საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026
ძველი სტილით: 1 მაისი
აღდგომიდან მე-5 შვიდეული
ხსენება
კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპისკოპოსისა, ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწამისა ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“.
საკითხავები
ლიტ. – საქ. 35 დას. XIV, 20-27. ინ. 35 დას. IX, 39 - X, 9.
წმ. – ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19.
მეფ. – რომ. 108 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
ტიპიკონი
ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი” (IV რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის I პერიოდი – ზატიკი (აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე) · თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ ზატიკი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
- თავისებურებები
- ყველა მსახურება იწყება „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის გალობით; ამის შემდეგ „მოვედით თაყვანი-ვსცეთ“ აღარ ითქმის (ღამისთევის მწუხრზე – ასამაღლებლის შემდეგ).
- ლიტურგიაზე „ღირსარსის“ ნაცვლად იგალობება „ანგელოზი ღაღადებს“ და „განათლდი, განათლდი“ (ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნის გარდა).
- ცისკარზე საცისკრო კანონთა წინ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ – 1-გზის.
- „მეუფეო ზეცათაო“ არ იკითხება და არ იგალობება სულთმოფენობამდე.
- ზატიკის საკითხავები თვენის საკითხავებზე წინ იკითხება; ზატიკში მითითებული „დღესასწაულის საკითხავები“ არის უკანასკნელი კვირის, განზოგების, ამაღლების ან სულთმოფენობის საკითხავები, და არა პასექის.
მსახურების მიმდევრობა
2026 წელი 1 მაისიაღდგომიდან მე-5 შვიდეული14 მაისი ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით ხსენება: კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპ., ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწ. ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“. ლიტ. - საქ. 35 დას. XIV, 20-27. ინ. 35 დას. IX, 39 - X, 9. წმ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19. მეფ. - რომ. 108 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - იმის გამო, რომ ეს მსახურება არ არის მოცემული სადღესასწაულოში, სადღესასწაულო განგება წაიკითხება თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი განგებიდან, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ. კვირის ციკლის – ზატიკიდან. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი. ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი” (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: განზოგებისა და მოციქულისა. – კონდაკი: მოციქულისა. დიდი მწუხრი: – „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით” 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი” - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: - დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV). - მეფისა - 3 მუხლი: „მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თჳთმპყრობელსა მეფესა ქართვე-ლთასა სიბრძნჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქუ-ლებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულე -ბასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენ-თაო”. „რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენე -ბულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყ-უარული კეთილად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელის-მოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმ-წიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათ ჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუა -რჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”. „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელ-ითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერ -თა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”. ,,დიდება” მეფისა - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმა -შენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღ ამა-ღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშ ჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნოება ჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლი-სამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა” (ჴმა VI). „აწ და” დღესასწაულისა: „მეექუსესა ჟამსა დღისასა...” (ჴმა I). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი). – ,,სტიქარონსა” ზედა დასდებლები - მეფისა (თავის ჩასართავებით) (ჴმა II): „ხსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუა -წებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციუ-რისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო-ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა”. მუჴლი: ,,აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი”. „აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისაჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრ ჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მარადის გი ჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწმუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო”. მუჴლი: ,,ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა”. „მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნ ჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისა ჲთა განბრწყინდი, რომლისათ ჳსცა სოლომონისა -ებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტ-ანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისაჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტ ჱს თანა მომი ჴსენენ შემსხმელნი შენნი”. ,,დიდება” მეფისა - ,,ეჰა, რაბამი დიდებულება ჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმ -რთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიე რებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გ ჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, გან-წმედაჲ და დიდი წყალობაჲ” (ხმა V). „აწ და” დღესასწაულისა: „ჯურღმულსა ზედა...” (ჴმა II). – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენოსი“: ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...” (ჴმა IV). ,,დიდება” წმ. თამარისა : ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღ -აშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლი -ერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მა-რჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV). „აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი” („დიდების” ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...” (ჴმა IV). დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი” (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...” (ჴმა IV) 2-გზის. ,,დიდება” წმ. თამარისა : ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღ -აშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლი -ერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მა-რჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV). „აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი” („დიდების” ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...” (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-13 და მე-14. – რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - აღესრულება. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა - წმ. მეფისა: – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება). „ზეცისა სუფევისა მ ჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, გონებითა უბიწო ჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მ იუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსებაჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათ ჳს გამო ჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გ ჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა”. ,,დიდება” ,,აწ და” დღესასწაულისა. – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - წმ. მეფისა: „რომელმან წარმართენ ძლევანი საკჳრველნი საჭურველითა ცხო-ველს-მყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტ ჱს მბრძოლ -თანი, ითხოვე ქრისტ ჱს მიერ, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევა ჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისა ჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფ-ელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ”. ,,დიდება” ,,აწ და” დღესასწაულისა. – ,,სადიდებელი” მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – ,,გადიდებსა” მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილ მუხლებთან ერთად). – შემდგომად „სადიდებელისა” წარდგომა - ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალო-ბაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკ ჳდრთა ქუეყანის ა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულის ჴმისყოფაჲ შეცო-დებათა ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუ - მებელად გადიდებთ” - 2 გზის. ,,დიდება” ,,აწ და” - ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთოჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსება ჲ, და აღადგინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო”. – აღსავალი I, მე-4 ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა” (ჴმა IV). მუჴლი: ,,ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა”. – საცისკრო სახარება - ინ. 36 დას. X, 9-16. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება” - „მეოხებითა ღმრთივგჳრგჳნოსანისა მეფეთ-მეფისა თამარისითა...” „აწ და” - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...” - „მიწყალე მე ღმერთო...” (მცირე მიწყალე”). – შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი - ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგ ჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტ ჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზე-და ჩუენთჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა”. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...” საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის); II კანონი - მეფისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „აღდგომისა დღე არს...“ (ზატიკიდან). – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა”. გალობა I, „უგალობდითსა” (ჴმაჲ დ გუერდი) ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგ ჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ”. „ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა ჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე”. „რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წ არჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა”. „გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთი-საო, ნეტარო თამარ”. „წრფელ, მდაბალ, მშ ჳდ და მოწყალე, და ს ახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა”. ,,დიდებაჲ” - ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ესრჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა”. ,,აწ და” - ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მი ჴსენ შუამდ -გომელობითა შენ ითა, ღმრთისმშობელო”. გალობა III, „განძლიერდასა”. ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდა ჲ შენებრ, კაცთმოყუარე”. „დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილ -სახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნ-თქმელად”. „სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხ-ოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაჲ”. „სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშ ჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა”. „არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაჲ”. ,,დიდებაჲ” - ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ”. ,,აწ და” - ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლი -საგან დაშჯისა მი ჴსენ და მაცხოვნე მე”. – შემდგომად „განძლიერდასა” (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ზატიკიდან); - წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლადშუენიერად მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახ -ურებითა განაგო რა ჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისა ჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერება ჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა” - 2 გზის. „დიდება” „აწ და”დღესასწაულისა: ,,იხარებდინ ცანი...” (იხ. სამარიტელის კვირა). გალობა IV, „მესმასა”. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი”. „აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებ-ისა მისისა”. „ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუე-ნთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით”. „ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ-ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ”. „რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალება ჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ”. ,,დიდება” - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით”. ,,აწ და” - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავ-ლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო”. გალობა V, „ღამითგანსა”. ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე”. „შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისაჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩ-ინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი”. „შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცვ-ელნი, ყოვლად ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხ-ეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედრებელნი”. „ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწ -ლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუ ფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ”. „ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვა ჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ”. ,,დიდება” - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯე -ლისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენე-ბისა შენისანი”. ,,აწ და” - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რაჲთა გარდამოგჳვ-ლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ”. გალობა VI, „ღაღადყავსა”. ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალ -თა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა”. „ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ”. „შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნ ი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო”. „ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა”. „ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ ძ ჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ -აღმსარებელთა აღამაღლენ გ ჳრგჳნი და მშ ჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა”. ,,დიდება” ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე ქრისტ ჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინება ჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ”. ,,აწ და” ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო”. – შემდგომად „ღაღადყავსა” (VI გალობისა): - კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შ ენთა და სურ ჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართებაჲ, და შეცო-დებათა ჴსნაი” (ხმა VIII). - იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელ -დიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე” (ხმა VIII). გალობა VII, „კურთხეულარსა”. ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ -თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლე -ბული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადი-დებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს- მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთ-ხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „გამოშჩნდი რაჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისა ჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. „დიდება” - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”. ,,აწ და” - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯერო ჲსა, მოწყალებისა მომართ შე ნისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ -ლადწმიდაო ღმრთისმშობელო”. გალობა VIII, „აკურთხევდითსა”. ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისა ჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მ ჴსნელისა ღაღად -ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. „უფალსა ყოვლის -მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რა ჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. „მარხუაჲ და ლოცუა ჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღ ჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე”. „არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე”. „მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. „ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა” - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარუ-ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. „აწ და” - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის -მშობელო, განანათლენ, გონება ჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -ამშჳდენ, გევედრე ბი, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალო -ბდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. – შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა.” გალობა IX, „ადიდებდითსა”. ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ”. „იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ”. „სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობაჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაჲ”. „პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა”. „მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს”. „დიდება” - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისა ჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოც ჳსა შენისა ჲ მოგუფინე და ზიარ -მყვენ ნათელსა შენსა”. „აწ და” - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე”. – შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა): - ,,ღირს არსი’’ - არ იგალობება. – „განმანათლებელი” მეფისა: ,,დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე -დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ - ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღ -რაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინ ა წმიდათასა, და მოყუარეთა სი -წმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა”. „დიდება” „აწ და” დღესასწაულისა: „სამარიად რაი მოხვედ...” (ზატიკიდან). – „ყოველი სული - იგალობება. – „აქებდითსა” ზედა დასდებლები: - დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა III) (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა” ზედა დასდებლები ჩასართავების გარეშე). - მეფსა - 3 მუხლი: „მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრ -თისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმ -ომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა თამარ -ისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინ-ვალესა და საჴელოვანსა”. „ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგ ჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვა -ნიჭე სიბრძნ ჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა გზასა ზედა და მარა-დის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა”. „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმა ჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ -ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რა ჲ დადუმებად, სარ- წმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუე -ნისა განმაშუენებელსა და ეკლესია-მონასტერთა აღმაშენებელსა, გა -ლობითა ქებისა ჲთა დაუცხრომელად გადიდებთ”. „დიდება” მეფისა - ,,გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისა ჲთა, სასოებითა სარწმუნოებისა ჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისა ჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათჳს ქრისტ ჱსა; გიხარ -ოდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათ -რობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა”. „აწ და” დღესასწაულისა: „სიტყუა თანა სწორი...” (ჴმა II). – „დიდებამაღალიანი” - იგალობება. ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...” (ჴმა IV). ,,დიდება” წმ. თამარისა : ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღ -აშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლი -ერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მა-რჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერ-თსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV). „აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი” („დიდების” ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...” (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და მეფისა. – კონდაკები: დღესასწაულისა და მეფისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები”. – III აღსავალზე („ნეტარებების” გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი” - 8 მუხლად: სამარიტელის კანონის I გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). მეფის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი, თავის ,,დიდება” ,,აწ და” - თი. შესვლად: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრის (წმიდის ან ღვთისმშობლის); - მეფისა; კონდაკები: - ტაძრის (წმიდისა); „დიდება” - მეფისა; „აწ და” - სამარიტელის კვირისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მეფისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მეფისა. წარდგომა (ჴმა III): „უგალობდით ღმერთსა ჩვენსა უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა უგალობდით”. მუხლი: ,,ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა”. წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი”. ალილუია (ჴმა IV): „და გარდააცუ და წარემართე და ჰსუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა”. მუხლი: ,,შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება”. ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუე-ბდეს ფრიად”. განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ...” განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის”. ,,ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ,,ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |