საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ორშაბათი, 29 იანვარი 2029
ძველი სტილით: 16 იანვარი
სულთმოფენობიდან 35-ე შვიდეულიხმა 1მსგეფსი

ხსენება

თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი. მოწამეთა: სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწამისა დანაქტი წიგნისმკითხველისა (II).

საკითხავები

ლიტ. – 2 პეტ. 66 დას. I, 20 - II, 9. მკ. 59 დას. XIII, 9-13.
მოც. – საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25.

ტიპიკონი

შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის III პერიოდი (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან აღდგომამდე) · დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ მარხვანი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (3 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2029 წელი 16 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული29 იანვარი
ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. პეტრესი. მოწ. სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწ. დანაქტი წიგნისმკითხველისა (II).
 
ლიტ. - 2 პეტ. 66 დას. I, 20 - II, 9. მკ. 59 დას. XIII, 9-13.
მოც. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან და საზიარო თვენიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და წმიდისა.
კონდაკი: წმიდისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ‘‘ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - არ იკითხება.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- მოციქულისა - 6 მუხლი (ჴმა IV):
„მოვედით შემოვკრბეთ, მორწმუნენო და გალობით შევასხმიდეთ ნეტარსა პეტრეს
და ვისწრაფოთ ამბორის-ყოფად ჯაჭუთა მისთა, რომლითა შეიკრა ქრისტეს ღმრ-
თისათვის და ამას ვევედრებოდით სარწმუნოებით: ითხოვე ჩუენთვის მოციქულო
რაითა ღირს-ვიქმნეთ საშუებელსა საუკუნესა, მეოხებითა შენითა“ 2-გზის.
„წინაისწარ მეცნიერმან ყოვლისამან, იხილა რაი სიწმიდე გონებისა შენისა,
თავად კრებულისა მოციქულთაისა განგაწესა და ეკლესიისა ზღუდედ და სიმტ -
კიცედ და კლიტენი სასუფეველისანი გარწმუნნა, რომელნი წყალობით
განგვიხვენ ჩუენ, პეტრე ყოვლად სანატრელო, რაითა წადიერებით და
მხურვალედ გადიდებდეთ შენ“ 2-გზის.
„პირველ იხარებდი რაი ქრისტესა ღმრთად და სიტყუად და სიბრძნედ ღმრთისა
მამისა, შეკრულ იქმენ ჯაჭვითა და საპყრობილედ შეიყენე, ხოლო ანგელოზისა
მიერ განიხსენ და საკვი რველებით განერი, ამისთვისცა, გევედრები შენ პეტრე
ნეტარო, განჰხსენ ბრალთა ჩემთა ჯაჭუნი მძიმენი და ღირს -მყავ
განთავისუფლებად ცოდვათაგან“ 2-გზის.
„დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ღმრთისათვის შეკრულმან და დილეგსა
შეწყუდეულმან დიდებულო მოციქულო, შეჰკარ საცდური, ამისთვის სურვილით
გადიდებთ და შიშით ამბორს -უყოფთ ჯაჭუთა შენთა წმიდათა და აღმოვივსებთ
მათ მიერ სულთა და ხორცთა კურნებასა უხუებით და ჯეროვნად გიგალობთ
შენ, ღმრთისმხილველო, თავო ქრისტეს მოციქულთაო“ (ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმისა): „წარხდა სახე
სჯულთა...“ (ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა.
„დიდება“ მოციქულისა: „რომელსა ზედა აღაშენა ეკლესიაი თვისი ქრისტემან,
პეტრე, გაქებთ მორწმუნენი და ქედსა მას წმიდასა შენსა შეხებულთა ჯაჭუთა
შენთა პატივს-ვსცემთ და აღმოვივსებთ მადლსა და სენთა კურნებასა, რომელი
დაადგრა დიდებულთა ხორცთა შენთა მიახლებითა, ღმრთივგანბრძნობილო “ (ჴმა
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმისა): ,,უსძლოო
ქალწულო...“ (ჴმა VIII).
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(„დიდების“ ხმისა): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV) 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(„დიდების“ ხმისა): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.
– I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა - მოციქულისა.
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1-გზის) - 4 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მოციქულისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,უქმი ქუეყანა“.
– „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. უგალობდითსა, ხმა IV.
ძლისპირი: „არარაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯვე -
ნითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა კაცთმოყვარე“.
„შენ შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებაი მოგეცა და შეკრულმან ჯაჭვითა,
შეკრულნი განხსნენ, პეტრე, ცოდვისა კრულებათაგან“.
„შენ, თავო მოციქულთაო, საცთურისა საკრველნი, შერაიიკარ ჯ აჭვითა,
დაჰხსნენ, ამისთვის ჯაჭუთა შენთა სურვილით შევიტკბობთ“.
„დიდება“ - „საღმრთოთა მათ ჯაჭუთა შენთა თაყვანის -ვსცემთ, რამეთუ განფ-
რდილნი ბრძოლათა მიერ შეგუკრენ სიყვარულითა ქრისტეს ღმრთისაითა მათ
მიერ“.
„აწ და“ - „უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა,
ღმრთისმშობელსა მარიამს ჩუენ ყოველნი უგალობდეთ“.
 
გალობა III. განძლიერდასა.
 
ძლისპირი: „არა სიბრძითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თვისით
ვიქადით, არამედ შენგან ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი
შენებრ, კაცთმოყვარე“.
„ჯაჭუთა შენთა დღეს, აღუსებულთა მადლითა, თაყვანის -ვსცემთ, რომელნი
წმიდა იქმნეს, შეხებითა გუამისა შენისაითა, რომელსა ზედა დაეფუძნა
ეკლესიაი“.
„პატიოსანთა და წმიდათა ასოთა შენთა დასხმულთა ჯაჭუთა პატივს -ვსცემთ,
ვითარცა სამკაულთა ეკლესიისათა, პეტრე დიდებულო თავო მოციქულთაო“.
„დიდება“ - „საკრველთა შენთა თაყვანის -ვსცემთ და ამბორს უყოფთ
სურვილით ჯაჭუთა შენთა, რომლითა განიხსნა უმეცრებაი წარმართთაი და
სამძალად ღმრთისმსახურებისა იცნობნეს“.
„აწ და“ - „უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელქმნული, ვედრე -
ბითა მით შენითა, მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსენ ჩუენ,
რომელნი გესავთ შენ“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოციქულისა: ,,ჰქადაგებდი რაი ქრისტეს ღმრთეებასა და ყო -
ველსა სოფელსა განანათლებდი დიდებულო პეტრე თავო მოციქულაო, ჰერო-
დე უსჯულომან შეგიპყრა და შეგბორგილა ჯაჭვითა, ხოლო ანგელოზმან
უფლისამან, რომელი იგი ღამე წარმოგიდგა შენ, საკვირველებით განგხსნა
და განგიყვანა საპყრობილით, რაითა ჰქადაგებდე მას, ვითარცა ღმერთსა,
ყოველთა კიდეთა სოფლისათა, რომლისათვისცა გევედრებით ითხოვე სულთა
ჩუენთათვის დიდი წყალობაი“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
გალობა IV. მესმასა.
ძლისპირი: „ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანაი აღივსო დიდე -
ბითა შენითა, ქრისტე, ამისთვის სარწმუნოებით ვიტყვით: დიდებაი ძალსა შენსა
უფალო“.
„მორჩილებისათვის ღმრთისა, ჯაჭვითა შეიკარ, ხოლო საკვირველად რაი
განერი ანგელოზისა მიერ საპყრობილით, დიდებულო პეტრე, ურჩთა და
ურწმუნოთა ამხილე“.
„რომელმან გარწმუნნა კლიტენი ზეცისანი, ზარისაგან მისისა, საპყრობილესა
შინა, პეტრე, მყის დაიხსნნეს საკრველნი შენნი, მსგავსად კუამლისა და
დაგცვივეს ჯაჭუნი შენნი“.
„დიდება“ - „შენდა, ზეცისა სავანისა კარისმცველისა, რკინისა ბჭეთა შეზღუდ-
ვაი ვერ იკადრეს, ამისთვისცა მყის შიშით თავით თვისით განგეხუნეს, პეტრე,
სიმტკიცეო მორწმუნეთაო“.
„აწ და“ - „ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზესთაეს ბუნებათა
გვიშევ ჩუენ, ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ,
გადიდებთ“.
გალობა V. ღამითგანსა.
ძლისპირი: „რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თვისად მორწმუნედ, სისხლითა
შენითა, ქრისტე, მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოი
შენი“.
„საშინელი სიტყუაი შენი პეტრე ნეტარო მომაკუდინებელ წარმდებთა და სნე -
ულთა განმკურნებელ და მკუდართა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელ“.
„აჩრდილი შენი პეტრე, საკვირველთმოქმედ და დიდ და ვარშამაგიცა შენი მა -
ოტებელ სალმობათა და თაყვანისსაცემელ ჯაჭუნი შენნი“.
„დიდება“ - „სახსენებელსა შენსა ძალ -უც ჭეშმარიტებით, მოციქულო
უფლისაო, ცხორებაი სულთაი და ჯაჭუთა შენთა შეხებასა - მოტევებაი
ბრალთაი“.
„აწ და“ - „განხორციელდა ღმერთი და მიიღო ბუნებაი შენგან ქალწულო უს -
ძლოო, და უცვალებელად ჰგიეს, ბუნებითა მით ღმრთეებისაითა“.
გალობა VI. ღაღადყავსა.
ძლისპირი: „შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა
დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე
ცხოვრებაიცა ჩემი მოწყალე“.
„რომელმან იგი ხელ -იყო სიცოფით, განცდად სულსა წმიდასა - სიმონ -
ამხილე მას და ღმრთისმეტყუელე უწინარეს ყოველთასა, ნეტარო, ღმრთად
ჭეშმარიტად სული წმიდაი“.
„ითხოვე ქრისტესგან სანატრელო, რაითა დაფუძნებული შენ ზედა წმიდაი ეკ -
ლესიაი თვისი დაამყაროს შეუძრველად მარადის მართლითა სარწმუნოებითა“.
„დიდება“ - „ხელბორკილთა შენთა ამბორს-უყოფთ და მარჯუენესა შენსა, ვით-
არცა კლიტეთ მპყრობელსა, ვევედრები განხუმად ჩემდა, კართა სამოთხისათა
და ბჭეთა სასუფეველისათა“.
„აწ და“ - „იქმნა საშოი შენი ღმრთისმშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუ -
ტევნელისა მიუწდომელად, რომელსაცა დასებაი უსხეულოთაი ვერ იკადრებს
თუალთა ხილვად“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოციქულისა: „კლდესა ქრისტესსა...“ (ჟამნიდან).
- იკოსი მოციქულისა: „ნანდვილვე აწ მოიწია ყოველთათვის მახლობელთა და
შორიელთა ბრწყინვალე დღესასწაულობაი და თაყვანისცემაი საკვირველებისაი
და ერთხმობით შესხმად პეტრეს და პავლეს, იოვანეს და ანდრიას, პირველ
ჩინებულთა მათ, და ღირსად დიდებად ფილიპეს და მატთეოს, სიმონს მოშუ -
რნესა და იაკობს და იუდას და ყოველთავე მათ ქრისტეს მოციქულთა შემკო -
ბად და ესრეთ ღაღადებად ქრისტეს მიმართ: საკვირველ იქმნა ღმერთი ჩუენი,
რომელი მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა“.
გალობა VII. კურთხეულარსა.
ძლისპირი: „დასაბამსა დაუსაბამოი სიტყუაი ღმრთისაი მამისა თანა, მხოლოი
სულით წმიდითურთ, კურთხეულ არს და უფროისად დიდებულ არს სამებაი წმი-
დაი უკუნისამდე“.
„გარდამოხდა ანგელოზი ქუეყანისა ანგელოზისა და განგხსნა შენ საკრველ -
თაგან, პეტრე ნეტარო და საპყრობილისაგან ქადაგად ცხოვრებისად
წარგავლინა“.
„ანთრაკისა და ოქროისა და ქვათა პატიოსანთა ფრიად, უპატიოსნეს უპყრიეს
ეკლესიასა რკინაი იგი ჯაჭუთა შენთაი და სიმდიდრედ თვისად დაიუნჯებს პეტ -
რე“.
„დიდება“ - „ცეცხლისა მიერ განსაცდელთა და ოფლთა შენთაისა წდობი -
ლითა, ჯაჭვიტა მით შენითა, ჰოი მოციქულო, უკურნებელნი იგი სენნი სულისა
ჩემისანი განჰკურნენ“.
„აწ და“ - „სამებასა განუყოფელსა და შეურევნელსა ვაქებდეთ მართლმადი -
დებლობით და ესრეთ ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო,
მარადის“.
გალობა VIII. აკურთხევდითსა.
ძლისპირი: „მხსნელო ყოველათაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი
ყრმანი იხსენი, რაჟამს იგი შეაცურიე სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით
საქმენი უფლისანი უფალსა“.
„რომელმან საკრველთაგან განუხსნელთა განხსნად ხელმწიფებაი ზეცით
მოიღე, ბნელისა შემკვრელისაგან განმხსენ მე, მოციქულო, მადლითა მით,
რომელი მკვიდრ არს ჯაჭუთა შინა შენთა“.
„მოწყალე ჰყავ ღმერთი მგალობელთათვის შენთა, მოციქულო პეტრე ნეტარო,
რომელმან იგი გიბრძანა, სამეოცდა ათ შვიდ გზის შენდობაი ბრალეულთა და
შეცოდებულთაი“.
„დიდება“ - „რომლისა მოქენე იქმენ, სცოდე რა ი, შენდობაი ცოდვათაი
მომმადლე მეცა, ოხითა შენითა, პეტრე, მხურვალედ მოყვარესა შენსა გლახაკსა,
ქრისტეს მოყუარეო და შეყუარებულო“.
„აწ და“ - „მორწმუნე ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყვანის -სცემენ
მართლაღსარებითა დღეს და ესრეთ ღაღადებენ: აკურთხევდით საქმ ენი
უფლისანი უფალსა“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX. ადიდებდითსა.
ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით
გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ
ღმრთისმშობელო მარადის გადიდებთ“.
„ჭეშმარიტად უზეშთაეს ხარ შენ ყოვლისა კაცთა ნეტარებისა, რამეთუ პირმან
საღმრთომან შეგასხა ნეტარებაი პეტრე ნეტარო, და სანატრელ გყო ყოველთა
ტომთა და ენათაგან“.
„ყოვლითურთ დიდებითა სავსე არს, სიწმიდითა და საკვირველებითა, სიტყუაი
და მტუერი შენი, ნაწილნი, სარწმუნოებაი და აჩრდილი შენი, პეტრე ნეტარო და
ღირს პატივისა ჯაჭუნი შენნი“.
„დიდება“ - „მოციქულთა თავო და გვირგვინო, ქრისტეს ეკლესიათა საფუძ -
ველო და სასუფეველისა კლიტეთ მპყრობელო, მგალობელნი ესე შენნი და
ჯაჭუთა შენთა თაყვანისმცემელნი გუაცხოვნენ“.
„აწ და“ - „ნაყოფმან მუცლისა შენისამან შემქმნა მე ორღანოდ მგალობელად
შენდა სიხარულისა მშობელო, რაითა სახარულევ ანითა ხმითა ხმამაღლად
გიხარო-დენსა გიღაღადებდე“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“ - არ იგალობება.
– „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ეკლესიისა სიმტკიცეო, კლიტენი ზეცისანი
გერწმუნნეს, პეტრე, ხოლო განხსნი, ყოვლად ნეტარო, ქრისტესთვის ჯაჭვითა
შეკრული, საკრველთა ცოდვისათა, მოციქულო, რომელნი მათ მიერ პატივს -
გცემენ შენ“.
„დიდება“,,აწ და“ იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად:
- მოციქულისა - 4 მუხლი.
,,დიდება“ მისივე: „საჭურველითა ჯუარისაითა...“ (ხმა I).
„აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(„დიდების“ ხმისა): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
I, III და VI ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მოციქულის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: „დიდება“ - რიგის წმიდისა.
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - ტაძრისა.
„დიდება“- რიგის წმიდის;
 
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
 
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი
ალად ცეცხლისა“.
მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ჴმა VIII ): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა
სიტყვანი მათნი“.
ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი
ძალნი მისნი“.
მუხლი: ,,რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად
ცეცხლისა“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი
მათნი“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.