საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
პარასკევი, 14 მაისი 2027
ძველი სტილით: 1 მაისი
აღდგომიდან მე-2 შვიდეულიმარხვა · თევზი
ხსენება
კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპისკოპოსისა, ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწამისა ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“.
საკითხავები
ლიტ. – საქ. 13 დას. V, 1-11. ინ. 17 დას. V, 30 - VI, 2.
წმ. – ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19.
მეფ. – რომ. 108 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
ტიპიკონი
ზატიკის II პერიოდში, სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის I პერიოდი – ზატიკი (აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე) · თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ ზატიკი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – დიდი მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – დიდი ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
- თავისებურებები
- ყველა მსახურება იწყება „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის გალობით; ამის შემდეგ „მოვედით თაყვანი-ვსცეთ“ აღარ ითქმის (ღამისთევის მწუხრზე – ასამაღლებლის შემდეგ).
- ლიტურგიაზე „ღირსარსის“ ნაცვლად იგალობება „ანგელოზი ღაღადებს“ და „განათლდი, განათლდი“ (ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნის გარდა).
- ცისკარზე საცისკრო კანონთა წინ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ – 1-გზის.
- „მეუფეო ზეცათაო“ არ იკითხება და არ იგალობება სულთმოფენობამდე.
- ზატიკის საკითხავები თვენის საკითხავებზე წინ იკითხება; ზატიკში მითითებული „დღესასწაულის საკითხავები“ არის უკანასკნელი კვირის, განზოგების, ამაღლების ან სულთმოფენობის საკითხავები, და არა პასექის.
მსახურების მიმდევრობა
2027 წელი 1 მაისიაღდგომიდან მე-2 შვიდეული14 მაისი ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ხსენება: კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპ., ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწ. ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“. ლიტ. - საქ. 13 დას. V, 1-11. ინ. 17 დას. V, 30 - VI, 2. წმ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19. მეფ. - რომ. 108 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება წაიკითხება თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი განგებიდან, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ. კვირის ციკლის – ზატიკიდან. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი. ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: დღესასწაულისა და მოციქულისა. – კონდაკი: მოციქულისა. მწუხრის ჟამი: – „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I). - წმ. მეფისა - 5 მუხლი: „მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართვე ლთასა სიბრძნ ჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თ ანა შენისა ღმრთეებისა განგებულე ბასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო” 2-ზის. „რტო ნაყოფიერ იქმენ შე ნ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენე ბულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომე ლმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყ უარული კეთილად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღი არე ღმერთად და მეუფედ და ქუელის მოქმედად და მ ჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათ ჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”. „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნ ი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რა ჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თ ჳსითა უძლეველითა, ყ ოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”. „აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტ ყვანი კეთილნი: შესხმა ჲ, ქებაჲ და დიდებაჲ ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობელობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშ ჳდჱ - საქებელი, ლმო -ბიერებაჲ - მოწლე, მოწყალება ჲ - თანა ლმობილი, უმანკოება ჲ - უზაკუელი, სიწრფოება ჲ - უსიცრუო, სახიერება ჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა ჲ და მსახურება ჲ მისი შეუორ-გულებელი, ამისთჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკჳ- დრა იესუ ყოვლადძლიერმან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. ,,დიდება” წმ. მეფისა - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთო ჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმა შენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღ ამაღლებდი ჯუარსა საღმრთო ჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტ ჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნოება ჲ, რომლისათ ჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა” „აწ და“ დღესასწაულისა: „კართა რა ხშულთა...“ (ხმა II). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო წმ. მეფისა – 3 (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი). „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები წმ. მეფისა (თავისი ჩასართავებით). ხსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუა წებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციუ-რისა მეუფისანი, რომლისათ ჳსცა სათნო -ყო სიკეთ ჱ მეფობისა შენისა ჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა”. მუჴლი: ,,აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი”. „აღხვედ რაჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისაჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურე- ბისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მარადის გი ჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწმუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო”. მუჴლი: ,,ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა”. „მოიღე რაჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახუ- რებისაჲ და სიმნ ჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისა ჲთა განბრწყინდი, რომლი - სათჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანი- ობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისაჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი”. ,,დიდება” წმ. მეფისა - ,,ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორები - საჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმ -რთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტ ჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გ ჳთხოვე ჩუენ განათლება ჲ, გან -წმედაჲ და დიდი წყალობაჲ”. „აწ და“ დღესასწაულისა: „შეახე თომას...“ (ჴმა VIII). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ტროპარი წმ. მეფისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რ ომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღ აშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლი ერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მა რჯუენითა შენითა დაამ ჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: ,,დაბეჭდულით საფლავით...“. ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე). ტროპარი დღესასწაულისა: ,,დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII) 2გზის. ,,დიდება“ტროპარი წმ. მეფის ა: ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რ ომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღ აშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლი ერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მა რჯუენითა შენითა დაამ ჴუენ სპანი აგარ იანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV). „აწ და“ დღესასწაულისა: ,,დაბეჭდულით საფლავით...“ – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - წმ. მეფისა: „ზეცისა სუფევისა მ ჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, გონებითა უბიწო ჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მ იუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათ ჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გ ჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა”. ,,დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - წმ. მეფისა: „რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტ ჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტ ჱს მიერ, შეურყეველად დაცვა ჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევა ჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშ ჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ”. ,,დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა. – ,,სადიდებელი” მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – ,,გადიდებსა” წმ. მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილ მუხლებთან ერთად). – შემდგომად „სადიდებელისა” წარდგომა - ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულისჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისა ჲთა და მზაკუარებათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვ ევედრებით სახელ სა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ”. ,,დიდება” ,,აწ და” დღესასწაულისა (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა). – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა” (ჴმა IV). მუჴლი: ,,ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა”. – საცისკრო სახარება - ინ. 36 დას. X, 9-16. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება” - „მეოხებითა ღმრთივგჳრგჳნოსანისა მეფეთ-მეფისა თამარისითა...” „აწ და” - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...” - „მიწყალე მე ღმერთო...” (მცირე მიწყალე). – შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი - ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტ ჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა”. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...” საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - მეფისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: დღესასწაულისა. – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“. გალობა I, „უგალობდითსა” ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგ ჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ”. „ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომ ელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე”. „რომელი სიჩჩოჲთ შენით აღორძინდი საღმრთოჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყაროჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა”. „გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთი-საო, ნეტარო თამარ”. „წრფელ, მდაბალ, მშჳდ და მოწყალე, და სახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა”. ,,დიდებაჲ” - ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ესრჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა”. ,,აწ და” - ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდ-გომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო”. გალობა III, „განძლიერდასა”. ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდა ჲ შენებრ, კაცთმოყუარე”. „დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენ სა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილ -სახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნ-თქმელად”. „სიტყჳთა და საქმით ადიდ ე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხ-ოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაჲ”. „სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშ ჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა”. „არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღი რსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაჲ”. ,,დიდებაჲ” - ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს -ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუცხრომელად გადიდებთ”. ,,აწ და” - ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვ იქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლი -საგან დაშჯისა მი ჴსენ და მაცხოვნე მე”. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა. - წარდგომა წმ. მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლადშუენიერად მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახ ურებითა განაგო რა ჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველ ნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა”. ,,დიდება“ ,,აწ და“ დღესასწაულისა: ,,ვითარცა შორის მოწაფეთა...“ (ჴმა VIII). გალობა IV, „მესმასა”. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი”. „აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მ ჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოც ჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებ-ისა მისისა”. „ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუე -ნთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით”. „ვითარცა ახოვანმან მ ოღუაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ -ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ”. „რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლე სიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ”. ,,დიდება” - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და გან უსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგ ჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით”. ,,აწ და” - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავ -ლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო”. გალობა V, „ღამითგანსა”. ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე”. „შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისა ჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რა ჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩ -ინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმ ჴნჱ და ზეობაჲ შენი”. „შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცვ-ელნი, ყოვლად ტკბილო და საწადე ლო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხ -ეთისათა გ ჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედრებელნი”. „ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწ -ლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ”. „ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ”. ,,დიდება” - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯე -ლისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენე-ბისა შენისანი”. ,,აწ და” - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგ ჳვ-ლინოს სიმრავლ ჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ”. გალობა VI, „ღაღადყავსა”. ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალ -თა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა”. „ვითარცა ვარსკულავი ღმრ თივბრწყინვალჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობა ჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ”. „შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველ ნი წესნი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო”. „ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთს აყუდელი ღელვა - გვემულთა”. „ნუ დაიჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ-აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა”. ,,დიდება” ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე ქრისტ ჱს ღმრთი -საგან ცო დვათა ლხინებაჲ და წყალობა ჲ, ნეტარო თამარ”. ,,აწ და” ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს -მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო”. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი წმ. მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზ ჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შენთა და სურ ჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართება ჲ, და შეცო - დებათა ჴსნაი” (ხმა VIII). - იკოსი წმ. მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელ-დიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე” (ხმა VIII). – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა. გალობა VII, „კურთხეულარსა”. ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მ ჴსნელო, ძლევამოსილი მეფ ჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ -თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლე -ბული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დ ამბადებელსა ვადი-დებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტ ჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენ ითა, და ღირს -მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთ-ხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „გამოშჩნდი რა ჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისა ჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისაჲ, რომლისათჳსცა სამადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „დიდება” - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხ ჳლეულ-ყვენ რა ჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. ,,აწ და” - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯერო ჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ-ლადწმიდაო ღმრთისმშობელო”. გალობა VIII, „აკურთხევდითსა”. ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მ ჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. „უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. „მარხუაჲ და ლოცუა ჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღ ჳძარებაჲ და ზე -დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე”. „არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რა ჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე”. „მეფევ ს ჳანო, მშ ჳდო, წყნარო და მდაბალო, მ ჴნეო, ქუელო, კეთილ -მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. „ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა” - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარუ ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მ ჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. „აწ და” - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალხატითა აღშფოთებული და ამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგა ლობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. – შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა”. გალობა IX, „ადიდებდითსა”. ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყან ისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლ ჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ”. „იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმ ჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უ ჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტ ჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ”. „სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შ ენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაჲ”. „პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა”. „მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს”. „დიდება” - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისა ჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა”. „აწ და” - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთ ჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელი სასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე”. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ წმ. მეფისა: ,,დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე -დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ -ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღ -რაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სი -წმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა“. ,,დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „გუერდთა ჩემთა...“ (ჴმა I). – „ყოველი სული“. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: - კვირაცხოვლობისა - 3 მუხლი. - წმ. მეფსა - 3 მუხლი: „მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრ-თისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმ-ომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხჳთა განშუენებულისა თამარ-ისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინ-ვალესა და საჴელოვანსა”. „ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყ ჳთა და საქმითა საღმრთო ჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვა-ნიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა გზასა ზედა და მარა -დის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა”. „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმა ჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ - ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რა ჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუე -ნისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა აღმაშენებელსა, გა-ლობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ”. „დიდება” წმ. მეფისა - ,,გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურ- ვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცი- საჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისა ჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათ ჳს ქრისტ ჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათ რობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შ ჳლთა მორჩილებად მამა -დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთო ჲთა შ ჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა”. „აწ და“ დღესასწაულისა: „უფალო პირველ...“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი წმ. მეფის ა: ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რ ომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღ აშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლი ერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მა რჯუენითა შენითა დაამ ჴუენ სპანი აგარ იანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: ,,დაბეჭდულით საფლავით...“. ჟამებზე: – ტროპარები: დღესასწაულისა და მეფისა. – კონდაკი: დღესასწაულისა და მეფისა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - დღესასწაულის VIII გალობიდან - 4 მუხლი. - მეფის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი. შესვლად: ტროპარები: - კვირაცხოვლობისა; - ტაძრისა (ღმრთისმშობლის ან წმიდის). - რიგის წმიდისა. კონდაკები: - ტაძრისა (ღმრთისმშობლის ან წმიდის). „დიდება“ რიგის წმიდისა. „აწ და“ - კვირაცხოვლობისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მეფისა. სამოციქულისა სახარება - დღისა და მეფისა. წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვ“. მუხლი: ,,აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა, ღმერთსა ჩვენსა, ტკბილ-ეყავნ მას ქება“. წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი”. ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩვენისა“. მუხლი: ,,რამეთუ ღმერთი დიდ-არს ყოველსა ქვეყანასა ზედა“. ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად“. განიცადე: „აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. ,,ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი : ,,ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,განათლდი განათლდი...“ |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |