საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 12 სექტემბერი 2026
ძველი სტილით: 30 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეულიხმა 5

ხსენება

მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე საკვირველთმოქმედისა (IX-X); კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანება (1724).

საკითხავები

ლიტ. – მართლ. – კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 26 დას. VI, 31-36.
რიგ. – 1 კორ. 132 დას. IV, 17 - V, 5. მთ. 97 დას. XXIV, 1-13.

ტიპიკონი

შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 5; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 30 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-15 შვიდეული12 სექტემბერი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირ. ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირ. ფანტინე საკვირველთმოქმედისა (IX-X); კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწ. აღმოყვ. (1724).
 
ლიტ. - მართლ. - კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 26 დას. VI, 31-36.
რიგ. - 1 კორ. 132 დას. IV, 17 - V, 5. მთ. 97 დას. XXIV, 1-13.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და დეკანოზ მიქაელ გალდავას მიერ შედგენილი წმ. ილია მართლის დაუჯდომლის მიხედვით.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - წინამორბედისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- წინამორბედისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- მართლისა - 3 მუხლი:
„დაუვალისა მის უქმნელისა მნათობისა ქადაგად აღმოცისკრებულო ვარსკვლავო და
ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიერ მომადლებულსა ნეტარებასა მიმთხვეულო, რომელმან
ახოვანითა მით მღვიძარებითა შენითა ჩვენ, უდებთა და საწყალობელთა, სულიერი იგი
ძილი წარმწყმედელი განაფრთხე და გონებითნი საცნობელნი განგვიბრწყინვე, აწცა
შეგვაწყნარე დამბადებელისა სახიერებასა, რათა ღმრთისა წმიდათა ძალისაებრ ჩვენისა
მაქებელნი შენ, დაუღამებელისა მის ნათლისა მეტრფესა, მარადის გიგალობდეთ“.
„სიკვდილითა სიკვდილისა მძლეველისა მობაძავო და მამულისა შენისა საკურთხეველისა
წინაშე წარმდგარო ტარიგო პატიოსანო, ფრიადითა მით მღვიძარებითა და სისხლისა შენისა
დათხევითა წმიდათა და მართალთა თანა მითვალულსა ესრეთ გადიდებთ“.
„საღმრთოჲთა მით ბეჭდითა ნიშანდებულმან და სულისა წმიდისა მიერ მადლითა მით
ცხოველითა აღბეჭდულმან, მამულისა შენისა ხატებისა ტრფიალება ჲ ყრმობითგანვე
შეისაკუთრე, ჰხმობდი რაჲ ესრეთ ცათა მიმართ: ალილუია“.
„დიდება“ წინამორბედისა: „კვალად იროდია...“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მართლისა (თავისი ჩასართავებით).
„იბერიისა სიყვარულითა მოტყინარეო და აღტრფობილო, მაცხოვნებელისა მთესვარისა
მარცვალი ლხინებული აწ გამოგვიბრწყინვებ სულიერისა ნაყოფისა უხვებასა და ჩვენცა,
სიხარულითა მით სიმშ დისაჲთა აღვსებულნი, გიღაღადებთ შენ“.
„ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
„მრთელისა და მართლისა მეცნიერებისა წიაღთაგან მოწევნულსა ხმოვანებასა, რომლისა
მეტყველებაჲცა ზეცად აღიწევის, უხრწნელისა საუნჯისა მეძიებელნი თანამეხმე ვე ქმნნეთ,
მორწმუნენო: ალილუია“.
„ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.
„შენისა საყვარელისა მამულისა ზეობისა მოსურნეო და სიყვარულითა მისითა ძილისაგან
განკრთომილო, აწმყოჲსა მაჯისცემისა მოყურადეო და მომავალისა საშვებელისა მჭვრეტე-ლო,
ქვეყანასა ზედა უშჯულოებისა მამხილებელი აწ ცათა შინა გალობ ესრეთ: ალი-ლუია“.
„დიდება“ წინამორბედისა: „შობა უსჯულო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის („დიდების“ ხმის მიხედვით):
„მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა...“ (ჴმა II).
„დიდება“ მართლისა: „ღუაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოი იგი სოფლისაი მოიმუშაკე
და გონებითა ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კუალად აღგვადგინენ, ჭეშმარიტებაჲ სთესე
და გვირგვინი უკუდავებისა ჲ მოიპოვე, სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი
დიდებისაჲ დაიმკვიდრე, ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია
მართალო, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად
სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).
ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა...“ 2-გზის (ჴმა II).
„დიდება“ მართლისა: „ღუაწლითა და სისხლითა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა:
- ,,ხორციელისა სიზრქისა მაოტებელითა სწავლულებითა განბრძნობილმან და სამშობლო ჲსათვის
მოღვაწებისა მნებებელობითა წმიდათა მამათა თანა მემწყობრემან, თავს იდევ რა ჲ მამული-
სათვის ფრიადი მუშაკებაჲ, იგალობე ღმრთისა მიმართ: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა:
- ,,ღმრთივსწავლულებისა უსუპითა სხურებულსა, რომელმანცა სიტყვიერითა მით ქნარითა,
გულისხმაჲ ჩვენი, მცონარებითა მოწყლული, წმიდა -ჰყვენ და ჩვენთვის ჯვ არცმულისა მაცხო-
ვარისა სასოებად კვალად აღგვადგინენ, ხმითა კეთილითა გიგალობთ ქრისტეანენი: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა (ძლისპირით) - 6 მუხლად.
II კანონი - წინამორბედისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მართლისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირით) (მიმდინარე ხმის) - 6 მუხლად.
II კანონი - წინამორბედისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მართლისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
შენიშვნა: იმის გამო, რომ წმ. ილია მართალს სადღესასწაულო განგება არ გააჩნია, საცისკრო
კანონად გამოვიყენებთ აღმსარებლის საზოგადო კანონს საზიარო თვენიდან.
– კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მართლისა:
- კონდაკი: „ღმრთისა მიერ ჩვენ შორის ახოვნად გამოჩინებულო და მრავალფერითა
მოღვაწებითა შენითა საუფლოსა წიაღსა დაგებულო, აღანთენ ჩვენისა გულისა ლამპარნი
დაშრეტილნი, რათა ღმრთისა წინაშე ჩვენნიცა საქმენიცა ბრწყინვიდენ მღაღადებელნი ესრეთ:
ალილუია“.
- იკოსი: „ქვეყანისა ტაძრითგან ცათა მიმართ აღმავალო სულნელო ღმრთაებრივო,
რომელმან ჩვენდა მომართ აღძრული ბევრეული მანქანება ჲ ბელიარისაჲ გარე-წარაქციე,
მადლიერებისა გრძნობითა განტფობილნი ესრეთ გიგალობთ: გიხაროდენ, განრღვეულისა
მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო
ილია მართალო“.
- წარდგომა მართლისა: „მაცხოვნებელისა გზისა იწროებისა შემცნობელო, რომელ მან
ტანჯვისა სასუმელისა შესმითა ჩვენ, უძლურთა და დაცემულთა, შეჭირვებანი აღასუბუქენ,
სულითა მდაბლითა და გულითა შემუსვრილითა ხმა-ჰყავ ღმრთისა მიმართ: ალილუია“.
„დიდება‘‘ „აწ და“ წინამორბედისა: „ბერწისაგან გამობრწყინდი...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წინამორბედისა.
– შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა‘‘ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი‘‘ მართლისა: „განუპარველითა მადლითა სიმართლისათა დღე -ყოველ
აღმსთობილო და ნიჭისა მის უშურველისა განხორციელებითა ქრისტესა თანა ჯვარცმულო,
ქებითა შენითა მწყობრობენ მორწმუნენი ღმრთისანი“.
„დიდება‘‘ „აწ და“ წინამორბედისა: „წინასწარმეტყველთა შორის...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მართლისა - 4 მუხლად:
„დამზრალისა ქვეყანისა განმატფობელო და შმაგისა მის ბელიარისა გოდებაო, დაუძინებე -
ლისა გველისა მბრძოლსა ახოვანსა, რომელმან ძალითა საკვირველითა შენითა შურითა
განცოფებულთა მხედრობანი შემუსრენ, ესევითარსა ქებასა შეგასხამთ მგალობელნი შენნი“.
„ნებსით ჯვარცმულმან ჩვენისა ცხოვრებისათვის, რომელმან წყალობითა თვისითა
უშურველითა განგააზნაურა, მარადსა თანაწარსადინელსა ცხოვნებისასა შეგრთო შენ, და
ჩვენცა, შენისა სრბისა მედღესასწაულენი, მლხინებელ გექმნებით წმინდანსა: ალილუია“.
„სოფლისა ამის განხრწნილისა თეატრონისა მოყვარულთა თხარ ეს წინაშე პირსა შენსა
მთხრებლი და, ფსალმუნისა სიტყვისაებრ, "იგინივე შთაითხივნეს", ხოლო შენ, მაცხოვარისა
ჩვენისა თანახატ -ქმნილი, სასუფეველისა წიაღ აღიწიე, ამისთვისცა ვხმოვანებთ შენდა
მიმართ“.
„შენისა საყვარელისა მამულისა ზეობისა მოსურნეო და სიყვარულითა მის ითა ძილისაგან
განკრთომილო, აწმყო ჲსა მაჯისცემისა მოყურადეო და მომავალისა საშვებელისა მჭვრეტე -
ლო, ქვეყანასა ზედა უშჯულოებისა მამხილებელი აწ ცათა შინა გალობ ესრეთ: ალილუია“.
„დიდება‘‘ წინამორბედისა: „წინამორბედო მაცხოვრისაო...“
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით):
„საფარველი შენი...“ (ჴმა VIII).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა...“ (ჴმა II).
„დიდება“ მართლისა: „ღუაწლითა და სისხლითა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარები: წინამორბედისა და მართლისა.
– კონდაკები: წინამორბედისა და მართლისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მართლის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით), და „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წინამორბედისა;
- მართლისა;
კონდაკები: - წინამორბედისა;
„დიდება‘‘ - მართლისა;
„აწდა“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წინამორბედისა
- მართლისა.
კონდაკები: - ტაძრისა.
- წინამორბედისა
„დიდება‘‘ - მართლისა.
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - მართლისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება - მართლისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ -ჰყო უფალმან ყოველივე
ნება მისი მათ შორის“.
მუხლი: ,,წინასწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა
შევიძრა“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა VI): ,,ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
მუხლი: ,,ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს“.
ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა
მისისასა“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.