საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2027
ძველი სტილით: 12 თებერვალი
სულთმოფენობიდან 39-ე შვიდეულიხმა 5მსგეფსი
ხსენება
ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული; წმ. პროხორე ქართველისა (XI); წმ. ლუკა იერუსალიმელისა (მუხაიძე, 1277), ნიკოლოზ დვალისა, (1314); წმ. მელეტისა, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსთა მარიამისა და მამისა მისისა ევგენისა (VI); წმ. ანტონისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (895); წმ. ალექსი სასწაულთმოქმედისა, მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378).
საკითხავები
ლიტ. – 1 ინ. 69 დას. I, 8 - II, 6. მკ. 62 დას. XIII, 31 - XIV, 2.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის III პერიოდი (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან აღდგომამდე) · დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ მარხვანი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2027 წელი 12 თებერვალისულთმოფენობიდან 39-ე შვიდეული25 თებერვალი ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით ხსენება: ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული; წმ. პროხორე ქართველისა (XI); წმ. ლუკა იერუსალიმელისა (მუხაიძე, 1277), ნიკოლოზ დვალისა, (1314); წმ. მელეტისა, ანტიოქიელ მთავარეპ. (381); ღირ. მარიამისა და მამისა მისისა ევგენისა (VI); წმ. ანტონისა, კონსტანტინეპოლელ პატრ. (895); წმ. ალექსი სასწაულთმოქმედისა, მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378). ლიტ. - 1 ინ. 69 დას. I, 8 - II, 6. მკ. 62 დას. XIII, 31 - XIV, 2. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ღმრთისმშობლის განგებიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი -მ ღირსი დედისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - ხატისა - 6 მუხლი (ჴმა V): „განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღ ჳთ მოძღუანებული საკ ჳრველი ხატი ღმრთისა დედისა ჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ, ჭირთა და მწუხარებათა წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალებისა თჳსისაჲთა ყოველთა განმანათლებელი“ 2-გზის. „შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმ იდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“ 2-გზის. „ჰოი ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუალი ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხა ტი ესე ღმრთისა დედისა ჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა განგ უანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან“ 2-გზის. „დიდება“ - ხატისა: „ჵ, დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ შენისა; გვექმენ მ ჴურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა შენისა მიმართ, გ ჳჴსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რა ჲთა მარა დის გიგალობდეთ შენ სიხარულით: გიხარ ოდენ, სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მორწმუ - ნეთად განმღებელო“ (ჴმა VIII). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების” ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - ხატისა (იხ. ძვ. სტ-ით 8 სექტემბერი). – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით): „დიდებულისა ხატისა შენისა გამოცხადებასა დიდებისვმეტყველებთ დღეს უბიწოო ღმრთისმშობელო და შენსა შუამდგომლობასა ვდღესასწაულობთ, რამეთუ ევედრები ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ჩვენთვის, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოება შენზედა უტყუელო წინამძღვარო, ცხოვრებისა ჩვენისაო“. მუხლი: „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“. „დავუტეოთ მორწმუნენო მწუხარებ ა, რამეთუ აჰა ესერა მეორე ცეცხლ მგზნებარე მაყვალი - ხატი ღმრთისა დედისა, რომელსა ხედვენ მონაზონნი ათონისანი, გამოჩნდების აწ განმწმედელად ცოდვილთა“. მუხლი: „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“. „ნიშნად შენისა წინამძღოლობისა, ჩვენ სოფლისა ამის გზისა მავალთა გვეცხადები ღმრთისა დედაო, სვეტითა ცეცხლისათა, რათა ჩვენ შეცდომილთა მიგვიძღვე საუკუნეთ საყოფელთად“. „დიდება“ „აწ და“ - ხატისა: „მოვედით ყოველნი მონაზონნი და მსოფლიონიცა, ვადიდოთ ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ დღეს წმიდისათვის ხატისა მისისა არს გზანი და სვლანი მისნი ზღვათა და წყალთა შინა მრავალთანი, რამეთუ ნიკიით ათონად სვეტითა ცეცხლისათა განვლის ზღვასა უოხჭნობისასა და მოსვლითა თვისითა მორწმუნეთა ნიჭთა მიმადლებს, ხოლო ჩვ ენ განათლებულნი შარავანდედთა მიერ მადლისათა შუამდგომელსა ცხოვრებისა ჩვენისასა ვნატრიდეთ“ (ჴმა IV). – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო“ (ჴმა IV) 1-გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“„აწ და“ - იგივე. – რიგითი კანონები: მე-13 და მე-14. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: ხატისა: „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფ ენს ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო სავ ანესა ივერიისასა მიანიჭებს მცვე ლსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, ამისთ ჳსცა გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო, მარადის დაგ ჳფარე ჩუენ საფარველითა შენითა“ (ჴმა I). „დიდება“ ,,აწ და“- იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: ხატისა: „განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა მრავალთა, სიყუარულითა პატივისმცემელნი ყოვლადუბიწო ისანი და განშუენდებიან დიდებითა მაღლისაჲთა, რომელი მოეცა მათ მისლვითა წმიდისა ხატისა ჲთა, რომელი ცისკრითა ღმრთისმცნობელობისაჲ განანათლებს კეთილმსახურებითა მგალობელთა თჳსთა“ (ჴმა III). „დიდება“ ,,აწ და“- იგივე. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – ,,გადიდებსა“ ღმრთისმშობლისა: ,,გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა“. – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარ ულით პატივისცემაჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრთოჲ მადლი, რომელი და ვანებულ არს ხატთა მათ ზედა, სა სწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სული ერთა და ხორციელთა უძლურებათა კურნე ბასა მიანიჭებს უფლისა მიმ ართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“. „დიდება“,,აწ და“- იგივე. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“ (ჴმა IV). მუხლი: „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. – საცისკრო სახარება: ლკ. 4 დას. I, 39-49, 56 – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ „აწ და”- „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...” („მცირე მიწყალე”). – შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი: „უცნაურ არს და საეჭველ ურწმუნოთათვის სმენად, თუ ვითარ ხატისაგან შენისა აღმოეცენებიან წყარონი მა დლისანი და კეთისულნელებასა გამო იღებს სიმყრა-ლეჲ პირუტყუთა. ხოლო ჩუენ, მორწმუნენიმ ვსასოებთ სიტყუათა შენთა, რომელნი ბრძანენ, დედოფალო, პირველდაწერილისა ხატისა შენისა მომართ: „შენტან არს მადლი და ძალა ჩემი“, რამეთუ ამას ხატსაცა ზედა მადლი შენი დავანებულ არს მარადის, რისთვისცა ღმრთისმოსაობითა წა რდგომილნი წინაშე მისსა, თაყვანის ვსცემთ მას, შეუვრდებით მას, ვითარცა თვით შენ, რამეთუ პატივი პირველსახისა გარდამოევლინების ხატთა ზედა და მადლიცა შენი ხატისა ამის მიერ იქმს ნიშთა და სასწაულთა ყოველთა მომართ, რომელნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი უგალობენ ღმერთსა: ალილუია“. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ხატისა - 14 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). – კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII. - ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკ ჳრველთმოქმედმან კუერთ ჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა ჲ და განუპო ზღუა ჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს“. - „ჰიო ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქება ჲ ესე, ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთა ჲ მომმადლე მე, რა ჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო“. - „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობა ჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ თავად ჰშევ საკ ჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო, მდაბალი ესე ვედრებაჲ, რა ჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ უძლურებათა შინა ჩუენთასა“. - „ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“. „დიდება“ - „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა“. „აწ და“ - „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მ ჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი“. გალობაი III. განძლიერდასა. - ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმა შენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე“. - „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულება ჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათო ნითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშო ბელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურ ნალად სნ ეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან“. - „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს ღმრთისა ჩუენისა“. - „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებ ულნი და კრძალვით შენდა თაყუანის მცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან“. „დიდება“ - „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვა ჲ მთხოველსა, რა ჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო“. „აწ და“ - „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწ ულო, შობილო უნაყოფოთაგა ნ, რამეთუ შენ უფრო ჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): წარდგომა ხატისა: „მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისა ჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგჳწოდებს წმიდა ჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხ ილვად თ ჳსისა ცეცხლმნთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახ ჳლისა და ჭირთაგან, პატი- ვისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“ (ჴმა I). „დიდება“„აწდა“ - იგივე. გალობაი IV. უფალო მესმასა. - ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისა ჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაის-წარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმო-ყუარე“. - „განამზადებდა რა ჲ გზათა საკ ჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა ჴმაჲ თჳსი უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალება ჲ ხატისაჲ, ვითარცა ნათელი, აწ შენცა, დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა“. - „ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულის-ჴმაყვეს რაჲ საქმენი შენნი, განკ ჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით მოი -ჴსენე, დედოფალო, რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო“. - „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგ ჳჩინე ჩუენ ხატოვ- ნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანის -ვსცემთ და გევედ - რებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგ ჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი“. „დიდება“ - „ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკ ჳრველი ესე პირი ხატისა ჲ იქმნების, ვითარცა წყარო ჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოვე-ლთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა“. „აწ და“ - „შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუ - ხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა“. გალობაი V. ღამითგანსა. - ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამა ნ განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები“. - „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსოჲსა შენისა, რომე-ლი გარე- მოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო“. - „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტ ჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისა ჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისაჲთა“. - „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი, ფსალმუნ - თა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენ -დობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე“. „დიდება“ - „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა შენისა ჲ, რომელსაცა ყოველ- ნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა დ ა სიყუარულითა ამბორს-უყოფთ და ვიტყვით: დედოფა - ლო, მოგვეც მშ ჳდობაჲ და დაგ ჳფარენ ჩუენ, რამეთუ თ ჳნიერ შენსა სხუა ჲ ნუგეშინისმცე- მელი არაჲ ვიცით“. „აწ და“ „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკ ჳდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა“. გალობაი VI. ღაღადყავსა. - ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო“. - „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერია ჲ და ერი ივერიისა ჲ, რა ჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოება“. - „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტა-იტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთ-მსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი“. - „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ“. „დიდება“ - „ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო მ ჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ აღმომიყუანე მე მწვირი - საგან ვნებათა ჲსა, რა ჲთა განეშოროს ხრწნასაცა ცხორება ჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა“. „აწ და“ - „მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნიე -რად მო ჳ- ვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნო ჲსა სიტყ ჳსა ტაძრისად, წინაშე წმიდ -ისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): კონდაკი და იკოსი - ხატისა: - კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდა ჲ ხატი შენი, ღმრთის -მშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვა ჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხო ლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან“. - იკოსი: „იხილა რა ჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისა ჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯ ჱ ჩუენდა გამოცხადებული, რა ჲთა გუექმნეს ჩუენ მცვ ელად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად“. გალობაი VII. კურთხეულარსა. - ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. - „ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და სიცრუვისა თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან, მჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი საღმრთო ჲსა რისხ ჳსა, რა ჲთა ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“. - „საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი მადლისა შენისა ჲ, რა ჲთა სირცხ ჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი და გულის ჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველ-სა შინა ქუეყანასა“. - „გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკ ჳდრა უფალი, სამყა -როსა ცისასა, რო მლისაგან აღმობრწყინდა მზ ჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და აღგამაღლებთ უკუნისამდე“. „დიდება” - „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევა -თასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“. „აწ და” - „შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და სიქადული ქალაქისა ამის სამეუფო ჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე“. გალობაი VIII. აკურთხევდითსა. - ძლისპირი: „მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწუ - ლისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“. - „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორ - წმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცვ ელსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მ ჴსნელსა, და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა“. - „გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთა ჲ, გაკურთხევს ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთის-მშობელო, მიიღე აწცა ჩემმიერისა უწმიდისაგან მორთმეული ესე ქება“. - „უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივერონელნო, აღამაღლებდით ყო- ველი ქუეყანა ჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკ ჳრველებათასა აღმოაცენებს საკჳრველთმოქმედითა ხატითა თ ჳსითა, ამისთ-ჳსცა, ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანისგცემთ, გიგალობთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე“. „დიდება“ - „სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად განკუთვნილსა, მარადის ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამ-აღლებენ უკუნისამდე“. „აწ და“ - „არა არს საზომი სივრცისა ჲ, სიღრმისა ჲ ანუ სიმაღლისა ჲ, სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნა ჲ მარჯუენისა შენისა ჲ, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღ-ლებენ ძესა შენსა უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობაი IX. ადიდებდითსა. - ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“. - „სიღრმე საიდუმლოჲსა შობისა შენისაჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა, ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთა ჲ იოტებს, რამეთუ ვერშემ ძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა გადიდებთ“. - „მოვედით ყოველნი, თაყუანის -ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედა ჲ ღმრთისაჲ, რომელმან მოხედვაჲ-ჰყო ჩუენ მდაბალთა ზედა, რომელი მშიერთა აღავსებს კეთილითა მიერ და დასდვა ჩუენთ ჳს აღთქუმა ჲ მოწყალებათაჲ, გამო -ცხადებითა საკ ჳრველისა ხატისა თჳსისაჲთა“. - „აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დას ჴმაჲ უკეთ-ურთაჲ და განზრახუანი მათნი და ჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შო რის მშ ჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რა ჲთა შენზედა სასოებისა დამდე -ბელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე“. „დიდება“ - „საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხ -ოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავსმდებსა ჴსნი-სა ჩუენისასა“. „აწ და“ - „ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ არს ღირსად გა ლობად ენა ჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისა ჲთა უდიდებუ -ლესი, არამედ, ჵ, დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე ჩუენ მიერი ვედრება ჲ და გჳჴსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგჳძს“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ხატისა: „ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რა ჲ გაბრიელ წიაღთა შინა თჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტ ჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“. „დიდება“„აწდა“ იგივე – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლად: „ჰოი გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკ ჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხა რულითა შევიწყნარებთ რა ჲ წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ-არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ მას“ 2-გზის. „ჰოი შენსა, დედოფალო, ჩუენთ ჳს განგებულებასა, რამეთუ მოგ ჳვლენ ჩუენ საკ ჳრველსა ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა და ნუგეშსა ცხორებისა ჩუ ენისასა, ამისთ ჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა საკ ჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ გადიდებთ“. „ჰოი ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარ ცეცხლმტ ჳრთველი ხატი, ღელვათა მიერ ზღჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინ ვალეთა შარავანდედთა მიერ განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ პატივის -მცემელნი დღესასწაულისა მისისანი, გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა“. „დიდება“„აწ და“ - ხატისა: „თქმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწ -ნელო, წილხვედრებულთა შენთათ ჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, არამედ მოჰფინე ნათესავსა ჩუენსა მოწყალებანი შენნი და გვექმენ დედად ჩუენდა, რა ჲთა გულის ჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ ნათესავი ქართველთაჲ“ (ჴმა IV). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა IV) 1-გზის. ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი – ხატისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ხატის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ხატისა. კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა; „აწ და“ - ხატისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარი: - ხატისა. კონდაკი: „დიდება“ „აწ და“ - ხატისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ხატისა; - ტაძრისა. კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა; „აწ და“ ხატისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ხატისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ხატისა. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთ-ხრობს სამყარო“. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. ალილუია (ჴმა I) : ,,აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარი -ტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. მუხლი: ,,ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“. ალილუია (ჴმა II): „აღსდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენდა კიდობანი სიწმინდისა შენისა“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტ-ყვანი მათნი“. განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |