საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
პარასკევი, 5 ივნისი 2026
ძველი სტილით: 23 მაისი
სულთმოფენობიდან I შვიდეულიხმა 7მსგეფსი

ხსენება

წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინოსი და განათლება ქართველთა ერისა, წმ. მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); წმ. იოანე I, მცხეთის და სრულიად ივერიის მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 340-360); ღირსისა დამიანესი, მეფეყოფილისა დიმიტრისა, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ ავტორისა (1157); ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სინადელი ეპისკოპოსისა (821); ღირსმოწამისა მიქაელისა (IX).

საკითხავები

ლიტ. – რომ. 82 დას. II, 14-29. მთ. 14 დას. V, 33-41.
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
მოც. სწ. – 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ლკ. 50 დას. X, 1-15.

ტიპიკონი

ზატიკის III პერიოდში, სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის I პერიოდი – ზატიკი (აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე) · ამაღლებიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ ზატიკი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (4 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
თავისებურებები
  • „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ აღარ ითქმის.
  • ლიტურგიაზე „ღირსარსის“ ნაცვლად ჩასართავი „მოციქულთა რა იხილეს გარდამოსვლა“ და ძლისპირი „გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო“ (სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე).

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 23 მაისისულთმოფენობიდან I შვიდეული5 ივნისი
ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით
 
სულთმოფენობის შემდგომი დღესასწაული
 
ხსენება:
წმ. მოციქულთა სწორისა ნინოსი და განათლება ქართველთა ერისა, წმ. მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); წმ. იოანე I, მცხეთის და სრულიად ივერიის მთავარეპ. (დაახ. 340-360); ღირ. დამიანესი, მეფეყოფილისა დიმიტრისა, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ ავტორისა (1157); ღირ. მიქაელ აღმს., სინადელი ეპ. (821); ღირსმოწ. მიქაელისა (IX).
 
ლიტ. - რომ. 82 დას. II, 14-29. მთ. 14 დას. V, 33-41.
ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
მოც. სწ. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ლკ. 50 დას. X, 1-15.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება – საზიარო თვენიდან (საზიარო მოციქულ თა), გამოყენებულია საკითხავები თ. მჭედლიშვილის სავედრებელი პარაკლისიდან „წმიდათა მოციქულთასწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი“ და დაუჯდომელიდან „მოციქულთასწორთა მირიანისა და ნანასი“ (საპატრიარქოს გამომც. 2009. რედ. გვანცა კოპლატაძე).
კვირის ციკლის – ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის III პერიოდში, სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შენიშვნა: - ამ მსახურებას კალენდრის მიხედვით III რანგი განეკუთვნება, ჩვენ „სადიდებლიან“
მსახურებას გთავაზობთ.
- სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
– ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამე ბასილისკოსი (ან ნათლისმცემლისა).
– კონდაკი: დღესასწაულისა (ან ნათლისმცემლისა).
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I აღსავალი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV, რიგზედ).
- მოციქულთასწორთა - 5 მუხლი:
ჰოი, ღირსო მეფეო მირიან, სამეფოსა მას შენსა ქადაგე ქრისტე თანაშეწევნითა მეუღ -
ლისა შენისათა და მოუბოძე რა სწავლანი ყოვლადშუენიერნი ერსა, ქრისტეს მიერ საზეპუროდ
აღრჩეულსა და ქრისტიანობისა ებგურად ღირსსა ქმნილსა, ექმენ ზღუდედ და ფარად სამეფოსა
შენსა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი – 2-გზის.
ე ჰოი, საჩინოო, ბრძენ-მხნეო, მეფეო ბრწყინვალეო, აღასრულე რა სრბაი ეგე
მოციქულებრივი მსახურებითა ღმრთისაითა, თავი თვისი შეჰვედრე სუეტსა მას ცხოველსა და
ჯუარსა პატიოსანსა, და მიიცვალე რა წინაშე ღმრთისა, მოიღე შარავანდედი წარუვალისა
სუფევისა და მადლი ჭირთაგან ხსნისა და უძლურთა კურნებისაი – 2-გზის.
ქმნულნი შენნი და მეუღლისა შენისანი, ჰოი, ღმრთივგანბრძნობილო მირიან, არცაღა
დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, და ღუაწლი თქუენი საკვირველი განადიდა ეკლესიამან და
წმიდანი ეგე მეუღლენი მოციქულთასწორად შეგრაცხათ.
„დიდება“ მოციქულთასწორთა: საკვირველი ძლევაი აჩუენე მეფეთა შორის ქართველ -
თასა, ჰოი, პირველმორწმუნეო მირიან, და ძალითა ქრისტეს ღმრთისაითა შეჰმუსრე კადნი -
ერებაი უღმრთოთა და წარმართთაი, აწ ვითხოვთ შენ მიერ შეწევნას, რაითა უღმრთოთა
ნებისაებრ არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და ბჭენი სასუფევლისანი არა დაგვეხშას
სამწყსოსა შენსა.
„აწ და“ დღესასწაულისა: „სამებასა წმიდასა...“ (ჴმა II, რიგზედ).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 მოციქულთასწორთა (საზიარო თვენიდან).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მოციქულთასწორთა: „ვითარცა მზისთვალთა მოირბინეთ კიდენი ქართლისანი და
სავსებაი მორწმუნეთაი განაბრწყინვეთ ქადაგებითა, და განჰხადეთ წყუდიადი უღმრთოებისა და
დაეცით ზახებაი ეშმაკთა უკეთურთა. ჰოი, სრბაი თქვენი, მოციქულთასწორნო, რომლითა
წრფელ ჰყვენით გზანი ზეცისა ქალაქსა შემყვანებელნი მორწმუნეთანი“
შენიშვნა: მოციქულის საზიარო თვენიდან აღებული სტიქარონის ტექსტი მცირედი ცვლილებებით
მივუსადაგეთ წმიდა მირიანსა და ნანას.
„აწ და“ დღესასწაულისა: ,,ნუგეშინისმცემელად გვაქუნდა...“ (ჴმა VII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი მოციქულთასწორთა: „დასაბამ ქრისტეს მორწმუნენი იქმენით თქუენ შორის ქართველთა
მეფეთა და დედოფალთა, დიდებულო მირიან და ყოვლადქებულო ნანა, რამეთუ წარუმართეთ რა
ქალწულსა ნინოს, ნებითა და ძალმოსილებითა სამეუფოითა აღმოფხუერით ქართლს წარმართული
ცდომილებაი და ერი თქუენი მიჰგვარეთ ქრ ისტესა ღმერთსა, მას ევედრენით აწ, დიდებულნო, ხსნად
ჩუენდა ყოველთაგან ჭირთა და სალმობათა“
„დიდება, აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: ,,კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა VIII).
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა VIII) – 2-გზის.
„დიდება“ - ტროპარი მოციქულთასწორთა: „დასაბამ ქრისტეს მორწმუნენი...“
„აწ და“ დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“
– რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
– რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოციქულთასწორთა (საზიარო თვენიდან);
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა (ზატიკიდან, რიგზედ).
– „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მოციქულთასწორთა (მოციქულთა, ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან).
– წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: მოციქულთასწორთა (საზიარო თვენიდან): „საცნაურისა
მზისა...“; „დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა (ზატიკიდან, შეგვიძლია გამოვიყენოთ კვლავ წარდგომა
ან I ან II სტიქოლოგიისა).
– I ანტიფონი IV ხმის, კვირის ცისკრისა: „სიყრმით ჩემითგან...“.
– წარდგომა საცისკრო სახარებისა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა
სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმ,რთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს
სამყარო“.
– საცისკრო სახარება: ლკ. 51 დას. X, 16-21.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდათა მოციქულთასწორთა მეფისა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
- „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...“
- „მოვედით კრებულნო ერთა...“ (საზიარო თვენიდან).
– „აცხოვნე, უფალო, ერი შენი...“.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი – დღესასწაულის მე-2 კანონი - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, იხ. სულთმოფენობის ცისკარი).
II კანონი - მოციქულთასწორთა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– კატავასია: დღესასწაულისა: „საღმრთომან ნისლმან“.
 
კანონი მოციქულთასწორთა
 
გ გალობა I, უგალობდითსა, ხმა მე-2
ტროპარები:
ღუაწლი თქუენი საკვირველი განადიდა წმიდამან ეკლესიამან ქართველთამან, წმიდაო მეფეო
მირიან და ნეტარო დედოფალო ნანა, და ვითარცა მოწაფენი და თანა -მოქმედნი ნინოის ღუაწლისანი,
სამეუფონი ეგე მეუღლენი მოციქულთასწორად შეგრაცხნათ.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ ჟამსა მას ზეობისა თქუენისასა ინება ღმერთმან
წყალობა და ცხორებაი ნათესავისა ჩუენისაი, და გამოთხოვითა და ვედრებითა დედისაითა დედაკაცივე
წარმოავლინა, რამეთუ ნაწილი იყო ივერიაი დედისა ღმრთისა.
წარმოიგზავნა რა ქალწული ნინო საქადაგებლად ქრისტეანობისა, მოვიდა წმიდაი იგი მცხეთად,
და გპოვათ მეფენი და ერნი ცთომასა შინა, თაყვანის -ჰსცემდით რა უსულოთა კერპთა, და ცრემლით
ევედრებოდა უფალსა გამოხსნასა თქუენსა.
ეჰა, სასწაული ღმრთეებრივისა სიყვარულისაი და მადლისაი, რამეთუ ოდეს -იგი ითხოვა
ღმრთისაგან, შემუსრნა კერპნი და ბომონნი რისხვითა ზეგარდამოითა, ხოლო თქუენ შეძრწუნდით
შიშისაგან, ვერღა ჰპოვებდით რა ღმერთთა თქუენთა.
 
გალობა III, განძლიერდასა
 
ტროპარები:
უძლურითა დედობრივითა ბუნებითა იქცეოდა რა წმიდაი ნინო უცხოსა ნათესავსა შორის,
აღმართა ჯუარი მაყვლოვანსა და ილოცვიდა რა წინაშე მისსა, მოძღვრიდა მოციქულთაგან ერთგზის
უკუე განათლებულსა ერსა და სამწყსოსა შენსა, ღირსო მირიან.
ფრიადნი მოღუაწებანი და ურიცხუნი სასწაულნი აღასრულნა ძალითა ქრისტესითა და ეძიებდა
კუართსა მისსა. ქრისტე ღმრთად ირწმუნა სიდონიამ და მამამან მისმან აბიათარს – ჰურიათა მღდელმან,
ხოლო შენ არა გრწმენა, მეფეო დედოფლისა თანა, და სხუათაცა აყენებდით მისლვად მაყვლოვანსა.
გხედვიდა რა ღირსი იგი ომსა შინა მხნედ მბრძოლსა ხელმწიფესა, სიბრძნით განარინებდი რა
ერსა ქართველთასა ურიცხვთა მტერთაგან, გაუწყებდა შენ კუართისათვის, მცხეთას დაფლულისა, და
ერისათვის ღმრთისმშობლის წილხვედრისა.
განგებულებითა საღმრთოითა შევარდი სენსა მძვინვარესა, დედოფალო, და გულისხმა -ჰყავ რა
დიდი იგი ძალი ჯუარცმულისა მის უფლისა, მკურნალთაგან უსასოი ცხედრითა მიგგვარეს უცხოსა
მას დედაკაცსა, მოელოდებოდი რა მისმიერსა შეწევნასა.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა VIII, იხ. სულთმოფენობის ცისკარი, შემდგომად
VI გალობისა).
- წარდგომა მოციქულთასწორთა:
ვითარცა მოძღვარმან თქუენმან ნინო, ეგრეთცა თქუენ, არა ხოლო თვისნი ოდენ ნაყოფნი
შეწირნეთ მსხუერპლად სულნელად, ვითარცა აბელ მართალმან, რომელიცა -იგი იყნოსა სულად
სულნელებისად ღმერთმან დამბადებელმან ყოველთამან, არამედ სხუანიცა ურიცხვნი სულნი შეწირნეთ,
მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, და მიუძღუანეთ ნაყოფნი ფრიად შუენიერნი და სულნელნი და
კრავნი უბიწონი ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა, აწცა განხსნაი ცოდვათაგან გვითხოვეთ, და
დაგვიფარეთ მერმეთა მათ სატანჯველთაგან.
„დიდება“ „აწ და “ დღესასწაულისა: ,,სიხარულითა მაცხოვრისათა..“ (ჴმა VIII, იხ.
სულთმოფენობის ცისკარი, შემდგომად III გალობისა).
 
გალობა IV, უფალო მესმასა
 
ტროპარები:
განგკურნა ლოცვითა წმიდამან, დედოფალო ნანა, და სამადლობელად მიართმევდი ძღვენთა,
გარნა არა თავს-იდვა მიღებაი მათი და მოგითხრნა რაი ქრისტეს განკაცებისა განგებულებაი, გრწმენა
ყოვლითა გულითა, და მიერითგან იქმენ თანამზრახველ მისა.
ირწმუნა რა დედოფალმან, შეინანა და გევედრებოდა მეუღლესა თვისსა, რაითა იცნე ქრისტე
ღმრთად ჭეშმარიოტად, გარნა ვერ განიფრთხვე დიდისა მისგან სიბნელისა და განიზრახე მოსრვაი
მოსავთა ჯუარცმულისათა და წარწყმედაი ცოლისა შენისა.
იყავ-რაი, მირიან, მოისარ ხელოვანი, ნადირობად განსრულსა დღეი დაგიბნელდა მთასა მას
თხოთისათა და ვერა ჰპოვე რა კერპთაგან ლხინებაი, ხადე ნინოის ღმერეთსა. და აჰა, განგინათლა
ბნელი იგი ნიშმან ჯუარისამან და გონებაი შენი უცნობელობისაგან ცნობად მოაქცია.
საღმრთოითა ნათლითა განბრწყინდი ვითარცა პავლე, და მიისწრაფე რა მაყვლოვანსა, ხმა-ჰყავ:
„მოციქულო ჭეშმარიტისა ღმრთისაო ნინო, არა არს სხუაი ღმერთი თვინიერ ქრისტესა“. მას ევედრე
აწ მოგვანიჭოს გულისხმისყოფა კეთილისა და ბოროტისა.
გალობა V, ღამითგანსა
ტროპარები:
განათლდი რა ზეგარდამოითა მით მადლითა, უთხრობდი შენ, მეფეო, თუ ვითარი სასწაული ჰყო
ღმერთმან შენ -თანა, და წმიდაი იგი გასწავებდა რა მცნებათა ღმრთისათა, გაუწყებდა ევსტათი
პლაკიდას ქრისტეს მიმართ მოქცევასა და მარტვილობასა მისსა.
გიჩვენებდა რა გზასა მას ჭეშმარიტსა, მოგცა სჯული ახალი ცხორებისაი ნეტარმან ნინო, და
ახოვნად იღვაწე სადიდებელად უფლისა და განათლებისათვის ერისა, პირველითგანვე დამარხულ იყო
რაი ღმრთისაგან მსახურებად თვისად.
დიდად გულსმოდგინე იქმენ და იწყე რა შენებად ეკლესიისა, მოჰკუეთე კვიპაროზი იგი
აღმოსრული მტილსა მას სამეფოსა, რომელიცა საღმრთოითა ჩვენებითა იხილა ნეტერმან ნინო, და
ქუეშე მისსა კურნებდა სნეულთა და დაიმოწაფებდა მრავალთა.
შემზადე რა შვიდნი სუეტნი, მეფეო, ექუსნი აღმართნე და საღმრთოი ძალი აყენებდა მეშვიდესა,
გარნა ლოცვითა ნინოისითა, ანგელოზი აღიღებდა რა სიმაღლედ განბრწყინვებულსა სუეტსა, მცირედ-
მცირედ შთამოსრულსა დაამყარებდა ძირთავე მისთა ზედა.
 
გალობა VI, ღაღადყავსა
 
ტროპარები:
იხილე რა სასწაულნი მირონმდინარისა სუეტისაი, გულისხმა -ჰყავ, ვითამედ ესე არს სუეტი
ნათლისაი, აღგზებული კუართსა მას ზედა და აღუგე საბურველი ძელისაი, გარნა შეეხებოდნენ
მორწმუნენი და განიკურნებოდენ ყოვლისაგან სენისა.
აღაშენე რა ძელის ეკლესიაი ქუემოი მტილსა მას სამეფოსა, მიუწერე კონსტანტინეს, დიდსა
კეისარსა, და სთხოვე მღდელნი ნათლისღებისათვის ერისა, ხოლო ნინოი მიუწერდა დედასა მისსა
ელენეს, და აუწყებდა სასწაულთა, ქრისტეს ძალითა ქმნილთა.
არა უგელებელს -ყო ვედრებაი შენი კეისარმან, და წარმოგზავნა პატრიარქი ანტიოქიისაი
ევსტათი სამღვდელოთა თანა და წარმოატანა რაი ხატი მაცხოვრისაი, ფიცარნი ფერხთაი და
სამსჭუალნი ხელთაი, ძმად თვისად სახელ-გდვა, მეფეო, ეპისტოლეთა შინა.
ეკლესიანი აკურთხნა პატრიარქმან, და ნათელ -გცა შენ სახლეულთა თანა და ყოველსა
სიმრავლესა ერისასა, ხოლო დაასხნა რაი ხელნი იოანეს მთავარეპისკოპოსად, დაგიტევათ მღდელნი
და განგიწესათ ყოველი წესი ქრიატეანობისა.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი – მოციქულთასწორთა:
კონდაკი
მეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლეი მოგინადირა და სიბნელე თუალთაგან წამისყოფითა
მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისსა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი აღიარე ღმრთად
ჭეშმარიტად, ხოლო დაემოწაფე რა ნეტარსა მას, სულიცა თვისი განაბრწყინვე და ერიცა შენი მიაახლე
ღმერთსა, ამისთვისცა ნანა დედოფლისა თანა გიხმობთ, ღირსო მეფეო მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო
და საფუძველნი ივერთა ეკლეიისანო.
იკოსი
ანგელოზთა შემოქმედმან გამოგირჩიათ თქვენ, რაჟამს იხილა ერი უსჯულო კერპთმსახურებასა
შინა და სლვანი თქვენნი წარმართნა მცნებათა შინა თვისთა, სამოსელი ცხოვრებისა შეგმოსათ თქუენ
სამეუფოითა სამოსლითა მოსილთა და გვირგვინი უჭკნობი დაგადგათ თავგვირგვინოსანთა, ხოლო ჩვენ,
ხსენებისა თქვენისა სიხარულით აღმასრულებელნი, გიგალობთ ესრეთ: გიხაროდენ, სამეფოისა
თქვენისა ქრისტეს ნათლით განმანათლებელნო.
 
გალობა VII, კურთხეულარსა
 
ტროპარები:
ეწადა რაი წმიდასა ნინოს აღმართებაი ჯუარისაი, საღმრთოითა უწყებითა წარავლინენ ხურონი
გაღმა მხარეს არაგვისა, სადა იგი ბორცუსა ზედა სდგა ხე ფრიად შუენიერი და კეთილსურნელი, და
ფოთოლი და თესლი მისი კურნებდა დაკოდილთა მხეცთა და ფრინველთა.
მოჰკუეთეს რა ხე იგი ბრძანებითა შენითა, სამნი ჯუარნი ქმნნეს, მეფეო, და აღმართნეს მცხეთას,
წინაშე სუეტისა მის ცხოველისა, ხოლო მარტვილიის შემდგომ ოთხშაბათსა გამოაჩინა ღმერთმან
სასწაული ზეცით – შუენიერი ჯუარი ცეცხლისაი და ათორმეტნი ვარსკვლავნი დაგვირგვინებულ
იყვნეს გარემოის მისა.
ანგელოზნი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს რაი ჯუარსა მას ზედა ზეციერსა, დაადგა იგი
სუეტსა მას ცხოველსა, და განუტევებდა ბრწყინვალებათა სახედ სამისა ვარსკვლავისა – ერთმან
მიიწია ბორცუსა მას კლდისასა, მეორემან ბოდბეს და მესამემან თხოთსა და მხილველნი ამისნი
ადიდებდით ღმერთსა.
იხილეთ რაი სასწაული ესე, აღიღეთ მძლე იგი ნიში ჯუარისაი და აღმართეთ რაი ბორცუსა
მას მახლობელად მცხეთისა, ყოველნი კერპნი შეიმუსრნეს საზღუართა ქართლისათა, ხოლო მრავალმან
უღმრთომან ნათელს-იღო და უგალობდენ ქრისტეს ჯუარსა კუართისა თანა და სუეტსა.
 
გალობა VIII, აკურთხევდითსა
 
ტროპარები:
დააწესე რა მსახურებაი პატიოსნისა ჯუარისაი, მეფეო, უბრძანე ტაძართა აღშენებაი: მცხეთას
– კლდესა ზედა, და მთასა მას თხოთისათა, სახელსა ზედა დიდ -მოწამისა გიორგისსა, და დაასუენე
რა ჯუარნი მათ შინა, ერთი წარგზავნე ბოდბეს, და მეორეცა, ძის ცოლმან შენმან სალომე წარ იღო
უჯარმას.
ნანა დედოფლისა თანა აღასრულებდი რა მოციქულთასწორთა ღუაწლსა პირველ მოწაფეთა
შორის ივერთ განმანათლებლისა ნინოისთა, დადეთ შჯულად, ახოვანნო, რაითა მსწრაფლ
მოინთლვოდეს ყოველნი წარმართნი სამეფოსა თქუენსა.
რაჟამს დედაი ჩუენი ნინო ქრისტეს სჯულსა უქადაგებდა მთიელთა, ვითარცა პირველი
ქრისტეანი მეფე და დედოფალი ქუეყანისა ჩუენისა, ყოვლითურთ შეეწეოდით ქრისტეს სძალსა და
მიმართეთ რა მცირედ ძალაი წარმართთა ზედა, მოაქციეთ ქართლი და მთიულეთი ქრიტეს
სარწმუნოებასა ზედა.
გაქუნდათ რაი კრძალულებაი დიდი სუეტისა მიმართ ცხოველისა, ვერცა -ღა იკადრებდით
შესლვად ტაძარსა მას თვინიერ კვირიაკეთა დღეთა, და სიმრავლისთვის ერისა აღაშენე ზემოი
ეკლესიაი მაყვლოვანსა შინა და მუნვე შემზადებდი საფლავსა თვისსა.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX, ადიდებდითსა
ტროპარები:
სანატრელი ნინოი დამკვიდრდა რა ბოდბეს, მოაქცია სუჯი, დედოფალი კახეთისაი ერითა
თვისითა, გარნა დასნეულდა, და ცხორებაი თვისი მოუთხრა სალომე უჯარმელსა და
პეროჟავრა სივნიელსა, თანაშემწეთა თვისთა, ხოლო მათ აღწერეს გულსმოდგინედ და ძეგლად
სარწმუნოებისად აღუმართეს ერსა ჩუენსა.
ნამუშაკევი თვისი შეჰვედრა ღირსმან ღმრთისმშობელსა და მიიცვალა რა ზეცისა
იერუსალემსა, მწუხარებითა განიზრახე შენ, მეფეო, რაითა დაფლე წმიდაი იგი მცხეთას წინაშე
ღმრთივაღმართებულისა სუეტისა, გარნა ვერცაღა შეძრეს ცხედარი მისი განგებითა
ღმრთისაითა და დაკრძალეთ რა ბოდბეს, აღაშენე ეკლესიაი სამარხსა მისსა.
აღხვედ რა იერუსალემდ, მეფეო, გიბოძა კეისარმან ადგილი იგი ცხოველსმყოფელისა
ჯუარისაი და აღმართე მუნ ეკლესიაი, რომელ განავრცო ვახტანგ გორგასალმან, ხოლო
ღირსმან გიორგი-პროხორე აღაშენა და განასრულა ქართველთა დიდი ესე სავანე – მონასტერი
ჯუარისაი.
აღაშენე რა ტაძარნი საუფლონი და შეამკვნე და ადიდნე წმიდანი იგი ადგილნი,
დამძიმდი სნებითა, მეფეო, და ანდერძად ამცნე სახლეულსა შენსა და სრულიად ქარრთველთა
ერსა – სიყუარული ჭეშმარიტისა ღმრთისა, დაცვა მცნებათა მისთა, და პატივისა მიგებაი
წმიდისა დედისა ჩუენისათვის ნინოისა.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
განმანათლებელი მოციქულთასწორთა: „მოწაფეთა დედისა ნინოისათა და ქრისტეს მსახურ-
თა მოციქულთასწორთა დიდებასა სულიერითა გალობითა დღეს შემოკრებულნი მორწმუნენი
შენიშვნა: მოციქულის საზიარო თვენიდან აღებული განმანათლებლის ტექსტი მცირედი ცვლილებებით
მივუსადაგეთ წმიდა მირიანსა და ნანას).
„დიდება, აწ და“ განმანათლ;ებელი დღესასწაულისა: ,,წმიდა არს მამა დაუსაბამოო...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი („აღვივსენითსა“-ზედა დასდებლებიდან, რიგზედ).
- მოციქულთასწორთა - 3 მუხლი:
ცნობაი ზეცითგან გებოძათ, ოდეს ჰხედევდით დამხობასა კერპთა უსულოთა და რისხვისა
ღრუბელი შეგაძრწუნებდათ თქუენ და თქუენთანა ყოველსა ერსა და დაუტევებდით თაყვანისცემასა
ეშმაკთასა, ამისთვისცა ვადიდებთ ღმერთსა მამათა ჩვენთასა.
მქონებელი სურვილისა სმენად ქრისტეს საღმრთოისა სჯულისა, არ დააბრკოლებდი ქადაგებად
ნინოსა, არამედ განარინე იგი მრავალთაგან წინააღმდგომთა, მირიან, მეფეო კერპთა მადიდებელო,
ესევითარითა სიბრძნითა შენითა განკვირვებულნი ვხმობთ შენდამი, ჰოი, მეფეო სანატრელო.
ქ ქადაგი სიტყვისა ღმრთისა ნინო სცან მეგობრად თვისად, წმიდაო ნანა, დედოფალო
ღმრთივშემკობილო, განმკიცხველმან კერპთა უძლურთა, მეუფესა ქრისტესა სადიდებელი უგალობე.
ა ,,დიდება“ მოციქულთასწორთა: ახალი სასწაული გვიჩვენა ჩუენ უფალმან, რამეთუ მეფე
კერპთმსახური მსახურად ჭეშმარიტებისა იხილვების, რომელსა შევუთხზავთ გალობასა და
ვევედრებით, ღუაწლთა შენთა შემსხმელნი მოგვიხსენე სასუფეველსა ღმრთისასა.
„აწ და“ დღესასწაულისა: ,,რაჟამს მოუვლინე სული...“ (ჴმა VIII, რიგზედ „აღვივსენითის“ „აწ და“).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოციქულთასწორთა: „დასაბამ ქრისტეს მორწმუნენი...“
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო...“.
ჟამებზე:
– ტროპარი: დღესასწაულისა და მოციქულთასწორთა;
– კონდაკი: დღესასწაულისა და მოციქულთასწორთა მონაცვლეობით.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ – 8 მუხლად:
დღესასწაულისა 4 მუხლად: I კანონის VII გალობიდან (ძლისპირით) – 2
მუხლი და II კანონის VIII გალობიდან - 2 მუხლი;
- მოციქულთასწორთა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად: „მოვედით თაყვანის -ვჰსცეთ... გვაცხოვნენ ჩუენ ნუგეშინისმცემელო სახიერო....
ალილუია“.
ა) მაცხოვრის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- მოციქულთასწორთა;
კონდაკები: - „დიდება“ - მოციქულთასწორთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
მ ბ) ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოციქულთასწორთა;
კონდაკები: - „დიდება“ - მოციქულთასწორთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
გ) წმიდის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოციქულთასწორთა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოციქულთასწორთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღესასწაულისა და მოციქულთასწორთა (ერთმანეთს
ემთხვევა).
სამოციქულო და სახარება – დღისა და მოციქულთასწორთა.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო “.
ალილუია (ჴმა I): „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს, და სულითა პირისა მისისათა ყოველი
ძალი მათი“.
მუხლი: ,,ზეცით მოჰხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი “.
ალილუია მოციქულთასწორთა (ჴმა I ): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და
ჭეშმარიტებასა შენსა ეკკლესიასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა ზედა“.
განიცადე: ,,ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
„ღირს არს“ -ის ნაცვლად იგალობება ჩასართავი : „მოციქულთა რა იხილეს...“ და ძლისპირი :
„გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო...“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.