საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 26 ოქტომბერი 2025
ძველი სტილით: 13 ოქტომბერი
სულთმოფენობიდან მე-20 კვირახმა 3

ხსენება

VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება (787);
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა; ღირსისა ანტონისა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა; მოწამეთა: კარპესი, თიატირელი ეპისკოპოსისა, პაპილა დიაკონისა, აღათოდორესი და დისა მისისა აღათონიკასი (დაახ. 251); მოწამისა ფლორენტისა (I-II); მოწამისა ბენიამინ დიაკონისა (421-424); ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა (დაახ. 838); მოწამისა ქრისასი (1795) (ბულგ.).

საკითხავები

VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება (787)
ცისკ. – სახ. IX, ინ. 65 დას. XX, 19-31.
ლიტ. – გალ. 200 დას. I, 11-19. ლკ. 35 დას. VIII, 5-15.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

ტიპიკონი

კვირას, წმიდა მამათა ხსენება, შეერთებული „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 3; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2025 წელი 13 ოქტომბერისულთმოფენობიდან მე-20 კვირა26 ოქტომბერი
ძველი სტილითხმა IIIახალი სტილით
 
VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება (787)
 
ხსენება:
VII მსოფლიო კრების წმ. მამათა ხსენება (787); დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა; ღირ. ანტონისა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა; მოწ. კარპესი, თიატირელი ეპ., პაპილა დიაკონისა, აღათოდორესი და დისა მისისა აღათონიკასი (დაახ. 251); მოწ. ფლორენტისა (I-II); მოწ. ბენიამინ დიაკონისა (421-424); ღირ. ნიკიტა აღმს. (დაახ. 838); მოწ. ქრისასი (1795) (ბულგ.).
 
ცისკ. - სახ. IX, ინ. 65 დას. XX, 19-31.
ლიტ. - გალ. 200 დას. I, 11-19. ლკ. 35 დას. VIII, 5-15.
ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ღმრთისმშობლის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირას, წმიდა მამათა ხსენება, შეერთებული „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა III).
- ღმრთისმშობლის ხატისა - 3 მუხლი (ჴმა V).
„განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ
აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღ ჳთ მოძღუანებული საკ ჳრველი ხატი
ღმრთისა დედისა ჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარ ჱ, ჭირთა და მწუხარე -
ბათა წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალები სა თ ჳსისაჲთა
ყოველთა განმანათლებელი“.
„შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და
სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ
ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ
წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“.
„ჰოი ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუალი
ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე ღმრთისა
დედისაჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა
განგუანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან“.
- წმ. მამათა – 4 მუხლი (ჴმა VI).
„დიდება“ წმ. მამათა: „დღეს სულისა...“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა
განკვირდეს...“ (ჴმა III).
– შესვლა საცეცხლურით.
– დღის წარდგომა.
– საწინასწარმეტყველო: მამათა – 3 და ღმრთისმშობლისა – 3 (იხ. ძვ. სტ-ით 8
სექტემბერი).
– „ლიტიასა“ ზედა დასდებლები – ტაძრისა.
„დიდება“ წმ. მამათა: „მოციქულთა მცნებისა...“ (ჴმა III).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,უთესლოდ მუცლად იღე...“ (ჴმა III).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
,,დიდება“ წმ. მამათა: ,,წლითი წლად დღეს...“ (ჴმა IV).
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 2-გზის.
- ტროპარი წმ. მამათა: „უფროსად დიდებულ ხარ...“ (ჴმა VIII) 1-გზის.
– პურის კურთხევა.
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 2-გზის (ჴმა III).
„დიდება“ ტროპარი წმ. მამათა: „უფროსად დიდებულ ხარ...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო
ღვთისმშობელო, სიმრთელე -ნი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა
სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა
უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით
განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის
ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ა
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო,
ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და135-ე ფსალმუნები).
– ,,გადიდებსა“ ღმრთისმშობლისა: ,,გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო,
ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა
კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა“
(გამოკრებილი ფსალმუნი ღმრთისმშობლის შობისა)
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
– იპაკო (ჴმა III).
„წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ ხატისა:
„ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს
ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო სავანესა ივერიისასა მიანიჭებს მცველსა
დაუძინებელსა და ჭირთაგან მ ჴსნელსა, ამისთ ჳსცა გიგალობთ შენ,
ყოვლადწმიდაო, მარადის დაგჳფარე ჩუენ საფარველითა შენითა“ (ჴმა I, წარდგომა
შემდგომად I სტიქოლოგიისა);
„განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა
მრავალთა, სიყუარულითა პატივისმცემელნი ყოვლადუბიწოისანი და
განშუენდებიან დიდებითა მაღლი-საჲთა, რომელი მოეცა მათ მისლვითა წმიდისა
ხატისაჲთა, რომელი ცისკრითა ღმრთისმცნო -ბელობისაჲ განანათლებს
კეთილმსახურებითა მგალობელთა თ ჳსთა“ (ჴმა III , წარდგომა შ ემდგომად II
სტიქოლოგიისა); „დიდება, აწ და“:
,,მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით
პატივისცემაჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა
ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრთოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა
მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით
მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა
კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადე -
ბელითა ლოცვითა მგალობ ელთა: ალილუია“ (წარდგომა შემდგომად
სადიდებელისა).
– ანტიფონები (ჴმა III).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს,
რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას “ (ჴმა III).
მუხლი: ,,უგალობით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა
ყოველი ქვეყანა“
– საცისკრო სახარება: სახ. IX, ინ. 65 დას. XX, 19-31.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი ღმრთისმშობლის ხატისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი წმ. მამათა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - „აღაღე პირი ჩემი...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
კანონი ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა
 
გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII.
 
- ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკ ჳრველთმოქმედმან
კუერთჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა ჲ და განუპო ზღუა ჲ
მეწამული და ისრაელი ი ჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა:
რამეთუ დიდებით დიდებულ არს“.
- „ჰიო ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქება ჲ ესე,
ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი
წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს
გადიდებდე შენ, ქალწულო“.
- „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობაჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ
თავად ჰშევ საკჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო,
მდაბალი ესე ვედრება ჲ, რაჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ
უძლურებათა შინა ჩუენთასა“.
- „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა
დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა
მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“.
„დიდება“ - „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა
ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ
შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა“.
„აწ და“ - „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა,
რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მ ჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა
დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხე ლნი
შეცოდებანი ჩემნი“.
 
გალობაი III. განძლიერდასა.
 
- ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშე -
ნებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა
სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე“.
- „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულებაჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონით-
გან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშობელისასა,
დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად
სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან“.
- „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ
ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა
გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს
ღმრთისა ჩუენისა“.
- „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს
საკურნებელი ყოვლისა სოფლისა ჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით
შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და
განვთავისუფლდებით უძლურებათაგან“.
„დიდება“ - „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი,
განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვა ჲ მთხოველსა,
რაჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო“.
„აწ და“ - „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო
ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფრო ჲს ნაყოფიერ ჰქმნი
კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III).
კონდაკი და იკოსი - ხატისა:
- კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდა ჲ ხატი შენი, ღმრთის-
მშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა
გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა,
ხოლო მართლმადი-დებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მ ჴსნელად
ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან“.
- იკოსი: „იხილა რა ჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა
ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად
ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა
საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო
ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად“.
- წარდგომა წმ. მამათა: ,,ნათელნო ბრწყინვალენო...“
„დიდება, აწ და“ წარდგომა ხატისა: „მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული
მფარველისა ჩუენისა ჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და
განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგ ჳწოდებს წმიდა ჲ
ღმრთისმშობელი ჩუენი ხ ილვად თ ჳსისა ცეცხლმნთებარისა ხატისა,
მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა
მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა,
მახჳლისა და ჭირთაგან, პატი -ვისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“
(ჴმა I).
 
გალობაი IV. უფალო მესმასა.
 
- ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი
ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მა-
მულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთ ჳსცა წინაისწარმე -
ტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე“.
- „განამზადებდა რა ჲ გზათა საკ ჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა
ჴმაჲ თჳსი უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალებაჲ ხატისაჲ, ვითარცა
ნათელი, აწ შენცა, დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად
სამკჳდრებელსა შენსა“.
- „ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულის-
ჴმაყვეს რაჲ საქმენი შენნი, განკჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით
მოიჴსენე, დედოფალო, რა ჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა
დედაო“.
- „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათ ჳს ჩუენისა, კუალად გამოგ ჳჩინე
ჩუენ ხატოვნება ჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა
თაყუანის-ვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგ ჳკრიბენ მამულნი
განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი“.
„დიდება“ - „ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს
მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების
ერი ჩუენი მადლითა შენით ა, რამეთუ საკ ჳრველი ესე პირი ხატისა ჲ იქმნების,
ვითარცა წყარო ჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათ ჳს და ყოველთათ ჳს
მომნიჭებელი დიდთა წყალობათა“.
„აწ და“ - „შენ ხარ სიმტკიც ჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ
დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე
ზეციერსა სამკჳ-დროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა,
მჴსნელისა ჩემისა თანა“.
 
გალობაი V. ღამითგანსა.
 
- ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო
და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და
ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები“.
- „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსო ჲსა შენისა,
რომელი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა
შენდობასა და საღმრთო ჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან
შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო“.
- „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა
ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა
სულითა სიბრძნისა ჲთა, ურთიერთასისა სი ყუარულითა და საღმრთო ჲსა
გულისჴმის-ყოფისაჲთა“.
- „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი,
ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ
ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენ -დობასა და ჴსნასა
სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა
მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე“.
„დიდება“ - „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ
წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა
შენისაჲ, რომელსაცა ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა და სიყუარუ-ლითა
ამბორს-უყოფთ და ვიტყვით: დედოფალო, მოგვეც მშჳდობაჲ და დაგჳფარენ ჩუენ,
რამეთუ თჳნიერ შენსა სხუაჲ ნუგეშინისმცემელი არაჲ ვიცით“.
„აწ და“ „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად,
უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკჳდრნი სავანისა
ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა“.
გალობაი VI. ღაღადყავსა.
- ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ
ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე
ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო
ჩემო“.
- „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და
ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერია ჲ და ერი ივერიისა ჲ, რა ჲთა
არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რო მლისა
მიმართ აქუთ სასოება“.
- „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო
პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისა ჲ და დაიცევ ქუეყანა ჲ,
რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთ -მსახურებისა გამოი ჴსენ,
რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი“.
- „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის
სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა
გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ“.
„დიდება“ - „ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო
მჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ
აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათა ჲსა, რა ჲთა განეშოროს ხრწნასაცა
ცხორებაჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა“.
„აწ და“ - „მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა,
კადნიერად მო ჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნო ჲსა სიტყ ჳსა ტაძრისად,
წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა
შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი და იკოსი წმ. მამათა (ჴმა VI).
 
გალობაი VII. კურთხეულარსა.
 
- ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა
კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ,
უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
- „ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და
სიცრუვისა თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო,
ვითარცა სახიერმან, მ ჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი
საღმრთოჲსა რისხ ჳსა, რა ჲთა ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო,
კურთხეულ ხარ შენ“.
- „საცთურებასა და ჭირთა სა ჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო,
გუასხურე ცუარი მადლისა შენისა ჲ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი
და გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული
ყოველსა შინა ქუეყანასა“.
- „გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა
ქერუბიმთასა, სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკჳდრა უფალი, სამყაროსა
ცისასა, რომლისაგან აღმობრწყინდა მზჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ,
ღმრთისა დედაო, და აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
„დიდება” - „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ,
ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა
ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“.
„აწ და” - „შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და
ნუგეში და სიქადული ქალაქისა ამის სამეუფოჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა
გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
 
გალობაი VIII. აკურთხევდითსა.
 
- ძლისპირი: „მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა,
ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას
უკუნი-სამდე“.
- „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს
ყოველთა მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცვ ელსა დაუძინებელსა და
ჭირთაგან მჴსნელსა, და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა“.
- „გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთა ჲ,
გაკურთხევს ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო,
მიიღე აწცა ჩემმიერისა უწმიდისაგან მორთმეული ესე ქება“.
- „უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივერონელნო,
აღამაღლებდით ყოველი ქუეყანა ჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა
საკჳრველებათასა აღმოაცენებს საკ ჳრველთმოქმედითა ხატითა თ ჳსითა, ამისთ-
ჳსცა, ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანისგცემთ, გი გალობთ და
აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე“.
„დიდება“ - „სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა
მადლთა ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად
განკუთვნილსა, მარადის ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა
და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი
აღამაღლებენ უკუნისამდე“.
„აწ და“ - „არა არს საზომი სივრცისა ჲ, სიღრმისა ჲ ანუ სიმაღლისა ჲ,
სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნა ჲ მარჯუენისა შენისაჲ, ღმრთისა დედაო,
რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი
აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობაი IX. ადიდებდითსა.
 
- ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ
იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს
ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი,
ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.
- „სიღრმე საიდუმლო ჲსა შობისა შენისა ჲ განაცვიბრებს გონებასა
ანგელოზთასა, ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთა ჲ იოტებს,
რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან,
ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ
ღმრთისმშობელსა გადიდებთ“.
- „მოვედით ყოველნი, თაყუანის -ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედა ჲ
ღმრთისაჲ, რომელმან მოხედვა ჲ-ჰყო ჩუენ მდაბალთა ზე და, რომელი მშიერთა
აღავსებს კეთილითა მიერ და დასდვა ჩუენთ ჳს აღთქუმა ჲ მოწყალებათაჲ,
გამოცხადებითა საკჳრველისა ხატისა თჳსისაჲთა“.
- „აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დას ჴმაჲ
უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი დაჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა
შორის მშ ჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რა ჲთა შენზედა სასოებისა
დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე“.
„დიდება“ - „საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო,
ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ,
შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავსმდებსა ჴსნისა
ჩუენისასა“.
„აწ და“ - „ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ
შემძლებელ არს ღირსად გალობად ენა ჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ
შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისა ჲთა
უდიდებულესი, არამედ, ჵ, დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე
ჩუენ მიერი ვედრებაჲ და გჳჴსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა
დაგჳძს“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IX).
,,დიდება“ – განმანათლებელი წმ. მამათა: ,,მამანო ზეციერისა...“
,,აწ და“ - „განმანათლებელი“ ხატისა: „ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რაჲ
გაბრიელ წიაღთა შინა თ ჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო,
მეუფისა ქრისტ ჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა
ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა III).
ხატისა – 3 მუხლი:
„ჰოი გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა
დედისა ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკ ჳრველებათა მიერ და განანათლებს
მადლითა სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხა რულითა
შევიწყნარებთ რაჲ წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ-არს გალობით ვმადლობდეთ
და პატივს ვსცემდეთ მას“.
„ჰოი შენსა, დედოფალო, ჩუენთ ჳს განგებულებასა, რამეთუ მოგ ჳვლენ ჩუენ
საკჳრველსა ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა
მიურულებელსა და ნუგეშსა ცხორებისა ჩუენისასა, ამისთჳსცა მცნობნი შენისა
პატიოსნისა საკჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ გადიდებთ“.
„ჰოი ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარ ცეცხლმტ ჳრთველი ხატი, ღელვათა
მიერ ზღ ჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინვალეთა
შარავანდედთა მიერ განანათლებს გონებასა კაცთ ასა, ხოლო ჩუენ პატივის -
მცემელნი დღესასწაულისა მისისანი, გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართ
აღვავლენთ დიდებასა“.
- წმ. მამათა - 2 მუხლი. თავისი ჩასართავებით.
,,დიდება“ წმ. მამათა: „მწყობრნი საღმრთონი...“
„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
 
I ჟამზე:
 
,,დიდება“ „აწ და“ გერი (ათერთმეტთაგანი) (IX).
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და წმ. მამათა.
– კონდაკი: აღდგომისა.
 
III ჟამზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და ხატისა.
– კონდაკი: მამათა.
 
VI ჟამზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და წმ. მამათა.
– კონდაკი: ხატისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან).
- ღმრთისმშობლის ხატის III გალობიდან - 4 მუხლი,
- მამათა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“„აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - აღდგომისა;
- წმ. მამათა;
- ხატისა.
კონდაკები: – აღდგომისა;
„დიდება“ - წმ. მამათა;
„აწ და“ - ხატისა.
შენიშვნა: რადგან წმ. მამათა ტროპარი მაცხოვარს მიემართე ბა, ამიტომ
ღმრთისმშობლის ხატის ტროპარის უწინარეს ითქმის.
წარდგომა და ალილუია - წმ. მამათა და ხატისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა), წმ. მამათა და ხატისა.გ
განიცადე – კვირისა და ხატისა.
შენიშვნა: წარდგომა, მამათა გალობა, შინაარსით უფლის სადიდებელია, ამიტომ
აღდგომის ხმის წარდგომას ჩაანაცვლებს.
წარდგომა, გალობა მამათა (ჴმა IV): „კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა
ჩვენთაო და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე“.
მუხლი: „რამეთუ მართალ ხარ შენ ყოვლისავეთვის, რომელი ესე მიყავ ჩუენ“.
წარდგომა, გალობა ღმრთისმშობლისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა
სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ (ჴმა III).
ალილუია (ჴმა I) : „ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდდა ქუეყანასა
აღმოსავალითგან მზისაით, ვიდრე დასავლადმდე“.
მუხლი: „შემოჰკრიბენით მისსა წმიდანი მისნი აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი“.
ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.