აღდგომიდან მე-3 კვირა · აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა. მენელსაცხებლე დედათა: მარიამ მაგდალენელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); მცხეთის ჯვრის აღმართება; წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); დუდიყვათსა და პაპათში (თურქეთი) 300 მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებულთა (XVII-XVIII); ცხრა კვიზიკელ მოწამეთა: თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასიოსისა და ფილიმონისა (286-299); ღირსისა მემნონ საკვირველთმოქმედისა; მოწამეთა: დიოდორესი და როდოპიანე დიაკონისა (284-305); წმ. ვასილი ეპისკოპოსისა (XVI) (სერბ.); მოწამისა იოანესი (რუმინ.). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე.
მენელსაცხებლე დედათა კვირას „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.
ლიტ. (ლიტურგიაზე) საქ. 16 დას. VI, 1-7. მკ. 69 დას. XV, 43 - XVI, 8.
დამატ. (ლიტურგიაზე) 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ინ. 4 დას. I, 35-51.
ცისკ. სახარება მე-3: მკ. 71 დას. XVI, 9-20
მოც. 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ინ. 4 დას. I, 35-51.
ლაზ. მოწ. ებრ. 331 დას. XII, 1-10. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.