სამოთხისათა და ბჭეთა სასუფეველისათა“. „აწ და“ - „იქმნა საშოი შენი ღმრთისმშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუ - ტევნელისა მიუწდომელად, რომელსაცა დასებაი უსხეულოთაი ვერ იკადრებს თუალთა ხილვად“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოციქულისა: „კლდესა ქრისტესსა...“ (ჟამნიდან). - იკოსი მოციქულისა: „ნანდვილვე აწ მოიწია ყოველთათვის მახლობელთა და შორიელთა ბრწყინვალე დღესასწაულობაი და თაყვანისცემაი საკვირველებისაი და ერთხმობით შესხმად პეტრეს და პავლეს, იოვანეს და ანდრიას, პირველ ჩინებულთა მათ, და ღირსად დიდებად ფილიპეს და მატთეოს, სიმონს მოშუ - რნესა და იაკობს და იუდას და ყოველთავე მათ ქრისტეს მოციქულთა შემკო - ბად და ესრეთ ღაღადებად ქრისტეს მიმართ: საკვირველ იქმნა ღმერთი ჩუენი, რომელი მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა“. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „დასაბამსა დაუსაბამოი სიტყუაი ღმრთისაი მამისა თანა, მხოლოი სულით წმიდითურთ, კურთხეულ არს და უფროისად დიდებულ არს სამებაი წმი- დაი უკუნისამდე“. „გარდამოხდა ანგელოზი ქუეყანისა ანგელოზისა და განგხსნა შენ საკრველ - თაგან, პეტრე ნეტარო და საპყრობილისაგან ქადაგად ცხოვრებისად წარგავლინა“. „ანთრაკისა და ოქროისა და ქვათა პატიოსანთა ფრიად, უპატიოსნეს უპყრიეს ეკლესიასა რკინაი იგი ჯაჭუთა შენთაი და სიმდიდრედ თვისად დაიუნჯებს პეტ - რე“. „დიდება“ - „ცეცხლისა მიერ განსაცდელთა და ოფლთა შენთაისა წდობი - ლითა, ჯაჭვიტა მით შენითა, ჰოი მოციქულო, უკურნებელნი იგი სენნი სულისა ჩემისანი განჰკურნენ“. „აწ და“ - „სამებასა განუყოფელსა და შეურევნელსა ვაქებდეთ მართლმადი - დებლობით და ესრეთ ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „მხსნელო ყოველათაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენი, რაჟამს იგი შეაცურიე სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „რომელმან საკრველთაგან განუხსნელთა განხსნად ხელმწიფებაი ზეცით მოიღე, ბნელისა შემკვრელისაგან განმხსენ მე, მოციქულო, მადლითა მით, რომელი მკვიდრ არს ჯაჭუთა შინა შენთა“. „მოწყალე ჰყავ ღმერთი მგალობელთათვის შენთა, მოციქულო პეტრე ნეტარო, რომელმან იგი გიბრძანა, სამეოცდა ათ შვიდ გზის შენდობაი ბრალეულთა და შეცოდებულთაი“. „დიდება“ - „რომლისა მოქენე იქმენ, სცოდე რა ი, შენდობაი ცოდვათაი მომმადლე მეცა, ოხითა შენითა, პეტრე, მხურვალედ მოყვარესა შენსა გლახაკსა, ქრისტეს მოყუარეო და შეყუარებულო“. „აწ და“ - „მორწმუნე ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყვანის -სცემენ მართლაღსარებითა დღეს და ესრეთ ღაღადებენ: აკურთხევდით საქმ ენი უფლისანი უფალსა“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ ღმრთისმშობელო მარადის გადიდებთ“. „ჭეშმარიტად უზეშთაეს ხარ შენ ყოვლისა კაცთა ნეტარებისა, რამეთუ პირმან საღმრთომან შეგასხა ნეტარებაი პეტრე ნეტარო, და სანატრელ გყო ყოველთა ტომთა და ენათაგან“. „ყოვლითურთ დიდებითა სავსე არს, სიწმიდითა და საკვირველებითა, სიტყუაი და მტუერი შენი, ნაწილნი, სარწმუნოებაი და აჩრდილი შენი, პეტრე ნეტარო და ღირს პატივისა ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „მოციქულთა თავო და გვირგვინო, ქრისტეს ეკლესიათა საფუძ - ველო და სასუფეველისა კლიტეთ მპყრობელო, მგალობელნი ესე შენნი და ჯაჭუთა შენთა თაყვანისმცემელნი გუაცხოვნენ“. „აწ და“ - „ნაყოფმან მუცლისა შენისამან შემქმნა მე ორღანოდ მგალობელად შენდა სიხარულისა მშობელო, რაითა სახარულევ ანითა ხმითა ხმამაღლად გიხარო-დენსა გიღაღადებდე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“ - არ იგალობება. – „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ეკლესიისა სიმტკიცეო, კლიტენი ზეცისანი გერწმუნნეს, პეტრე, ხოლო განხსნი, ყოვლად ნეტარო, ქრისტესთვის ჯაჭვითა შეკრული, საკრველთა ცოდვისათა, მოციქულო, რომელნი მათ მიერ პატივს - გცემენ შენ“. „დიდება“,,აწ და“ იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად: - მოციქულისა - 4 მუხლი. ,,დიდება“ მისივე: „საჭურველითა ჯუარისაითა...“ (ხმა I). „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმისა): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). I, III და VI ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოციქულის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - რიგის წმიდისა. კონდაკები: „დიდება“ - რიგის წმიდისა. „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - რიგის წმიდისა. კონდაკები: - ტაძრისა. „დიდება“- რიგის წმიდის; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა. წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“. მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“. წარდგომა (ჴმა VIII ): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი მათნი“. ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“. მუხლი: ,,რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“. ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“. განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“. განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი მათნი“. 2029 წელი 17 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული30 იანვარი ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. ანტონი დიდისა (356). ლიტ. - 2 პეტ. 67 დას. II, 9-22. მკ. 60 დას. XIII, 14-23. ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლის – არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი: მოციქულისა. დიდი მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: - ღირსისა - 8 მუხლი (ჴმა IV). ,,დიდება“ მისივე: ,,ხატება და მსგავსება...“ (ჴმა VI). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 15 სექტემბერი). – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავის ჩასართავებით) (ჴმა V). ,,დიდება“ მისივე: ,,სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII) – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). დიდი ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV) 2გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-7 და მე-8. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა. „დიდება“ „აწ და“ მისივე. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,მწყემსობისა ხელოვნება...“ (ჴმა VIII). ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,ზეცისა ბჭესა...“ – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა VII). მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. – საცისკრო სახარება: მთ. 43 დას. XI, 27-30. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა ანტონისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ღირსო მამაო...“ (ჴმა VI). საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: ,,უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: ,,სული შენი...“ - 2გზის (ჴმა VIII). ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,ვითარცა ყოვლად უბიწო...“ – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა II). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“ არ იგალობება. – „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,ნათელო ერთ-განზრახვათა...“ 2გზის. ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,შენ გალობითა...“. – ,,ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი. ,,დიდება“ ღირსისა: ,,ლტოლვილი ზეცად...“ (ჴმა VIII). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,დედოფალო შეიწირე ვედრება...“ – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). I, III და VI ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის ,,დიდება“ ,,აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: ,,დიდება“ - ღირსისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა ,,დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოველისავეთვის, რომელი მომაგო მე?“ წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა IV): ,,მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“. მუხლი: ,,დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ჰყუაოდიან“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (დღისა და ღირსისა ემთხვევა). 2029 წელი 18 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული31 იანვარი ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით ხსენება: მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირ. ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირ. ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირ. მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388). ლიტ. - 2 პეტ. 68 დას. III, 1-18. მკ. 61 დას. XIII, 24-31. მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. დიდი მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – ,,უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: - მეფისა - 8 მუხლი: „მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულე ბრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2-გზის. „რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული კეთილ-ად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის. „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისა ჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რა ჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის. „აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმაჲ, ქება ჲ და დიდება ჲ ძლევით გ ჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე - ლობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშჳდჱ - საქებელი, ლმობიერებაჲ - მოწლე, მოწყალება ჲ - თანა ლმობილი, უმანკოება ჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყო ვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა ჲ და მსახურება ჲ მისი შეუორგულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. „უფლისა მიერ კურთხეულო და სუე -ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბა ჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთ ჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გ ჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წ ილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად-ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. ,,დიდება“ - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთო ჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნო- ებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: „ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო- ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“. აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი. „აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ც ხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისა ჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ -ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრ ჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მ ჴნეო ჴელმწი-ფეო, და მარადის გიჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწ-მუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო“. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა. „მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნ ჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლო - ბისაჲთა განბრწყინდი, რომლისათ ჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისა ჲთა ერთ ჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტ ჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“. ,,დიდება“ მისივე: ,,ეჰა, რაბამი დიდებულება ჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღ - ლებითა ძელისა ცხორებისა ჲთა დაამ ჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტ ჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიე რებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმა - დიდებლობასა, აწ კადნიერებით გჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, განწმედაჲ და დიდი წყალობაი“ (ხმა V). „აწ და“ მისივე: ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოებაჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს“. – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: - ტროპარი წმ. თამარისა : ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). დ დიდი ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ 2გზის (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-10 და მე-11. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: „ზეცისა სუფევისა მ ჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველ - თასა, გონებითა უბიწო ჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მ იუდრეკელ ხჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათ ჳს გამო ჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკ ჳდრებელ-იქმენ სიტყ ჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფრო ჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ -ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთო ჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ“. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: „რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველს- მყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტ ჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტჱს მიერ, შეურყეველად დაცვა ჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიც ჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშ ჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუ თხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმა ჲ საწმისსა ზედა სიტყუა ჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობა ჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკ ჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულისჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსან სა, და დაუდუმებელად გადიდებთ“. „დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთო ჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსება ჲ, და აღად-გინენ ყოველნი ს იკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო“. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი“ (ჴმა IV). მუხლი: ,,ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარუ- ლისა“. – საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X, 9-16. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მეფისა თამარისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგ ჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტ ჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთ ჳს ჯუარცმულის ა, და მიიღო ცათა შინა გ ჳრგჳნი სასოებისა“. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2 გზის). II კანონი მეფისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I, „უგალობდითსა“. ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთა ჲ, ღაღადებდა: მ ჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“. „ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომ ელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვა ჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“. „რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრ ნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო - ღუაწებითა შენითა“. „გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თ ჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“. „წრფელ, მდაბალ, მშ ჳდ და მოწყალე, და ს ახიერ იყავ შე ნ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“. ,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ეს რჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“. ,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ - ლისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მი ჴსენ შუამდგომე - ლობითა შენითა, ღმრთისმშობელო“. გალობა III, „განძლიერდასა“. ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე“. „დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენ სა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გ ჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“. „სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“. „სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვაჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“. „არა მაქუს მე სიტყუა ჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობაჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაი“. ,,დიდება“: ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს -ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც - ხრომელად გადიდებთ“. ,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარ დი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად - შუენიერად მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რაჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისა ჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერება ჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“ 2გზის. ,,დიდება“ მისივე: ,,ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურჳლი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნო - ებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძ- არნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“. ,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგ ჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბორო- ტის გარემოდგომილებისა გ ჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასო - ებაჲ შენ ზედა დაგ ჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთო ჲთა ვედრებითა შენითა“. გალობა IV, „მესმასა“. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“. „აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათ ჳს შენთა მ ჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოც ჳთა შენითა ღირს -მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“. „ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით“. „ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭუ რვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ - ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანა ჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“. „რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შე ნისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ“. ,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით“. ,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავ - ლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“. გალობა V, „ღამითგანსა“. ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“. „შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისა ჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი“. „შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოც - ველნი, ყოვლად ტკბილო და საწადე ლო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯო - ხეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედ-რებელნი“. „ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოი“. „ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაი“. ,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“. ,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“. გალობა VI, „ღაღადყავსა“. ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“. „ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა -გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო - ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“. „შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნი უდებთაგან დაჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო“. „ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა-გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა“. „ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოი ჴსენებ ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ -აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“. ,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნოჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე ქრისტჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინებაჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“. ,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნება სა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნ ჱ და ცხორება ჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზ ჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შ ენთა და სურ ჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართება ჲ, და შეცოდებათა ჴსნაი“ (ხმა VIII). - იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშ ჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII). გალობა VII, „კურთხეულარსა“. ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთ ჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ - თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტ ჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს -მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი რა ჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისაჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ- ადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხ ჳლეულ-ყვენ რა ჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. ,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ- ლადწმიდაო ღმრთისმშობელო“. გალობა VIII, „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისა ჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დ იდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „მარხუაჲ და ლოცუაჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამარ - ლებდით მას უკუნისამდე“. „არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რა ჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „მეფევ ს ჳანო, მშ ჳდო, წყნარო და მდაბალო, მ ჴნეო, ქუელო, კეთილ -მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა-ლობთ დამბადებელსა: მ ღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის -კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამე თუ სახარუ-ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მ ჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის - მშობელო, განანათლენ, გონება ჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული და - ამშჳდენ, გევედრე ბი, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX, „ადიდებდითსა“. ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყან ისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“. „იხარებ შენ გუნდთა მათ თ ანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უ ჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ“. „სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებუ ლო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთაჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გ ჳრჳნი სასოებისაი“. „პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფ ისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კ ეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“. „მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის-მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დე დოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს“. „დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისაჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა“. „აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“ არ იგალობება. – „განმანათლებელი“ მეფისა: - „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე -დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ -ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა. „დიდება“ მისივე: ,,მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილება ჲ გონებისა შენისაჲ, და განაბრწყინვა რა ჲ სულთა ცნობა ჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და ბრწყინვალ ჱ, უფროჲს მზისა, ბრწყინვალებითა კეთილთა საქმეთაჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ“. ,,აწ და“ მისივე: ,,ხატისა შენისა არა თაყუანის -მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მეფისა - 4 მუხლად: „მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“. „ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყ ჳთა და საქმითა საღმრთო ჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგ ჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნ ჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რა ჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყ უასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“. „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგა ნ თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმა ჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვ ისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ -ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რა ჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია - მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისა ჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“. „სუფევდი რაჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმ ჴნითა და სიქველითა დავითიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშ ჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრე ნ ლოც ჳთა მ ჴურვალითა, და ენა ჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთა ჲ დაჴსენ ძალითა საღმრთო ჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გ ჳრგჳნი მართლმ ადიდებელთაჲ და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ -კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“. „დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისა ჲთა, სასოებითა სარწმუნოები - საჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისა ჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისა ჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათ ჳს ქრისტ ჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შ ჳლთა მორჩილებად მამა- დედათა, და მშობელთა – სულითა საღმრთოჲთა შჳლთა საყუარელთა მოწყა- ლებად განმწვრთუნელო; გიხარო -დენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშ ჳდობასა და დიდსა წყალობასა“ (ხმა I) ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვსძლე მე...“ (ხმა I) – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). I, III და VI ჟამზე: – ტროპარი და კონდაკი: მეფისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მეფის III გალობიდან - 4 მუხლი, - მეფის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: ,,დიდება“ - მეფისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: - ტაძრისა ,,დიდება“.- მეფისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მეფისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მეფისა. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთი- სა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“. წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“. ალილუია (ჴმა VIII): ,, ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“. მუხლი: ,, პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუე - ბდეს ფრიად“. განიცადე: „სასუმელი ცცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ 2029 წელი 19 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული1 თებერვალი ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. ანტონ მარტყოფელისა (VI); ღირ. მაკარი დიდისა, ეგვიპტელისა (390-391); წმ. მარკოზისა, ეფესოს მთავარეპ. (1444); ღირ. მაკარი ალექსანდრიელისა (394-395); მოწ. ქალწულისა ევფრასია ქალწულისა (303); არსენისა, კერკირელი მთავარეპ. (VIII). ლიტ. - 1 ინ. 69 დას. I, 8 - II, 6. მკ. 62 დას. XIII, 31 - XIV, 2. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი: მეფისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - ღირსის - 6 მუხლი (ჴმა VIII). „დიდება“ მისივე: ,,სამგზის სანატრელო...“ (ჴმა V). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ზღუასა მას ზედა...“ (ჴმაV). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მისივე: ,,სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII). ,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ქალწულო...“. – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII). დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპა- რის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-13 და მე-14. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა. „დიდება“ „აწ და“ მისივე. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,იოანე ნათლისმცემელისა...“ (ჴმა VIII). ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,ვითარცა ტაბლასა...“ – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა VII). მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. – საცისკრო სახარება: ლკ. 24 დას. VI, 17-23. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა ანტონისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,სანატრელო მამაო...“ (ჴმა VI). საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის). III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლი. – კატავასია: „უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: „ზეცისა შუებათათვის...“. „დიდება“ „აწ და“ მისივე: „მრავალ-თხზულსა განსაცდელსა...“ – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღირსისა. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ არ იგალობება. – „განმანათლებელი“ ღირსისა: „ქებით აღვასრულებთ...“. „დიდება“ „აწ და“ მისივე: „გიხაროდენ მორწმუნეთა სიხარულო...“ – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი. „დიდება“ მისივე: ,,მარტოდ მცხორები...“ (ჴმა IV). „აწ და“ მისივე: „ქალწულთა შორის...“ (ჴმა IV). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპა- რის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII). I, III და VI ჟამზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: – ღირსის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). – ღირსის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთ - ხრობს სამყარო“. წარდგომა (ჴმა VIII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“. ალილუია: ,,აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარი -ტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. მუხლი: ,,ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“. ალილუია (ჴმა I): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტ -ყვანი მათნი“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2029 წელი 20 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული2 თებერვალი ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ხსენება: ღირ. ექვთიმე აღმს. (კერესელიძე, +1944); ღირ. ექვთიმე დიდისა (473); მოწ. ინასი, რიმასი და პინასი (I-II); მოწ. ბასესი, ევსევისა, ევტიქისა და ბასილიდესი (303). ლიტ. - 1 ინ. 70 დას. II, 7-17. მკ. 63 დას. XIV, 3-9. ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის” „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - რანგის) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. IX ჟამი: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და ღირსისა. – კონდაკი: მარხვანისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-15. – „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - აღმსარებელის - 3 მუხლი (ჴმა I). - ღირსის - 3 მუხლი (ჴმა I). „დიდება” აღმსარ.: ,,ზეშთა ხილულთასა...” (ჴმა VIII). ,,აწ და” - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი” („დიდების” ხმის მიხედვით) ,,მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...” (ჴმაVIII). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – ,,სტიქარონსა” ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით) (სადღესასწაულოდან). ,,დიდება” აღმსარ.: ,,დიდებულო ექვთიმე...” (ჴმა IV). ,,აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომისა” („დიდების” ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...” (ჴმა IV). – „აწ განუტევე”. – შემდგომად „მამაო ჩვენოსი”: ტროპარი აღმსარებელისა: ,,მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...” (ჴმა IV). „დიდება” ღირსისა: „მადლი ჰპოვა...” (ჴმა VIII). „აწ და” - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი” (ტროპარის ხმის მიხედვით): - ,,რომელი ჩვენთვის...” (ჴმა VIII). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი” (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი აღმსარებელისა: ,,მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...” (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება” ღირსისა: „მადლი ჰპოვა...” (ჴმა VIII). აწ და” - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი” (ტროპარის ხმის მიხედვით): - ,,რომელი ჩვენთვის...” (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - აღესრულება. – წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა: აღმსარებელისა (საზიარო თვენიდან). „დიდება” ღირსისა. ,,აწ და’’ მისივე. – III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება. – წარდგომა შემდგომად III სტრიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან. „დიდება” ,,აწ და’’ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) იკითხება 3 კანონი. I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1-გზის) - 4 მუხლად. II კანონი - აღმსარებელისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად. III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად. – კატავასია: - „უქმი ქვეყანა...” – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა”. – შემდგომად „განძლიერდასა” (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღირსისა. - წარდგომა აღმსარ.: „ტკივილნი ტანჯვათანი...” (ჴმა I). „დიდება” ღირსისა: „კრძალულებისა სულიერისა...”. ,,აწ და’’ მისივე: „მადლობისა ქებასა...”. – შემდგომად „ღაღადყავსა” (VI გალობისა): - კონდაკი აღმსარებლისა: „იხარებს ეკლესია ცათა მობაძავი და გალობითა ღმრთივმორთულითა ხსენებასა შენსა ადიდებს, რომელი ანგე- ლოზთა თანა უგალობ მეუფესა, მამაო წმიდაო ექვთიმე, ნუ და- სცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის” (ჴმა IV). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რად- გან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. – შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა”. – შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა): - ,,ღირს არსი’’ არ იგალობება. – „განმანათლებელი” აღმსარებლისა: „ვითარცა სუროდა...”. „დიდება” ღირსისა: „საშოითგან განგწმიდა...”. ,,აწ და’’ მისივე: „უფლად დედად...”. – „ყოველი სული” - იგალობება. – „აქებდითსა” ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - აღმსარებლისა - 3 მუხლი. - ღირსისა - 3 მუხლი. „დიდება” ღირსისა: ,,სიმრავლე მონაზონთაი...” (ჴმა VIII). ,,აწ და’’ მისივე: „დედოფალო შეიწირე...”. – „დიდებამაღალიანი” - იგალობება. ტროპარი აღმსარებელისა: ,,მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...” (ჴმა IV). „დიდება” ღირსისა: „მადლი ჰპოვა...” (ჴმა VIII). „აწ და” - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი” (ტროპარის ხმის მიხედვით): - ,,რომელი ჩვენთვის...” (ჴმა VIII). I ჟამზე: – ტროპარები: აღმსარებელისა და ღირსისა. – კონდაკი: აღმსარებელისა. III ჟამზე: – ტროპარები: აღმსარებელისა და ღირსისა. – კონდაკი: ღირსისა. VI ჟამზე: – ტროპარები: აღმსარებელისა და ღირსისა. – კონდაკი: აღმსარებელისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია – „გამომსახველობითი ანტიფონები” - ,,ნეტარებების” გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - აღმსარებელის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი ,,დიდება” ,,აწ და” - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა; - ღირსისა. კონდაკები: - აღმსარებელისა; „დიდება” - ღირსისა; „აწ და” - ტაძრის; ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა; „დიდება” - ღირსისა; „აწ და” - „სასოო და შესავედრებელო...” წარდგომა, სამოციქულო, სახარება, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VIII) - „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა” (დღისა). მუხლი - ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად”. წარდგომა (ჴმა VIII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ღირსისა). ალილუია (ჴმა I): ,,აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი” (დღისა). მუხლი - ,,რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს”. ალილუია (ჴმა I) - „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად” (ღირსისა). განიცადე - „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა” (დღისა). განიცადე - „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის” (ღირსისა). 2029 წელი 21 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული3 თებერვალი ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. მაქსიმე აღმს. (662); წმ. პატრ. კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწ. ნეოფიტესი (303-305); მოწ. ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); მოწ. ქალწულისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწ. ანასტასისა (662); ღირ. მაქსიმე ბერძენისა (1556). ლიტ. - ღირ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12. რიგ. - 2 ტიმ. 295 დას. III, 1-9. ლკ. 103 დას. XX, 45 - XXI, 4. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა. – კონდაკი: ღირსისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-18. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I): „მართალო მაქსიმე, ღირსო, სარწმუნოებისათვის მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ შენ, ვითარცა მხნემან მოღუაწემან და გვიჩუენე გზაი კეთილად მსახურებისაი ჩუენ მორწმუნეთა და აწცა ითხოვე ეკლესიათათვის დაცვაი შეუძრველად ვედრებითა შენითა“ 2-გზის. „მართალსა მაქსიმეს ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვითარცა მხნესა სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს იესუისსა, გალობითა საღმრთოითა შევ - ასხმიდეთ, რომლისა მიერ მართალი სარწმუნოებაი გუესწავა ჩუენ, ლმობიერად ვაქებდეთ წადიერად“ 2-გზის. „მოღუაწე მაქსიმე ყოვლად ქადაგი საღმრთოი ჭეშმარიტებისაი, რომლისა ენაი და ხელი დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ , რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივ - განბრძნობილსა მას მართლისა მისთვის სარწმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარი- ტად დაცვისათვის ყოველთა მორწმუნეთა“ 2-გზის. „დიდება“ მისივე: „რომელი წყალობისათვის ჩუენისა განკაცნა ჩუენთვის, ორი - თა ბუნებითა და ორითა საქმითა და ეგრეთვე ორითა ნებითა აღიარე მაქსიმე და ჰქა დაგე ხმამაღლად და დაუყვენ მწინკულევანნი და ბილწნი პირნი ერთ ნებად და ერთსაქმედ მგმობართანი ბოროტთა მნივთებელისა ეშმაკისა მზაკუვა - რებითა“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ყოვლისა სოფლისა...“ (ჴმა I). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (ჴმა VII): „განჰმარტე სიხარულით მარჯუენე შენი ქრისტესთვის დაკუეთად, სანატრელო მაქსიმე, ხოლო იქმენ მარჯუენე საღმრთო მწერალ მოძღურებათა განბრწყინვე - ბულთა და ბრძმედსა შინა გამოცდილთა და, ეგრეთვე ენისა დაკუეთაი თავს-იდევ გულსმოდგინებით ღირსო, ხოლო იქმენ ორღანო ღმრთისმგალობელ და ენა მოტ- ყინარე სულისა წმიდისა მიერ განხურვებული, ყოვლად დიდებულო და მართლმა- დიდებლობისა იგი სწავლანი ტკბილნი შუენიერად აღმოსთქუენ“. მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“. „უფსკრული სწავლათაი აღმოსთქუ გულით შენით ღმრთივგანბრძნობილით, მაქსიმე დიდებულო, და დაანთქენ ყოველნი წვალებისა წინამძღუარნი და წიაღიყ- ვანე ახალი ესე ისრაელი და კრებული გონებამხედველი ღმრთისაი და ექმენ მეორედ მოსედ, დაღაცათუ პატივი უმდაბლესი თავს-იდევ ქრისტეს მსგავსად სიმ- დაბლისა მიერ, არამედ იგივე ღუაწლნი დაითმინენ და შჯული საღმრთოი მოგუ- ართუ, ღირსო, - სარწმუნოებაი ღმრთივდაწერილი, მტკიცე“. მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. „ხმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი პირი, მაქსიმე დიდებული, დიდებაი ეკლესიისაი და მონაზონთა შესხმაი და გან - მაშუენებელი, რამეთუ ამან სოფელსა შინა ჰბრძო უშჯულოთა სარწმუნოე - ბისათვის და მწვალებელნი იოტნა და სამძალი ძლევისაი შეიმოსა ღუაწლთა მათ თვისთათვის ყოვლად შუენიერთა და აღსარებისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიერ და მოწამეთა დიდებაი დაიმკვიდრა“. „დიდება“ მისივე: „მწიგნობრისა ხელოვნისა კალამ იქმნა ენაი შენი აღლესულ მადლითა მით სულისა წმიდისაითა და აღწერნა ფიცართა ზედა გალობისა ჩუენისათა სათნოებათა სჯულნი და სიმაღლე მოძღურებათაი და ხორცთა შეს - ხმაი ორითა ბუნებითა დ ა ერთითა გუამითა ჩუენ, კაცთა, შორის გამოჩი - ნებულისა ღმრთისაი“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) (ჟამნიდან). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) 2გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I). – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა - ღირსისა: „მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო ბრწინვალეო და მონაზონთა შუენიერებაო, ჰოი ბრძენო მაქსიმე, ქნარო სულისაო, სწავლითა შენითა ღმრთივბრწყინვალითა ჰნათობ უნათლეს მზისა, გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - ღირსისა: „მოძღურებაი საღმრთოი განამტკიცე და იქმენ სუეტ მართლმადიდებლობისა და კლდე განუკუეთელ სარწმუნოებისა და ქრისტე ღმერთი ჩუენი ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა იქადაგე, რომელსა ევედრე, მამაო მაქსიმე, მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი - 2-გზის). II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი - 2გზის). II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა VII. ძლისპირი: „უგალობდეთ უფალსა მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“. „დიდებულო მაქსიმე, საღმრთოი იგი მადლი, სულისა წმიდისაი ენისაგან შენისა თაფლმწუთოლვარისა დააწთვე ჩემ ზედა“. „იხილვე ცეცხლ შემწუველად მწვალებელთათვის შენ, სანატრელო, და ვითარცა ლერწამნი შურითა საღმრთოითა განჰლიენ იგინი“. „დიდება“ - „პირუტყული ბრძანებაი ერთისა ნებისაი მგმობართა მიერ დაიდვა, დიდებულო, ხოლო სიტყვითა შენითა დაჰხსნდა, მამაო“. „აწ და“ - „შენ უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაი დაუსაბამოი, ხორცითა უზეშთაეს ბუნებათა გიგალობთ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი“. „ყოვლად დიდებული მაქსიმოს, სარწმუნოებისა ჭეშმარიტი ქადაგი, სისხლთა დათხევითა გამოჩნდა ქრისტეს მოწამედ“. „ჰოი, სანატრელო მაქსიმე, მონაზონებითა შეიმკვე წესიერად და იქმენ ტაძარ სიწმიდისაი ღმრთივგანბრძნობილო“. „დიდება“ - „უფსკრულნი სიბრძნისანი აღმოადინნა ენამან შენმან, მაქსიმე, ქრისტეს ბრძანებანი მზარდულნი მორწმუნეთანი“. „აწ და“ - „ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შე სავედრებელად, ქალწულო: ზღუდე მექმენ ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: ,,მოაშთვე სიტყუათა შენთა ძარღვითა პვიროს უშჯუ- ლოი ბოროტის მზრახვალი და ცოფი, ღირსო მაქსიმე, და დევნულებანი თავს- ისხენ და ჭირნი, დიდებულო და გუემანი სასტიკნი და დაკუეთაი ენისაი მარჯუენისა მის შენისაი უბიწოისაი, რომლითაცა სწერდი სწავლათა მაღალთა და მოძღურებათა ღმრთივგონიერთა“ (ჴმა IV). „დიდება“„აწ და“ იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „მესმა უფალო განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, გან - ვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი“. „ნაშობნი ქუეყანისანი ზეცისათა თანა გნატრით განკვირვებულნი, რამეთუ სიბრძნის მოყვარებითა გამოსჩნდი, მამაო, სწორ უხორცოთა“. „მკლველ იყო მძლავრი ბოროტი, არამედ სიმხნე შენი დაუხსნელ იყო, ამის - თვისცა შენ ნეტარ იქმენ, ხოლო უღმრთო იგი ცეცხლსა მიეცა“. „დიდება“ - „შენ თანა მოღვაწე იქმნნეს ორნი მოწაფენი შენნი ყოვლად ქებულნი და ღვაწლთა შენთა ეზიარნეს და მოსაგებელთა შენთა ღირს იქმნეს“. „აწ და“ - „ღმერთი რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ დასცხრები ჩუენთვის, ქალწულო, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობა“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „აღმთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით“. „რომელმან ზეცისა და ქუეყანისა სიბრძნე ისწავა ჭეშმარიტად, ბრძენი, მთავრად ეწოდების ბრძენსა მაქსიმოსს“. „სიბრძნისა საღმრთოისა ტრფიალებითა მსგავს იქმენ შენ ქრისტესსა, ღმრთივ- შუენიერ, ყოვლად დიდებულო მაქსიმე“. „დიდება“ - „ექსორია იქმენ მძვინვარებითა მძლავრისაითა, არამედ ჰპოვე ქრისტე ნუგეშინისმცემელად შენდა, მაქსიმე“. „აწ და“ - „შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად სანატ - რელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაითა“. „შეწირე სამარადისოდ ღმრთისა ვედრებაი, სანატრელო, და სულთა და ხორცთა ვნებათაგან და ხრწნილებისაგან გვიოხენ“. „განხმეს ყოველნივე წვალებისა მწვირიანნი წყარონი და დაყოფილ იქმნნეს თქუმულთა შენთა სურნელთა მიერ, მაქსიმე“. „დიდება“ - „მილხინე მე, მხოლოო სახიერო და წყარონი მადლთანი გულსა შინა ჩემსა ლოცვითა მაქსიმესითა აღმოადინენ“. „აწ და“ - „სამკვიდრებელი ღმრთისაი ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ მორწმუნენი, ღმრთისმშობლად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „სამებისა წმიდისა...“ (ჟამნიდან). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის“. „სამებაი ერთ ბუნებად, ერთ ნებად და ერთ ხელმწიფებად ჰქადაგე და ღმერთი ხორცშესხმუ ლი ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა გუასწავე ჩუენ“. „არა ორნი ნებანი განყოფილნი და ურთიერთარს წინა -აღდგომნი გვიქადაგენ მამაო, არამედ არსებითა ბუნებითითა განყოფილნი გუასწავენ ქრისტეს ღმრთისა თანა შეერთებულად“. „დიდება“ - „სიტყუანი შენნი ძ ეგლად მართლმადიდებლობისა გვიპყრიან ჩუენ მამაო, და ერთსა სამებისასა ორითა ბუნებითა და ნებითა აღვიარებთ მამათა ჩუენთა ღმერთსა კურთხეულსა მარადის“. „აწ და“ - „თაყვანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღ ვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „სამნი ყრმანი ღმერთო შეჭურვილნი მადლისაგან მძლედ გამოჩნდეს ალსა და მძლავრსა მას, შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აღიღე შენ ჯუარი და ყოვლითურთ ტრფიალ იქმენ მისა მიმართ, რომელმან უფროისად შეიყვარა კაცებაი და მის თანა ჯუარს -ეცუ ნეტარო, და უგალობდ ხმითა ტკბილითა და ამაღლებდი მას უკუნისამდე “. „გემოთა განმხრწნელთა ყოვლითურთ უცხო ექმენ შენ, ხოლო თავი შენი ჰყავ ნეტარო, სარკე შეუგინებელ ღმრთისა და ხმა -ჰყავ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „დიდება“ - „მძლავრისა უღმრთოისა რისხვაი არად შეჰრაცხე შენ, ჰოი, მაქსიმე, არამედ ვითარცა გოდოლი, შეუძრველად ეგე მართლაღსარებასა ზედა და ხმატკბილად უგალობდ უფალსა და ღაღადებდი მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „სამებაი გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა, და ერთარსებით ვიცნობთ ბუნებასა ღმრთეებისასა და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „რომელმან წინაისწარ მოასწავა შობაი უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებე - ლად მას ვადიდებდეთ“. „ქრისტეს ღმრთისა ეკლესიაი ღაღადებს დიდებულო: სისხლი შენი აბელისებრ ვიდრე აქამომდეცა და ვიდრე უკუნისამდე ქადაგებს ხმამაღლად მართალსა სარ- წმუნოებასა“. „დაეკუეთების დღეს ხელი და ენაი დღეს უბიწოსა, ხოლო დასწერს საღმ - რთოითა მით თითითა და კალმითა და სისხლთა გარდამოდინებითა მართალი სარწმუნოებაი აჰყუავილდების“. „დიდება“ - „განითქუმის სოფელსა შინა საღ მრთოი კადნიერებაი და ცეცხლი იგი გულითადი ღმრთისა სიყვარულისაი, რომლისათვის გულსმოდგინედ დასთხიენ სისხლნი შენნი მაქსიმე საგალობელო“. „აწ და“ - „მეოხებითა სახიერ დედისა შენისაითა, ახოცენ ცოდვანი ჩუენნი, შეიწირენ ვედრებაი ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაი და ნაყოფიე რ ყვენ სულნი ჩუ - ენნი“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ - არ იგალობება. – „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდგომარე ხარ შენ წინაშე საუფლოთა საყდართა გუნდსა თანა მარტვილთაისა, რომელთაცა ებაძვე და ჩუენცა საკუთარ გუყვენ უფლისა და მსგავს შენდა გამოგუაჩინენ, მაქსიმე“. „დიდება“ „აწ და“ იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი: „სიბრძნითა საღმრთოითა აღვსებულო ახარებდ, დიდებულო ღირსო მაქსიმე, ყოვლად შუენიერო, მნათობო შორის მონაზონთა და მოწამეთა ზიარო, უბრწყინ - ვალესო ვარსკვლავთა მწყობრისაო, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა ხმა - მაღლად მქადაგებელო, რომელმანცა ტკბილითა მით სწავლითა სარწმუნოებისაითა თაფლ გარდამომდინარით პირით შენით დაატკბენ კრებულნი მორწმუნეთანი, სამართლად გიგალობთ შენ ვითარცა შესავედრებელსა ჩუენსა: მოგვიხსენენ ყოველნი წინაშე ღმრთისა ღირსო მამაო“ 2გზის. „სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე პირველითგან და განაშუენე მოქალაქობაი შენი სიტყუათა მიერ და საქმეთა, ღმრერთშემოსილო მაქსიმე, და მოღუაწებათა შენთა საღმრთოთა მიერ ღმრთივშუენიერად გვიქადაგე განკაცებაი ქრისტეს ღმრთისაი ერთგუამოვნებად ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა, მნებებელი და სრულმყოფელი ცხოვრებისა ჩუენი საი და ჩუენ დამტკიცებულნი შენითა ღმრთისმეტყუელებითა, ვიტყვით: ქალწულისა შობილო, ქრისტე მეუფეო, დიდებაი შენდა“ 2გზის. „დიდება“ მისივე: „დიდებულო ღმრთისმეტყუელო მაქსიმე, ასწავე შენ ყოველთა სარწმუნოებაი სამებისა წმიდისაი, რაჟამს ჰქადაგე ერთ არსებად, ერთ ბუნებად, ერთ ღმრთეებად წმიდა სამებაი, განუშორებელი და შეურწყმელი, სამგუამოვნებით და სამთვითებით ქებული და ერთი სამებისაგანი ორითა ბუნებითა სრულითა და ვითარცა ბრძენმან და ჭეშმარიტმან მოძღუარმან, განიოტენ გმობანი არიოზ უღმრთოისანი და ნესტორ და სევეროს ბილწთანი და მათ თანა ყოველთა მწვალებელთა მათი ღმრთის ბრძოლანი“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმისა და შვიდეულის დღის მიხედვით): „ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს გიხილა შენ მშობელმან შენმან, მხოლოო სულგრძელო, მტირალი გოდებით ღაღადებდა და იტყოდა: ივნე ნებსით მრავლითა სახიერებითა შენითა, რაითა განხრწნილი ბუნებაი კაცთა განაახლო, უგალობ სიმტკიცესა შენსა“ (ჴმა VIII) (იხ. ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული საზიარო თვენი. 2015 წ. გვ. 288). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) (ჟამნიდან). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I). I, III და VI ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: – ღირსის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). – ღირსის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“„აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთა“. მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“. წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდეს უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნი“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. მუხლი: „ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს“. ალილუია (ხმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“ განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეში- ნოდის“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალი სა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“. 2029 წელი 22 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე კვირა4 თებერვალი ძველი სტილითხმა IIახალი სტილით ხსენება: უძღები შვილის კვირა. მოც. ტიმოთესი (დაახ. 96); ღირსმოწ. ანასტასი სპარსისა (628); მოწ. ეპისკოპოსთა: მანუელისა, გიორგისა, პეტრესი და ლეონტისა, ხუცესთა: სიონიოსისა, გაბრიელისა, იოანესი, ლეონტისა, პაროდისა და სხვათა 377-თა (დაახ. 817). ცისკ. - სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8. ლიტ. - 1 კორ. 135 დას. VI, 12-20. ლკ. 79 დას. XV, 11-32. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - არ აღესრულება. კვირის ციკლის – პარაკლიტონიდან და მარხვანიდან. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 6 მუხლი (ჴმა II). - მარხვანისა - 4 მუხლი (თითოეულ მუხლს განვაორებთ). „დიდება“ მარხვანისა: „ჰოი მე რაოდენთა...“. „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – „ლიტიასა“ ზედა დასდებელი - ტაძრისა. „დიდება“ მარხვანისა: „ვითარცა უძღები იგი...“ (ჴმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება“ მარხვანისა: „მამული სიმდიდრე...“ (ჴმა VI). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...“ (ჴმა VI). – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: - „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ 3გზის. დიდი ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ...“ 2გზის (ჴმა II). „დიდება” „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ჴმა II). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები), რომელსაც დაემატება 136-ე ფსალმუნი: „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა...“, რომელიც დამთავრდება VIII ხმის „ალილუიას გალობით“. – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ. – იპაკო და ანტიფონები (ხმა II). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,განიღვიძე უფალო ღმერთო ჩემო...“ (ჴმა II). მუხლი: ,,უფალო ღმერთო ჩემო შენ გესავ...“ – საცისკრო სახარება: სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“ (ჴმა VIII). „აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - „მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“ შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის). II კანონი - ჯუარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე). IV კანონი - მარხვანისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - მარხვანისა. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მარხვანისა: „წიაღნი მამულნი...“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ მისივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - მარხვანისა. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (II). „განმანათლებელი“ მარხვანისა: „სიმდიდრე რომელი...“ „დიდება“ მისივე: „სიმდიდრე შენი...“ „აწ და“ მისივე: „წმიდაო დედაო...“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი. - აღმოსავლური - 1 მუხლი. - მარხვანისა - 3 მუხლი. „დიდება“ მარხვანისა: „ნუ დამაგდებ, ტკბილო მამაო...“. „აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა VI). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი აღდგომისა (ლუწი ხმისა). I ჟამზე: „დიდება“ „აწ და“ - გერი II სახარებისა. – ტროპარი: აღდგომისა (ჴმა II). – კონდაკი: მარხვანისა. III და VI ჟამზე: – ტროპარი: აღდგომისა (ჴმა II). – კონდაკი: მარხვანისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი. - მარხვანის VI გალობის - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: მ ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარი: აღდგომისა; კონდაკი: „დიდება“„აწ და“ - მარხვანისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა. კონდაკები: „დიდება“ - მარხვანისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა. კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა; „აწ და“ - მარხვანისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა. სამოციქულო და სახარება - უძღები შვილის კვირისა. წარდგომა (ჴმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ“. მუხლი: „სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე“. ალილუია (ჴმა II): „შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი“. მუხლი: „უფალო აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდი შენ“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან...“. |