საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
პარასკევი, 12 სექტემბერი 2025
ძველი სტილით: 30 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-14 შვიდეულიხმა 4მარხვა · თევზი
ხსენება
მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე საკვირველთმოქმედისა (IX-X); კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანება (1724).
საკითხავები
ლიტ. – გალ. 201 დას. II, 6-10. მკ. 20 დას. V, 22-24, 35 - VI, 1.
მართლ. – კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 26 დას. VI, 31-36.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 4; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2025 წელი 30 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-14 შვიდეული12 სექტემბერი ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ხსენება: მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირ. ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირ. ფანტინე საკვირველთმოქმედისა (IX-X); კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწ. აღმოყვ. (1724). ლიტ. - გალ. 201 დას. II, 6-10. მკ. 20 დას. V, 22-24, 35 - VI, 1. მართლ. - კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 26 დას. VI, 31-36. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან (ნათლისმცემლის საკითხავები), ხოლო ილია მართლის საკითხავები (განგება ექვთიმე კოჭლამაზაშვილის მიერ არის შედგენილი), მოცემულია მხოლოდ 2013 წელს გამოშვებულ სამტომეულ სადღესასწაულოში. ვინც ამ გამოცემით არ სარგებლობს, შემოგთავაზებთ საკითხავებს, რომლებიც დეკანოზ მიქაელ გალდავას მიერ შედგენილი წმ. ილია მართლის დაუჯდომლის მიხედვით შევადგინეთ, ასევე დაგვჭირდება საზიარო თვენი (აღმსარებელისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - წინამორბედისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-15. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - წინამორბედისა - 3 მუხლი (ჴმა IV, რიგზედ, ძვ. სტ. 30 აგვისტო). - მართლისა - 3 მუხლი: „დაუვალისა მის უქმნელისა მნათობისა ქადაგად აღმოცისკრებულო ვარსკვლავო და ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიერ მომადლებულსა ნეტარებასა მიმთხვეულო, რომელმან ახოვანითა მით მღვიძარებითა შენითა ჩვენ, უდებთა და საწყალობელთა, სულიერი იგი ძილი წარმწყმედელი განაფრთხე და გონებითნი საცნობელნი განგვიბრწყინვე, აწცა შეგვაწყნარე დამბადებელისა სახიერებასა, რათა ღმრთისა წმიდათა ძალისაებრ ჩვენისა მაქებელნი შენ, დაუღამებელისა მის ნათლისა მეტრფესა, მარადის გიგალობდეთ“. „სიკვდილითა სიკვდილისა მძლეველისა მობაძავო და მამულისა შენისა საკურთხეველისა წინაშე წარმდგარო ტარიგო პატიოსანო, ფრიადითა მით მღვიძარებითა და სისხლისა შენისა დათხევითა წმიდათა და მართალთა თანა მითვალულსა ესრეთ გადიდებთ“. „საღმრთოჲთა მით ბეჭდითა ნიშანდებულმან და სულისა წმიდისა მიერ მადლითა მით ცხოველითა აღბეჭდულმან, მამულისა შენისა ხატებისა ტრფიალება ჲ ყრმობითგანვე შეისაკუთრე, ჰხმობდი რა ჲ ესრეთ ცათა მიმართ: ალილუია“. „დიდება“ წინამორბედისა: „კვალად იროდია...“ (ჴმა VI). „აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მართლისა (თავისი ჩასართავებით). „იბერიისა სიყვარულითა მოტყინარეო და აღტრფობილო, მაცხოვნებელისა მთესვარისა მარცვალი ლხინებული აწ გამოგვიბრწყინვებ სულიერისა ნაყოფისა უხვებასა და ჩვენცა, სიხარულითა მით სიმშ დისაჲთა აღვსებულნი, გიღაღადებთ შენ“. „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. „მრთელისა და მართლისა მეცნიერებისა წიაღთაგან მოწევნულსა ხმოვანებასა, რომლისა მეტყველებაჲცა ზეცად აღიწევის, უხრწნელისა საუნჯისა მეძიებელნი თანამეხმე ვე ქმნნეთ, მორწმუნენო: ალილუია“. „ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“. „შენისა საყვარელისა მამულისა ზეობისა მოსურნეო და სიყვარულითა მისითა ძილისაგან განკრთომილო, აწმყო ჲსა მაჯისცემისა მოყურადეო და მომავალისა საშვებელისა მჭვრეტე -ლო, ქვეყანასა ზედა უშჯულოებისა მამხილებელი აწ ცათა შინა გალობ ესრეთ: ალი-ლუია“. „დიდება“ წინამორბედისა: „შობა უსჯულო...“ (ჴმა IV, რიგზედ). „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა...“ (ჴმა II). „დიდება“ ტროპარი მართლისა: „ღუაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოი იგი სოფლისაი მოიმუშაკე და გონებითა ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კუალად აღგვადგინენ, ჭეშმარიტება ჲ სთესე და გვირგვინი უკუდავებისა ჲ მოიპოვე, სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი დიდებისაჲ დაიმკვიდრე, ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია მართალო, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV). შენიშვნა: 2013 წლის სადღესასწაულოში მოცემულია ტროპარი: „სიყრმითგან მოიგე...“ (სამწუხაროდ ხმა მითითებული არ აქვს). „აწ და “ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე). ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა...“ 2-გზის (ჴმა II). „დიდება“ მართლისა: „ღუაწლითა და სისხლითა...“ (ჴმა IV). „აწ და “ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა: - ,,ხორციელისა სიზრქისა მაოტებელითა სწავლულებითა განბრძნობილმან და სამშობლო ჲსათვის მოღვაწებისა მნებებელობითა წმიდათა მამათა თანა მემწყობრემან, თავს იდევ რა ჲ მამულისათვის ფრიადი მუშაკებაჲ, იგალობე ღმრთისა მიმართ: ალილუია“. „დიდება“ „აწ და“ იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა: - ,,ღმრთივსწავლულებისა უსუპითა სხურებულსა, რომელმანცა სიტყვიერითა მით ქნარითა, გულისხმაჲ ჩვენი, მცონარებითა მოწყლული, წმიდა -ჰყვენ და ჩვენთვის ჯვ არცმულისა მაცხოვარისა სასოებად კვალად აღგვადგინენ, ხმითა კეთილითა გიგალობთ ქრისტეანენი: ალილუია“. „დიდება“ „აწ და“ იგივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის). II კანონი - წინამორბედისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, იხ. ძვ. სტ. 29 აგვისტო, შეიძლება ორივე კანონიდან 2-2 მუხლი წავიკითხოთ). III კანონი - მართლისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). შენიშვნა: მათ, ვინც 2013 წლის სადღესასწაულოთი არ სარგებლობს, აღმსარებლის საზიარო თვენი უნდა გამოიყენონ. – კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი მართლისა: - კონდაკი: „ღმრთისა მიერ ჩვენ შორის ახოვნად გამოჩინებულო და მრავალფერითა მოღვაწებითა შენითა საუფლოსა წიაღსა დაგებულო, აღანთენ ჩვენისა გულისა ლამპარნი დაშრეტილნი, რათა ღმრთისა წინაშე ჩვენნიცა საქმენიცა ბრწყინვიდენ მღაღადებელნი ესრეთ: ალილუია“. - იკოსი: „ქვეყანისა ტაძრითგან ცათა მიმართ აღმავალო სულნელო ღმრთაებრივო, რომელმან ჩვენდა მომართ აღძრული ბევრეული მანქანება ჲ ბელიარისაჲ გარე-წარაქციე, მადლიერებისა გრძნობითა განტფობილნი ესრეთ გიგალობთ: გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო“. - წარდგომა მართლისა: „მაცხოვნებელისა გზისა იწროებისა შემცნობელო, რომელმან ტანჯვისა სასუმელისა შესმითა ჩვენ, უძლურთა და დაცემულთა, შეჭირვებანი აღასუბუქენ, სულითა მდაბლითა და გულითა შემუსვრილითა ხმა-ჰყავ ღმრთისა მიმართ: ალილუია“. „დიდება‘‘ „აწ და“ წინამორბედისა: „ბერწისაგან გამობრწყინდი...“ (იხ. ძვ. სტ. 29 აგვისტო). – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი წინამორბედისა (იხ. რიგზედ, ძვ. სტ. 30 აგვისტო)). – შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა‘‘ (IX გალობისა): – „განმანათლებელი‘‘ მართლისა: „განუპარველითა მადლითა სიმართლისათა დღე -ყოველ აღმსთობილო და ნიჭისა მის უშურველისა განხორციელებითა ქრისტესა თანა ჯვარცმულო, ქებითა შენითა მწყობრობენ მორწმუნენი ღმრთისანი“. „დიდება‘‘ „აწ და“ წინამორბედისა: „წინასწარმეტყველთა შორის...“ (იხ. ძვ. სტ. 29 აგვისტო). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მართლისა - 4 მუხლად: „დამზრალისა ქვეყანისა განმატფობელო და შმაგისა მის ბელიარისა გოდებაო, დაუძინებე -ლისა გველისა მბრძოლსა ახოვანსა, რომელმან ძალითა საკვირველითა შენითა შურითა განცოფებულთა მხედრობანი შემუსრენ, ესევითარსა ქებასა შეგასხამთ მგალობელნი შენნი“. „ნებსით ჯვარცმულმან ჩვენისა ცხოვრებისათვის, რომელმან წყალობითა თვისითა უშურველითა განგააზნაურა, მარადსა თანაწარსადინელსა ცხოვნებისასა შეგრთო შენ, და ჩვენცა, შენისა სრბისა მედღესასწაულენი, მლხინებელ გექმნებით წმინდანსა: ალილუია“. „სოფლისა ამის განხრწნილისა თეატრონისა მოყვარულთა თხარეს წინაშე პირსა შენსა მთხრებლი და, ფსალმუნისა სიტყვისაებრ, "იგინივე შთაითხივნეს", ხოლო შენ, მაცხოვარისა ჩვენისა თანახატ - ქმნილი, სასუფეველისა წიაღ აღიწიე, ამისთვისცა ვხმოვანებთ შენდა მიმართ“. „შენისა საყვარელისა მამულისა ზეობისა მოსურნეო და სიყვარულითა მისითა ძილისაგან განკრთომილო, აწმყო ჲსა მაჯისცემისა მოყურადეო და მომავალისა საშვებელისა მჭვრეტელო, ქვეყანასა ზედა უშჯულოებისა მამხილებელი აწ ცათა შინა გალობ ესრეთ: ალილუია“. „დიდება‘‘ წინამორბედისა: „წინამორბედო მაცხოვრისაო ...“ (იხ. რიგზედ, „აღვივსენითსა“ -ზედა „დიდების“ მუხლი). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „საფარველი შენი...“ (ჴმა VIII). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა...“ (ჴმა II). „დიდება“ მართლისა: „ღუაწლითა და სისხლითა...“ (ჴმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარები: წინამორბედისა და მართლისა. – კონდაკები: წინამორბედისა და მართლისა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მართლის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით), და „დიდება“ „აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - წინამორბედისა; - მართლისა; კონდაკები: - წინამორბედისა; „დიდება‘‘ - მართლისა; „აწდა“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - წინამორბედისა - მართლისა. კონდაკები: - ტაძრისა. - წინამორბედისა „დიდება‘‘ - მართლისა. „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მართლისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მართლისა. წარდგომა: (ჴმა VII) „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის -ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“. წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“. ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“. ალილუია (ჴმა II ): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუჱყანისა ღმერთმან“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |