კვირის საეკლესიო კალენდარი – 14 აგვისტო – 20 აგვისტო 2023
BETA საცდელი ვერსია · ალგორითმით გამოთვლილია, არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ტიპიკონი – გადაამოწმეთ patriarchate.ge-ზე ან sazu.ge-ზე.
2023 წელი 1 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული14 აგვისტო ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ხსენება: ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება. შვიდთა მაკაბელთა მოწამეთა - აბიმისა, ანტონინესი, გურისა, ელიაზარისა, ევსევონისა, ალიმისა და მარკელისა, დედისა მათისა სოლომონიასი და მოძღვრისა მათისა ელიაზარისა (166 წ. ქრ. წინ); პამფილიის პერგიელ მოწ. ლეონტისა, ატიოსისა, ალექსანდრესი, კინდევსისა, მინსითევსისა, კვირიაკესი, მინეონისა, კატუნისა და ევკლესი (III).მარიამობის მარხვის დასაწყისი. წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა). ლიტ. - 1 კორ. 125 დას. I, 18-24. ინ. 60 დას. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. მთ. 38 დას. X, 32-36; XI, 1. წყლის კურთხ. - ებრ. 306 დას. II, 11-18. ინ. 14 დას. V, 1-4. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამზე: – ტროპარები: აღდგომისა (ჴმა I) და მღვდელმთავრისა. – კონდაკი: მღვდელმთავრისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - არ აღესრულება. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - ჯვრისა - 3 მუხლი (ჴმა IV). - მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ მოწამეთა: „ეტყოდეს მძლავრთა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ჯვრისა: „რომელიცა ძველად მოსე...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით – არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან: - „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“ - „მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ...“ „დიდება“ მოწამეთა: „სულნი მართალთანი...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ჯვრისა: „ხმა წინასწარმეტყველისა...“ (ჴმა VIII). – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი მოწამეთა: „წყლულებანი იგი, უფალო...“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა I). შენიშვნა: მწუხრის დასრულების შემდგომ, მღვდელი დიაკვნის თანხლებით სათანადო წესით გადმოასვენებს გამშვენებულ ჯვარს სამკვეთლოდან და დაასვენებს მას წმინდა ტრაპეზზე, სახარების ადგილას, სადაც ჯვარი დარჩება ცისკრის დასრულებამდე. ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე). ტროპარი ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I) 2-გზის. „დიდება“ მოწამეთა: „წყლულებანი იგი, უფალო...“ (ჴმა I). „აწ და“ ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I). – რიგითი კანონები: მე-4 და მე-5. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“. - შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის). II კანონი - ჯვრისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი მოწამეთა (ჴმა II). წარდგომა მოწამეთა: „ღმრთისმსახურებით და მოღვაწებით...“ „დიდება“ „აწ და“ ჯვრისა: „ჯვარი შენი...“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი: ჯვრისა (ჴმა IV). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. „დიდება“ მოწამეთა: „საკვირველთა უგალობდეთ...“. „აწ და“ ჯვრისა: „ჯვარო მფარველო ყოვლისა...“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - ჯვრისა - 3 მუხლი (ჴმა I). - მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ მოწამეთა: „მაკაბელთა ღვთივბრწყინვალე...“ (ჴმა IV). „აწ და“ ჯვრისა: „ღმერთო, რომელი...“ (ჴმა VIII). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. შენიშვნა: „დიდებამაღალიანის“ გალობისას, მღვდელი შეიმოსება სრული შესა - მოსელით. უკმევს წმინდა ტრაპეზს და მასზე დასვენებულ პატიოსან ჯვარს, რის შემდეგაც ჩრდილოეთის კარით გამოასვენებს მას და გამოვა ამბიონზე. „წმიდაო ღმერთო“-ს გალობის დასრულებისთანავე ხმამაღლა წარმოსთქვამს: „სიბრძნით აღემართენით“. გუნდი გალობს: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ 3-გზის. გალობის დასწულების შემდეგ მღვდელი დაასვენებს პატიოსან ჯვარს შუა ტაძარში წინასწარ გამზადებულ ანალოღიაზე და ჰყოფს მის წინაშე 3 სრულ მეტანიას. გუნდი გალობს: „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ...“ საგალობლის დასრულების შემდეგ იკითხება დასდებელნი სადღესასწ აულოდან, რის შემდეგაც მრევლი ემთხვევა პატიოსან ჯვარს. აღესრულება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები, თავმოდრეკის ლოცვები და ჩვეულებისამებრ ჩამოლოცვა. ჟამებზე: – ტროპარები: ჯვრისა და მოწამეთა. – კონდაკები: ჯვრისა და მოწამეთა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ჯვრის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - მოწამეთა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწდა“- თი. შესვლად: ტროპარები: - ჯვარისა; - მოწამეთა. კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა. „აწ და“ - ჯვარისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - ჯვრისა და მოწამეთა. სამოციქულო და სახარება - ჯვრის, რიგისა და მოწამეთა. წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი“. მუხლი: ,,შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“. წარდგომა (ჴმა VI): „წმიდათა, რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ -ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“. ალილუია (ჴმა VI): „მოიხსენე კრებული შენი რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: „ხოლო მეუფემან, ღმერთმან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, ჰქმნა ცხორებაჲ შორის ქვეყანისა“. ალილუია: „ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი“. განიცადე: „გამოჩნდა ჩვენზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“. 2023 წელი 2 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული15 აგვისტო ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით ხსენება: პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწ. აღმოყვ. იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს (დაახ. 428) და პოვნა ნაწილთა მართალთა - ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა; მღვდელმოწ. სტეფანესი, რომის პაპისა და მისთანათა (257). ლიტ. - 2 კორ. 171 დას. II, 3-15. მთ. 94 დას. XXIII, 13-22 (ორშ.). – 2 კორ. 172 დას. II, 14 - III, 3. მთ. 95 დას. XXIII, 23-28 (სამშ.). პირველმოწ. - საქ. 17 დას. VI, 8 - VII, 5, 47-60. მთ. 87 დას. XXI, 33-42. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: ჯვრისა და მოწამეთა. – კონდაკი: მოწამეთა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ‘‘ - იკითხება. – „აკურთხევ სული ჩემი უფალსა‘‘ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-6. – „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა I). - პირველმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება‘‘ პირველმოწ.: ,,გაქუს შენ...“ (ჴმა II). ,,აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „დედათა შორის წმინდაო...“ (ხმა II). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – ,,სტიქარონსა‘‘ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან: - ,,შენდამი აღვიხილენ თვალნი...“ - „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“ ,,დიდება‘‘ პირველმოწ.: ,,მარტვილთა გვირგვინთა...“ (ჴმა VIII). ,,აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ სიქადულო ყოვლისა...“ (ხმა VIII). – „აწ განუტევე‘‘. – შემდგომად „მამაო ჩვენო‘‘-სი: ტროპარი პირველმოწამისა: „სამეუფო გვირგვინი...“ (ჴმა IV). „დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): ,,ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეურვდეთ...“ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი პირველმოწამისა: „სამეუფო გვირგვინი...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): ,,ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეურვდეთ...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-7 და მე-8. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: ,,უფალო ნუ გულის- წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“. - შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის) II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე) III კანონი - პირველმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ პირველმოწამის ძლისპირი (საზიარო თვენიდან). – „უმცირესი‘‘ - „უფალსა უგალობდით“. – შემდგომად „განძლიერდასა‘‘ (III გალობისა): - წარდგომა პირველმოწ.: „ვითარცა ოქროი...“. ,,დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ მისივე: „სარწმუნოებისა ჯაჭუ...“. – შემდგომად „ღაღადყავსა‘‘ (VI გალობისა): - კონდაკი პირველმოწამისა: „პირველად დათესილ...“ (ჟამნიდან). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერ- ხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. – შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა‘‘. – შემდგომად „ადიდებდითსა‘‘ (IX გალობისა): ,,ღირს არსი‘‘. – „განმანათლებელი‘‘ შვიდეულის დღისა. „დიდება‘‘ პირველმოწ: ,,რომელი ღუაწლთა...“ (ჴმა VIII). „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა. – „აქებდით უფალსა ცათაგან‘‘ - იკითხება (დასდებლების გარეშე). ,,დიდება‘‘ „აწ და‘‘ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“ – „დიდებამაღალიანი” - იკითხება. – „აღვივსენითსა‘‘ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან: - „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...‘‘ - „და იყავნ ნათელი უფლისა...‘‘ „დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა I). – „კეთილ არს აღსარებად უფლისა‘‘ - 1 გზის. ტროპარი პირველმოწამისა: „სამეუფო გვირგვინი...“ (ჴმა IV). „დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღვთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ - ,,კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხე- დვით): ,,შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...” (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - პირველმოწამისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „ყოველდღიური ანტიფონები‘‘ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - შვიდეულის დღისა; - პირველმოწამისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - პირველმოწამისა; „დიდება‘‘ - „წმიდათა თანა განუსვენე...“; „აწდა‘‘ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა; - პირველმოწამისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა. - პირველმოწამისა; „დიდება‘‘ - „წმიდათა თანა განუსვენე...“; „აწდა‘‘ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და პირველმოწამისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და პირველმოწამისა. წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“. მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა გევედრებოდი რაიმე შენდამი“. ალილუია (ჴმა IV ): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“. მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენი- სათა ჰყუაოდიან“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბა ვისაგან ბორო-ტისა არა ეშინოდის“. (წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და პირველმოწამისა, ერთმანეთს ემთხვევა). 2023 წელი 3 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული16 აგვისტო ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით ხსენება: პირველმოწამისა რაჟდენისა, სოფელ წრომს წამებულისა (457); მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა - ცხრა ძმა ხერხეულიძეთა, დედისა და დისა მათისა და მათთანა 9000 ქართველთა, მხედართა და მხედართმთავართა (1625); ღირ. ისააკისი, დალმატისა და ფავსტოსი (IV-V); ღირ. კოზმა განდეგილისა (VI); ღირ. ანტონი რომაელისა, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედისა (1147). ლიტ. - 2 კორ. 173 დას. III, 4-11. მთ. 96 დას. XXIII, 29-39. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლის – არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - პირველმოწამისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – ,,ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: პირველმოწ. - 8 მუხლად (ჴმა VI). „დიდება“ მისივე: „აბრაამ მეორედ...“ (ჴმა VI). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით. – დღის წარდგომა. – საწინასწარმეტყველო: 3 პირველმოწამისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პირველმოწამისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მისივე: „ნელსაცხებელი იგი...“ (ჴმა V). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,გნატრით შენ...“ (ჴმა V). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი პირველმოწამისა: „ხენეშისა სარკინოზობისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი პირველმოწამისა: „ხენეშისა სარკინოზობისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღვთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-10 და მე-11. – რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I და II სტიხოლოღიისა - პირველმოწამისა. „დიდება“ „აწდა“ მისივე. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – ,,გადიდებსა“ მოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – წარდგომა შემდგომად ,,სადიდებელისა“ - პირველმოწამისა - 2გზის. „დიდება“ „აწდა“ მისივე: ,,ვითარცა ქალწულმან...“. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“. მუხლი: ,,შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა გევედრებოდი რაი მე შენდამი“. – საცისკრო სახარება: მთ. 36 დას. X, 16-23. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა მოწამისა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,რაჟამს წოდებასა შენსა...“ (სადღესასწაულოდან). – ,,აცხოვნე უფალო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - პირველმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - პირველმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: ,,ჯვარი დასახა“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): წარდგომა პირველმოწამისა: „ვითარც მხნედ...“ 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ მისივე: „დაუკვირდა იოსებს...“ (ჴმა IV). – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი პირველმოწამისა. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მოწამისა: „სარწმუნოებისა ჭურსა...“ „დიდება“ „აწდა“ მისივე: „სიბრძნე გვამოვნებითი...“ – „ყოველი სული...“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: პირველმოწამისა - 4 მუხლად. „დიდება“ მისივე: „მთიებ საჩინო...“ „აწ და“ მისივე: „საიდუმლოსა სინასა...“ – „დიდებამაღალიანი“- იგალობება. ტროპარი პირველმოწამისა: „ხენეშისა სარკინოზობისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღვთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი: პირველმოწამისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - პირველმოწამის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და ,,დიდება“ ,,აწ და“-თი. შესვლად: მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებში: ტროპარები: - ტაძრისა. - რიგის წმიდის. კონდაკები: „დიდება“ - რიგის წმიდისა. „აწდა“ - ტაძრისა. წმიდის სახელობის ტაძრებში: ტროპარები: - ტაძრისა; - რიგის წმიდის. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“- რიგის წმიდისა. „აწდა“ - „სასოო და შესავედრებელო... “ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა. წარდგომა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ (ჴმა III). მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“. წარდგომა: „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“. ალილუია: „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“ (ჴმა VIII). მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანნი“. ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2023 წელი 4 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული17 აგვისტო ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით ხსენება: შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიხოსისა, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინესი) და ანტონინესი (დაახ. 250); ღირსმოწ. ევდოკიასი (იასი) (362-364); მოწ. ელეფთერისა (IV). ლიტ. - 2 კორ. 175 დას. IV, 1-6. მთ. 99 დას. XXIV, 13-28. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამეთა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - პირველმოწამისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-12. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: მოწამეთა - 6 მუხლად (ჴმა IV). „დიდება“ მისივე: „მხედრობაი საღმრთოჲ...“ (ჴმა V). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღვასა მას ზედა...“ (ჴმა V). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – დღის წარდგომა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა‘‘ („დიდების‘‘ ხმის მიხედვით): „შევრდომილნი საფარველსა...‘‘ (ხმა VII). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...‘‘ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...‘‘ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-13 და მე-14. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: მოწამეთა. „დიდება“ „აწ და“ იგივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 4 მუხლად. II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად. III კანონი - მოწამეთა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად. – კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“. „დიდება“ „აწ და“ - მისივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „სოფლის შინასა ხრწნილებისა...“. შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა - 4 მუხლი: „დიდება“ მოწამეთა: „ღუაწლითშემოსილნო...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...‘‘ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოწამეთა კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და ,,დიდება“ ,,აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოწამეთა. კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოწამეთა; კონდაკები: - ტაძრის; „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. წარდგომა: „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“ (ჴმა IV). ალილუია (ჴმა I): ,,აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთან უფალო“. მუხლი: ,,ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“. ალილუია (ჴმა VI): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“. განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“. 2023 წელი 5 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული18 აგვისტო ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ფერისცვალების წინადღესასწაული ხსენება: ფერისცვალების წინადღესასწაული. მოწ. ევსიგნისა (362); მღვდელმოწ. ანთვირესი (236) და ფაბიოსისა (250), რომის პაპთა; მოწ. პონტიოს რომაელისა (დაახ. 257); მოწ. კანტიდისა, კანტიდიანესი და სიბელისა - ეგვიპტელთა; მართლისა ნონასი, წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის დედისა (374). ლიტ. - 2 კორ. 177 დას. IV, 13-18. მთ. 100 დას. XXIV, 27-33, 42-51 (პარ.). – 1 კორ. 123 დას. I, 3-9. მთ. 78 დას. XIX, 3-12 (შაბ.). საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამზე: – ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ‘‘ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-15. – „უფალო, ღაღად-ვყავ‘‘ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო, ღაღად-ვყავ‘‘ - სა ზედა დასდებელნი - 6 მუხლად: - წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV). - მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II). „აწ და“ წინადღესასწაულისა: ,,მოვედით და აღვიდეთ...“ (ჴმა V). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მოწამისა: ,,მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ წინადღესასწაულისა: ,,რომელმან მთასა ზედა...“ (ჴმა II). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“: ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...‘‘ (საზოგადო) (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ წინადღესასწაულისა: ,,ქრისტეს ფერისცვალებასა...“ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი წინადღესასწაულისა: ,,ქრისტეს ფერისცვალებასა...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ჴმა IV). „აწ და“ წინადღესასწაულისა: ,,ქრისტეს ფერისცვალებასა...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - წინადღესასწაულისა. „დიდება“, „აწ და“- იგივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I, VIII და IX გალობები: I კანონი - წინადღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - სამსაგალობელი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III, IV, V, VI და VII გალობები: I კანონი - წინადღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამის კანონის ძლისპირი. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი მოწამისა: „ვარსკვლავნი ელვარენი...“ (საზოგადო) (ჴმა II). - წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროჲ...“ „დიდება“ „აწ და“ წინადღესასწ.: „განემზადე აწ, თაბორ...“ (ჴმა IV). – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი წინადღესასწაულისა. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა). – „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღვაწლთა მიერ...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - წინადღესასწაულისა: „შემოქმედი ზეცათაჲ...“. – „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“ – „დიდებამაღალიანი“ - იკითხება. – „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,შჯულისა და წინასწარმეტყველთა...“ (ჴმა V). – „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის. ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...‘‘ (საზოგადო) (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ ტროპარი წინადღესასწაულისა: ,,ქრისტეს ფერისცვალებასა...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოწამისა. – კონდაკი: წინადღესასწაულისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - წინადღესასწაულის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - წინადღესასწაულისა; - მოწამისა; კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა; „აწ და“ - წინადღესასწაულისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - წინადღესასწაულისა; - ტაძრისა; - მოწამისა; კონდაკები: - წინადღესასწაულისა; „დიდება“ - მოწამისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - წინადღესასწაულისა; - ტაძრისა; - მოწამისა; კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მოწამისა; „აწ და“ - წინადღესასწაულისა წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ოთხშაბათის. წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“. ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: (ჴმა IV) „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ყუაოდიან“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2023 წელი 6 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული19 აგვისტო ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ცისკ. - ლკ. 45 დას. IX, 28-36. ლიტ. - 2 პეტ. 65 დას. I, 10-19. მთ. 70 დას. XVII, 1-9. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოწამისა. – კონდაკი: წინადღესასწაულისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე). – „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ჴმა VIII). „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წინაჲსწარ მომასწავებელად აღდგომისა...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - დღესასწაულისა. – ,,ლიტიასა“ ზედა დასდებლები - დღესასწაულისა (ჴმა II). ,,დიდება“ მისივე: ,,მოვედით და აღვიდეთ...“ (ჴმა V). ,,აწ და“ მისივე: ,,სჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა...“ (ჴმა V). – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა I). ,,დიდება“, ,,აწ და“ მისივე: ,,პეტრეს, იაკობს და იოანეს...“ (ჴმა VI). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“: - ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ - 3-გზის (ჴმა – პურის კურთხევა. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე). - ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ჴმა VII) 2-გზის. „დიდება“, „აწ და“ - ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ჴმა VII). – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა. „დიდება“, „აწ და“ მისივე. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებული მუხლებით დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,რომელი აღჰჴედ მთასა...“ (ჴმა IV). „დიდება“, ,,აწ და“ მისივე: ,,დაფარული ელვაჲ ღმრთეებისა...“ (ჴმა VIII). – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). იხარებდენ“ (ჴმა IV). მუხლი: ,,შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაჲ“. – საცისკრო სახარება: ლუკ. 45 დას. IX, 28-36. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „დღეს ყოველნი სიხარულით აღივსებიან...“. „აწ და“ - „დღეს ყოველნი სიხარულით აღივსებიან...“. - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ღმრთეებისა შენისაჲ, მაცხოვარ...“. – „აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი...“. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის). – კატავასია: „ჯუარი დასახა მოსე...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა დღესასწაულისა: „მთასა ზედა თაბორსა...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა VII). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270). – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“. „დიდება“ - იგივე. „აწ და“ - იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი (I მუხლი ორგზის). „დიდება“, „აწ და“ მისივე: ,,წარიყვანნა ქრისტემან...“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ჴმა VII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „სადღესასწაულო ანტიფონები“. შესვლად: „სიბრძნით, აღემართენით“ - „უფალო, მოგჳვლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, რაჲთა წარგჳძღუეს და აღგჳყვანოს ჩუენ მთასა წმიდასა შენსა“. - ტროპარი: დღესასწაულისა; „დიდება“ „აწ და“ - კონდაკი: დღესასწაულისა. წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე დღესასწაულისა. წარდგომა (ჴმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“. მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო, ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“. ალილუია (ჴმა VIII): „შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაჲ“. მუხლი: ,,ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი, უფალო“. განიცადე: „უფალო, ნათლითა პირისა შენიჲსათა ვიდოდეთ, და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“. ,,ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ,,ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,შობაჲ შენი უხრწნელ არს, ქალწულო...“. ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღესრულება ხილის კურთხევა (იხ. სადღესასწაულო). 2023 წელი 7 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-11 კვირა20 აგვისტო ძველი სტილითხმა IIახალი სტილით ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული ხსენება: ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული. ღირსმოწ. დომენტი სპარსისა და ორთა მისთა მოწაფეთა (363); მოწ. მარინისა და ასტერიოსისა (260); ღირ. ორესი (დაახ. 390); ღირსმოწ. პოტამია საკვირველთმოქმედისა. ცისკ. - სახ. XI, ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - 1 კორ. 141 დას. IX, 2-12. მთ. 77 დას. XVIII, 23-35. ღირ. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსმოწამისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურებასთან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა II). - აღმოსავლური - 1 მუხლი. - დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV, იხ. დღესასწაულის ცისკარი, „აქებდითსა“- ზედა დასდებლები). - ღირსმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა III). „დიდება“ დღესასწაულისა: „წინაჲსწარ მომასწავებელად აღდგომისა...“ (ჴმა VI, იხ. 7 აგვისტოს საკითხავი). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა დღისა, შაბათისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით და აღვიდეთ მთად მიმართ...“ (ჴმა V, იხ. 7 აგვისტოს საკითხავი, „სტიქარონსა“-ზედა „აწ და“). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის. ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ჴმა VII) – 1-გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფლავად...“ - 2-გზის (ჴმა II). „დიდება“ ღირსმოწამისა: „მარხვითა იღუაწე პირველ მთასა ზედა...“ (ჴმა IV). „აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ჴმა VII). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – ,,ნეტარარიანი“ მე-17 კანონი. – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ – იპაკო (ჴმა II). – ანტიფონები (ჴმა II). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ ამცენ და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ“ (ჴმა II). მუჴლი: ,,უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“. – საცისკრო სახარება: სახ. XI, ინ. 67 დას. XXI, 15-25. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). II კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი – დღესასაწულის პირველი კანონი (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი. II კანონი - ღირსმოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი. – კატავასია – დღესასაწულისა: „მწყობრი ისრაილთა“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა VII, იხ. თვით დღესასწაულის ცისკარში). - კონდაკი ღირსმოწამისა: „შეაიწრენ ჴორცნი შენნი...“ (ჴმა VI). - წარდგომა ღირსმოწამისა: „მარხვითა და ლოცვითა...“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „დაფარული ელვაჲ ღმრთეებისა...“ (ჴმა VIII, იხ. 7 აგვისტოს საკითხავი). – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა II). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (XI). ,,დიდება, აწ და“ – „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“ – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა II). - დღესასწაულისა - 4 მუხლი (იხ. 7 აგვისტოს საკითხავი, ცისკრად „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლები „დიდების“ მუხლით და ჩასართავებით). ,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (XI). ,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი ლუწი ხმისა. ჟამებზე: პირველ და VI ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა II) და დღესასწაულისა. – კონდაკი: დღესასწაულისა. პIII და IX ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა II) და ღირსმოწამისა. – კონდაკი: აღდგომისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, – დღესასწაულის ორივე კანონის პირველი გალობიდან – 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - დღესასწაულისა; - ღირსმოწამისა; კონდაკები: – აღდგომისა; „დიდება“ - ღირსმოწამისა; „აწ და“ - დღესასწაულისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის ან წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - დღესასწაულისა; - ტაძრისა; - ღირსმოწამისა; კონდაკები: - აღდგომისა; - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსმოწამისა; „აწ და“ - დღესასწაულისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და ღირსმოწამისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსმოწამისა. წარდგომა (ხმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ“. მუხლი: „სწავლით განმსწავა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ხმა II): ,,შეისმინენ შენნი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი“. მუხლი: „უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსა გხადოდით შენ“. ალილუია (ჴმა IV ): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან – ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899წ. „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: „შობაჲ შენი უ ხრწნელ არს, ქალწულო...“. |