სულთმოფენობიდან მე-20 კვირა · ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოთა ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათოლიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმშენებელი და ნეტარი ილარიონი; მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსი მამა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - ფებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტონიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა. უბისობა.
კვირის ღამისთევის მსახურება „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურებასთან შეერთებული.
ლიტ. (ლიტურგიაზე) გალ. 200 დას. I, 11-19. ლკ. 26 დას. VI, 31-36.
დამატ. (ლიტურგიაზე ღირსისა) გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
ცისკ. სახარება მე-9: ინ. 65 დას. XX, 19-31
ღირ. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.