საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 8 დეკემბერი 2024
ძველი სტილით: 25 ნოემბერი
სულთმოფენობიდან 24-ე კვირახმა 7შობის მარხვა · თევზი

ხსენება

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა. მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპისა (101) და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (311); ღირსისა პეტრე მდუმარისა (დაახლ. 429).

საკითხავები

ცისკ. – სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
ლიტ. – ეფ. 221 დას. II, 14-22. ლკ. 71 დას. XIII, 10-17.
ღმრთისმშობ. – ებრ. 310 დას. IV, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

ტიპიკონი

კვირის „ღამისთევის“ მსახურება ათთორმეტთაგანი ღმრთისმშობლის დღესასწა - ულის წარგზავნაზე.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 7; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2024 წელი 25 ნოემბერისულთმოფენობიდან 24-ე კვირა8 დეკემბერი
ძველი სტილითხმა VIIახალი სტილით
 
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა.
 
ხსენება:
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა. მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპისა (101) და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპ. (311); ღირ. პეტრე მდუმარისა (დაახ. 429).
 
ცისკ. - სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
ლიტ. - ეფ. 221 დას. II, 14-22. ლკ. 71 დას. XIII, 10-17.
ღმრთისმშობ. - ებრ. 310 დას. IV, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან (ძვ. სტ. 21 ნოემბერი).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება ათთორმეტთაგანი ღმრთისმშობლის დღესასწა - ულის წარგზავნაზე.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შენიშვნა: ათთორმეტთაგანი დღესასწაულის წარგზავნა აღესრულება „დიდებამაღალიანის“ (III რან -
გი) მსახურებით და ყოველივე იგალობება დღესასწაულისა. სადღესასწაულოში მოცემული მითითე -
ბის მიხედვით კი, დღესასწაულის საკითხავებთან ერთად არ არის დატევებული მღვდელმოწამე კლი-
მენტის და პეტრე ალექსანდრიელის სა კითხავები, ხოლო როცა წარგხავნა კვირას ემთხვევა, ამ ორი
წმიდიდან აკოლოთია დაიტევება წმ. პეტრესი და აღდგომისა და დღესასწაულის საკითხავებთან
ერთად აღესრულება წმ. კლიმენტის საკითხავებიც.
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VII ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა VII).
- აღმოსავლური - 1 მუხლი;
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I).
- წმ. კლიმენტისა - 3 მუხლი (ჴმა II).
„დიდება“ - დღესასწაულისა: „შემდგომად შობისა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „უაღრეს ბუნებათა...“ (ჴმა VII).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
,,დიდება“ფ,,აწ და“ - დღესასწაულისა: ,,მოვედით დღეს...“ (ჴმა VI).
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: ,,დახსენ ჯვარითა შენითა...“ - 2-გზის (ჴმა VII).
„დიდება“ ტროპარი წმ. კლიმენტისა: „რომელი ღმრთისა მიერ...“ (ჴმა IV).
შენიშვნა: ჟამნში მოცემულია ტროპარი წმ. კლიმენტისა და ტროპარი ორივე წმიდა მამისა საერთო,
აგრეთვე ცალ-ცალკე კონდაკები წმ. კლიმენტისა და წმ პეტრესი და საერთო კონდაკიც.
„აწ და“ - ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ
ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“ -ზე ითქმის
ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ა
– სადიდებელი მე-19 კანონის 134-ე და 135-ე ფსალმუნებიდან გამოკრებილი მუხლები.
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
– იპაკო და ანტიფონები (ჴმა VII).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“ (ჴმა VII).
მუჴლი: „აღგიარო შენ უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
– საცისკრო სახარება: სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I - კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირით).
II - კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე)..
III – დღესასწაულის მე-2 კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
IV - კანონი წმ. კლიმენტისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა IV).
- კონდაკი კლიმენტისა: ,,საღმრთოისა ვენახისა...“ (ჴმა II).
- წარდგომა წმ. კლიმენტისი: ,,აღმობრწყინდი ვითარცა მზისა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულის: ,,უბიწო ტარიგი...“ (ჴმა IV).
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა VII).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) II).
,,დიდება“ „განმანათლებელი“ წმიდათა: ,,დღეს ბრწყინვალე...“.
„აწ და“ - დღესასწაულისა: ,,რომელიცა პირველად...“.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა – 4 მუხლი;
- დღესასწაულისა – 4 მუხლი ( იხ. ძვ. სტ. 25 ნოემბერს, რიგზედ, „აქებდითსა“ -ზედა
დასდებლები დღესასწაულისა, „აწდას“ მუხლთან ერთად,
ჩასართავები თვით დღესასწაულის „სტიქარონსა“ -ზედა
დასდებლებში მოვიძიოთ).
,,დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (II).
,,აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა VII) და დღესასწაულისა.
– კონდაკი აღდგომისა და დღესასწაულისა მონაცვლეობით.
შენიშვნა: ზოგადად, III ჟამზე იკითხება ის კონდაკი, რომელიც იკითხება მე-6 გალობის
შემდეგ.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
- დღესასწაულის კანონის IX გალობიდან – 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად: ტროპარები: - აღდგომისა;
- დღესასწაულისა;
- წმ. კლიმენტისა.
კონდაკები: - აღდგომისა;
- „დიდება“ - წმ. კლიმენტისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა და ალილუია - აღდგომისა (ხმისა) და დღესასწაულისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და დღესასწაულისა.
განიცადე – კვირისა და დღესასწაულისა.
წარდგომა (ჴმა VII) : „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი
მშვიდობით “.
მუხლი: ,,შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევიეთ უფლისა შვილთა ვერძთასა“.
წარდგომა: (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა“.
ალილუია (ჴმა VII): „კეთილ არს აღსარება უფლისა და გალობად სახელსა შენსა მაღალო“.
მუხლი: „მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ ღამედ“.
ალილუია(ჴმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისაჲ მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
,,ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი : ,,ანგელოზთა რა იხილეს
შესლვაჲ...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,კიდობანსა მას შჯულისასა...“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.