საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 29 იანვარი 2028
ძველი სტილით: 16 იანვარი
სულთმოფენობიდან 32-ე შვიდეულიხმა 6
ხსენება
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი. მოწამეთა: სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწამისა დანაქტი წიგნისმკითხველისა (II).
საკითხავები
ლიტ. – მოც. – საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25.
რიგ. – 1 თეს. 273 დას. V, 14-23. ლკ. 84 დას. XVII, 3-10.
ტიპიკონი
შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 6; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2028 წელი 16 იანვარისულთმოფენობიდან 32-ე შვიდეული29 იანვარი ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ხსენება: თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. პეტრესი. მოწ. სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწ. დანაქტი წიგნისმკითხველისა (II). ლიტ. - მოც. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25. რიგ. - 1 თეს. 273 დას. V, 14-23. ლკ. 84 დას. XVII, 3-10. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - ღირსთა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-18. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები მოციქულისა: 6 მუხლად: „მოვედით შემოვკრბეთ, მორწმუნენო და გალობით შევასხმიდეთ ნეტარსა პეტრეს და ვისწრაფოთ ამბორის-ყოფად ჯაჭუთა მისთა, რომლითა შეიკრა ქრისტეს ღმრთისათვის და ამას ვევედრებოდით სარწმუნოებით: ითხოვე ჩუენთვის მოციქულო რაითა ღირს -ვიქმნეთ საშუ - ებელსა საუკუნესა, მეოხებითა შენითა“ 2გზის. „წინაისწარ მეცნიერმან ყოვლისამან, იხილა რაი სიწმიდე გონებისა შენისა, თავად კრებულისა მოციქულთაისა განგაწესა და ეკლესიისა ზღუდედ და სიმტკიცედ და კლიტენი სასუფეველისანი გარწმუნნა, რომელნი წყალობით განგვიხვენ ჩუენ, პეტრე ყოვლად სანატ - რელო, რაითა წადიერებით და მხურვალედ გადიდებდეთ შენ“ 2გზის. „პირველ იხარებდი რაი ქრისტესა ღმრთად და სიტყუად და სიბრძნედ ღმრთისა მამისა, შეკრულ იქმენ ჯაჭვითა და საპყრობილედ შეიყენე, ხოლო ანგელოზისა მიერ განიხსენ და საკვირველებით განერი, ამისთვისცა, გევედრები შენ პეტრე ნეტარო, განჰხსენ ბრალთ ა ჩემთა ჯაჭუნი მძიმენი და ღირს-მყავ განთავისუფლებად ცოდვათაგან“ 2-გზის. „დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ღმრთისათვის შეკრულმან და დილეგსა შეწყუდეულმან დიდებულო მოციქულო, შეჰკარ საცდური, ამისთვის სურვილით გადიდებთ და შიშით ამბორს- უყოფთ ჯაჭუთა შენთა წმიდ ათა და აღმოვივსებთ მათ მიერ სულთა და ხორცთა კურნებასა უხუებით და ჯეროვნად გიგალობთ შენ, ღმრთისმხილველო, თავო ქრისტეს მოციქულთაო“ (ჴმა II). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით) (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (საზიარო თვენიდან - მოციქულისა). „დიდება“ მოციქულისა: „რომელსა ზედა აღაშენა ეკლესიაი თვისი ქრისტემან, პეტრე, გაქებთ მორწმუნენი და ქედსა მას წმიდასა შენსა შეხებულთა ჯაჭუთა შენთა პატივს -ვსცემთ და აღმოვივსებთ მადლსა და სენთა კურნებასა, რომელი დაადგრა დიდებულთა ხორცთა შენთა მიახლებითა, ღმრთივგანბრძნობილო“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ტროპარი მოციქულისა: ,,რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV). „დიდება“ ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით) (ხმა VI). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV) 2გზის. „დიდება“ ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით) (ხმა VI). – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. – რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოციქულისა. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - იგივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) აღდგომის სახელობის ტაძარში I კანონი აღდგომისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1 გზის) (მიმდინარე ხმისა). II კანონი მოციქულისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარში I კანონი ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1 გზის). II კანონი მოციქულისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). წმინდის სახელობის ტაძარში I კანონი ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის) (მიმდინარე ხმისა). II კანონი მოციქულისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა“. – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა IV. ძლისპირი: „არარაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯვენითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა კაცთმოყვარე“. „შენ შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებაი მოგეცა და შეკრულმან ჯაჭვითა, შეკრულნი განხსნენ, პეტრე, ცოდვისა კრულებათაგან“. „შენ, თავო მოციქულთაო, საცთურისა საკრველნი, შერაიიკარ ჯაჭვითა, დაჰხსნენ, ამისთვის ჯაჭუთა შენთა სურვილით შევიტკბობთ“. „დიდება“ - „საღმრთოთა მათ ჯაჭუთა შენთა თაყვანის -ვსცემთ, რამეთუ განფრდილნი ბრძოლათა მიერ შეგუკრენ სიყვარულითა ქრისტეს ღმრთისაითა მათ მიერ“. „აწ და“ - „უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღმრთისმშობ - ელსა მარიამს ჩუენ ყოველნი უგალობდეთ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „არა სიბრძითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყვარე“. „ჯაჭუთა შენთა დღეს, აღუსებულთა მადლითა, თაყვანის -ვსცემთ, რომელნი წმიდა იქმნეს, შეხებითა გუამისა შენისაითა, რომელსა ზედა დაეფუძნა ეკლესიაი“. „პატიოსანთა და წმიდათა ასოთა შენთა დასხმულთა ჯაჭუთა პატივს -ვსცემთ, ვითარცა სამკაულთა ეკლესიისათა, პეტრე დიდებულო თავო მოციქულთაო“. „დიდება“ - „საკრველთა შენთა თაყვანის -ვსცემთ და ამბორს უყოფთ სურვილით ჯაჭუთა შენთა, რომლითა განიხსნა უმეცრებაი წარმართთაი და სამძალად ღმრთისმსახურებისა იცნობნეს“. „აწ და“ - „უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელქმნული, ვედრებითა მით შენითა, მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოციქულისა: ,,ჰქადაგებდი რაი ქრისტეს ღმრთეებასა და ყოველსა სოფელსა განანათლებდი დიდებულო პეტრე თავო მოციქულაო, ჰეროდე უსჯულომან შეგიპყრა და შეგბორგილა ჯაჭვითა, ხოლო ანგელოზმან უფლისამან, რომელი იგი ღამე წარმოგიდგა შენ, საკვირველებით განგხსნა და განგიყვანა საპყრობილით, რაითა ჰქადაგებდე მას, ვითარცა ღმერთსა, ყოველთა კიდეთა სოფლისათა, რომლისათვისცა გევედრებით ითხოვე სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი“ (ჴმა I). „დიდება“„აწ და“ იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანაი აღივსო დიდებითა შენითა, ქრისტე, ამისთვის სარწმუნოებით ვიტყვით: დიდებაი ძალსა შენსა უფალო“. „მორჩილებისათვის ღმრთისა, ჯაჭვითა შეიკარ, ხოლო საკვირველად რაი განერი ანგელოზისა მიერ საპყრობილით, დიდებულო პეტრე, ურჩთა და ურწმუნოთა ამხილე“. „რომელმან გარწმუნნა კლიტენი ზეცისანი, ზარისაგან მისისა, საპყრობილესა შინა, პეტრე, მყის დაიხსნნეს საკრველნი შენნი, მსგავსად კუამლისა და დაგცვივეს ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „შენდა, ზეცისა სავანისა კარისმცველისა, რკინისა ბჭეთ ა შეზღუდვაი ვერ იკადრეს, ამისთვისცა მყის შიშით თავით თვისით განგეხუნეს, პეტრე, სიმტკიცეო მორწ - მუნეთაო“. „აწ და“ - „ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზესთაეს ბუნებათა გვიშევ ჩუენ, ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თვისად მორწმუნედ, სისხლითა შენითა, ქრისტე, მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოი შენი“. „საშინელი სიტყუაი შენი პეტრე ნეტარო მომაკუდინებელ წარმ დებთა და სნეულთა განმკურნებელ და მკუდართა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელ“. „აჩრდილი შენი პეტრე, საკვირველთმოქმედ და დიდ და ვარშამაგიცა შენი მაოტებელ სალმობათა და თაყვანისსაცემელ ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „სახსენებელსა შენსა ძალ-უც ჭეშმარიტებით, მოციქულო უფლისაო, ცხორებაი სულთაი და ჯაჭუთა შენთა შეხებასა - მოტევებაი ბრალთაი“. „აწ და“ - „განხორციელდა ღმერთი და მიიღო ბუნებაი შენგან ქალწულო უსძლოო, და უცვალებელად ჰგიეს, ბუნებითა მით ღმრთეებისაითა“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხოვრებაიცა ჩემი მოწყალე“. „რომელმან იგი ხელ -იყო სიცოფით, განცდად სულსა წმიდასა - სიმონ - ამხილე მას და ღმრთისმეტყუელე უწინარეს ყოველთასა, ნეტარო, ღმრთად ჭეშმარიტად სული წმიდაი“. „ითხოვე ქრისტესგან სანატრელო, რაითა დაფუძნებული შენ ზედა წმიდაი ეკლესიაი თვისი დაამყაროს შეუძრველად მარადის მართლითა სარწმუნოებითა“. „დიდება“ - „ხელბორკილთა შენთა ამბორს-უყოფთ და მარჯუენესა შენსა, ვითარცა კლიტეთ მპყრობელსა, ვევედრები განხუმად ჩემდა, კართა სამოთხისათა და ბჭეთა სასუფეველისათა“. „აწ და“ - „იქმნა საშოი შენი ღმრთისმშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუტევნელისა მიუწდომელად, რომელსაცა დასებაი უსხეულოთაი ვერ იკადრებს თუალთა ხილვად“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოციქულისა: „კლდესა ქრისტესსა...“ (ჟამნიდან). - იკოსი მოციქულისა: „ნანდვილვე აწ მოიწია ყოველთათვის მახლობელთა და შორიელთა ბრწყინვალე დღესასწაულობაი და თაყვანისცემაი საკვირველებისაი და ერთხმობით შესხმად პეტრეს და პავლეს, იოვანეს და ანდრიას, პირველ ჩინებულთა მათ, და ღირსად დიდებად ფილიპეს და მატთეოს, სიმონს მოშურნესა და იაკობს და იუდას და ყოველთავე მათ ქრისტეს მოციქულთა შემკობად და ესრეთ ღაღადებად ქრისტეს მიმართ: საკვირ ველ იქმნა ღმერთი ჩუენი, რომელი მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა“. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „დასაბამსა დაუსაბამოი სიტყუაი ღმრთისაი მამისა თანა, მხოლოი სულით წმიდითურთ, კურთხეულ არს და უფროისად დიდებულ არს სამებაი წმი-დაი უკუნისამდე“. „გარდამოხდა ანგელოზი ქუეყანისა ანგელოზისა და განგხსნა შენ საკრველ -თაგან, პეტრე ნეტარო და საპყრობილისაგან ქადაგად ცხოვრებისად წარგავლინა“. „ანთრაკისა და ოქროისა და ქვათა პატიოსანთა ფრიად, უპატიოსნეს უპყრიეს ეკლესიასა რკინაი იგი ჯაჭუთა შენთაი და სიმდიდრედ თვისად დაიუნჯებს პეტ-რე“. „დიდება“ - „ცეცხლისა მიერ განსაცდელთა და ოფლთა შენთაისა წდობილითა, ჯაჭვიტა მით შენითა, ჰოი მოციქულო, უკურნებელნი იგი სენნი სულისა ჩემისანი განჰკურნენ“. „აწ და“ - „სამებასა განუყოფელსა და შეურევნელსა ვაქებდეთ მართლმადი-დებლობით და ესრეთ ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „მხსნელო ყოველათაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენი, რაჟამს იგი შეაცურიე სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „რომელმან საკრველთაგან განუხსნელთა განხსნად ხელმწიფებაი ზეცით მოიღე, ბნელისა შემკვრელისაგან განმხსენ მე, მოციქულო, მადლითა მით, რომელი მკვიდრ არს ჯაჭუთა შინა შენთა“. „მოწყალე ჰყავ ღმერთი მგალობელთათვის შენთა, მოციქულო პეტრე ნეტარო, რომელმან იგი გიბრძანა, სამეოცდა ათ შვიდ გზის შენდობაი ბრალეულთა და შეცოდებულთაი“. „დიდება“ - „რომლისა მოქენე იქმენ, სცოდე რაი, შენდობაი ცოდვათაი მომმადლე მეცა, ოხითა შენითა, პეტრე, მხურვალედ მოყვარესა შენსა გლ ახაკსა, ქრისტეს მოყუარეო და შეყუარებულო“. „აწ და“ - „მორწმუნე ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყვანის -სცემენ მართლაღსარებითა დღეს და ესრეთ ღაღადებენ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ ღმრთისმშობელო მარადის გადიდებთ“. „ჭეშმარიტად უზეშთაეს ხარ შენ ყოვლისა კაცთა ნეტარებისა, რამეთუ პირმან საღმრთომან შეგასხა ნეტარებაი პეტრე ნეტარო, და სანატრელ გყო ყოველთა ტომთა და ენათაგან“. „ყოვლითურთ დიდებითა სავსე არს, სიწმიდითა და საკვირველებითა, სიტყუაი და მტუერი შენი, ნაწილნი, სარწმუნოებაი და აჩრდილი შენი, პეტრე ნეტარო და ღირს პატივისა ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „მოციქულთა თავო და გვირგვინო, ქრისტეს ეკლესიათა საფუძველო და სასუფეველისა კლიტეთ მპყრობელო, მგალობელნი ესე შენნი და ჯაჭუთა შენთა თაყვანის - მცემელნი გუაცხოვნენ“. „აწ და“ - „ნაყოფმან მუცლისა შენისამან შემქმნა მე ორღანოდ მგალობელად შენდა სიხარულისა მშობელო, რაითა სახარულევ ანითა ხმითა ხმამაღლად გიხაროდენსა გიღაღა - დებდე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ეკლესიისა სიმტკიცეო, კლიტენი ზეცისანი გერწმუნნეს, პეტრე, ხოლო განხსნი, ყოვლად ნეტარო, ქრისტესთვის ჯაჭვითა შეკრული, საკრველთა ცოდვისათა, მოციქულო, რომელნი მათ მიერ პატივს-გცემენ შენ“. ,,დიდება“ ,,აწ და“ იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მოციქულისა - 4 მუხლად: ,,დიდება“ მისივე: „საჭურველითა ჯვარისათა...“ ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი მოციქულისა: ,,რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV). „დიდება“ ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით) (ჴმა VI). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – „ნეტარებების“ გალობას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოციქულის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოციქულისა. კონდაკები: „დიდება“ - მოციქულისა. „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოციქულისა; კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მოციქულისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“. ალილუია (ჴმა I ): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვათა შინა წმიდათასა“. ალილუია: „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“ (ჴმა IV) განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი მათნი“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |