საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 31 იანვარი 2026
ძველი სტილით: 18 იანვარი
სულთმოფენობიდან 34-ე შვიდეულიხმა 8
ხსენება
მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირსისა მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388).
საკითხავები
ცისკ. – ინ 36 დას, X 9-16.
ლიტ. – მეფ. – რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
რიგ. – 2 ტიმ. 293 დას. II, 11-19. ლკ. 88 დას. XVIII, 2-8.
ტიპიკონი
შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2026 წელი 18 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული31 იანვარი ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ხსენება: მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირ. ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირ. ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირ. მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388). ცისკ. - ინ 36 დას, X 9-16. ლიტ. - მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. რიგ. - 2 ტიმ. 293 დას. II, 11-19. ლკ. 88 დას. XVIII, 2-8. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი – ღირსისა (ანტონი დდისა). დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – ,,უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: - მეფისა - 8 მუხლი: „მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნ ჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2-გზის. „რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული კეთილ -ად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის. „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თ ჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის. „აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმაჲ, ქებაჲ და დიდება ჲ ძლევით გ ჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე -ლობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშჳდჱ - საქებელი, ლმობიერებაჲ - მოწლე, მოწყალებაჲ - თანა ლმობილი, უმანკოებაჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვა- ვებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა ჲ და მსახურება ჲ მისი შეუორ - გულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკ ჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. „უფლისა მიერ კურთხეულო და სუე-ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორე- ბელ არს შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გ ჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წ ილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად-ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. ,,დიდება“ - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთო ჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღ ამაღლებდი ჯუარსა საღმრთო ჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტ ჱსნი და მშ ჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნო-ებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის ...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით. – დღის წარდგომა. – საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: „ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი, რომლისათ ჳსცა სათნო -ყო სიკეთ ჱ მეფობისა შენისა ჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“. მუხლი: აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი. „აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისა ჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ -ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მჴნეო ჴელმწი-ფეო, და მარადის გიჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწ-მუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო“. მუხლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა. „მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისაჲთა განბრწყინდი, რომლისათჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისაჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“. ,,დიდება“ მისივე: ,,ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიე რებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გ ჳთხოვე ჩუენ განათლება ჲ, განწმედა ჲ და დიდი წყალობაი“ (ხმა V). „აწ და“ მისივე: ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოება ჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს“. – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: - ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). დ დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა: „ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველ-თასა, გონებითა უბიწოჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მ იუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათ ჳს გამო ჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს- ყოფად სასუფეველსა ცათასა“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკ ჳდრებელ-იქმენ სიტყ ჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფრო ჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ -ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ“. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა: „რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტჱს მიერ, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისა ჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშ ჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა სიტყუაჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ მეფისა: „გადიდებთ შენ კეთილმსახურო მეფეო თამარ და პატივს -ვსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენი წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა“ (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან, მღვდელთმთავრისა). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხო რებად და სიმართლითა სლვად, ეგრე თვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულის ჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისა ჲთა და მზაკუარე ბათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ“. „დიდება“ „ აწ და “ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთო ჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსებაჲ, და აღად-გინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო“. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი“ (ჴმა IV). მუხლი: ,,ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარუ-ლისა“. – საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X, 9-16. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მეფისა თამარისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგ ჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთ ჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა“. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: I კანონი – ტაძრისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის). II კანონი – მეფისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა: I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული. ამიტომ რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან „ეტლთა მფლობელი ფარაო“ (პარაკლიტონიდან). II კანონი – მეფისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I, „უგალობდითსა“. ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგ ჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“. „ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა ჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“. „რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წ არჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა“. „გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“. „წრფელ, მდაბალ, მშ ჳდ და მოწყალე, და ს ახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“. ,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ეს რჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“. ,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ -ლისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მი ჴსენ შუამდგომე -ლობითა შენ ითა, ღმრთისმშობელო“. გალობა III, „განძლიერდასა“. ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდა ჲ შენებრ, კაცთმოყუარე“. „დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“. „სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“. „სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშ ჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“. „არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაი“. ,,დიდება“: ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ“. ,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მი ჴსენ და მაცხოვნე მე“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად -შუენიერად მოყუასსა შენსა, მჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რაჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისა ჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“ 2-გზის. ,,დიდება“ მისივე: ,,ჭეშმარიტად საკ ჳრველ-არს სურ ჳლი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნო -ებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძ -არნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“. ,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგ ჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბორო -ტის გარემოდგომილებისა გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასო-ებაჲ შენ ზედა დაგჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა“. გალობა IV, „მესმასა“. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“. „აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“. „ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით“. „ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ-ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“. „რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალება ჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ“. ,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით“. ,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“. გალობა V, „ღამითგანსა“. ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“. „შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისაჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი“. „შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედ-რებელნი“. „ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუ ფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოი“. „ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვა ჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაი“. ,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“. ,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“. გალობა VI, „ღაღადყავსა“. ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“. „ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“. „შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნ ი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო“. „ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა“. „ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ ძ ჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ -აღმსარებელთა აღამაღლენ გ ჳრგჳნი და მშ ჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“. ,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე ქრისტ ჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინება ჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“. ,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ-გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შენთა და სურჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართებაჲ, და შეცოდებათა ჴსნაი“ (ხმა VIII). - იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალებაჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII). გალობა VII, „კურთხეულარსა“. ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ -თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს- მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი რა ჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისა ჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ -ადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. ,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯერო ჲსა, მოწყალებისა მომართ შე ნისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ -ლადწმიდაო ღმრთისმშობელო“. გალობა VIII, „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისა ჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მ ჴსნელისა ღაღად -ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „უფალსა ყოვლის -მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რა ჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „მარხუაჲ და ლოცუა ჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღ ჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარუ-ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის -მშობელო, განანათლენ, გონება ჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -ამშჳდენ, გევედრე ბი, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX, „ადიდებდითსა“. ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“. „იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ“. „სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაი“. „პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“. „მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს“. „დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისა ჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოც ჳსა შენისა ჲ მოგუფინე და ზიარ -მყვენ ნათელსა შენსა“. „აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მეფისა: - „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე-დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა დ ა განათლებასა. „დიდება“ მისივე: ,,მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილება ჲ გონებისა შენისაჲ, და განაბრწყინვა რაჲ სულთა ცნობაჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და ბრწყინვალჱ, უფრო ჲს მზისა, ბრწყინვა ლებითა კეთილთა საქმეთა ჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ“. ,,აწ და“ მისივე: ,,ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მეფისა - 4 მუხლად: „მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“. „ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რა ჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყ უასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“. „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმა ჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ-ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“. „სუფევდი რა ჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმ ჴნითა და სიქველითა დავითიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოცჳთა მჴურვალითა, და ენა ჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთა ჲ დაჴსენ ძალითა საღმრთო ჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ-კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“. „დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲ- თა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისა ჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათ ჳს ქრისტ ჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შ ჳლთა მორჩილებად მამა -დედათა, და მშობელთა – სულითა საღმრთო ჲთა შ ჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხარო-დენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა“ (ხმა I) ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (იხ. III ჟამი). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი: მეფისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: მეფის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი (ძლისპირით) და VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: ,,დიდება“ - მეფისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: - ტაძრისა ,,დიდება“ - მეფისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე – მეფისა და დღისა. შენიშვნა: იხ. ძვ. სტ. 26 იანვარი. სამოციქულო და სახარება – მეფისა და რიგისა. წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“. მუხლი: „ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი“. წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა“. ალილუია (ჴმა I): ,,უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუე-ბდეს ფრიად“. მუხლი: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |