კვირის საეკლესიო კალენდარი – 28 იანვარი – 3 თებერვალი 2030

BETA საცდელი ვერსია · ალგორითმით გამოთვლილია, არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ტიპიკონი – გადაამოწმეთ patriarchate.ge-ზე ან sazu.ge-ზე.
2030 წელი 15 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული28 იანვარი
ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
წმ. სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელისა (IV); ღირ. პავლე თებელისა (341) და იოანე გლახაკისა (V); ღირსმოწ. პანსოფოსისა (249-251); ღირ. პროხორესი (X) და გაბრიელისა (XI) (სერბ.).
 
ლიტ. - ებრ. 329 დას. XI, 17-23, 27-31. მკ. 42 დას. IX, 42 - X, 1.
ღირ. - გალ. 208 დას. III, 23-29. მთ. 104 დას. XXV, 1-13.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსთა დედათა).
კვირის ციკლის – პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა II) და ღირსისა.
– კონდაკი: აღდგომისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - არ აღესრულება.
– „უფალო ღაღად -ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ღირსთა - 6 მუხლად.
„დიდება“ მისივე: ,,ხორციელი გულისთუქუმანი...“ (ჴმა VIII).
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით):
,,მეუფე ცათა...“ (ჴმა VIII).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსთა (თავის ჩასართავებით) (ჴმა V).
,,დიდება“ ღირსთა: ,,ღირსნო დედანო...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით):
 
,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).
 
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსთა: „თქვენ შორის, საკვირველნო...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი ღირსთა: „თქვენ შორის, საკვირველნო...“ (ჴმა VIII) - 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII).
– რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.
– I და II რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა - ღირსთა.
„დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - იგივე.
– III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.
– წარდგომები შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1-გზის) - 4 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - წმიდათა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად.
– კატავასია: „ქვეყანასა მწყურნებსა...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსთა: „ლოცვათა მიერ...“ (ჴმა IV).
,,დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VIგალობისა):
- კონდაკი ღირსთა: „სიყვარულისათვის უფლისა, ღირსნო დედანო, სურვილი განსვენებისა
მოიძაგეთ და მარხვითა სული თქვენი განსწმიდეთ, არამედ მეოხებითა თქვენითა წი -
ნა აღმდგომთა ზახებაი განაქარვეთ, რამეთუ ძლიერსა მტერსა სძლიეთ“ (საზოგადო).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც
უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში
იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა “ (VIII გალობისა) : „უპატიოსნესსა “.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ღირსთა: ,,სალომესა და პეროჟავრას...“
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
– ,,ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებელნი: ღირსთა - 4 მუხლი.
,,დიდება“ მისივე: ,,გემოთა და ვნებათა...“ (ჴმა II).
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსთა: „თქვენ შორის, საკვირველნო...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - ღირსთა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
ღირსთა III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით),
თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: ,,დიდება“ - ღირსისა;
,,აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ღირსისა;
- ტაძრისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - დღისა და ღირსთა.
წარდგომა (ჴმა IV) : „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად
ცეცხლისა“ .
მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ჴმა VIII): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთი ისრაელისა“.
ალილუია (ჴმა VI): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ჴმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა“.
განიცადე: „ რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა “.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“
 
2030 წელი 16 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული29 იანვარი
ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. პეტრესი. მოწ. სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწ. დანაქტი წიგნისმკითხველისა (II).
 
ლიტ. - ებრ. 333 დას. XII, 25-26; XIII, 22-25. მკ. 43 დას. X, 2-12.
მოც. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - ღირსთა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები მოციქულისა: 6 მუხლად:
„მოვედით შემოვკრბეთ, მორწმუნენო და გალობით შევასხმიდეთ ნეტარსა პეტრეს და
ვისწრაფოთ ამბორის-ყოფად ჯაჭუთა მისთა, რომლითა შეიკრა ქრისტეს ღმრთისათვის და ამას
ვევედრებოდით სარწმუნოებით: ითხოვე ჩუენთვის მოციქულო რაითა ღირს -ვიქმნეთ საშუ -
ებელსა საუკუნესა, მეოხებითა შენითა“ 2 გზის.
„წინაისწარ მეცნიერმან ყოვლისამან, იხილა რაი სიწმიდე გონებისა შენისა, თავად
კრებულისა მოციქულთაისა განგაწესა დ ა ეკლესიისა ზღუდედ და სიმტ კიცედ და კლიტენი
სასუფეველისანი გარწმუნნა, რომელნი წყალობით განგვიხვენ ჩუენ, პეტრე ყოვლად სანატ -
რელო, რაითა წადიერებით და მხურვალედ გადიდებდეთ შენ“ 2 გზის.
„პირველ იხარებდი რაი ქრისტესა ღმრთად და სიტყუად და სიბრძნედ ღმრთისა მამისა,
შეკრულ იქმენ ჯაჭვითა და საპყრობილედ შეიყენე, ხოლო ანგელოზისა მიერ განიხსენ და
საკვირველებით განერი, ამისთვისცა, გევედრები შენ პეტრე ნეტარო, განჰხსენ ბრალთა ჩემთა
ჯაჭუნი მძიმენი და ღირს-მყავ განთავისუფლებად ცოდვათაგან“ 2-გზის.
„დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ღმრთისათვის შეკრულმან და დილეგსა შეწყუდეულმან
დიდებულო მოციქულო, შეჰკარ საცდური, ამისთვის სურვილით გადიდებთ და შიშით ამბორს-
უყოფთ ჯაჭუთა შენთა წმიდათა და აღმოვივსებთ მათ მიერ სულთა და ხორცთა კურნებასა
უხუებით და ჯეროვნად გიგალობთ შენ, ღმრთისმხილვე ლო, თავო ქრისტეს მოციქულთაო“
(ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე...“
(ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (საზიარო თვენიდან - მოციქულისა).
„დიდება“ მოციქულისა: „რომელსა ზედა აღაშენა ეკლესიაი თვისი ქრისტემან, პეტრე, გაქებთ
მორწმუნენი და ქედსა მას წმი დასა შენსა შეხებულთა ჯაჭუთა შენ თა პატივს -ვსცემთ და
აღმოვივსებთ მადლსა და სენთა კურნებასა, რომელი დაად გრა დიდებულთა ხორცთა შენთა
მიახლებითა, ღმრთივგანბრძნობილო“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
 
,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).
 
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი მოციქულისა: ,,რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV).
„დიდება“ ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის
მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“
ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV) 2 გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის
ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.
– I და II რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა - მოციქულისა.
„დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - იგივე.
– III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.
– წარდგომები შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).
II კანონი შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი მოციქულისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,უქმი ქუეყანა“.
– „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. უგალობდითსა, ხმა IV.
ძლისპირი: „არარაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯვენითა მაღლითა
განარინე ერი ზღუასა კაცთმოყვარე“.
„შენ შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებაი მოგეცა და შეკრულმან ჯაჭვითა, შეკრულნი
განხსნენ, პეტრე, ცოდვისა კრულებათაგან“.
„შენ, თავო მოციქულთაო, საცთურ ისა საკრველნი, შერაიიკარ ჯაჭვითა, დაჰხსნენ,
ამისთვის ჯაჭუთა შენთა სურვილით შევიტკბობთ“.
„დიდება“ - „საღმრთოთა მათ ჯაჭუთა შენ თა თაყვანის -ვსცემთ, რამეთუ განფ რდილნი
ბრძოლათა მიერ შეგუკრენ სიყვარულითა ქრისტეს ღმრთისაითა მათ მიერ“.
„აწ და“ - „უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღმრთისმშობ -
ელსა მარიამს ჩუენ ყოველნი უგალობდეთ“.
 
გალობა III. განძლიერდასა.
 
ძლისპირი: „არა სიბრძითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თვისით ვიქადით,
არამედ შენგან ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყვარე“.
„ჯაჭუთა შენთა დღეს, აღუსებულთა მადლითა, თაყვანის -ვსცემთ, რომელნი წმიდა იქმნეს,
შეხებითა გუამისა შენისაითა, რომელსა ზედა დაეფუძნა ეკლესიაი“.
„პატიოსანთა და წმიდათა ასოთა შენთა დასხმულთა ჯაჭუთა პატივს -ვსცემთ, ვითარცა
სამკაულთა ეკლესიისათა, პეტრე დიდებულო თავო მოციქულთაო“.
„დიდება“ - „საკრველთა შენთა თაყვანის -ვსცემთ და ამბორს უყოფთ სურვილით ჯაჭუთა
შენთა, რომ ლითა განიხსნა უმეცრებაი წარმართთაი და სამძალად ღმრთისმსახურებისა
იცნობნეს“.
„აწ და“ - „უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელქმნული, ვედრე ბითა მით
შენითა, მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოციქულისა: ,,ჰქადაგებდი რაი ქრისტეს ღმრთეებასა და ყოველსა სოფელსა
განანათლებდი დიდებულო პეტრე თავო მოციქულაო, ჰეროდე უსჯულომან შეგიპყრა და
შეგბორგილა ჯაჭვითა, ხოლო ანგელოზმან უფლისამან, რომელი იგი ღამე წა რმოგიდგა
შენ, საკვირველებით განგხსნა და განგიყვანა საპყრობილით, რაითა ჰქადაგებდე მას,
ვითარცა ღმერთსა, ყოველთა კიდეთა სოფლისათა, რომლისათვისცა გევედრებით ითხოვე
სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი“ (ჴმა I).
„დიდება“„აწ და“ იგივე.
გალობა IV. მესმასა.
ძლისპირი: „ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანაი აღივსო დიდებითა შენითა,
ქრისტე, ამისთვის სარწმუნოებით ვიტყვით: დიდებაი ძალსა შენსა უფალო“.
„მორჩილებისათვის ღმრთისა, ჯაჭვითა შეიკარ, ხოლო საკვირველად რაი განერი ანგელო -
ზისა მიერ საპყრობილით, დიდებულო პეტრე, ურჩთა და ურწმუნოთა ამხილე“.
„რომელმან გარწმუნნა კლიტენი ზეცისანი, ზარისაგან მისისა, საპყრობილესა შინა, პეტრე,
მყის დაიხსნნეს საკრველნი შენნი, მსგავსად კუამლისა და დაგცვივეს ჯაჭუნი შენნი“.
„დიდება“ - „შენდა, ზეცისა სავანისა კარი სმცველისა, რკინისა ბჭეთა შეზღუდ ვაი ვერ
იკადრეს, ამისთვისცა მყის შიშით თავით თვისით განგეხუნეს, პეტრე, სიმტკიცეო მორწ -
მუნეთაო“.
„აწ და“ - „ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზესთაეს ბუნებათა გვიშევ ჩუენ,
ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“.
გალობა V. ღამითგანსა.
ძლისპირი: „რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თვისად მორწმუნედ, სისხლითა შენითა,
ქრისტე, მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოი შენი“.
„საშინელი სიტყუაი შენი პეტრე ნეტარო მომაკუდინებელ წარმდებთა და სნე ულთა
განმკურნებელ და მკუდართა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელ“.
„აჩრდილი შენი პეტრე, საკვირველთმოქმე დ და დიდ და ვარშამაგიცა შენი მა ოტებელ
სალმობათა და თაყვანისსაცემელ ჯაჭუნი შენნი“.
„დიდება“ - „სახსენებელსა შენსა ძალ-უც ჭეშმარიტებით, მოციქულო უფლისაო, ცხორებაი
სულთაი და ჯაჭუთა შენთა შეხებასა - მოტევებაი ბრალთაი“.
„აწ და“ - „განხორციელდა ღმერთი და მიიღო ბუნებაი შენგან ქალწულო უს ძლოო, და
უცვალებელად ჰგიეს, ბუნებითა მით ღმრთეებისაითა“.
გალობა VI. ღაღადყავსა.
ძლისპირი: „შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე,
არამედ ვითარცა ღმერთ ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხოვრებაიცა ჩემი
მოწყალე“.
„რომელმან იგი ხელ -იყო სიცოფით, განცდად სულსა წმიდასა - სიმონ - ამხილე მას და
ღმრთისმეტყუელე უწინარეს ყოველთასა, ნეტარო, ღმრთად ჭეშმარიტად სული წმიდაი“.
„ითხოვე ქრისტესგან სანატრელო, რაითა დაფუძნებული შენ ზედა წმიდაი ეკლესიაი თვისი
დაამყაროს შეუძრველად მარადის მართლითა სარწმუნოებითა“.
„დიდება“ - „ხელბორკილთა შენთა ამბორს -უყოფთ და მარჯუენესა შენსა, ვით არცა
კლიტეთ მპყრობელსა, ვევედრები განხუმად ჩემდა, კართა სამოთხისათა და ბჭეთა სასუფევე -
ლისათა“.
„აწ და“ - „იქმნა საშოი შენი ღმრთისმშ ობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუ ტევნელისა
მიუწდომელად, რომელსაცა დასებაი უსხეულოთაი ვერ იკადრებს თუალთა ხილვად“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოციქულისა: „კლდესა ქრისტესსა...“ (ჟამნიდან).
- იკოსი მოციქულისა: „ნანდვილვე აწ მოიწია ყოველთათვის მახლობელთა და შორიელთა
ბრწყინვალე დღესასწაულობაი და თაყვანისცემაი საკვირველებისაი და ერთხმობით
შესხმად პეტრეს და პავლეს, იოვანეს და ანდრიას, პირველ ჩინებულთა მათ, და ღირსად
დიდებად ფილიპეს და მატთეოს, სიმონს მოშურნესა და იაკობს და იუდას და ყოველთავე
მათ ქრისტეს მოციქულთა შემკობად და ესრეთ ღაღადებად ქრის ტეს მიმართ: საკვირველ
იქმნა ღმერთი ჩუენი, რომელი მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა“.
გალობა VII. კურთხეულარსა.
ძლისპირი: „დასაბამსა დაუსაბამოი სიტყუაი ღმრთისაი მამისა თანა, მხოლოი სულით
წმიდითურთ, კურთხეულ არს და უფროისად დიდებულ არს სამებაი წმი-დაი უკუნისამდე“.
„გარდამოხდა ანგელოზი ქუეყანისა ანგელოზისა და განგხსნა შენ საკრველ -თაგან, პეტრე
ნეტარო და საპყრობილისაგან ქადაგად ცხოვრებისად წარგავლინა“.
„ანთრაკისა და ოქროისა და ქვათა პატიოსანთა ფრიად, უპატიოსნეს უპყრიეს ეკლესიასა
რკინაი იგი ჯაჭუთა შენთაი და სიმდიდრედ თვისად დაიუნჯებს პეტ-რე“.
„დიდება“ - „ცეცხლისა მიერ განსაცდელთა და ოფლთა შენთაისა წდობილითა, ჯაჭვიტა
მით შენითა, ჰოი მოციქულო, უკურნებელნი იგი სენნი სულისა ჩემისანი განჰკურნენ“.
„აწ და“ - „სამებასა განუყოფელსა და შეურევნელსა ვაქებდეთ მართლმადი -დებლობით და
ესრეთ ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის“.
გალობა VIII. აკურთხევდითსა.
ძლისპირი: „მხსნელო ყოველათაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენი,
რაჟამს იგი შეაცურიე სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„რომელმან საკრველთაგან განუხსნელთა განხსნად ხელმწიფებაი ზეცით მოიღე, ბნელისა
შემკვრელისაგან განმხსენ მე, მოციქულო, მადლითა მით, რომელი მკვიდრ არს ჯაჭუთა შინა
შენთა“.
„მოწყალე ჰყავ ღმერთი მგალობელთათვის შენთა, მოციქულო პეტრე ნეტარო, რომელმან
იგი გიბრძანა, სამეოცდა ათ შვიდ გზის შენდობაი ბრალეულთა და შეცოდებულთაი“.
„დიდება“ - „რომლისა მოქენე იქმენ, სცოდე რაი, შენდობაი ცოდვათაი მომმადლე მეცა,
ოხითა შენითა, პეტრე, მხურვალედ მოყვარესა შენსა გლახაკსა, ქრისტეს მოყუარეო და
შეყუარებულო“.
„აწ და“ - „მორწმუნე ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყვანის -სცემენ
მართლაღსარებითა დღეს და ესრეთ ღაღადებენ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX. ადიდებდითსა.
ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა
განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ ღმრთისმშობელო
მარადის გადიდებთ“.
„ჭეშმარიტად უზეშთაეს ხარ შენ ყოვლისა კაცთა ნეტარებისა, რამეთუ პირმან
საღმრთომან შეგასხა ნეტარებაი პეტრე ნეტარო, და სანატრელ გყო ყოველთა ტომთა და
ენათაგან“.
„ყოვლითურთ დიდებითა სავსე არს, სიწმიდითა და საკვირველებითა, სიტყუაი და მტუერი
შენი, ნაწილნი, სარწმუნოებაი და აჩრდილი შენი, პეტრე ნეტარო და ღირს პატივისა ჯაჭუნი
შენნი“.
„დიდება“ - „მოციქულთა თავო და გვირგვინო, ქრისტეს ეკლესიათა საფუძველო და
სასუფეველისა კლიტეთ მპყრობელო, მგალობელნი ესე შენნი და ჯაჭუთა შენთა თაყვანის -
მცემელნი გუაცხოვნენ“.
„აწ და“ - „ნაყოფმან მუცლისა შენისამან შემქმნა მე ორღანოდ მგალობელად შენდა
სიხარულისა მშობელო, რაითა სახარულევანითა ხმითა ხმამაღლად გიხაროდენსა გიღაღა-
დებდე“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ეკლესიისა სიმტკიცეო, კლიტენი ზეცისანი გერ წმუნნეს,
პეტრე, ხოლო განხსნი, ყოვლად ნეტარო, ქრისტესთვის ჯაჭვითა შეკრული, საკრველთა
ცოდვისათა, მოციქულო, რომელნი მათ მიერ პატივს-გცემენ შენ“.
,,დიდება“ ,,აწ და“ იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მოციქულისა - 4 მუხლად:
,,დიდება“ მისივე: „საჭურველითა ჯვარისათა...“
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოციქულისა: ,,რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV).
„დიდება“ ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის
 
მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“
 
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მოციქულის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი,
თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მოციქულისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოციქულისა.
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მოციქულისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოციქულისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მათ“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმის ჩემისა გევედრებოდი რა მე შენდამი“.
წარდგომა (ჴმა VIII ): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი
მათნი“.
ალილუია (ჴმა IV): ,,მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა
განმრავლდეს“.
მუხლი: ,,დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა
ყვაოდიან“.
ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“ (მოციქულისა).
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი მათნი“.
 
2030 წელი 17 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული30 იანვარი
ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. ანტონი დიდისა (356).
 
ცისკ. - მთ. 43 დას. XI, 27-30.
ლიტ. - იაკ. 50 დას. I, 1-18. მკ. 44 დას. X, 11-16.
ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი: მოციქულისა.
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 8 მუხლად (ჴმა IV).
„დიდება“ ღირსისა: ,,ღირსო ანტონი...“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა
გნატრიდეს შენ...“ (ჴმა VI)
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა (იხ. ძვ სტილით 15 სექტემბერი)
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა V).
„დიდება“ ღირსისა: ,,სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,უსძლოო
ქალწულო...“ (ჴმა VIII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსისა: „მოშურნისა ილიას საქმესა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწდა“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
 
დიდი ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „მოშურნისა ილიას საქმესა...“ - 2 გზის (ჴმა IV).
„დიდება“„აწდა“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
– რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
– „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,მწყემსობისა ხელოვნება...“
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ზეცისა ბჭესა და კიდობანსა...“.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა
მისთა“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი ესე მომაგო მე“.
– საცისკრო სახარება: მთ. 43 დას. XI, 27-30.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩვენისა ანტონისაითა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისაჲთა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,ღირსო მამაო ყოვლისა ქუეყანასა...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი - 2 გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად.
– კატავასია: ,,უქმი ქუეყანა...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
წარდგომა ღირსისა: „სული შენი მოცულ-ჰყავ...“ 2გზის (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვითარცა ყოვლად უბიწოო...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა II).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ღირსისა: „ნათელო ერთ-განზრახვათა...“ 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,შენ გალობითა...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „ლტოლვილი ზეცად...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ მისივე: ,,დედოფალო შეიწირე...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „მოშურნისა ილიას საქმესა...“ (ჴმა IV).
„დიდება“„აწდა“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსისა III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსისა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წმიდისა.
კონდაკები: „დიდება“ - წმიდისა.
„აწ და“ - ტაძრისა;
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წმიდისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - წმიდისა.
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა
მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა
ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი ღირსთა მისთა“.
ალილუია (ჴმაVIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ჴმა II): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის ულისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქვუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა
ეშინოდის“.
 
2030 წელი 18 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული31 იანვარი
ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირ. ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირ. ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირ. მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388).
 
ცისკ. - ინ 36 დას, X 9-16.
ლიტ. - იაკ. 51 დას. I, 19-27. მკ. 45 დას. X, 17-27.
მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– ,,უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: მეფისა - 6 მუხლი:
„მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნ ჱ იგი სოლომონისი,
დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან
მეფობაჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა
ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2გზის.
„რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა,
რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული კეთილ -ად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა
მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მ ჴსნელად და მძლედ
ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათ ჳსცა წარგიმართა
ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისა ჲთა, ეგრეცა
ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი
ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა
ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმა ჲ, ქებაჲ და დიდებაჲ
ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე-ლობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშ ჳდჱ - საქებე-
ლი, ლმობიერება ჲ, მოწლე, მოწყალება ჲ - თანა ლმობილი, უმანკოება ჲ - უზაკუელი, სიწრფოება ჲ -
უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისაჲ
და მსახურება ჲ მისი შეუორგულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი
დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„უფლისა მიერ კურთხეულო და სუე -ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს
შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბა ჲ აღგისრულებიეს
და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთ ჳსცა მიითუალე სიმართლისა
იგი გ ჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად -ძლიერმან და მ ჴსნელმან
სულთა ჩუენთამან“.
,,დიდება“ - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა
შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა,
აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთო ჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდ ნე მტერნი იგი მბრძოლნი
ქრის-ტჱსნი და მშ ჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნო -ებაჲ, რომლისათჳსცა მზე-
მან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა
გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მეფისა:
„ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგან -
ბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწ-
ლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი,
რომლისათჳსცა სათნო-ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და
დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“.
„აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“.
„აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა
ჴელითა უფლისა შენისა ჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ
და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ -ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრ ჱთ მსასოებელთა,
დიდებულო, მ ჴნეო ჴელმწი-ფეო, და მარადის გი ჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ,
მართლმორწ-მუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო“.
„ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა“.
„მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისა ჲ და
სიმნჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლო-ბისაჲთა განბრწყინდი, რომლისათ ჳსცა სოლომონისაებრ
გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ
ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისა ჲთა
ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“.
,,დიდება“ მისივე: ,,ეჰა, რაბამი დიდებულება ჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატრელო, რომელმან
სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისა ჲთა დაამ ჴუ და
დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტ ჱსითა და დასთრგუნე, ხოლო
წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ
კადნიერებით გჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, განწმედაჲ და დიდი წყალობაი“.
„აწ და“ მისივე: ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუა-
ქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოება ჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა
მიმართ სულთა ჩუენთათჳს“.
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორ-
წმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად
ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერი-
სანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყა-
ლებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
 
დიდი ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ 2 გზის (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა:
„ზეცისა სუფევისა მ ჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველ -თასა, გონებითა უბიწო ჲთა
ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მიუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე
ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს
მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად
გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა“.
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო
და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფრო ჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ -ქმნილი და
ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი
წყალობაჲ“.
– წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა:
„რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველს -მყოფელისა ჯუარისათა და
მოსრენ ბანაკნი ქრისტ ჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტ ჱს მიერ, შეურყეველად დაცვა ჲ ეკლესიათაჲ, და
მოცემად ჯუარითა ძლევა ჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიც ჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისა ჲ,
მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“.
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს
შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმა ჲ საწმისსა ზედა სიტყუა ჲ
მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო
სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო“.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:
,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობა ჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკ ჳდრთა ქუეყანისა შენისასა და
განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული
სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულის ჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან
ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა
ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთო ჲთა შობითა შენითა, განხრწნილი
ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსება ჲ, და აღად -გინენ ყოველნი სიკუდილისაგან
უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფრო ჲსად ყოვლად
საგალობელო“.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი“
(ჴმა IV).
მუხლი: ,,ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა“.
– საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X 9-16.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მეფისა თამარისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგ ჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი
აღმონადენი, რამეთუ ქრისტ ჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა
და ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთ ჳს
ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა“.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2 გზის).
II კანონი მეფისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,უქმი ქვეყანა სამკვირდრებელი...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
 
გალობა I, „უგალობდითსა“.
 
ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა
ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“.
„ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვა ჲ,
ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“.
„რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა და უწყვედელითა
ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა
განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა“.
„გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა
სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა
თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“.
„წრფელ, მდაბალ, მშჳდ და მოწყალე, და სახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და
გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“.
,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა
შემწე სარწმუნოებისა, ესრ ჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ
ოხითა შენითა“.
,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ -ლისანი და ბჭეთაგან
სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომე-ლობითა შენითა, ღმრთისმშობელო“.
 
გალობა III, „განძლიერდასა“.
 
ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე
მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე“.
„დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ
საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და
გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“.
„სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით
გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყ ინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას,
სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“.
„სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის
წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რაჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“.
„არა მაქუს მე სიტყუა ჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ
შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად მომანიჭე
მადლი და წყალობაი“.
,,დიდება“: ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე
სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს -ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა
ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ“.
,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და
ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად -შუენიერად
მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რა ჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი
შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა,
ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერება ჲ შეიყუარა,
რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგე ლოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა
ცხორებისა მისისათა“.
,,დიდება“ მისივე: ,,ჭეშმარიტად საკ ჳრველ-არს სურ ჳლი და სიყუარული შენი და
ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნო -ებათა შენთა
კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძ -არნი და მონასტერნი
სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“.
,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა
შუამდგომელო, დაგ ჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბორო -ტის გარემოდგომილებისა
გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასო -ებაჲ შენ ზედა დაგ ჳძს, და აცხოვნენ სულნი
ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა“.
 
გალობა IV, „მესმასა“.
 
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი
და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“.
„აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია
ლოცვათათჳს შენთა მ ჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოც ჳთა შენითა
ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“.
„ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და
მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა,
გევედრებით“.
„ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა
ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ -ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო
ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“.
„რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა
შენისა, ღმრთივშუენიერად შე იწყნარე მადლთა ბრწყინვალება ჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა
დაუტევე, ნეტარო თამარ“.
,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა
ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგ ჳხუენ ოხითა
შენითა, გევედრებით“.
,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავ -ლითა, რომელმან ჰშევ მზ ჱ
სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“.
 
გალობა V, „ღამითგანსა“.
 
ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა
მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“.
„შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისა ჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რა ჲ ცხორებაჲ შენი,
უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობა ჲ შენი და განადიდე სიმ ჴნჱ და
ზეობაჲ შენი“.
„შენ შეგივრდებით მუჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოც-ველნი, ყოვლად ტკბილო და
საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯო -ხეთისათა გ ჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა
დაუცხრომელად შენდამი მვედ-რებელნი“.
„ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა , სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა
დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინება ჲ
საუკუნოი“.
„ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვა ჲ და ერსა ჩუენსა -
ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი
წყალობაი“.
,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გ ჳჴსენ
ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით
პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“.
,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლ ჱ
მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“.
 
გალობა VI, „ღაღადყავსა“.
 
ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის,
რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ:
აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“.
„ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა -გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა
დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობა ჲ უშჯულოთა
მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“.
„შემოიკრიბე რაჲ კრებული წმიდათა მამათაჲ, ვითარცა მჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნი
უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხე ული, ბრძენო
ჴელმწიფეო“.
„ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა
საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა -
გვემულთა“.
„ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოი ჴსენებ
ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო
მართლ-აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“.
,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და
საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე
გალობაჲ და გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინებაჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“.
,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული
ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს -მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა,
ყოვლადწმიდაო“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ,
ვითარცა მზ ჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი
სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ
მოყუარეთა შენთა და სურ ჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებ ისა წარმართებაჲ, და
შეცოდებათა
ჴსნაი“ (ხმა VIII).
- იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშ ჳდჱ,
ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი
ყოველთა სათნოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ
სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII).
 
გალობა VII, „კურთხეულარსა“.
 
ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი
ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მ ჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს
უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ-თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრე ბული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა
შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო,
უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტ ჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს -მყავ
შესხმად ქებულებისა შენი სა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და
ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი რაჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისაჲ და აღიღე მისგან
საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ -ადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და
სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ
ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა
მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ-ლადწმიდაო ღმრთისმშობელო“.
 
გალობა VIII, „აკურთხევდითსა“.
 
ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს გულისწყრომითა, და
რისხვითა, და ძალითა მაღლისა ჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და
დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი
უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„უფალსა ყოვლის -მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათ ჳს,
რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით
მას უკუნისამდე“.
„მარხუაჲ და ლოცუაჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა
მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი
უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“.
„არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე
რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი
უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“.
„მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს
პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით,
ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა
დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა
კრებული, რამეთუ სახარუ -ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მ ჴურვალედ
მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის -მშობელო, განანათლენ,
გონებაჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -ამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი:
ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობა IX, „ადიდებდითსა“.
 
ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი
შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლ ჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთ ჳს,
ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.
„იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმ ჴნით იღუაწე
ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო
თამარ“.
„სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო
ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა
მიიღე გჳრჳნი სასოებისაი“.
„პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და
პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა,
რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“.
„მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა
სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო ,
წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათჳს“.
„დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისაჲთა მღჳძარეო
ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა“.
„აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე
ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთ ჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან
მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მეფისა:
- „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე -დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ
სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ -ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი
სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ
ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და
განათლებასა.
„დიდება“ მისივე: ,,მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილება ჲ გონებისა შენისაჲ, და
განაბრწყინვა რა ჲ სულთა ცნობა ჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და
ბრწყინვალჱ, უფრო ჲს მზისა, ბრწყინვალებითა კეთილთა საქმეთა ჲთა გამოგაჩინა, სანატრელო
მეფეო, წმიდაო თამარ“.
,,აწ და“ მისივე: ,,ხატისა შენისა არა თაყუანის -მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო,
სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ“.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მეფისა - 4 მუხლად:
„მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ
მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა
თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი
ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა
ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“.
„ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი
განსწურთნენ სიტყ ჳთა და საქმითა საღმრთო ჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგ ჳვიწყებ, დედოფალო, და
მოგვანიჭე სიბრძნ ჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რა ჲთა
სიყუარულითა ღმრთისა და მ ოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა გზასა
ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“.
„ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და
სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად
გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა
შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ
მხილველნი ვარძიისა და ქუაბ -ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და
სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა
აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“.
„სუფევდი რა ჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმ ჴნითა და სიქველითა დავით იანითა,
იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა,
არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოც ჳთა მჴურვალითა, და ენაჲ გესლოვანი უღმრთოთა
მწვალებელთაჲ დაჴსენ ძალითა საღმრთოჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გ ჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ
და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ-კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე
წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“.
„დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა
ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოები -საჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისა ჲთა და დაჰლეწე ყოველი
საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა
აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათ ჳს ქრისტ ჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა
წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო,
შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა – სულითა საღმრთოჲთა შჳლთა საყუარელთა მოწყა-
ლებად განმწვრთუნელო; გიხარო -დენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა გა ნმაბრწყინვებელო და
სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი
ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა“ (ხმა I)
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვსძლე მე...“
(ხმა I)
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით):
,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი: მეფისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მეფის III გალობიდან - 4 მუხლი,
- მეფის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მეფისა.
კონდაკები: ,,დიდება“ - მეფისა;
,,აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მეფისა.
კონდაკები: - ტაძრისა
,,დიდება“ .- მეფისა;
„აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მეფისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მეფისა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთი სა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან
მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“.
ალილუია (ჴმა VIII): ,, ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: ,,პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად“.
განიცადე: „სასუმელი ცცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“
 
2030 წელი 19 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული1 თებერვალი
ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. ანტონ მარტყოფელისა (VI); ღირ. მაკარი დიდისა, ეგვიპტელისა (390-391); წმ. მარკოზისა, ეფესოს მთავარეპ. (1444); ღირ. მაკარი ალექსანდრიელისა (394-395); მოწ. ქალწულისა ევფრასია ქალწულისა (303); არსენისა, კერკირელი მთავარეპ. (VIII).
 
ცისკ. - ლკ. 24 დას. VI, 17-23.
ლიტ. - იაკ. 52 დას. II, 1-13. მკ. 46 დას. X, 23-32.
ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება – სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი: მეფისა.
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლად (ჴმა VIII).
„დიდება“ მისივე: „სამგზის სანატრელო...“ (ჴმა V).
„აწდა“ ღვთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღვასა მას ზედა...“ (ჴმაV).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო -მ3 - ღირსისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მისივე: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ მისივე: „უსძლოო ქალწულო...“.
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის
ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
 
დიდი ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII) 2 გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით):
„რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
– რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
– „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ - ღირსისა.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა IV).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა აღმსარებელისა და ღირსისათა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „ღირსო მამაო...“.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2გზის) - 6 მუხლი.
II კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლი.
– კატავასია: „უქმი ქვეყანა...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: „ზეცისა შუებათათვის...“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მრავალთხზულსა განსაცდელსა...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - ღირსისა.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ღირსისა: „ქებით აღვასრულებთ...“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „გიხაროდენ მორწმუნეთა სიხარულო...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „მარტოდ მცხორები...“ (ჴმა IV).
„აწ და“ მისივე: „ქალწულთა შორის...“ (ჴმა IV).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII).
„დიდება“„აწდა“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით):
„რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
– ღირსის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
– ღირსის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისა ტაძრებში:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის -ჰსცემდით
კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ჴმა I): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „გამოჩნდა მადლი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
 
2030 წელი 20 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული2 თებერვალი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. ექვთიმე აღმს. (კერესელიძე, +1944); ღირ. ექვთიმე დიდისა (473); მოწ. ინასი, რიმასი და პინასი (I-II); მოწ. ბასესი, ევსევისა, ევტიქისა და ბასილიდესი (303).
 
ლიტ. - ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
რიგ. - კოლ. 249 დას. (შუათგან), I, 3-6. ლკ. 81 დას. XVI, 10-15.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება – სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა).
კვირის ციკლის – არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „ორი წმიდის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- აღმსარებელისა - 3 მუხლი (ჴმა I).
- ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I).
„დიდება“ აღმსარებელისა: „ზეშთა ხილულთასა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმისა): „წარხდა სახე...“ (ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ აღმსარებლისა: „დიდებულო ექვთიმე...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი აღმსარებელისა: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...“ (ჴმა IV).
„დიდება“ ღირსისა: „მადლი ჰპოვა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის
მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი აღმსარ.: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ ღირსისა: „მადლი ჰპოვა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
 
„რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
 
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: აღმსარებელისა .
„დიდება“ ღირსისა.
„აწ და“ მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი - 2 გზის).
II კანონი - აღმსარებლისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
წმიდის სახელობის ტაძრებში:
I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი - 2 გზის) - 6 მუხლად (პარაკლიტონიდან).
II კანონი - აღმსარებლისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
– კატავასია: - „უქმი ქვეყანა...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - ღირსისა.
- წარდგომა აღმსარებლისა: „ტკივილნი ტანჯვათანი...“ (ჴმა I).
„დიდება“ ღირსისა: „კრძალულებისა სულიერისა...“.
„აწ და“ მისივე: „მადლობისა ქებასა...“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი აღმსარებლისა: „იხარებს ეკლესია ცათა მობაძავი და გალობითა
ღმრთივმორთულითა ხსენებასა შენსა ადიდებს, რომელი ანგელოზთა თანა უგალობ
მეუფესა, მამაო წმიდაო ექვთიმე, ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის“ (ჴმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა
იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ
არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ აღმსარებლისა: „ვითარცა სუროდა...“.
„დიდება“ ღირსისა: „საშოითგან განგწმიდა...“.
„აწ და“ მისივე: „უფლად დედად...“.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- აღმსარებლისა - 3 მუხლი.
- ღირსისა - 3 მუხლი.
„დიდება“ ღირსისა: „სიმრავლე მონაზონთაი...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ მისივე: „დედოფალო შეიწირე...“.
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი აღმსარებელისა: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...“ (ჴმა IV).
„დიდება“ ღირსისა: „მადლი ჰპოვა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
 
„რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა.
– კონდაკი: აღმსარებლისა და ღირსისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- აღმსარებელის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ -თი.
შესვლად:
მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - ტაძრისა;
- აღმსარებელისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - აღმსარებელისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
წმიდის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - ტაძრისა;
- აღმსარებელისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
- აღმსარებელისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - ღირსისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება - ღირსისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა, ყოვლისავეთვის რომელი ესე მომაგო მე“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ
ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა I): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.
ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა
მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და ესევდით მას“.
 
2030 წელი 21 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე კვირა3 თებერვალი
ძველი სტილითხმა IIIახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. მაქსიმე აღმს. (662); წმ. პატრ. კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწ. ნეოფიტესი (303-305); მოწ. ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); მოწ. ქალწულისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწ. ანასტასისა (662); ღირ. მაქსიმე ბერძენისა (1556).
 
ცისკ. - სახ. III, მკ. 71 დას. XVI, 9-20.
ლიტ. - 1 ტიმ. 280 დას. (შუათგან), I, 15-17. ლკ. 93 დას. XVIII, 35-43.
ღირ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა III).
- აღმოსავლური - 3 მუხლი.
- ღირსისა - 4 მუხლი (ხმა I):
„მართალო მაქსიმე, ღირსო, სარწმუნოებისათვის მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ შენ, ვით -
არცა მხნემან მოღუაწემან და გვიჩუენე გზაი კეთილად მსახურებისაი ჩუენ მორწმუნეთა და
აწცა ითხოვე ეკლესიათათვის დაცვაი შეუძრველად ვედრებითა შენითა“ 2გზის.
„მართალსა მაქსიმეს ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვითარცა მხნესა
სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს იე სუისსა, გალობითა საღმრთოითა შევ ასხმიდეთ, რომლისა
მიერ მართალი სარწმუნოებაი გუესწავა ჩუენ, ლმობიერად ვაქებდეთ წადიერად“.
„მოღუაწე მაქსიმე ყოვლად ქადაგი საღმრთოი ჭეშმარიტებისაი, რომლისა ენაი და ხელი
დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ, რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივ -განბრძნობილსა მას
მართლისა მისთვის სარ წმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარი ტად დაცვისათვის ყოველთა
მორწმუნეთა“.
„დიდება“ მისივე: „რომელი წყალობისათვის ჩუე ნისა განკაცნა ჩუენთვის, ორითა ბუნებითა
და ორითა საქმითა და ეგრეთვე ორითა ნებითა აღიარე მაქსიმე და ჰქადაგე ხმამაღლად და
დაუყვენ მწინკულევანნი და ბილწნი პირნი ერთ ნებად და ერთსაქმედ მგმობართანი ბოროტთა
მნივთებელისა ეშმაკისა მზაკუვარებითა“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა) (ხმა III).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მისივე: „მწიგნობრისა ხელოვნისა კალამ იქმნა ენაი შენი აღლესულ მადლითა
მით სულისა წმიდისაითა და აღწერნა ფიცართა ზედა გალობისა ჩუენისათა სათნოებათა
სჯულნი და სიმაღლე მოძღურებათაი და ხორცთა შესხმაი ორითა ბუნებითა და ერთითა
გუამითა ჩუენ, კაცთა, შორის გამოჩინებულისა ღმრთისაი“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3გზის.
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 2გზის (ჴმა III).
„დიდება“ ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ
ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა
ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი.
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
– იპაკო და ანტიფონები (ჴმა III).
– წარდგომა (სახარებისა): ,,თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ წარმართა
სოფელი, რომელი არა შეიძრას“ (ჴმა III).
მუხლი: ,,უგალობით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა“.
– საცისკრო სახარება: სახ. III, მკ. 71 დას. XVI, 9-20.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი - ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,უქმი ქვეყანა...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. უგალობდითსა, ხმა VII.
ძლისპირი: „უგალობდეთ უფალსა მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო
ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“.
„დიდებულო მაქსიმე, საღმრთოი იგი მადლი, სულისა წმიდისაი ენისაგან შენისა
თაფლმწუთოლვარისა დააწთვე ჩემ ზედა“.
„იხილვე ცეცხლ შემწ უველად მწვალებელთათვის შენ, სანატრელო, და ვითარცა
ლერწამნი შურითა საღმრთოითა განჰლიენ იგინი“.
„დიდება“ - „პირუტყული ბრძანებაი ერთისა ნებისაი მგმობართა მიერ დაიდვა, დიდებულო,
ხოლო სიტყვითა შენითა დაჰხსნდა, მამაო“.
„აწ და“ - „შენ უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაი დაუსაბამოი,
ხორცითა უზეშთაეს ბუნებათა გიგალობთ“.
 
გალობა III. განძლიერდასა.
 
ძლისპირი: „შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი
დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი“.
„ყოვლად დიდებული მაქსიმოს, სარწმუნოებისა ჭეშმარიტი ქადაგი, სისხლთა დათხევითა
გამოჩნდა ქრისტეს მოწამედ“.
„ჰოი, სანატრელო მაქსიმე, მონაზონებითა შეიმკვე წესიერად და იქმენ ტაძარ სიწმიდისაი
ღმრთივგანბრძნობილო“.
„დიდება“ - „უფსკრულნი სიბრძნისანი აღმოადინნა ენამან შენმან, მაქსიმე, ქრისტეს
ბრძანებანი მზარდულნი მორწმუნეთანი“.
„აწ და“ - „ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო: ზღუდე მექმენ
ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „სამებისა წმიდისა...“ (ჟამნიდან).
- წარდგომა ღირსისა: ,,მოაშთვე სიტყუათა შენთა ძარღვითა პვიროს უშჯულოი ბოროტის
მზრახვალი და ცოფი, ღირსო მაქსიმე, და დევნულებანი თავს -ისხენ და ჭირნი, დიდებულო
და გუემანი სასტიკნი და დაკუეთაი ენისაი მარჯუენისა მის შენისაი უბიწოისაი,
რომლითაცა სწერდი სწავლათა მაღალთა და მოძღურებათა ღმრთივგონიერთა“ (ჴმა IV).
„დიდება“„აწ და“ იგივე.
გალობა IV. მესმასა.
ძლისპირი: „მესმა უფალო განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ
საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი“.
„ნაშობნი ქუეყანისანი ზეცისათა თანა გნატრით განკვირვებულნი, რამეთუ სიბრძნის
მოყვარებითა გამოსჩნდი, მამაო, სწორ უხორცოთა“.
„მკლველ იყო მძლავრი ბოროტი, არამედ სიმხნე შენი დაუხსნელ იყო, ამის თვისცა შენ
ნეტარ იქმენ, ხოლო უღმრთო იგი ცეცხლსა მიეცა“.
„დიდება“ - „შენ თანა მოღვაწე იქმნნეს ორნი მოწაფენი შენნი ყოვლად ქებულნი და
ღვაწლთა შენთა ეზიარნეს და მოსაგებელთა შენთა ღირს იქმნეს“.
„აწ და“ - „ღმერთი რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ დას ცხრები
ჩუენთვის, ქალწულო, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობა“.
გალობა V. ღამითგანსა.
ძლისპირი: „აღმთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ,
რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით“.
„რომელმან ზეცისა და ქუეყანისა სიბრძნე ისწავა ჭეშმარიტად, ბრძენი, მთავრად
ეწოდების ბრძენსა მაქსიმოსს“.
„სიბრძნისა საღმრთოისა ტრფიალებითა მსგავს იქმენ შენ ქრისტესსა, ღმრთივ -შუენიერ,
ყოვლად დიდებულო მაქსიმე“.
„დიდება“ - „ექსორია იქმენ მძვინვარებითა მძლავრისაითა, არამედ ჰპოვე ქრისტე
ნუგეშინისმცემელად შენდა, მაქსიმე“.
„აწ და“ - „შემდგომად შობისა ქალწულა დ ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად სანატ რელო,
ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“.
გალობა VI. ღაღადყავსა.
ძლისპირი: „მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად
ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაითა“.
„შეწირე სამარადისოდ ღმრთისა ვედრებაი, სანატრელო, და სულთა და ხორცთა
ვნებათაგან და ხრწნილებისაგან გვიოხენ“.
„განხმეს ყოველნივე წვალებისა მწვირიანნი წყარონ ი და დაყოფილ იქმნნეს თქუმულთა
შენთა სურნელთა მიერ, მაქსიმე“.
„დიდება“ - „მილხინე მე, მხოლოო სახიერო და წყარონი მადლთანი გულსა შინა ჩემსა
ლოცვითა მაქსიმესითა აღმოადინენ“.
„აწ და“ - „სამკვიდრებელი ღმრთისაი ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ მორწმუნენი,
ღმრთისმშობლად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III).
გალობა VII. კურთხეულარსა.
ძლისპირი: „ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი,
სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა
ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის“.
„სამებაი ერთ ბუნებად, ერთ ნებად და ერთ ხელმწიფებად ჰქადაგე და ღმერთი
ხორცშესხმული ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა გუასწავე ჩუენ“.
„არა ორნი ნებანი განყოფილნი და ურთიერთარს წინააღდგომნი გვიქადაგენ მამაო, არამედ
არსებითა ბუნებითითა განყოფილნი გუასწავენ ქრისტეს ღმრთისა თანა შეერთებულად“.
„დიდება“ - „სიტყუანი შენნი ძეგლად მართლმადიდებლობისა გვიპყრიან ჩუენ მამაო, და
ერთსა სამებისასა ორითა ბუნებითა და ნებითა აღვიარებთ მამათა ჩუენთა ღმერთსა
კურთხეულსა მარადის“.
„აწ და“ - „თაყვანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა,
სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად ა ღვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო
კურთხეულ ხარ მარადის“.
გალობა VIII. აკურთხევდითსა.
ძლისპირი: „სამნი ყრმანი ღმერთო შეჭურვილნი მადლისაგან მძლედ გამოჩნდეს ალსა და
მძლავრსა მას, შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს: აკუ რთხევდით ყოველნი საქმენი
უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„აღიღე შენ ჯუარი და ყოვლითურთ ტრფიალ იქმენ მისა მიმართ, რომელმან უფროისად
შეიყვარა კაცებაი და მის თანა ჯუარს -ეცუ ნეტარო, და უგალობდ ხმითა ტკბილითა და
ამაღლებდი მას უკუნისამდე “.
„გემოთა განმხრწნელთა ყოვლითურთ უცხო ექმენ შენ, ხოლო თავი შენი ჰყავ ნეტარო,
სარკე შეუგინებელ ღმრთისა და ხმა -ჰყავ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და
ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„დიდება“ - „მძლავრისა უღმრთოისა რისხვაი არად შეჰრაცხე შენ, ჰოი, მაქსიმე, არამედ
ვითარცა გოდოლი, შეუძრველად ეგე მართლაღსარებასა ზედა და ხმატკბილად უგალობდ
უფალსა და ღაღადებდი მას უკუნისამდე“.
„აწ და“ - „სამებაი გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა, და ერთარსებით ვიცნობთ ბუნებასა
ღმრთეებისასა და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას
უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX. ადიდებდითსა.
ძლისპირი: „რომელმან წინაისწარ მოასწავა შობაი უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა
მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ“.
„ქრისტეს ღმრთისა ეკლესიაი ღაღადებს დიდებულო: სისხლი შენი აბელისებრ ვიდრე
აქამომდეცა და ვიდრე უკუნისამდე ქადაგებს ხმამაღლად მართალსა სარწმუნოებასა“.
„დაეკუეთების დღეს ხელი და ენაი დღეს უბიწოსა, ხოლო დასწერს საღმ რთოითა მით
თითითა და კალმითა და სისხლთა გარდამოდინებითა მართალი სარწმუნოებაი აჰყუავილ -
დების“.
„დიდება“ - „განითქუმის სოფელსა შინა საღმრთოი კადნიერე ბაი და ცეცხლი იგი
გულითადი ღმრთისა სიყვარულისაი, რომლისათვის გულსმოდგინედ დასთხიენ სისხლნი
შენნი მაქსიმე საგალობელო“.
„აწ და“ - „მეოხებითა სახიერ დედისა შენისაითა, ახოცენ ცოდვანი ჩუენნი, შეიწირენ
ვედრებაი ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაი და ნაყოფიერ ყვენ სულნი ჩუენნი“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (III).
,,დიდება“ ღირსისა: „მდგომარე ხარ შენ წინაშე საუფლოთა საყდართა გუნდსა თანა
მარტვილთაისა, რომელთაცა ებაძვე და ჩუენცა საკუთარ გუყვენ უფლისა და მსგავს
შენდა გამოგუაჩინენ, მაქსიმე“.
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (III).
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა III).
- ღირსისა - 4 მუხლი:
„სიბრძნითა საღმრთოითა აღვსებულო ახარებდ, დიდებულო ღირსო მაქსიმე, ყოვლად
შუენიერო, მნათობო შორის მონაზონთა და მოწამეთა ზიარო, უბრწყინვალესო ვარსკვლავთა
მწყობრისაო, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა ხმამაღლად მქადაგებელო, რომელმანცა
ტკბილითა მით სწავლითა სარწმუნოებისაითა თაფლ გარდამომდინარით პირით შენით
დაატკბენ კრებულნი მორწმუნეთანი, სამართლად გიგალობთ შენ ვითარცა შესავედრებელსა
ჩუენსა: მოგვიხსენენ ყოველნი წინაშე ღმრთისა ღირსო მამაო“ 2-გზის.
„სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე პირველითგან და განაშუენე მოქალაქობაი შენი
სიტყუათა მიერ და საქმეთა, ღმრერთშემოსილო მაქსიმე, და მოღუაწებათა შენთა საღმრთოთა
მიერ ღმრთივშუენიერად გვიქადაგე განკაცებაი ქრისტეს ღმრთისაი ერთგუამოვნებად ორითა
ბუნებითა და ორითა ნე ბითა და ორითა საქმითა, მნებებელი და სრულმყოფელი ცხოვრებისა
ჩუენისაი და ჩუენ დამტკიცებულნი შენითა ღმრთისმეტყუელებითა, ვიტყვით: ქალწულისა
შობილო, ქრისტე მეუფეო, დიდებაი შენდა“ 2-გზის.
ჩასართავები: 1. „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“.
2. „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (III).
,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და ღირსისა.
– კონდაკი: ღირსისა და აღდგომისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი.
- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ღირსისა;
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- ღირსისა;
კონდაკები: - აღდგომისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- ღირსისა;
კონდაკები: - აღდგომისა.
- ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - კვირისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა III) : „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობეთ მეუფეს ჩვენსა,
უგალობდეთ“.
მუხლი: ,, ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა
სიხარულისათა“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი ღირსთა მისთა“.
ალილუია (ჴმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.
მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისა“.
ალილუია (ჴმა VI ): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა
მისისასა“.