საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
სამშაბათი, 19 იანვარი 2027
ძველი სტილით: 6 იანვარი
სულთმოფენობიდან 34-ე შვიდეულიხმა 8

ხსენება

განცხადება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ნათლისღება.

საკითხავები

ცისკ. – მკ. 2 დას. I, 9-11.
ლიტ. – ტიტ. 302 დას. II, 11-14; III, 4-7. მთ. 6 დას. III, 13-17.

ტიპიკონი

შვიდეულის სადაგ დღეს უფლის განცხადების - ნათლისღების მსახურებ მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
სადღესასწაულო ანტიფონები – საუფლო დღესასწაული (აღდგომა, ბრწყინვალე შვიდეული, ჯვართამაღლება, ქრისტეშობა, ნათლისღება, ბზობა, ამაღლება, სულთმოფენობა, ფერისცვალება)
ჟამთა რიგი
ღამისთევის მსახურება: დიდი სერობა, დიდი მწუხრის II ნახევარი (პურის კურთხევით) – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
თავისებურებები
  • ლიტურგიაზე „წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ მოინათლენით, ქრისტე შეიმოსეთ“.

მსახურების მიმდევრობა

2027 წელი 6 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული19 იანვარი
ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით
 
განცხადება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ნათლისღება
 
 
ცისკ. - მკ. 2 დას. I, 9-11.
ლიტ. - ტიტ. 302 დას. II, 11-14; III, 4-7. მთ. 6 დას. III, 13-17.
 
ღამისთევის მსახურება: დიდი სერობა, დიდი მწუხრის II ნახევარი (პურის კურთხევით) – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის – არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: უფლის განცხადების - ნათლისღების მსახურება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დ დიდი სერობა:
აღსავლის კარი და კრეტსაბმელი ღიაა.
– მღვდელი: ,,კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (წმ. ტრაპეზის წინ, რის შემდეგაც აღესრუ-
ლება სრული კმევა).
– მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: ,,დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- ,,მეუფეო ზეცათაო“. ,,წმიდაო ღმერთო“. ,,ყოვლადწმიდაო სამებაო“. ,,მამაო ჩვენო“.
კმევის დასრულების შემდეგ დაიხურება აღსავლის კარი.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“
– მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- ,,მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
– მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- ,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.
- ,,უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
– მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- ,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
- ,,უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
– მედავითნე: ,,ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
– გუნდი: ,,ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
– მედავითნე: ,,ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
– გუნდი: ,,რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
და შემდგომი ჟამნიდან.
შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.
დასასრული:
– მედავითნე: ,,ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
– გუნდი: ,,ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
– მედავითნე: ,,დიდება“.
– გუნდი: ,,ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.
– მედავითნე: ,,აწ და“.
– გუნდი: ,,ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
– გუნდი: ,,დიდება“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“
– გუნდი: ,,აწ და“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
- მუხლები: ,,უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.
- მრწამსი.
– მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: ,,ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთის-მშობელო,
მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.
I ,,წმიდაო ღმერთო“:
– მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო“. ,,ყოვლადწმიდაო სამებაო“. ,,მამაო ჩვენო“.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“
– გუნდი: ტროპარი დღესასწაულისა.
შენიშვნა: ტროპრის გალობის დაწყებისას აღსავლის კარი იღება, ხოლო დასრულების შემდგომ იხურება.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- ,,უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- ,,სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
– მღვდელი: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
– მედავითნე: ამინ. ლოცვა: ,,უფალო, უფალო რომელმან მიხსნენ...“
II ნაწილი:
– მედავითნე: ,,მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.
- ლოცვა: ,,უფალო ყოვლისა მპყრობელო...“
II ,,წმიდაო ღმერთო“:
– მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო“. ,,ყოვლადწმიდაო სამებაო“. ,,მამაო ჩვენო“.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“
– გუნდი: კონდაკი დღესასწაულისა.
შენიშვნა: კონდაკის გალობის დაწყებისას აღსავლის კარი იღება, ხოლო დასრულების შემდგომ იხურება.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- ,,უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- ,,სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
– მღვდელი: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
– მედავითნე: ამინ. ლოცვა: ,,მეუფეო ღმერთო მამაო...“
III ნაწილი:
– მედავითნე: ,,მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 69-ე და 142-ე.
- დიდებამაღალიანი.
შენიშვნა: აქ ვასრულებთ დიდი სერობის ჟამნს და ,,ლიტიით” ვაგრძელებთ
დიდი მწუხრის ჟამნს.
– „ლიტიასა“ ზედა დასდებლები დღესასწაულისა (ჴმა IV).
„დიდება“ - მისივე: ,,უფალო გენება რა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ - მისივე: ,,დღეს დაბადებულნი...“ (ჴმა VIII).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავის ჩასართავებით) (ჴმა II).
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: ,,მზე ქალწულისაგან...“ (ჴმა VI).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ 3-გზის (ჴმა I).
– პურის კურთხევა.
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
– რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
– „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,მოვედით ვიხილოთ...“
,,დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,ზღვამან იხილა და ივლტოდა და იორდანე უკუნ-იქცა მართლ-
უკუნ“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,რაჲ არს შენდა ზღვაო, რამეთუ ივლტოდე და შენ იორდანე, რამეთუ უკუნ იქეც
მართლ-უკუნ“.
– საცისკრო სახარება: მთ. 2 დას. I, 18-25.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „დღეს ყოველნი...“
„აწ და“ - „დღეს ყოველნი...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „ღმერთი სიტყვაჲ...“ (ჴმა VI).
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
– კატავასია - ორივე კანონის ძლისპირი.
– „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- იპაკო დღესასწაულისა: ,,რაჟამს განცხადებითა...“ (ჴმა V).
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): -
კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა IV).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას
(გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა
იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ დღესასწაულის: „განცხადნა მაცხოვარი...“
„დიდება“ - იგივე.
„აწ და“ - იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
„დიდება“ - მისივე: ,,წყალნი იორდანისანი...“ (ჴმა VI).
„აწ და“ - მისივე: ,,დღეს ქრისტე მოვიდა...“ (ჴმა II).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი დღესასწაულისა: „რაჟამს იორდანეს...“ (ჴმა I).
ბ ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „სადღესასწაულო ანტიფონები“.
შესვლად: „სიბრძნით აღემართენით“ . „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა,
ვიკურთხენით ჩვენ სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ“.
- ტროპარი: დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“
- კონდაკი: დღესასწაულისა.
„წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად - „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გჳღებიეს...“.
წარდგომა, სამოციქულო, სახარება, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა.
წარდგომა (ჴმა IV): „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და
გამოგვიჩნდა ჩვენ“.
მუხლი: ,,აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი“.
ალილუია (ჴმა I ): „შესწირევდით უფალს შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფალსა შვილსა
ვერძთასა“.
მუხლი: ,,ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ჲ ქუხდა, უფალი წყალთა ზედა
მრავალთა“.
განიცადე: ,,გამოჩნდა მადლი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო,
უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ვერ შემძლებერ ვართ...“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.