საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 12 ოქტომბერი 2024
ძველი სტილით: 29 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეულიხმა 6

ხსენება

ღირსისა ონოფრე გარეჯელისა, საკვირველთმოქმედისა (XVIII); ღირსისა კვირიაკე განდეგილისა (556); მოწამეთა: დადასი, გავედაისი და კაზდოიასი (IV); ღირსისა თეოფანე მოწყალისა.

საკითხავები

ლიტ. – ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რიგ. – 1 კორ. 146 დას. X, 23-28. ლკ. 19 დას. V, 17-26.

ტიპიკონი

შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 6; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2024 წელი 29 სექტემბერისულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული12 ოქტომბერი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. ონოფრე გარეჯელისა, საკვირველთმოქმედისა (XVIII); ღირ. კვირიაკე განდეგილისა (556); მოწ. დადასი, გავედაისი და კაზდოიასი (IV); ღირ. თეოფანე მოწყალისა.
 
ლიტ. - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რიგ. - 1 კორ. 146 დას. X, 23-28. ლკ. 19 დას. V, 17-26.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - ხატისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა V).
„დიდება“ ღირსისა: „შენ მონაზონთა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ვინ არა
გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– დღის წარდგომა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ღირსისა: ,,რაიმე სახელ გდვათ...“ (ჴმა VIII).
„აწდა“ ღვთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...‘‘ (ხმა VIII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა IV) (საზოგადო).
შენიშვნა: შეგვიძლია გამოვიყენთ ტროპარი ბერმონაზონ გიორგი (ვაინერის) მიერ შედგენილი
„ტროპარიონიდან“:
„სოფლისა ამის საშუებელნი დაუტევენ სიბრძნითა და უდაბნოისა მოქალაქობაი
აღირჩიე, სადა-იგი ღუაწლი კეთილი მოიღუაწე და საქმეთა შენთა ღირსებითა იქმენ
ცისკროვან-მყოფელ ქუეყანისა, ღირსო მამაო ონოფრე, მთიებო გარეჯისაო, ევედრე
ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით):
,,რომელმან კურთხეულ უწოდე...‘‘ (ჴმა VI).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...‘‘ (საზოგადო) ან „სოფლისა ამის საშუებელნი...“
(ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით):
,,რომელმან კურთხეულ უწოდე...‘‘ (ჴმა VI).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება კმევა სრულიად
ტაძრისა.
– I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა: ღირსისა.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან,
პარაკლიტონიდან).
II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: ,,მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: ,,მღვიძარედ მწყემსად გამოუჩნდი სამწყსოსა, შენდა ღმრთისაგან
რწმუნებულსა, სიტყვიერთა ცხოვართა ერთად შემომკრებელი გზათა ზედა, ღმრთისადმი
მიმყვანებელთა, კეთილ მსახურებისა მასწავლელო და კეთილ -ჩუეულებათა დამნერგველო, ღირსო
მამაო ონოფრე, მოგვიხსენენ ჩუენ, ღირსად პატივისმცემელნი სახელისა შენისანი“ (ჴმა VI).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხო ვნის შესაბამისად, კონდაკის შემ დეგ იკოსიც უნდა
წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,იწრო გზა მოღვაწებისა...“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა‘‘ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი:
„დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო საწადელო...“ (ჴმა VII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (იხ. III ჟამი).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...‘‘ (საზოგადო) ან „სოფლისა ამის საშუებელნი...“
(ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით):
,,რომელმან კურთხეულ უწოდე...‘‘ (ჴმა VI).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: „დიდება“ - რიგის წმიდისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - ტაძრისა.
„დიდება“ - რიგის წმიდის;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე – წმიდისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – წმიდისა და დღისა (რიგისა).
წარდგომა (ჴმა III): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა IV): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს“.
ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.