საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 3 თებერვალი 2029
ძველი სტილით: 21 იანვარი
სულთმოფენობიდან 35-ე შვიდეულიხმა 1მსგეფსი

ხსენება

ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (662); წმ. პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწამისა ნეოფიტესი (303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); ქალწულმოწამისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწამისა ანასტასისა (662); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).

საკითხავები

ლიტ. – ღირ. – ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12.
რიგ. – 2 ტიმ. 295 დას. III, 1-9. ლკ. 103 დას. XX, 45 - XXI, 4.

ტიპიკონი

შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის III პერიოდი (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან აღდგომამდე) · დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ მარხვანი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

IV რანგის მსახურება: საგალობლები (მაგ. მეორე წმიდისა) თვენით შეამოწმეთ.
2029 წელი 21 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული3 თებერვალი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. მაქსიმე აღმს. (662); წმ. პატრ. კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწ. ნეოფიტესი (303-305); მოწ. ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); მოწ. ქალწულისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწ. ანასტასისა (662); ღირ. მაქსიმე ბერძენისა (1556).
 
ლიტ. - ღირ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12.
რიგ. - 2 ტიმ. 295 დას. III, 1-9. ლკ. 103 დას. XX, 45 - XXI, 4.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა.
– კონდაკი: ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I):
„მართალო მაქსიმე, ღირსო, სარწმუნოებისათვის მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ
შენ, ვითარცა მხნემან მოღუაწემან და გვიჩუენე გზაი კეთილად მსახურებისაი
ჩუენ მორწმუნეთა და აწცა ითხოვე ეკლესიათათვის დაცვაი შეუძრველად
ვედრებითა შენითა“ 2-გზის.
„მართალსა მაქსიმეს ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვითარცა
მხნესა სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს იესუისსა, გალობითა საღმრთოითა შევ -
ასხმიდეთ, რომლისა მიერ მართალი სარწმუნოებაი გუესწავა ჩუენ, ლმობიერად
ვაქებდეთ წადიერად“ 2-გზის.
„მოღუაწე მაქსიმე ყოვლად ქადაგი საღმრთოი ჭეშმარიტებისაი, რომლისა ენაი
და ხელი დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ , რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივ -
განბრძნობილსა მას მართლისა მისთვის სარწმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარი-
ტად დაცვისათვის ყოველთა მორწმუნეთა“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „რომელი წყალობისათვის ჩუენისა განკაცნა ჩუენთვის, ორი -
თა ბუნებითა და ორითა საქმითა და ეგრეთვე ორითა ნებითა აღიარე მაქსიმე
და ჰქა დაგე ხმამაღლად და დაუყვენ მწინკულევანნი და ბილწნი პირნი ერთ
ნებად და ერთსაქმედ მგმობართანი ბოროტთა მნივთებელისა ეშმაკისა მზაკუვა -
რებითა“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით):
„ყოვლისა სოფლისა...“ (ჴმა I).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (ჴმა VII):
„განჰმარტე სიხარულით მარჯუენე შენი ქრისტესთვის დაკუეთად, სანატრელო
მაქსიმე, ხოლო იქმენ მარჯუენე საღმრთო მწერალ მოძღურებათა განბრწყინვე -
ბულთა და ბრძმედსა შინა გამოცდილთა და, ეგრეთვე ენისა დაკუეთაი თავს-იდევ
გულსმოდგინებით ღირსო, ხოლო იქმენ ორღანო ღმრთისმგალობელ და ენა მოტ-
ყინარე სულისა წმიდისა მიერ განხურვებული, ყოვლად დიდებულო და მართლმა-
დიდებლობისა იგი სწავლანი ტკბილნი შუენიერად აღმოსთქუენ“.
მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“.
„უფსკრული სწავლათაი აღმოსთქუ გულით შენით ღმრთივგანბრძნობილით,
მაქსიმე დიდებულო, და დაანთქენ ყოველნი წვალებისა წინამძღუარნი და წიაღიყ-
ვანე ახალი ესე ისრაელი და კრებული გონებამხედველი ღმრთისაი და ექმენ
მეორედ მოსედ, დაღაცათუ პატივი უმდაბლესი თავს-იდევ ქრისტეს მსგავსად სიმ-
დაბლისა მიერ, არამედ იგივე ღუაწლნი დაითმინენ და შჯული საღმრთოი მოგუ-
ართუ, ღირსო, - სარწმუნოებაი ღმრთივდაწერილი, მტკიცე“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
„ხმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი
პირი, მაქსიმე დიდებული, დიდებაი ეკლესიისაი და მონაზონთა შესხმაი და გან -
მაშუენებელი, რამეთუ ამან სოფელსა შინა ჰბრძო უშჯულოთა სარწმუნოე -
ბისათვის და მწვალებელნი იოტნა და სამძალი ძლევისაი შეიმოსა ღუაწლთა მათ
თვისთათვის ყოვლად შუენიერთა და აღსარებისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა
მიერ და მოწამეთა დიდებაი დაიმკვიდრა“.
„დიდება“ მისივე: „მწიგნობრისა ხელოვნისა კალამ იქმნა ენაი შენი აღლესულ
მადლითა მით სულისა წმიდისაითა და აღწერნა ფიცართა ზედა გალობისა
ჩუენისათა სათნოებათა სჯულნი და სიმაღლე მოძღურებათაი და ხორცთა შეს -
ხმაი ორითა ბუნებითა დ ა ერთითა გუამითა ჩუენ, კაცთა, შორის გამოჩი -
ნებულისა ღმრთისაი“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) (ჟამნიდან).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის
ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა - ღირსისა:
„მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო
ბრწინვალეო და მონაზონთა შუენიერებაო, ჰოი ბრძენო მაქსიმე, ქნარო სულისაო,
სწავლითა შენითა ღმრთივბრწყინვალითა ჰნათობ უნათლეს მზისა, გვითხოვე
ქრისტესაგან დიდი წყალობაი“.
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - ღირსისა:
„მოძღურებაი საღმრთოი განამტკიცე და იქმენ სუეტ მართლმადიდებლობისა და
კლდე განუკუეთელ სარწმუნოებისა და ქრისტე ღმერთი ჩუენი ორითა ბუნებითა
და ორითა ნებითა იქადაგე, რომელსა ევედრე, მამაო მაქსიმე, მონიჭებად სულთა
ჩუენთა დიდი წყალობაი“.
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი - 2-გზის).
II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი - 2გზის).
II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „უქმი ქვეყანა...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. უგალობდითსა, ხმა VII.
ძლისპირი: „უგალობდეთ უფალსა მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ
ფარაო ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ
არს“.
„დიდებულო მაქსიმე, საღმრთოი იგი მადლი, სულისა წმიდისაი ენისაგან
შენისა თაფლმწუთოლვარისა დააწთვე ჩემ ზედა“.
„იხილვე ცეცხლ შემწუველად მწვალებელთათვის შენ, სანატრელო, და
ვითარცა ლერწამნი შურითა საღმრთოითა განჰლიენ იგინი“.
„დიდება“ - „პირუტყული ბრძანებაი ერთისა ნებისაი მგმობართა მიერ დაიდვა,
დიდებულო, ხოლო სიტყვითა შენითა დაჰხსნდა, მამაო“.
„აწ და“ - „შენ უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაი
დაუსაბამოი, ხორცითა უზეშთაეს ბუნებათა გიგალობთ“.
 
გალობა III. განძლიერდასა.
 
ძლისპირი: „შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ
ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი“.
„ყოვლად დიდებული მაქსიმოს, სარწმუნოებისა ჭეშმარიტი ქადაგი, სისხლთა
დათხევითა გამოჩნდა ქრისტეს მოწამედ“.
„ჰოი, სანატრელო მაქსიმე, მონაზონებითა შეიმკვე წესიერად და იქმენ ტაძარ
სიწმიდისაი ღმრთივგანბრძნობილო“.
„დიდება“ - „უფსკრულნი სიბრძნისანი აღმოადინნა ენამან შენმან, მაქსიმე,
ქრისტეს ბრძანებანი მზარდულნი მორწმუნეთანი“.
„აწ და“ - „ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შე სავედრებელად, ქალწულო: ზღუდე
მექმენ ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: ,,მოაშთვე სიტყუათა შენთა ძარღვითა პვიროს უშჯუ-
ლოი ბოროტის მზრახვალი და ცოფი, ღირსო მაქსიმე, და დევნულებანი თავს-
ისხენ და ჭირნი, დიდებულო და გუემანი სასტიკნი და დაკუეთაი ენისაი
მარჯუენისა მის შენისაი უბიწოისაი, რომლითაცა სწერდი სწავლათა
მაღალთა და მოძღურებათა ღმრთივგონიერთა“ (ჴმა IV).
„დიდება“„აწ და“ იგივე.
გალობა IV. მესმასა.
ძლისპირი: „მესმა უფალო განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, გან -
ვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი“.
„ნაშობნი ქუეყანისანი ზეცისათა თანა გნატრით განკვირვებულნი, რამეთუ
სიბრძნის მოყვარებითა გამოსჩნდი, მამაო, სწორ უხორცოთა“.
„მკლველ იყო მძლავრი ბოროტი, არამედ სიმხნე შენი დაუხსნელ იყო, ამის -
თვისცა შენ ნეტარ იქმენ, ხოლო უღმრთო იგი ცეცხლსა მიეცა“.
„დიდება“ - „შენ თანა მოღვაწე იქმნნეს ორნი მოწაფენი შენნი ყოვლად
ქებულნი და ღვაწლთა შენთა ეზიარნეს და მოსაგებელთა შენთა ღირს იქმნეს“.
„აწ და“ - „ღმერთი რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ
დასცხრები ჩუენთვის, ქალწულო, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობა“.
გალობა V. ღამითგანსა.
ძლისპირი: „აღმთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა
სახიერ ხარ, რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით“.
„რომელმან ზეცისა და ქუეყანისა სიბრძნე ისწავა ჭეშმარიტად, ბრძენი,
მთავრად ეწოდების ბრძენსა მაქსიმოსს“.
„სიბრძნისა საღმრთოისა ტრფიალებითა მსგავს იქმენ შენ ქრისტესსა, ღმრთივ-
შუენიერ, ყოვლად დიდებულო მაქსიმე“.
„დიდება“ - „ექსორია იქმენ მძვინვარებითა მძლავრისაითა, არამედ ჰპოვე
ქრისტე ნუგეშინისმცემელად შენდა, მაქსიმე“.
„აწ და“ - „შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად სანატ -
რელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“.
გალობა VI. ღაღადყავსა.
ძლისპირი: „მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი
სამოსლად ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაითა“.
„შეწირე სამარადისოდ ღმრთისა ვედრებაი, სანატრელო, და სულთა და
ხორცთა ვნებათაგან და ხრწნილებისაგან გვიოხენ“.
„განხმეს ყოველნივე წვალებისა მწვირიანნი წყარონი და დაყოფილ იქმნნეს
თქუმულთა შენთა სურნელთა მიერ, მაქსიმე“.
„დიდება“ - „მილხინე მე, მხოლოო სახიერო და წყარონი მადლთანი გულსა
შინა ჩემსა ლოცვითა მაქსიმესითა აღმოადინენ“.
„აწ და“ - „სამკვიდრებელი ღმრთისაი ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ
მორწმუნენი, ღმრთისმშობლად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „სამებისა წმიდისა...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ
იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან
წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის.
გალობა VII. კურთხეულარსა.
ძლისპირი: „ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ
ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და
იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის“.
„სამებაი ერთ ბუნებად, ერთ ნებად და ერთ ხელმწიფებად ჰქადაგე და
ღმერთი ხორცშესხმუ ლი ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა
საქმითა გუასწავე ჩუენ“.
„არა ორნი ნებანი განყოფილნი და ურთიერთარს წინა -აღდგომნი გვიქადაგენ
მამაო, არამედ არსებითა ბუნებითითა განყოფილნი გუასწავენ ქრისტეს ღმრთისა
თანა შეერთებულად“.
„დიდება“ - „სიტყუანი შენნი ძ ეგლად მართლმადიდებლობისა გვიპყრიან ჩუენ
მამაო, და ერთსა სამებისასა ორითა ბუნებითა და ნებითა აღვიარებთ მამათა
ჩუენთა ღმერთსა კურთხეულსა მარადის“.
„აწ და“ - „თაყვანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა
წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღ ვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა
ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის“.
გალობა VIII. აკურთხევდითსა.
ძლისპირი: „სამნი ყრმანი ღმერთო შეჭურვილნი მადლისაგან მძლედ
გამოჩნდეს ალსა და მძლავრსა მას, შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს:
აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„აღიღე შენ ჯუარი და ყოვლითურთ ტრფიალ იქმენ მისა მიმართ, რომელმან
უფროისად შეიყვარა კაცებაი და მის თანა ჯუარს -ეცუ ნეტარო, და უგალობდ
ხმითა ტკბილითა და ამაღლებდი მას უკუნისამდე “.
„გემოთა განმხრწნელთა ყოვლითურთ უცხო ექმენ შენ, ხოლო თავი შენი ჰყავ
ნეტარო, სარკე შეუგინებელ ღმრთისა და ხმა -ჰყავ: აკურთხევდით ყოველნი
საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„დიდება“ - „მძლავრისა უღმრთოისა რისხვაი არად შეჰრაცხე შენ, ჰოი,
მაქსიმე, არამედ ვითარცა გოდოლი, შეუძრველად ეგე მართლაღსარებასა ზედა
და ხმატკბილად უგალობდ უფალსა და ღაღადებდი მას უკუნისამდე“.
„აწ და“ - „სამებაი გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა, და ერთარსებით
ვიცნობთ ბუნებასა ღმრთეებისასა და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი
უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX. ადიდებდითსა.
ძლისპირი: „რომელმან წინაისწარ მოასწავა შობაი უხრწნელად, მომცემელსა
სჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებე -
ლად მას ვადიდებდეთ“.
„ქრისტეს ღმრთისა ეკლესიაი ღაღადებს დიდებულო: სისხლი შენი აბელისებრ
ვიდრე აქამომდეცა და ვიდრე უკუნისამდე ქადაგებს ხმამაღლად მართალსა სარ-
წმუნოებასა“.
„დაეკუეთების დღეს ხელი და ენაი დღეს უბიწოსა, ხოლო დასწერს საღმ -
რთოითა მით თითითა და კალმითა და სისხლთა გარდამოდინებითა მართალი
სარწმუნოებაი აჰყუავილდების“.
„დიდება“ - „განითქუმის სოფელსა შინა საღ მრთოი კადნიერებაი და ცეცხლი
იგი გულითადი ღმრთისა სიყვარულისაი, რომლისათვის გულსმოდგინედ
დასთხიენ სისხლნი შენნი მაქსიმე საგალობელო“.
„აწ და“ - „მეოხებითა სახიერ დედისა შენისაითა, ახოცენ ცოდვანი ჩუენნი,
შეიწირენ ვედრებაი ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაი და ნაყოფიე რ ყვენ სულნი ჩუ -
ენნი“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ - არ იგალობება.
– „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდგომარე ხარ შენ წინაშე საუფლოთა საყდართა
გუნდსა თანა მარტვილთაისა, რომელთაცა ებაძვე და ჩუენცა საკუთარ
გუყვენ უფლისა და მსგავს შენდა გამოგუაჩინენ, მაქსიმე“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი:
„სიბრძნითა საღმრთოითა აღვსებულო ახარებდ, დიდებულო ღირსო მაქსიმე,
ყოვლად შუენიერო, მნათობო შორის მონაზონთა და მოწამეთა ზიარო, უბრწყინ -
ვალესო ვარსკვლავთა მწყობრისაო, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა ხმა -
მაღლად მქადაგებელო, რომელმანცა ტკბილითა მით სწავლითა
სარწმუნოებისაითა თაფლ გარდამომდინარით პირით შენით დაატკბენ კრებულნი
მორწმუნეთანი, სამართლად გიგალობთ შენ ვითარცა შესავედრებელსა ჩუენსა:
მოგვიხსენენ ყოველნი წინაშე ღმრთისა ღირსო მამაო“ 2გზის.
„სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე პირველითგან და განაშუენე
მოქალაქობაი შენი სიტყუათა მიერ და საქმეთა, ღმრერთშემოსილო მაქსიმე, და
მოღუაწებათა შენთა საღმრთოთა მიერ ღმრთივშუენიერად გვიქადაგე განკაცებაი
ქრისტეს ღმრთისაი ერთგუამოვნებად ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და
ორითა საქმითა, მნებებელი და სრულმყოფელი ცხოვრებისა ჩუენი საი და ჩუენ
დამტკიცებულნი შენითა ღმრთისმეტყუელებითა, ვიტყვით: ქალწულისა შობილო,
ქრისტე მეუფეო, დიდებაი შენდა“ 2გზის.
„დიდება“ მისივე: „დიდებულო ღმრთისმეტყუელო მაქსიმე, ასწავე შენ ყოველთა
სარწმუნოებაი სამებისა წმიდისაი, რაჟამს ჰქადაგე ერთ არსებად, ერთ ბუნებად,
ერთ ღმრთეებად წმიდა სამებაი, განუშორებელი და შეურწყმელი,
სამგუამოვნებით და სამთვითებით ქებული და ერთი სამებისაგანი ორითა
ბუნებითა სრულითა და ვითარცა ბრძენმან და ჭეშმარიტმან მოძღუარმან,
განიოტენ გმობანი არიოზ უღმრთოისანი და ნესტორ და სევეროს ბილწთანი და
მათ თანა ყოველთა მწვალებელთა მათი ღმრთის ბრძოლანი“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმისა და შვიდეულის დღის
მიხედვით): „ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს გიხილა შენ მშობელმან შენმან,
მხოლოო სულგრძელო, მტირალი გოდებით ღაღადებდა და იტყოდა: ივნე ნებსით
მრავლითა სახიერებითა შენითა, რაითა განხრწნილი ბუნებაი კაცთა განაახლო,
უგალობ სიმტკიცესა შენსა“ (ჴმა VIII) (იხ. ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის
მიერ გამოცემული საზიარო თვენი. 2015 წ. გვ. 288).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) (ჟამნიდან).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპრის ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
 
I, III და VI ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
– ღირსის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
– ღირსის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“„აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდეს უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნი“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა
ინებოს ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი
იკურთხოს“.
ალილუია (ხმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა
მათთაგან იხსნა იგინი“
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეში-
ნოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალი სა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა
სიწმიდისა მისისასა“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.