საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 25 აპრილი 2026
ძველი სტილით: 12 აპრილი
აღდგომიდან მე-2 შვიდეული

ხსენება

ღირსისა ბასილი აღმსარებელისა, პარიის ეპისკოპოსისა (დაახ. 754); მღვდელმოწამისა ზენონისა, ვერონიელი ეპისკოპოსისა (დაახ. 260); ღირსისა ისააკ ასურისა (550); ღირსთა მოწამეთა: მინასი, დავითისა და იოანესი (VII); ღირსისა ანთუსა ქალწულისა (801); ღირსისა ათანასია იღუმენიასი (860).

საკითხავები

ლიტ. – საქ. 15 დას. V, 21-33. ინ. 19 დას. VI, 14-27.
ხსენებული წმინდანის საკითხავი (გამოცემულ ტიპიკონებში ამ თარიღზე იშვიათად იბეჭდება, სათაურში არ შედის):
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.

ტიპიკონი

ზატიკის II პერიოდში, შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის I პერიოდი – ზატიკი (აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე) · თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ ზატიკი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
თავისებურებები
  • ყველა მსახურება იწყება „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის გალობით; ამის შემდეგ „მოვედით თაყვანი-ვსცეთ“ აღარ ითქმის (ღამისთევის მწუხრზე – ასამაღლებლის შემდეგ).
  • ლიტურგიაზე „ღირსარსის“ ნაცვლად იგალობება „ანგელოზი ღაღადებს“ და „განათლდი, განათლდი“ (ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნის გარდა).
  • ცისკარზე საცისკრო კანონთა წინ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ – 1-გზის.
  • „მეუფეო ზეცათაო“ არ იკითხება და არ იგალობება სულთმოფენობამდე.
  • ზატიკის საკითხავები თვენის საკითხავებზე წინ იკითხება; ზატიკში მითითებული „დღესასწაულის საკითხავები“ არის უკანასკნელი კვირის, განზოგების, ამაღლების ან სულთმოფენობის საკითხავები, და არა პასექის.

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 12 აპრილიაღდგომიდან მე-2 შვიდეული25 აპრილი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. ბასილი აღმს., პარიის ეპ. (დაახ. 754); მღვდელმოწ. ზენონისა, ვერონიელი ეპ. (დაახ. 260); ღირ. ისააკ ასურისა (550); ღირ. მოწ. მინასი, დავითისა და იოანესი (VII); ღირ. ანთუსა ქალწულისა (801); ღირ. ათანასია იღუმენიასი (860).
 
ლიტ. - საქ. 15 დას. V, 21-33. ინ. 19 დას. VI, 14-27.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ახ. სტ. 25 აპრილს მე-40 დღეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის გარდაცვალებიდან. ქვემოთ , შაბათის ტიპიკონთან ერთად შემოგთა-
ვაზებთ სარეკომენდაციო ტიპიკონს, თუ უპირატესი გადაწყვეტს უწმიდესის
სულის მოსახსენებლად მიცვალებულთა მსახურების აღსრულებას.
 
IX ჟამზე:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა (კვირაცხოვლობისა) და მღვდელმოწამისა
ანტიპასი.
– კონდაკი: დღესასწაულისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ზატიკიდან) (ჴმა I).
შენიშვნა: ეს დასდებლები უშუალოდ თომას კვირის მწუხრისაა, თუმცა
პარასკევს მწუხრად რიგზეც წერია.
- ღირსისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).
,,დიდება“ დღესასწაულისა: ,,კართა ჰხშულთა შეხუედ... “ (ჴმა VI).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“: ,,ყოვლისა სოფლისა...“ (ჴმა I).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (თავისი ჩასართავებით, რიგზედ).
,,დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: ,,კაცთმოყვარეო დიდ არს...“
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: ,,დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII) 2-გზის.
- „დიდება“ „აწ და“ კვლავ დღესასწაულისა: ,,დაბეჭდულით საფლავით...“
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება
მთელი ტაძრის კმევა
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე (ზატიკიდან, რიგზედ).
შენიშვნა: I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა
აღდგომის განსატევებელი (ჴმა I).
– ,,აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 1-გზის (იკითხება).
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში ტაძრის
კანონი არ აღესრულება.
ბ) წმიდის სახელობის ტაძარში:
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ტაძრისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი;
III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: წმიდის სახელობის ტაძრებში ტაძრის კანონი არ აღესრულება, თუკი
შაბათს მოიწია მაღალი რანგის მსახურება, ასევე არ იკითხება II რანგის
და ორი წმიდის მსახურებაზეც.
– კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ
ღირსის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: ,,საღმრთოთა ნათლითა...“ (ჟამნიდან).
- წარდგომა ღირსისა: ,,მოღუაწებისა ზეთითა...“ (საზიარო თვენიდან).
,,დიდება“ ,,აწ და“ იპაკო დღესასწაულისა: ,,ვითარცა შორის მოწაფეთა...“ (ჴმა
VI, თვით თომას კვირას იძიე).
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ზატიკიდან, თვით თომას კვირას იძიე).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“ არ იგალობება.
– „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „გუერდთა ჩემთა...“ (ჴმა I).
„დიდება“ ღირსისა: „ქებით აღესრულების...“ (საზიარო თვენიდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს არე სუნნელებითა...“
– „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად აღდგომისა (იხ. ზატიკი, რიგზედ).
,,დიდება, აწ და“ მისივე: „შემდგომად რვისა დღისა...“.
– „დიდებამაღალიანი“ – ყოველდღიური იკითხება.
– „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით, რიგზედ).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოწაფეთა თანა...“ (ჴმა I).
– „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ – 1-გზის.
- ტროპარი დღესასწაულისა: ,,დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა.
– კონდაკი: დღესასწაულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- დღესასწაულის IX გალობიდან (ძლისპირით) თავის ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი.
შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ ... აღდგომილო მკვდრეთით... ალილუია“.
თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარი: - დღესასწაულისა.
კონდაკები: - ,,დიდება“ ღირსისა;
 
,,აწ და“ - დღესასწაულისა.
 
თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
კონდაკები: - ,,დიდება“ ღირსისა;
,,აწ და“ - დღესასწაულისა.
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
,,დიდება“ ღირსისა;
,,აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და ღირსისა.
შენიშვნა: ღირსის საკითხავს სამოციქულო არ აჩვენებს. უპირატესის გადაწყვეტილებით,
თუ მხოლოდ დღის სამოციქულოს წავიკითხავთ, შესაბამისად წარდგომა, ალილუია და
განიცადე მხოლოდ დღესასწაულისა ითქმის.
წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა
არა არს რიცხივ“.
მუხლი: ,,აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა, ღმერთსა ჩვენსა, ტკბილ- ეყავნ
მას ქება“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ,
მაცხოვრისა ჩვენისა“.
მუხლი: ,,რამეთუ ღმერთი დიდ-არს უფალი და მეუფე, დიდ-არს ყოველსა ქვეყანასა ზედა“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებათა მისთა
ინებოს ფრიად“.
განიცადე: „აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა
ეშინოდის“.
,,ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი : ,,ანგელოზი
ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“
,,ნათელი ჭეშმარიტის“ ნაცვლად იგალობება ტროპარი : ,,ქრისტე აღდგა
მკვდრეთით...“ -1-გზის;
შენიშვნა: შვიდეულის დღეებში ლიტურგიაზე იქნება ჩამოლოცვა ასე:
მღვდელი: – „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.
გ უ ნ დ ი: – „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 3-გზის.
მღვდელი: – „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან
ჩუენმან...“
მიცვალებულთა მსახურების სარეკომენდაციო ტიპიკონი
ლიტ. რიგ. - საქ. 15 დას. V, 21-33 ინ. 19 დას. VI, 14-27.მ
მიც. - 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - - აღესრულება საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლის - - - - - - - - ზატიკიდან და პარაკლიტონიდან.
შენიშვნა: ვიყენებთ ზატიკიდან სულის შაბათისა და პარაკლიტონის პირველი ხმის
პარასკევი მწუხრისა და შაბათის ცისკრის საკითხავებს.
სულის შაბათს ანუ აღდგომიდან მე -7 შვიდეულში მოცემულია VI ხმის
საკითხავები. რადგან თომას შვიდეულში პირველი ხმის საკითხავებია, ჩვენც
პარაკლიტონის I ხმის საკითხავებზე შევჯერდით. ამ პრინციპით, მენელსაცხებლე
დედათა კვირაში მიცვალებულთა მსახურებაზე პარაკლიტონის I I ხმის
საკითხავები შეგვიძლია გამოვიყენოთ, განრღვეულის კვირაში – III ხმის და ა.შ.
სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: მიცვალებულთა მსახურება.
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა (კვირაცხოვლობისა) და მღვდელმოწამისა
ანტიპასი.
– კონდაკი: დღესასწაულისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV, პარაკლიტონიდან, „სტიქარონსა“-ზედა).
- მიცვალებულთა - 3 მუხლი (ჴმა VIII, ზატიკიდან):
I დასდებელი დავიწყოთ ასე: „მართლმადიდებლობით აღსრულებულთა...“
II დასდებელი: „რომელმან სისხლითა სუფლოითა... განუსვენე სულთა მიცვალებულთა,
(შემდეგ გამოვტოვოთ და ასე დავასრულოთ) და დააწესენ იგინი ზეცათა შენსა
სასუფეველსა“.
III დასდებელი: „ღმრთისმსახურებით აღსრულებულთა... ეზოთა შენთა აბრაამის
წიაღთა, (შემდეგ გამოვტოვოთ და ასე გავაგრძელოთ) ყოველთა მორწმუნეთა...
(ბოლომდე).
,,დიდება“ მიცვალებულთა: „ვჰგოდებ მწარედ...“ (ჴმა VIII, ზატიკიდან).
„აწ და“ – ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“: „ყოვლისა სოფლისა
დიდებასა...“ (ხმა I).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა დღისა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მიცვალებულთა (ჴმა I, პარაკლიტონიდან):
„რომელი შვებაი სოფლისა...“ („სტიქარონსა“-ზედა დასდებელი);
ჩასართავი: „ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, და
სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.
„შენ ქრისტე განმაქარვებელმან...“ (შემდგომად მე-2 სტიქოლოგიის წარდგომიდან);
ჩასართავი: „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან
დაიმკვიდროს ქვეყანა“.
„ადგილსა ნათლისასა...“ (შემდგომად მე-2 სტიქოლოგიის წარდგომიდან);
,,დიდება, აწ და“: „საკვირველსა საკვირველებათასა...“ (იქვე).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“ (ჴმა VIII, ხორციელის შაბათში
იძიე).
,,დიდება“„აწ და“ მისივე: ,,შენ ხარ ზღუდე...“
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: ,,დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII) 1-გზის.
„დიდება“ ტროპარი: მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“ (ჴმა VIII)
„აწ და“ მისივე: ,,შენ ხარ ზღუდე...“
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
– I რიგითი კანონის შემდეგ აღესრულება - მცირე კვერექსი.
– წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა – პარაკლიტონიდან, ჴმა I, წარდგომა
შემდგომად I სტიქოლოგიისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ მიცვალებულთა: „საუკუნითგან აღსრულებულნი...“
„აწ და“ - მისივე.
– წაიკითხება მე-17კანონის I ნაწილი დავითნიდან დასაწყისის გარეშე („უფალო
შევგვიწყალენ“ -3-გზის, „დიდება, აწ და“ არ ითქმის)
(1-ლი ნაწილის ბოლო ორი მუხლი: „არათუმცა შჯული
შენი ზრახვა იყო ჩემდა...“ და „უკუნისამდე არა
დავივიწყნე...“ - წაიკითხება 3-3-გზის).
ჩასართავი: „კურთხეულ-ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი“.
– მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
შენიშვნა: მღვდლის ლოცვის „ღმერთო სულთაო...“-ს დროს იგალობება „უფალო
 
შეგვიწყალენ“ – 40-გზის.
 
– წაიკითხება მე-17კანონის მე-2 ნაწილი დავითნიდან დასაწყისის გარეშე („უფალო
შევგვიწყალენ“ -3-გზის, „დიდება, აწ და“ არ ითქმის)
(მე-2 ნაწილის ბოლო ორი მუხლი: „ცხოვნდეს სული ჩემი...“
და „შევსცეთი მე ვითარცა...“ - წაიკითხება 3-3 გზის).
ჩასართავი: „მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე“.
– შემდგომად მე-17 კანონისა, წაიკითხება ან იგალობება: „კურთხეულ ხარ შენ
უფალო...“ და ტროპარები შემდგომად „ნეტარარიანისა“: „კრებულმან
წმიდათამან...“ (ზატიკიდან), რის დროსაც აღესრულება კმევა.
– მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
– წაიკითხება წარდგომა: „განუსვენე მაცხოვარო ჩვენო...“ (ჴმა V, ზატიკიდან).
,,დიდება“ „აწ და“ მისივე: „რომელი ქალწულისაგან...“
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, ზატიკიდან, თომას კ
ვირას იძიე).
II კანონი - მიცვალებულთა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან).
III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
– კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ
ღირსის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ზატიკიდან, თვით თომას კვირას იძიე).
იპაკო დღესასწაულისა: ,,ვითარცა შორის მოწაფეთა...“ (ჴმა VI, თვით თომას კვირას
იძიე).
- წარდგომა მიცვალებულთა: „ჩვენთვის დაითმინე...“ (ჴმა V, ზატიკიდან).
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „მსწრაფლი ფარუა...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
– მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
- კონდაკი და იკოსი მიცვალებულთა (ჴმა VIII) (ზატიკიდან)
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მიცვალებულთა: „ხსენება შესვენებულთა...“ (ზატიკიდან).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,სიტკბოებაო ანგელოზთაო...“
– ,,აქებდით უფალსა ცათაგან“.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად (ჴმა I, პარაკლიტონიდან,
მიცვალებულის მუხლით).
,,დიდება, აწ და“ მისივე.
– „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
– „აღვივსენითსა“ ზედა დასდებელნი: მიცვალებულთა (თავისი ჩასართა ვებით,
პარაკლიტონიდან, ჴმა I).
„დიდება, აწ და“ მისივე.
– „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“ (ჴმა VIII).
,,დიდება“„აწ და“ მისივე: ,,შენ ხარ ზღუდე...“
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა და მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“
– კონდაკები: დღესასწაულისა და მიცვალებულთა: „წმიდათა თანა განუსვენე...“ -
მონაცვლეობით.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად,
პარაკლიტონიდან.
შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ... აღდგომილო მკვდრეთით... ალილუია“.
ტროპარები: დღესასწაულისა;
 
მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“
 
კონდაკები: დღესასწაულისა;
 
,,დიდება“ - ,,წმიდათა თანა განუსვენე...“
 
,,აწ და“ - ,,შენ ხარ ზღუდე...“
 
წარდგომა, ალილუია და განიცადე - მიცვალებულთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მიცვალებულთა.
წარდგომა (ჴმა VI): „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან
დაიმკვიდროს ქვეყანა“.
მუხლი: ,,შენდამი უფალო აღვიღე სული ჩემი, ღმერთო ჩემო შენ გესავ, ნუ მრცხვენებინ
მე უკუნისამდე“.
ალილუია (ჴმა VI): ,,ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო“.
მუხლი: „და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.
განიცადე: ,,ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი
იყოს თესლითი თესლამდე“.
,,ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი : ,,ანგელოზი
ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“
,,ნათელი ჭეშმარიტის“ ნაცვლად იგალობება ტროპარი : ,,ქრისტე აღდგა
მკვდრეთით...“ -1-გზის;
ჩამოლოცვა: მღვდელი: – „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება
შენდა“.
გ უ ნ დ ი: – „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 3-გზის.
მღვდელი: – „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან
ჩუენმან...“
ყურადღება: ზემოთ წარმოვადგინეთ მიცვალებულთა
 
მსახურების სარეკომენდაციო ტიპიკონი!
 
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.