საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ორშაბათი, 9 მარტი 2026
ძველი სტილით: 24 თებერვალი
დიდი მარხვის მე-3 შვიდეულიხმა 6დიდი მარხვა

ხსენება

წმ. იოანე ნათლისმცემელის თავის პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა.

საკითხავები

ცისკ. – ლკ. 31 დას. VII, 17-30.
ლიტ. – წინამორბედის – 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 40 დას. XI, 2-15.
მწუხ. – შესაქმე. VI, 9-22. იგავთა. VIII, 1-21.

ტიპიკონი

დიდი მარხვის III შვიდეულის ორშაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის III პერიოდი (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან აღდგომამდე) · დიდი მარხვის პერიოდი (ბზობის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ მარხვანი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ალილუიას“ მსახურება (დიდი მარხვის სადაგი დღე)
ლიტურგია
პირველშეწირულის ლიტურგია (მწუხრთან ერთად, დღის მეორე ნახევარში) – 24/II (ძველი სტილით)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – მცირე სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – IX ჟამი – სადილის ჟამი – (მწუხრი) პირველშეწირულის ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 24 თებერვალიდიდი მარხვის მე-3 შვიდეული9 მარტი
ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
წმ. იოანე ნათლისმცემელის თავის პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა.
 
ცისკ. - ლკ. 31 დას. VII, 17-30.
ლიტ. - წინამორბედის - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 40 დას. XI, 2-15.
მწუხ. - შესაქმე. VI, 9-22. იგავთა. VIII, 1-21.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – მცირე სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – IX ჟამი – სადილის ჟამი – (მწუხრი) პირველშეწირულის ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის – მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის III შვიდეულის ორშაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VI) და წმიდისა.
– კონდაკი: წმიდისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- მარხვანისა - 4 მუხლი (ჴმა VIII);
- წინამორბედისა - 6 მუხლი (ჴმა II);
„დიდება“ წინამორბედისა: „საუნჯე საღმრთო...“ (ჴმა V).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„ზღვასა მას ზედა...“ (ჴმა V).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დიდი: „ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა...“ (ხმა II) (ჟამნიდან).
I მუხლი: „ღმერთო მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე“.
II მუხლი: „იხილონ გლახაკთა და იხარებდნენ“.
III მუხლი: „გამოიძიეთ ღმერთი და სცხონდეს სული თქვენი“.
– საწინასწარმეტყველო - 3 - წინამორბედისა (სადღესასწაულოდან).
– „და ღირს მყვენ...“ (ჟამნიდან).
– თხოვნითი კვერექსი.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
,,დიდება” წინამორბედისა: ,,ვითარცა საღმრთოითა...“ (ჴმა II).
,,აწ და” - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა” („დიდების” ხმის მიხედვით):
,,ჰოი სასწაული ახალი...” (ჴმა II).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი წინამორბედისა: „ქვეყანით აღმობრწყინდა...” (ჴმა IV).
„დიდება” „აწ და” - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი”
(ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...” (ჴმა IV).
– „მრჩობლი კვერექსი”.
– მღვდელი ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
- ასამაღ: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო...“
- „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა
უფლისათა... გვაკურთხენ“.
– მღვდელი ამბიონზე აღასრულებს დიდ ჩამოლოცვას.
 
მცირე სერობის ჟამი:
 
აღსავლის კარი დახურულია და კრეტსაბმელი ღიაა.
– მღვდელი: ,,კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...” (დახურული აღსავლის კარის წინ).
– მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: ,,დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა”.
- ,,მეუფეო ზეცათაო”. ,,წმიდაო ღმერთო”. ,,ყოვლადწმიდაო სამებაო”. ,,მამაო ჩვენო”.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...”
– მედავითნე: ამინ.
- უფალო შეგვიწყალენ - 12 გზის.
- ,,დიდება” ,,აწდა”.
- ,,მოვედით თაყვანის-ვსცეთ...” - 3 გზის.
– მედავითნე: 50-ე, 69-ე და 142-ე ფსალმუნები.
– მედავითნე: ,,დიდებამაღალიანი”.
– მედავითნე: მრწამსი.
– კანონი: კანონი მოწ. მარკოზისა, არეთუსიელი ეპ. კირილე დიაკონისა და სხვათა
(ხსენება ძვ. სტ-ით 29 მარტი) (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: III გალობის შემდეგ წაიკითხება კონდაკი და წარდგომა წმიდისა.
– ,,ღირს არსი” - იგალობება.
– მედავითნე: „უფალო ღაღად-ვჰყავსა” ზედა დასდებლები, თავისი „დიდება” „აწ და”
- თი, იმ წმიდისა რომლის საცისკრო კანონი წაკითხული სერობაზე, ამ
შემთხვევაში კანონი მოწ. მარკოზისა, არეთუსიელი ეპ. კირილე დიაკო-ნისა და
სხვათა.
– მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო...” ,,ყოვლად-წმიდაო სამებაო...” ,,მამაო ჩვენო...”
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...”
– მედავითნე: ამინ.
ტროპარი წინამორბედისა: „ქვეყანით აღმობრწყინდა...” (ჴმა IV).
- უფალო შეგვიწყალენ - 40 გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...”
- ,,დიდება” ,,აწდა”.
- ,,უპატიოსნესა ქერუბიმთასა...”
- ,,სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ”!
– მღვდელი: ,,ღმერთო მიწყალენ ჩუენ...”
– მღვდელი: აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
– მღვდელი: ,,ღმერთო მიწყალენ ჩუენ...”
– მედავითნე: ამინ.
- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...”
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...”
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...”
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...”
– მღვდელი: ,,დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა”.
– მედავითნე: „დიდება” „აწ და”. „უფალო შეგვიწყალენ” - 3 გზის. „სახელითა
უფლისათა... გვაკურთხენ”.
– მღვდელი - მცირე ჩამოლოცვა.
ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი” (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინამორბედისა: „ქუეყანით აღმობრწყინდა...” - 2 გზის (ჴმა IV).
„დიდება”„აწ და” - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი ” (ტროპრის ხმის
მიხედვით): - ,,რომელი საუკუნითგან...” (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.
– I რიგითი კანონის შემდგომ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა ,,რვახმათა” (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა
VI) (იხ. მარხვანი გვ. 598).
– II რიგითი კანონის შემდგომ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - მარხვანიდან.
„დიდება” „აწ და” - მისივე.
– III რიგითი კანონის შემდგომ მცირე კვერექსი - აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა - წინამორბედისა: „ვითარცა საღმრთო...”
(იხ. წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა სადღესასწაულოდან).
„დიდება” სხვა წარდგომა: „მოგვეცა ვითარცა...”(იხ. წარდგომა შემდგომად II
სტიხოლოღიისა სადღესასწაულოდან).
,,აწ და’’ მისივე: „არასადა დავდუმნე...”
– ,,სადიდებელი” მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა” წინამორბედისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა” შემდგომად „სადიდებელისა”: „ნათლისმცემელისა თავი...” - 2 გზის.
„დიდება” ,,აწ და’’ - მისივე: ,,გმადლობ შენ...”
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა) - ,,მუნ აღმოუცენო რქაი დავითს, და
განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა” (ჴმა IV).
მუხლი - ,,მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”.
– საცისკრო სახარება: ლკ. 31 დას. VII, 17-30.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება” - „ლოცვითა წმიდისა დიდისა წინასწარმეტყველისა...”
„აწ და”- „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...”
- „მიწყალე მე ღმერთო...” („მცირე მიწყალე”).
- ,,რომელ პირველ ჰეროდეს...” (სადღესასწაულოდან).
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...”
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
შენიშვნა: „უმცირესის“ კითხვის წესი დიდმარხვაში მოიძიეთ: „ლიტურგიკული კრებული“ I ტომი, გვ. 20.
I გალობა:
კანონი წინამორბედისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) (სადღესასწაულოდან).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია” მარხვანისა.
III გალობა:
კანონი წინამორბედისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) (სადღესასწაულოდან).
„კატავასია” - „აღაღე პირი ჩემი..”
– შემდგომად „განძლიერდასა” (III გალობისა):
- წარდგომა წინამორბედისა: ,,ვითარცა მარგალიტი...“ 2-გზის.
,,დიდება’’ ,,აწ და’’ - მისივე.
IV, V, VI გალობა:
კანონი წინამორბედისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) (სადღესასწაულოდან).
„კატავასია” - „აღაღე პირი ჩემი..”
– შემდგომად „ღაღადყავსა” (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - წინამორბედისა (ჴმა II).
VII გალობა:
კანონი წინამორბედისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) (სადღესასწაულოდან).
„კატავასია” - „აღაღე პირი ჩემი..”
VIII გალობა:
კანონი წინამორბედისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) (სადღესასწაულოდან).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია” მარხვანისა.
– შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა”.
IX გალობა:
კანონი წინამორბედისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) (სადღესასწაულოდან).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია” მარხვანისა.
– შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა): ,,ღირს არსი’’- არ იგალობება.
– „განმანათლებელი” წინამორბედისა: „ნათლისა მომფენელად...” - 2-გზის.
„დიდება” ,,აწ და” მისივე: ,,ნუგეშინისმცემელად ყოვლადწმიდაო...”
– ,,აქებდით უფალსა ცათაგან” - იკითხება.
– „აქებდითსა” ზედა დასდებლები: წინამორბედისა - 4 მუხლი:.
,,დიდება” მისივე: „ყოვლად პატიოსანი თავი...” (სადღესასწაულოდან).
,,აწ და” მისივე: ,,კეთილის-მოყვარეო ღმერთო...”
– „დიდებამაღალიანი” - იკითხება.
– „აღვივსენითსა” ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით):
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...”
- „და იყავნ ნათელი უფლისა...”
,,დიდება”,,აწ და” მარხვანისა: „შენ გევედრებით...” (ჴმა VIII).
– ,,კეთილ არს აღსარებად უფლისა...” - 1-გზის.
ტროპარი წინამორბედისა: „ქვეყანით აღმობრწყინდა...” (ჴმა IV).
„დიდება”„აწ და” - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი”
(ტროპრის ხმის მიხედვით): - ,,რომელი საუკუნითგან...” (ჴმა IV).
– „მრჩობლი კვერექსი”.
– აღესრულება წმ. ეფრემ ასურის ლოცვა 3 მეტანიით.
შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამები:
 
I ჟამი:
 
– მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ” - 3-ჯერ.
– მედავითნე: ფსალმუნები: მე-5, 89-ე და მე-100.
- ,,დიდება” ,,აწ და” „ალილუია, ალილუია ალილუია, დიდება შენდა ღმერთო” -
3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ” - 3ჯერ.
„დიდება” ტროპარი წინამორბედისა.
„აწ და” - „რამე სახელ გდვათ შენ...” (ჟამნიდან).
– მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...”, „ყოვლად წმიდაო სამებაო...”, „მამაო ჩვენო”.
- კონდაკი წინამორბედისა.
- „უფალო შეგვიწყალენ...” - 40ჯერ.
- „რომელი ყოველსა დღესა...” „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...”
– მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
– მღვდელი: „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...”
– გუნდი: ამინ. „ზესთა მბრძოლოსა ჩემისათვის...”
– მღვდელი: დიდი ჩამოლოცვა.
III ჟამი:
– მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...”
- დასაწყისი ლოცვები.
– მედავითნე: ფსალმუნები: მე-16, 24-ე და 50-ე.
- „დიდება” „აწ და” „ალილუია” - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ...” - 3ჯერ.
„დიდება” „აწდა”.
– რიგითი კანონი - მე-7.
- ,,დიდება” ,,აწ და” „ალილუია, ალილუია ალილუია, დიდება შენდა ღმერთო” - 3ჯერ.
„უფალო შეგვიწყალენ” - 3ჯერ.
„დიდება” ტროპარი წინამორბედისა.
„აწ და” - „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...” (ჟამნიდან).
– მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...”, „ყოვლად წმიდაო სამებაო...”, „მამაო ჩვენო”.
- კონდაკი წინამორბედისა.
- „უფალო შეგვიწყალენ...” - 40ჯერ.
- „რომელი ყოველსა დღესა...” „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...”
– მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
– მედავითნე: „მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო...”
VI ჟამი:
– მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ” - 3-ჯერ
– მედავითნე: ფსალმუნები: 53-ე, 54-ე და 90-ე.
- „დიდება” „აწ და” „ალილუია” - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ...” - 3ჯერ. „დიდება”
„აწ და”.
– რიგითი კანონი - მე-8.
- ,,დიდება” ,,აწ და” „ალილუია, ალილუია ალილუია, დიდება შენდა ღმერთო” - 3ჯერ.
„უფალო შეგვიწყალენ” - 3ჯერ.
„დიდება” ტროპარი წინამორბედისა.
„აწ და” - „რამეთუ არა მაქვს...” ვიდრე - „თავს იდვა ჩვენთვის...” - მდე.
- ტროპარი საწინასწარმეტყველოსი: ,,რამეთუ უძლურ ვართ...” (ხმა IV).
– გუნდი: იგივე ტროპარი - „დიდება” „აწ და” - იგივე ტროპარი.
– მედავითნე: წარდგომა - „ლოცვა ჩემი ღმრთისა მიმართ...” (ხმა IV).
მუხლი - ,,ვითარცა სახედ სურინ...”
საწინასწარმეტყველო - ესაია VIII, 13 - IX, 7.
– მედავითნე: წარდგომა - შემდგომად საწინასწარმეტყველოსი: „მაცხოვარსა პირისა
ჩემისასა...” (ხმა VI).
მუხლი: - ,,მისაჯე მე ღმერთო...”
- ,,წმიდაო ღმერთო...” „ყოვლად წმიდაო სამებაო...”, „მამაო ჩვენო...”
– მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...”
- კონდაკი წინამორბედისა.
- „უფალო შეგვიწყალენ...” - 40ჯერ.
- „რომელი ყოველსა დღესა...” „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...”
– მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
– მედავითნე: „ღმერთო და უფალო ძალთაო...”
IX ჟამი:
– მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ” - 3-ჯერ
– მედავითნე: ფსალმუნები: 83-ე, 84-ე და 85-ე.
- „დიდება” „აწ და” „ალილუია” - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ...” - 3ჯერ. „დიდება”
„აწ და”.
– რიგითი კანონი - მე-9.
- ,,დიდება” ,,აწ და” „ალილუია, ალილუია ალილუია, დიდება შენდა ღმერთო” - 3ჯერ.
„უფალო შეგვიწყალენ” - 3ჯერ.
„დიდება” ტროპარი წინამორბედისა.
„აწ და” - „რომელი ჩვენთვის იშევ ქრისტე...”
– მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...”, „ყოვლად წმიდაო სამებაო...”, „მამაო ჩვენო”.
- კონდაკი წინამორბედისა.
- „უფალო შეგვიწყალენ...” - 40ჯერ.
- „რომელი ყოველსა დღესა...” „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...”
– მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
– მღვდელი: „მეუფეო უფალო იესო ქრისტე...”
სადილის ჟამი:
– მედავითნე: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...” (ხმა VIII).
- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა
შენითა“(ჟამნიდან).
„დიდება” - იგივე ჩასართავი.
„აწ და” - „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“
„მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან).
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
- „მოვედით მისსა და განათლდით...“
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
„დიდება” - „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“;
„აწ და” - მრწამსი.
- „გვიხსენ, გვილხინე...“;
– „მამაო ჩვენო”.
– წაიკითხება კონდაკები:
თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
- კონდაკები - ტაძრისა;
- „დიდება” - წინამორბედისა.
- „აწ და” - „სასოო და შესავედრებელო...”
თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
- კონდაკები - წინამორბედისა.
- „დიდება” „აწ და” - ტაძრისა;
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
- კონდაკები - წინამორბედისა.
- „დიდება” - ტაძრისა;
- „აწ და” - „სასოო და შესავედრებელო...”
– მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ...” - 40ჯერ. - „რომელი ყოველსა დღესა...” „სახელითა
უფლისათა გვაკურთხენ...”
– მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
– მედავითნე: „წმიდაო ღმერთო”, „ყოვლად-წმიდაო სამებაო” „მამაო, ჩვენო“.
– მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...”.
– მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ” - 12-გზის.
– მედავითნე: „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...”
– დიაკონი: სიბრძნით (გაიღება აღსავლის კარი).
– გუნდი: „ღირს არსის” ნახევარი.
– მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ”.
– გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...”
– მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა”.
– გუნდი: „დიდება, აწდა”, „უფალო შეგვიწყალენ” 3-გზის, „სახელითა უფლისათა ...
გვაკურთხენ”.
– მღვდელი - აღასრულებს ჩამოლოცვას (მოიხსენებს მიმდინარე დღის წმიდანებს).
– გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ” - 3-გზის.
პირველშეწირულის ლიტურგია:
მწუხრის ჟამი:
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
– „რიგითი კანონი” - მე-18 (სამ „დიდებად”).
შენიშვნა: კანონის დაწყების წინ, „უფალო შეგვიწყალენ” - 3 გზის და „დიდება”
„აწ და” არ ითქმის. ყოველი „დიდების” შემდეგ აღესრულება მცირე კვერექსი.
– ,,უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება VIII ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებელნი - 10 მუხლად:
- თვითხმოვანი დღისა - 2 გზის (მარხვანიდან) (ხმა VIII).
- მოწამეთა 4 მუხლი პარაკლიტონიდან (ჴმა VI)
ა) „სტიქარონსა” ზედა დასდებლების - 2 მუხლი.
ბ) „აღვივსენითსა” ან „აქებდითსა” ზედა დასდებლების - 2 მუხლი.
- წინამორბედისა - 4 მუხლი (სადღესასწაულოდან) (ჴმა V).
„დიდება“ წინამორბედისა: ,,საუნჯე საღმრთოთა...“ (ჴმა VI).
„აწ და” - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა” (დღისა და „დიდების” ხმის მიხედვით):
„არავინ შენდა...” (ჴმა VI).
– შესვლა სახარებით.
– საწინასწარმეტყველო - 2 - შესქ. VI, 9-22. იგავ. VIII, 1-21.
- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: ,,ღმრთისა მიერ ვიქებოდეთ...”
მუხლი: „ღმერთი ყურთა ჩუენთა...”
- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: ,,მოვიხსენო სახელი შენი...”
მუხლი: ,,აღმოსთქუა გულმან ჩემმან...”
– მღვდელი - მდგომარე წმიდა ტრაპეზის წინ, ორივე ხელით აღამაღლებს საცეცხლურს და სასანთლეს
სანთლით, აღმოსავლეთისაკენ მხედველი გამოისახავს ჯვარს და იტყვის: „სიბრძნით
აღემართენით“ მობრუნდება დასავლეთისკენ ტაძარში მდგომარეთა მიმართ და იტყვის: „ნათელი
ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”.
– მღვდელი II საწინასწარმეტყველოს წაკითხვის შემდეგ: „მშვიდობა შენდა”.
შენიშვნა: აქ მედავითნე არ პასუხობს „და სულისაცა შენისათანა”.
– მღვდელი წარმოთქვამს - დიდ წარდგომას:
- „წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ხელთა ჩემთა
მსხვერპლ სამწუხროდ”.
– გუნდი - იმეორებს წარდგომას.
– მღვდელი ან დიაკონი - მუხლი I - ,,უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხე-
დენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი”.
– გუნდი - იმეორებს წარდგომას.
– მღვდელი ან დიაკონი - მუხლი II - ,,დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნე -ლი ბაგეთა
ჩემთა”.
– გუნდი - იმეორებს წარდგომას.
– მღვდელი ან დიაკონი - მუხლი III - ,,ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა,
მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა”.
– გუნდი - იმეორებს წარდგომას.
– მღვდელი ან დიაკონი - ,,წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე”.
– გუნდი: ,,აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ”.
– მღვდელი - წმ. ტრაპეზის წინ აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
– იკითხება: წარდგომა, სამოციქულო, ალილუია და სახარება (წესისამებრ).
წინამორბედისა - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 40 დას. XI, 2-15.
წარდგომა: „იხარებდეს მართალი უფალისა მიმართ და ესვიდეს მას” (ჴმა VII).
მუხლი: ,,შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა გევედრებოდი რაი მე შენდამი”.
ალილუია: „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს” (ჴმა
მუხლი: ,,ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა”.
განიცადე (მარხვისა) „განიცადეთ და იხილეთ...”
განიცადე - „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა
ეშინოდეს” (წმიდისა).
– „მრჩობლი კვერექსი” - და შემდგომი პირველშეწირული ლიტურგიისა.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.