საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2027
ძველი სტილით: 28 იანვარი
სულთმოფენობიდან 37-ე შვიდეულიხმა 3მარხვა · თევზი
ხსენება
ღირსისა ეფრემ ასურისა (373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიის ეპისკოპოსისა (VI).
საკითხავები
ლიტ. – იაკ. 55 დას. III, 11 - IV, 6. მკ. 51 დას. XI, 23-26.
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 3; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2027 წელი 28 იანვარისულთმოფენობიდან 37-ე შვიდეული10 თებერვალი ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. ეფრემ ასურისა (373-379); ღირ. პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირ. ისააკ ასურისა, ნინევიის ეპ. (VI). ლიტ. - იაკ. 55 დას. III, 11 - IV, 6. მკ. 51 დას. XI, 23-26. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - მღვდელმთავრისა. დ მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-9. შენიშვნა: ორშაბათს აღსრულებული „სადიდებლიანი“ მსახურების გამო, ცისკარზე – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I): „სამოთხისა სიკეთესა განიცდიდი, ღირსო, და მდიდრად საშუებელსა უდაბნოსა აჰყუავენ და მეცნიერებაი ქრისტეს ღმრთისაი ასწავე სიბრძნით სოფელსა, რომ-ლისათვის ზიარ-მყვენ ჩუენ, წმიდაო ეფრემ, ქებად შენსა დღესასწაულსა“2-გზის. „მსაჯულისა იგი მოსლვაი დასწერე, ნეტარო, და ცრემლთა მდინარითა სული -ერნი ლამპარნი აღნთებად ასწავენ ყოველთავე მოსლვასა მას სიძისასა და სამო -სლითა ბრწყინვალითა მიგებებად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ღირსო“ 2-გზის. „მარხვითა ხორცნი შეჰზღუდენ სანატრელო ეფრემ და ვნებათა აღძრვანი მო -აკუდინენ ლოცვითა და მღვიძარებითა, ამისთვისცა სულისა წმიდისა ძალმან და -იმკვიდრა შენ თანა და მნათობად საცნაურად გამოგაჩინა“ 2-გზის. „დიდება“ - მისივე: „რაჟამს მამაო ნისლი იგი საცდურისაი განაქარვე მხურ-ვალითა შენითა შრომითა მაშინ დაიმკვიდრა შენ თანა სულმან წმიდამან, მდი -ნარეთა მადლისათა აღმოაცენებდ უხრწნელსა ცხოვრებასა მიმყვანებელთა და სწავლითა საღმრთოითა დასწერდ სინანულისა სიტყუათა, სიბრძნით გამოსა-ხულთა, სანატრელო ეფრემ“ (ჴმა II). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (ჴმა VII): „ვითარცა ფინიკი აღყუავენ, ღირსო მამაო ეფრემ, და ენანი მგმობართანი აღმო -ჰკუეთენ, უფკრულნი ვნებათანი განახმენ მოღუაწებითა, იქმენ ორღანო სულისა ყოვლად წმიდისა და ჯუარისა საჭურველი მხართა აღიღე და მტერნი უხილავნი ახოვნებით დაამხუენ; ქრისტეს მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთვის, რომელნი დღეს ხსენებასა შენსა ყოვლად დიდებულსა სარწმუნოებით აღვასრუ-ლებთ, რაითა განვერნეთ ბრალთა სიმრავლისაგან“. მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“. „მსგავსად დავითისა დაალტობდ სარეცელსა ცრემლითა შენითა, ღმერთშე -მოსილო ეფრემ და საწურთელ ცხოვრებისა გაქუნდა, ღირსო, სინანული და სა -შუებელისა შიში საქმით გვიჩუენე ჩუენ სიტყუათა მათ შენთა ღმრთივგანბრძ-ნობილთა მიერ, ამისთვის ხსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ, ყოვლად ნეტარო, სასწაულთა მოქმედო, და ვითხოვთ შენ მიერ დიდსა წყალობასა, ნუ დას ცხრები მეოხებად ჩუენთვის რაითა მოგუმადლოს ზეცით ბრალთა შენდობაი“. მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. „გონიერად ივლტოდე შფოთთა სოფლისათა, ყოვლად ქებულო ეფრემ ღმერთ -შემოსილო, უდაბნოს მიიწიე მყუდროებით ცხოვრებისა სიყვარულითა და საქმით მოღუაწებითა აჰხედ ღმრთისა და სოფლისა მანათობელად გამოსჩნდი, ცხოვრე-ბისა სიტყუანი კაცთა აღმოუცენენ ამისთვისცა ვედრებით ვითხოვთ შენგან: ლოცვითა შენითა გვიხსენ საცდურისაგან ამის სოფლისათა და საბრთხეთაგან მტერისათა, ღირსო მამაო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი“. „დიდება“ - მისივე: „დაყუდებისა ტრფია ლებითა განბრწყინვებულო, ღმერთსა ზრახევდი, მამაო, და დუმილითა მოღუაწებისაითა ლ ოცვათა შენთა ვითარცა მსხუერპლთა შესწირევდ მარადის, რაითა ქუეყანისა წილ ცანი დაიმკვიდრენ, ყოვლად ქებულო“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი და ლმობიერებისა სახე და სუ -ლიერისა სისრულისა ხატი არს, ანგელოზებრივი ცხოვრებაი შენი, ნეტარო ეფ-რემ; ქრისტესა ღმერთსა ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ (ჴმა I) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). – რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12. – I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა - ღირსისა: „პირისა შენისა მადლმან წყალნი ცხოვრებისანი აღმოაცენნა და ეკლესიაი აღა -ვსო და სინანულისა მდინარენი სოფელსა შინა წარმოაჩინნა და ცრემლთა მდი -ნარითა აღავსნა თუალნი ჩუენნი; არამედ ვითარცა იგი სიტყუითა შენითა გან -გუსწავლენ ჩუენ, მამაო წმიდაო, ეგრეთვე სიტყუასა, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - ღირსისა: „ტკბილ არიან ფრიად თქუმულნი შენნი სინანულისათვის და განმანათლებელ, რომელნი ერჩდენ, ყოვლად ქებულო, ღმერთშემოსილო და ცხორებაი უბრალოი და შემკულ ყოველთა საღმრთოთა სათნოებათა მიერ; ამისთვის გიგალობთ“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება. – წარდგომა შემდგომად III სტრიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან. „დიდება” ,,აწ და’’ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1-გზის). II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა II. ძლისპირი: „ყოველი ერი უგალობდით უფალსა, მძლესა სიკუდილისასა, რომე -ლმან ქმნა საკვირველი საკვირველებათაი ზღუასა მას მეწამულსა“. „მოვედით მორწმუნენო დღესასწაულსა წმიდისა ეფრემისასა, ვიხარებდეთ და მხსნელსა ყოველთასა გალობით უგალობდეთ“. „აღიღო ჯუარი მართ ალმან ეფრემ ნეფსით და შეუდგა ქრისტესა, რამეთუ გა -მოირჩია ცხორებაი საუკუნოი ღმრთისაგან“. „დიდება“ - „წმიდამან ეფრემ შეიყუარა ცხორებაი მარტოებით უდაბნოს იოანე -საებრ და ღმერთსა უგალობდა გალობითა ახლითა“. „აწ და“ - „შენ უბიწოო, წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ მეოხ გუეყავ ჩუენ მვედრებელთა შენთა შენგან შობილისა მიმართ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „განმაძლიერენ მოსავნი შენნი უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰ -კალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმო-ყუარე“. „სამოსელი შეიმოსა ანგელოზებრივი და სიბრძნით დაუტევა სოფელი ესე და საქმენი მისნი ეფრემ, ამისთვის მათ თანა იშუებს მარადის“. „დაუკვირდა შენთვის საგალობელო წმიდაო ეფრემ, დიდსა ბასილის და ეუწყა მას ღმრთისა მიერ გზაი შენი სულიერი, სანატრელო“. „დიდება“ - „განანთლე სოფელი წმიდაო ეფრემ, სიტყუითა შენითა სულიერითა და წარუდგინე ქრისტესა მხსნელსა ყოველთასა შენ სანატრელო“. „აწ და“ - „განანათლნა მარიამ, შობამან შენმან კიდენი ცისანი, უბიწოო ქალ -წულო, ამისთვისცა ღირსად გნატრით და ღმრთისმშობლად ჩუენ აღგიარებთ შენ“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა) : - წარდგომა ღირსისა: ,,ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუ -პარველად ღმრთისმსახურებისა გამოსჩნდი შენ, ეფრემ ყოვლად ნეტარო, უვ -ნებელობითა განაბრწყინვე ცხორებაი შენი და ნაკლულევანნი აღავსენ წყა -ლობითა, მამაო წმიდაო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი“ (ჴმა III). „დიდება“„აწ და“ - იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებულებაი საიდუმლოთა შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე“. „ცრემლითა მაგით შენითა, წმიდაო ეფრემ, მოჰრწყენ გულნი კაცთანი და ნა -ყოფიერ ჰყუენ მორწმუნეთა სულნი“. „მოღუაწებითა შენითა მოაკუდინე ვნებაი სულთა და ხორცთაი, სამგზის სანა -ტრელო წმიდაო მამაო“. „დიდება“ - „მარხვითა და ვედრებითა, წმიდაო ეფრემ, და ღამისთევითა კრებუ -ლი ეშმაკთაი განსდევნე, ნეტარო“. „აწ და“ - „შენ, დედაო უბიწოო, მეოხ გუეყავ ღმრთისა, რომელი შენგან გამო-გვიბრწყინდა მხსნელი სულთა ჩუენთაი“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელ -სა მცნებათა შენთასა დამამტკიცე, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ სხუაი ღმერთი არა ვიცით“. „შენ, ღმერთო, რომელმანცა მოეც სოფელსა წმიდაი ეფრემ ვარსკულავად განმანათლებელად სულთა და ხორცთა, ჩუენცა გან გუანათლენ ნათლითა შენი-თა, მხოლოო კაცთმოყუარე“. „ეფრემისათვის ღმერთშემოსილისა შემოვკრბეთ, მორწუნენო, და ვიხარებდეთ და უგალობდეთ ღმერთსა, რომელმან მომცა ჩუენ ვარსკულავი ბრწყინვალე, გან -მანათლებელი მორწმუნეთაი“. „დიდება“ - „მსგავს იყავ ელიაისსა და იოვანე სსა, წმიდაო მამაო, და ცათა შინა დაემკვიდრე მათ თანა და აწ მეოხ გუეყავ ქრისტეს მიმართ ჩუენცა დღესა-სწაულსა შენსა“. „აწ და“ - „შენ რომელმან ჰშევ ქრისტე, დამბადებელი ყოველთაი, ხორცითა, გიღაღადებთ და ვიტყვით: გიხაროდენ ქალწულო უბიწოო, გიხაროდენ, რომელ-მან საშოსა დაიტიე ღმერთი დაუტევნელი“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი; აღომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“. „შენ გიცნა ღმრთისა სიტყუაო, შობილო ქალწულისაგან, წმიდამან ეფრემ და ვითარცა მარგალიტი სამეუფოი, ორითა ბუნებითა გქადაგა“. „დაუყო პირი მწვალებელთა მოძრუარმან სოფლისამან სულისა მიერ წმიდისა - ეფრემ და განანათლნა ბრწყინვალენ გულნი ყოველთა მორწმუნეთანი“. „დიდება“ - „მოიგე ზეცით გვირგვინი, ღმერთშემოსილო ეფრემ, და ანგელოზ -თა თანა შენ აწ იყოფვი და სამებასა უგალობ დაუდუმებელად“. „აწ და“ - „უმეტეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, წმიდაო, რამეთუ დამბადე-ბელი ხარ შენი საშოსა დაიტიე და გვიშევ ჩუენ ღმერთი განკაცებული“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „წინაისწარ ხედვიდი...“ (ჴმა II). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეი -რისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყუეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „სიყვარულითა სულიერითა ს აგალობელი ეფრემ, მოსწრაფე იქმნა მისლვად ღირსისა და ნეტარისა ბასილისა და ნები თა ქრისტესითა იხილა, ვითარცა სუ ეტი ცეცხლისაი, მასწავ - ლელი და მსახური საიდუმლოსა მისსა“. „შენ, ქრისტე, სრულ ჰყავ ნებაი მოშიშთა შენთა საყუარელთაი, ვითარცა აღუქთუ, და აღიღე პირი ბას ილისი და ეფრემისი და ასწავე ყოველთა სოფელსა, რაითა გალობით ადიდებდენ სამებასა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე“. „დიდება“ - „სულისა მიერ წმიდისა მიიღო ზეცისა ნიჭი წმიდამან ეფრემ ხელთა დასხმითა მღვდელმთავრისა დიდებულისა ბასილისათა, რომელ არს ბერძმეტყუელებაი, ვით არცა ენაი ცეცხლისაი, მსგავსად მოციქულთა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „აწ და“ - „მამაო დაუსაბამოო და ძეო მხოლოდშობილო, სულო წმიდაო, სამგუამოვნებაო, განუყოფელო და შეურევნელო, ერთღმრთეებაო ჭეშმარიტო, ყოველნი გიღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „რომელმან დაჰბადა ყოველი სიბრძნითა გამოუთქმელითა, სიტყუ -ამან საღმრთომან, და არარაისაგან შექმნა მეტყუელად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „რომელმან სიბრძნითა საღმრთოითა სულიერითა შეამკო ეფრემ ღმერთშემო -სილი და მის მიერ კაცთა ასწავა გალობად და თქუმად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „რომელმან დაატკბო სოფელი ჭეშმარიტად თქუმულითა მისითა - წმიდამან ეფრემ, და კაცთა ასწავა სინანული და იტყვიან: აკურთხევდით საქმენი უფლი-სანი უფალსა“. „დიდება“ - „მოვედით მორწმუნენო, და უგალობდეთ სამებასა დამბადებელსა, დაუბადებელსა და ქებულსა კაცთა შორის: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „აწ და“ - „ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ და ანგელოზისა თანა გიღაღადებთ: გიხაროდენ რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, დიდე -ბულო, მიმადლებულო და კურთხეულო“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „ქალწულებაი შენი ღმრთისმშობელო უბიწოო, რომელი არა შეწუა ცეცხლმან ღმრთეებისამან, მას ვადიდებთ“. „რომელმან ნაყოფიერ -ყო უდაბნოი, წმიდაი ეფრემ, უძლეველსა მტერისაგან ყოველნი გალობით ვადიდებდეთ“. „რომელი გამოჩნდა ქუეყანის ანგელოზად, წმიდაი ეფრემ, ქრისტეს მიერ გვირ -გვინოსანი, მას ვადიდებდეთ“. „დიდება“ - „რომელმან აღავსო სწავლითა სულიერითა ყოველი ქუეყანაი - ღირსსა წმიდასა ეფრემს ჩუენ ვადიდებდეთ“. „აწ და“ - „რომელი დაემკვიდრა მუცელსა შენსა უთესლოდ, ღმრთისმშობელო ქრისტე ღმერთი, მხსნელი სულთა ჩუენთაი, ვადიდებთ“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდინარითა ცრემლთაითა დაშრიტე ცეცხლი ვნება -თა წარმწყმედელთაი და სულისა წმიდისა სავანედ წმიდად გამოსჩნდი ეფრემ, და მოძღურებათა მიერ საღმრთოთა მოჰრწყე სოფელი“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი: „გაქუნდა პირსა შენსა, ნეტარო, ვითარცა ეზეკიელ წინაისწარმეტყუელსა, ქარტაი იგი; სოფელი დაატკბე წერილთა შენთა სიტყვითა და სიმდიდრე სიბრ -ძნისაი სათნოებით უჩუენე ყოველთავე, რომელნი შენდა მოივლტოდეს, რომელნი უფლისა შესწირენ და აწ მხიარულ ხარ, მამაო, რამეთუ უფროის განამრავლე ტალანტი შენი“ 2-გზის. „ჭურად სიწმიდისად გამოსჩნდი და ჰქადაგებდ სამებისა ბუნებ ასა ერთბუნებად, სწავლანი მანენტოსისნი აღმოჰფხურენ ძირითურთ და ცეცხლისა ენისა შენისა -ითა შესწუენ სიტყუანი იგი ბოროტთა მწვალებელთანი, ეკლესიისა სიმტკიცეო და სუეტო შეურყეველო კეთილად მსახურებისაო, წმიდაო ეფრემ“ 2-გზის. „დიდება“ - მისივე: „ღმრთისა მიმართ წამისყოფითა განბრწყინვებული გონებაი შენი ყოვლითურთ ღმრთივშუენიერ იქმნა და, ვითარცა სარკმელმან სულისა წმიდისამან, უნივთონი ბრწყინვალებანი შეიწყნარნა“ (ჴმა VIII). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმისა და შვიდეულის დღის მიხედვით): „ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს გიხილა შენ მშობელმან შენმან, მხოლოო სულგრძელო, მტირალი გოდებით ღაღადებდა და იტყოდა: ივნე ნებსით მრავლითა სახიერებითა შენითა, რაითა განხრწნილი ბუნებაი კა ცთა განაახლო, უგალობ სიმტკიცესა შენსა“ (ჴმა VIII) (იხ. ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული საზიარო თვენი. 2015 წ. გვ. 288). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღირსის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და თავისი ,,დიდება“,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: ,,დიდება“ - ღირსისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ღირსისა; - ტაძრისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი მდიდარნი ერისანი“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის”. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |